საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წელი ბელგიელების განადგურებით დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელი გათამაშება, რომელიც 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მეორე წრეცაა, წარმატებით დაიწყო.

"ბორჯღალოსნებმა" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" შეჯიბრების დებიუტანტი, ბელგიის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს მშრალი ანგარიშით - 35:0.

ამას წინ უძღვოდა რაგბის კავშირისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეების მთელი ღამის შრომა. მათ დათოვლილი სტადიონი ნამქერისგან გაათავისუფლეს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს მეტ-ნაკლებად ნორმალური სათამაშო პირობები შეუქმნეს.

ნათლად ჩანდა, რომ მოედანი მძიმე მდგომარეობაში იყო. მეორე ნახევრის დასაწყისისთვის ტალახი ისე აიზილა, გადაადგილება ჭირდა. ცხადია, ამან თამაშს გარკვეული დაღი დაასვა. ვფიქრობთ, უკეთეს პირობებში ანგარიშში სხვაობა ბევრად მეტი იქნებოდა.

მოედნის მძიმე გრუნტის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მაინც შეძლო, ხელდახელ ბურთაობის გაკვეთილი ჩაეტარებინა მეტოქისთვის, თუმცა ძალისხმევა არც ჩვენს მორკინალებს დაუშურებიათ. ერთი სიტყვით, "ბორჯღალოსნები" უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და მეტოქე საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს არ გააჭაჭანეს.

მატჩის დაწყებიდან ათ წუთში ნათელი გახდა, ვინ იყო იქაურობის ბატონ-პატრონი. ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" მე-6 წუთზე გახსნეს, თუმცა სალელოვე იერიში ჩვენმა მორაგბეებმა ორი წუთით ადრე დაიწყეს.

ბელგიელთა 22-მეტრიანი ზონის ხაზთან აგდებული დერეფანი მოვიგეთ და მარცხენა, მოკლე ფრთაზე გარემარბმა ირაკლი მაჩხანელმა შეუტია. მერე ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ ბურთი მარჯვნივ გაათამაშა. იქ ჩვენმა მორკინალებმა ერთი მოკლე დარტყმა განახორციელეს და შეტევა კიდევ უფრო მარჯვნივ შუამარბებმა განავითარეს.

ბეგაძემ კიდევ ერთხელ შეცვალა შეტევის მიმართულება. მან მარცხნივ მგეზავ ლაშა ხმალაძეს გადააწოდა, რომელმაც გარღვევაზე მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია მყისვე გაიყვანა. ამ ეპიზოდში გარემარბის პოზიციაზე ერთბაშად ორი ქართველი მეორეხაზელი აღმოჩნდა. ბასილაიამ კიდისკენ ლევან დათუნაშვილს გადააწოდა, რომელიც ორმა ბელგიელმა გვერდითი ხაზს იქით გადაიყვანა, თუმცა "ჩაქუჩამ" მოასწრო და ბურთი იქვე მიმყოლ კონსტანტინე მიქაუტაძეს გადააწოდა, რომელსაც წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია.

ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვიდან ბურთი ძელს გაარტყა - 5:0.

სამ წუთში კვირიკაშვილმა მონაგარის გაზრდა მაინც შეძლო. ბელგიელები ბურთს საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან ათამაშებდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში მათ ფეხით სცადეს მისი ჩვენს მოედანზე გადატანა, მაგრამ უხეიროდ დაარტყეს. ბურთი მაჩხანელის ნადავლი შეიქნა. კაპიტანმა მეტოქის ხაზის გაჭრა სცადა, მაგრამ შეაჩერეს. წარმოქმნილი რაკიდან ბეგაძემ სწრაფად გამოიტანა, დროულად შენიშნა შუამარბ დავით კაჭარავას მანევრი, რომელიც მეტოქეს ხელიდან დაუსხლტა და ბურთი უკნიდან შეტევაში ჩართულ კვირიკაშვილს გაატანა. "მეკომ" ამჯერად გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 12:0.

ათ წუთში სალელოვე შეტევა ისევ კვირიკაშვილმა წამოიწყო. მან მეტოქის მიერ ფეხით დარტყმული ბურთი მოედნის საკუთარ ნახევარზე აიტაცა და ბელგიელთა დაცვის გაჭრა მათსავე ათმეტრიან ხაზთან სცადა. ის მოწინააღმდეგემ შებოჭა. ბეგაძემ რაკიდან გამოტანილი ბურთი მარცხნივ ხმალაძეს გადააწოდა, რომელმაც ცრუ მანევრით ორ ბელგიელს შორის გაიარა და სალელოვე გარღვევაზე დაფარული პასით იქვე მიმყოლი შუამარბი მერაბ შარიქაძე გაიყვანა. კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა - 17:0.

12 წუთის შემდეგ კვირიკაშვილის მიერ გატანილი ლელო კი შედევრად შეიძლება მივიჩნიოთ. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 20 მეტრში შერკინება მოიგეს. ბასილაიამ იქიდან გამოტანილი ბურთი მარჯვნივ ბეგაძეს გაატანა. ამან შეტევაში ხმალაძე ჩართო, რომელმაც ფეხით ოსტატურად შეაცურა ბელგიელთა ლელოში, სადაც ბურთთან ყველაზე სწრაფად კვირიკაშვილი გაჩნდა, თუმცა გარდასახვა ამჯერადაც ვერ გაიტანა - 22:0.

ტაიმის დასასრულს წამებიღა აკლდა, როცა საქართველოს ნაკრებმა მორიგი შეტევისას საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა. ჩვენმა მორაგბეებმა კარში დარტყმა გადაწყვიტეს და კვირიკაშვილმა საერთო ყულაბას კიდევ სამი ქულა შემატა - 25:0. ასე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ სტუმრები თითქოს ოდნავ გამოცოცხლდნენ. "შავი ეშმაკები" ძირითადად მორკინალების დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ "ბორჯღალოსნების" დაცვა მყარად იდგა.

56-ე წუთზე კი ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქის მორიგი შეცდომით ისარგებლეს. ბელგიელებმა ბურთი მოედნის ცენტრთან დაკარგეს, რომელიც შარიქაძემ აიტაცა და მეტოქის 22-მეტრიან ზონამდე ირბინა. მან მარცხნივ დაუცველი ზონა შენიშნა და ბურთი ფეხით სწორედ იქით შეაცურა. იქ ყველას გარემარბმა ირაკლი მაჩხანელმა დაასწრო და სტუმრებს მეხუთე ლელო გაუტანა. კვირიკაშვილმა გარდასახვა რთული პოზიციიდან ვერ გამოიყენა - 30:0.

ცხადია, ჩვენი გუნდის გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა. ამიტომ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თამაშში ყველა სათადარიგო ჩართო. შეხვედრის ბოლო, მეექვსე ლელო საქართველოს ნაკრებმა ტრადიციული მეთოდით, შერკინების მძლავრი მიწოლით 65-ე წუთზე გაიტანა.

ჩვენ სასარგებლოდ შერკინება ბელგიელთა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დაინიშნა. "ბორჯღალოსნებმა" პირველივე ცდაზე მეტოქე ლელოში შეათრიეს და მესამეხაზელ გიორგი ჩხაიძეს, რომელიც ამ მატჩში დერეფანში დომინირებდა, ბურთის დამიწება არ გასჭირვებია. გარდასახვა ამჯერად შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ დაარტყა და მანაც ბურთი ძელს გაარტყა - 35:0.

იხილეთ ვიდეო

ანგარიში თამაშის ბოლომდე აღარ შეცვლილა. საქართველოს ნაკრებმა წლევანდელი სტარტი შესანიშნავად აიღო. მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანა, რისთვისაც დამატებით ერთი პრემიალური ქულაც მიითვალა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მატჩის შემდეგ

რიშარ მაკკლინტოკი, ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ამ შეხვედრაზე აქცენტს არ ვაკეთებდით. წინა სეზონებში უკრაინამ და გერმანიამ ვერ შეძლეს ერთა თასზე ფეხის მოკიდება. ჩვენ ამის შანსი გვაქვს და ერთი კვირის შემდეგ ესპანეთში, ვფიქრობ, გადამწყვეტი მატჩი გველის. სწორედ ამიტომ დავასვენეთ დაახლოებით ათი მოთამაშე.

აქედან გამომდინარე, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. შედეგი კანონზომიერი იყო, ამინდი აქ არაფერ შუაშია. ჩვენ საქართველოს ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებოდით.

თორნიკე მეგრელიძეს რაგბის ნიჭი გენებში აქვს. ის ახალგაზრდა მოთამაშეა და, ვფიქრობ, 2-3 წელიწადში საკმაოდ ძლიერ მორაგბედ ჩამოყალიბდება. ჩვენს ნაკრებში ადრეც თამაშობდა ქართველი მორაგბე, გიორგი ნემსაძის ძმა, დავით ნემსაძე. ასე რომ, ქართველებზე კარგი წარმოდგენა გვაქვს".

მიქაელ დე მოლდერი, ბელგიის ნაკრების კაპიტანი:

"მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ნაკრებს იმისთვის, რომ სუფთად გვეთამაშა და ტრავმების გამო არავინ დაგვაკლდება. ჩვენ ძალიან თბილად მიგვიღეს და იმდენად აღტაცებულნი ვართ, რომ დღეიდან თქვენი ყველაზე გულმხურვალე ქომაგები ვიქნებით. ძალიან გვინდა, ერთა თასზე ადგილი შევინარჩუნოთ და მომავალშიც გეწვიოთ".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მადლობა მინდა გადავუხადო რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ მოედანი სათამაშოდ ვარგისი ყოფილიყო.

რთული პირობების მიუხედავად, ჩვენ ექვსი ლელო გავიტანეთ და მეტოქეს ქულების აღების საშუალება არ მივეცით, რაც კარგი შედეგია.

პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით კი, საწყის 15 წუთში. ყველაფერი დასახული გეგმის მიხედვით მიდიოდა და შედეგიც სახეზეა. უნდა ვეცადოთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაშისას გეგმას არ გადავუხვიოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას.

არ ვიცით, რა მდგომარეობაშია დავით ქუბრიაშვილის ხელი. ვიდეოანალიზის ნახვის შემდეგ გადავწყვეტთ, რა ცვლილებები განვახორციელოთ შემადგენლობაში. პორტუგალიაში უკეთეს მოედანზე მოგვიწევს თამაში და გუნდიც ბევრად უკეთესია, ვიდრე ბელგია.

პორტუგალიელები გაშლილ, უფრო მრავალფეროვან რაგბის თამაშობენ და ამიტომ სულ სხვა შინაარსის მატჩი გველის".

ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"სეზონის დაწყება ყოველთვის გვიჭირდა, მაგრამ ამჯერად კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი უკვე საკმაოდ დაბალანსებულად თამაშობს.

არავის აღუნიშნავს, რომ ნოემბრის ტესტებზე ოთხი ლელო გავიტანეთ და ოთხივე უკანახაზელების ანგარიშზე იყო. თუ ადრე შერკინება თამაშობდა და უკანა ხაზი იდგა, ახლა ასე აღარ არის. დღეს შერკინებამაც და უკანა ხაზმაც თანაბარი სამუშაო გასწია.

ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. დასახვეწი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ".

ერთა თასი

საქართველო-ბელგია 35:0

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი (წიკლაური 59), შკინინი, კაჭარავა, შარიქაძე, მაჩხანელი, ხმალაძე (მალაღურაძე 57), ბეგაძე (ხუციშვილი 49). (1-8) ნარიაშვილი (ჟვანია 47), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 47), ქუბრიაშვილი (ჩილაჩავა 47), მიქაუტაძე, დათუნაშვილი (ნემსაძე 57), თხილაიშვილი (ნარიაშვილი 75), ჩხაიძე, ბასილაია (კოლელიშვილი 57).

6ლ: მიქაუტაძე, კვირიკაშვილი (2), შარიქაძე, მაჩხანელი, ჩხაიძე. ს,გ: კვირიკაშვილი.

სინბინი: ჟვანია.

ბელგია (15-9) რუსი, მეგრელიძე (მაროტი 74), ბრებანი, პირონი, ჩონგე (ვილიამსი 50), ბრაუნი (დებატი 41), ბროუვერსი. (1-8) მასიმი (მირიალაკისი 41), დინსტი (ფერმიულენი 50), ჟადო (კუემუ 74), ნანა, ჰენდრიკსი (ფრატერი 64), მორელი (ლე კლუ 50), დე მოლდერი, ეპე.

მსაჯი: ვლად იორდაკესკუ (რუმინეთი)

რუმინეთი-პორტუგალია 24:0

ესპანეთი-რუსეთი 25:28

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 1 1 0 0 +35 5

2. რუმინეთი 1 1 0 0 +24 4

3. რუსეთი 1 1 0 0 +3 4

4. ესპანეთი 1 0 0 1 -3 1

5. პორტუგალია 1 0 0 1 -24 0

6. ბელგია 1 0 0 1 -35 0

მსოფლიოს თასის შესარჩევი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 6 5 1 0 +109 24

2. რუმინეთი 6 5 1 0 +73 23

3. რუსეთი 6 4 0 2 -3 18

4. პორტუგალია 6 1 1 4 -45 7

5. ესპანეთი 6 0 2 4 -60 6

6. ბელგია 6 0 1 5 -74 5

II ტური

8 თებერვალი

პორტუგალია-საქართველო

რუსეთი-რუმინეთი

ესპანეთი-ბელგია

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GiorgiG83
რეზო110 -ს პროფესიონალი გულშემაკტივრის პასუხი იყო, ძნელია არგუმენტის მოძეიბა, რომ საპირისპირო დაამტკიცო. იყო დრო როდესაც პოლონეთთან ვაგებდით და ჩილეს ვერ ვუგებდით და ლუქსემბრგტანაც კი წაგვიგია, ამ დროს რუმენითი ევროპაში მე-7 გუნდი იყო... ეს ჩვენ ვიყავით რუმენითის კონკურენტი და არა პირიქით, უბრალოდ ამ კონკურენციაში ბოლო დროს ვჯაბნით, აი ასე თუ გაგრძელდა მომავალშიც, წლების მანძილზე მაშინ გამოდის რომ ქვემოთ მოცემული მიზეზები უკვე ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნებულა, არა ერთჯერადად მოკლე ვადაზე გათვლით არამედ სისტემურად. არ არის რუმინეთი აბუჩად ასაგდები გუნდი, არც აშშ და კანადა და მათზე უკეთესი თუ არა თანაბარი ძალის მქონე, ან ოდნავ უკეთესი გუნდის ყოლა უკვე წარმატებაა. იტალიასთან და იაპონისთან პაექრობა, ფიჯი და ტონგასთან ჭიდლი - ეს სამომავლო პერსპექტივაა - ეგენი რუმინეთისთვისაც კი ხელმიუწვდომელები არიან.
რეზო110
ცემო ჯიმი, ნამდვილად საინტერესო სტატისტიკაა. ჩემ თავს უფლებას ვერ მივცემ მაგ კითხვაზე პროფესიონალურად პასუხის გასაცემად თუ რატომ გვიჭირს რუმინელებთან. მოსაზრებას კი გამოვთქვავ რაგბის გულშემატკივრის სახელით. ა.რუმინელებს ჩვენზე ბევრად დიდი ტრადიცია აქვთ რაგბის ისტორიის და გამარჯვებების; ბ.მაინც ევროპელები არიან და გაიხსენეთ, თუ 1 მამლუკი 3 ფრანგ ჯარისკაცს ჯობია, 2 მამლუკი 5-ს, აი 10 მამლუკი 10 ფრანგ ჯარისკაცს ან აჯობებს ან ვერა, რადგან მენტალურად მაინც უფრო ორგანიზებულები არიან, შესაძლოა კარგი გაგებით ეშმაკებიც, ჩემი აზრით მეტ-ნაკლებად ჯგუფური/გუნდური აზროვნებითაც გვჯობნიან;გ. ფიზიკურადაც მეტი თუ არა არაფრით ჩამოგვრჩებიან; დ.ინდივიდუალურად კი ერთი თავით მაღლა ისე ვერ ვდგავართ, რომ სხვა მათი უპირატესობები ადვილად გავანეიტრალოდ ე. ჟინით, აზარტით,ტემპერამენტით დიდად არ ჩამოგვრჩევიან, უსრო თავისებურად გამოხატავენ, როგორც სხვა ევროპელები; ვ. სარაგბო ინფრასტრუქტურა ჩვენზე ბევრად კარგი აქვთ, დაფინანსებაც და რაგბისტების რაოდენობაც და სხვა. ყველაფერ ამას თუ ავწონ-დავწონით ჯამში ალბათ ამიტომაცაა რომ გვიჭირს.ამიტომ რაგბი ისეთი სახეა სპორტის, რომ წარმატება საკითხებისადმი მხოლოდ კომპლექსურ მიდგომაშია,შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ასე მგონია და ალბათ არც ახალს არაფერს ვამბობ
GiorgiG83
საინტერესო ციფრებია, მე არასოდეს დამითვლია. რუმინეთის ჩემპიონატი აშკრად უფრო ძლიერია ჩვენსაზე. ჩვენი ჩემპიონატი მხოლოდ წელს არის ჯერ რომ არ ყოფილა ისეთი გათანაბრებული და კონკურენტული. და კიდევ ერთია ირიცხებოდე ფრანგულ კლუბში და მეორე რამდენად გაქვს სათამაშო პრაქტიკა. ჩვენი ბიჭების გარკვეულ ნაწილ სათამაშო პრაქტიკა აკლია
jimi
იქნება ვინმე გარკვეულმა მიპასუხოს, არ ვარ რაგბის სპეციალისტი. ახლა გადავთვალე საფრანგეთის 2 უმაღლეს ლიგაში ქართველებისა და რუმინელების რაოდენობა. გამოვიდა, ზე14ში ჩვენ გვყავს 16 'ფორვარდი' + 1 მცველი, რუმინელებს 2 ფორვარდი. მეორე ელიტარულ ლიგაში ჩვენ 13+5, რუმინელებს 5+0. კითხვა ასეთია - ამხელა უპირატესობის მიუხედავდ რატომ გვიჭირს ხლმე რუმინეთთან მოგება? შიდა ჩემპიონატი აქვთ მაგათ ჩვენზე ბევრად ძლიერი და იქ აგროვებენ მოთამაშეებს?
რეზო110
არ ვიცი რატომ არ მოხვდა ჩემი კომენტარი, მაგრამ არაუშავს კიდევ გავიმეორებ. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო გიორგის შესანიშნავი ანალიზი, მიუკერძოებული და კორექტული. ერთადერთი რაისი დამატებაც მინდა ეს დისციპლინის (როგორც სათამაშო-ორგანიზაციული, ისე მენტალურ-მოქცევითი) საკითხია. ეს კომპონენტიც მომეჩვენა, რომ გამოსწორდა თუ არ ჩავთვლით ჟვანიას 10 წუთიანს. ამასაც უთამაშებლობით შესაბამისი პრაქტიკის უქონლობით ავხსნიდი თორემ ბიჭები ნამდვილად გაზრდილები და დაღვინებულები არიან. დავით ქუბრიაშვილის წინასამატჩო ინტერვიუმაც თავისი როლი ითამაშა უდავოდ. მინდორი კი მიუხედავად ასეთი ძალისხმევისა მაინც არ იყო "იდეალური". სპეციალიზებული სარაგბო მოედანია და მინდვრის საფარის გადასაფარებელი დამცავის შეძენა ალბათ კი უნდა მოხერხდეს სამომავლოდ მაინც, ესეც ხომ გადახურული სტადიონი არ არის. სამომავლო თაობის განვითარება თუ გვინდა ამაზეც უნდა იფიქრონ ალბათ. რა უნდა ეღიროს ისეთი. რამოდენიმე ხნის წინანდელ ერთ-ერთ ჩემ კომენტარში ვისურვე, რომ მოთამაშეების სურათების ჩვენებისას მათი ასაკისა და მოხეჭილ კეპებთან ერთად მათი წონები და სიმაღლეებიც გვაჩვენეთ თქო. არ ვიცი ჩვენ კომენტარებს თუ კიტხულობს ვინმე ამ გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ საინტერესოა ჩვენთვის ასეთი ინფორმაცია მოედანზე მყოფთა შერკინების, უკანა ხაზების შესახებ როგორც წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ასევე უფრო კორექტული კომენტარების გასაკეთებლად. ვნახოთ პორტუგალიასთან როგორ ითამაშებენ, მაშინ როდესაც ასეთ "ვნახოთ"-ს აღარ ვიტყვით ესე იგი უკვე სტაბილური გუნდი გვყოლია. ამისი ნიშნები კი ნამდვილად არის. ასე იმიტომ ვამბობ რომ ვერ ვივიწყებ აშშ-სთან თამაშისას დაშვებულ შეცდომებს და არა იმდენად წაგებას
xuligana
21-22 წლამდე მაგარი ბიჭები მოდიან, კაი თაობები იზრდება, ეს ნაკრებიც რამდენიმე პოზიციისს გარდა ისედაც ახალგაზრდაა ბესი და უმაგა უნდა დავიტოვოთ კარგად იციან საქმე. ბესი დაცვას კონსულტანტობს უმაგა სჰეტევას
GiorgiG83
გაიხარე ძმობილო, მალე გვეზეიმოს 2-3 ადგილით სტაბილურად დაწინაურება რეიტინგში. ფეიქრიშვილის დაბრუნება მეც მიხარია, ფაქტია მაგარი მორაგბეა - არავისზე ნაკლები და ბევრზეც უკეთესი. მეც მეიმედება რომ რთულად თU ადვილად, პორტუგალიას დავამარცხებთ
mgeli
ადრე ვერ უგებდიტ პორტუგალიას ესპანეტტნაც გივიჩირდა, მარგამ ახლა დავანგრევტ პორტუგალიას
Qomagi
შერკინება თუ ასე კარგად ჩახურავს თამას ვერც პორტუგალია იტამაშებს გაშლილ რაგბის და ვერაფერს იზამს, პეიქრიშვილი იაენბაო კუბრიაშვილს ადგილზე და არავიზე ნაკლები ანტნონი არ არის, ბევრსაც ჯობია, ზიბზიბადზეც უეჭველი იტამაშებს და მოვიგებტ. პორტუგალიასტან აგარ უნდა ცავაგოტ
moraGbe
GiorgiG83-ს გიო, ფაქტია წინ მივდივართ და ამ პროცესში მტკივნეული მომენტებიც გვეკნება, ამ თაომაბ უნდა მოასწროს თავისი სიტყვის ტკმა, რეიტინგსიც 2-3 ადგილით აწევას ტუ შევძლებთ ძალიან მაგარი ქინება. კაი ანალიზი იყო
GiorgiG83
პიველ რიგში მადლობა ახალგაზრდა მორაგბეებს, რომლებმაც ყინვაში საათობით იმუშავეს, რომ მინდორი სათამაშო კონდიციებამდე მიეყვანათ. თვენახევარში ციკლის შეჯამებასაც შევძლებთ, მარგამ ამ ჯერად ის არის სასიხარულო, რომ გუნდმა გამოიჩინა ტაქტიკური განსწავლულობა და დისციპლინის მაღალი განცდა (საქმე პირველი ტაიმის პირველივე ნახევარში გაკეთდა) ბელგიის შესუსტებული შემაგდენლობით თუნდაც პრემიალური ქულით დამარცხება ვერ გაზომავს ასევე თუნდაც დანაკლისით მოთამაშე ვენი გუნდის ძალას (ალბათ ვერანაირად ვერ იქნებოდა ბელგიელთა დანაკლისი იმაზე მეტი რაც ჩვენ გვყავდა-ზირაქა, გორგო, კაკოვინი, ზიბზიბაძე) მიუხედავად ამისა რამდენიმე დეტალი ნათლად გამოჩნდა: - შერკინების პირველი ხაზი დანაკლისის მიუხედავად სრულფასოვნად იცვლება, ბელგიელთა თამაშI მთლიანად ჩახურეს ნარიაშვილმა, ბრეგვაძემ და ქუბრიაშვილმა - შერკინების მეორე ხაზი იმედისმომცემად სტაბილურია, მხტომელებმა (მიქაუტაძე , დათუნაშვილი) ყველაფერი მოიგეს , რის მოგებაც შეიძლებოდა. - შერკინების მესამე ხაზი ასევე დანაკარგის მიუხედავად იძლევა ლავირების საშუალებას, მაგრამ მაინც ვისურვებდი, რომ ამ რგოლში კონკურენცია უფრო მეტი იყოს. გამიხარდება დიმიტრი ბასილაია თუ უფო მეტს აირებს საკუთარ თავზე, როგორც ერთ-ერთ ლიდერს ეკუთვნის და შეუძლია გიორგი ბეგაძე თუ ასევე გააგრძელებს პროგრესირებას 2-3 წელიწადში მგონი აბუზე 2 თავით უკეთესი 9 ნომერი გვეყოლება (იმედია აბუ არ მწყებს :)) კარგი ბიჭია, კარგი მომავლით 10 ნომერზე კანდიდატების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ამ პოზიციაზე ალბათ უფრო მეტი პროგრესის მოლოდინში ვართ. აი 12 ნომერზე სხვა სიტუაციაა - მერაბ შარიქაძე ალბათ ის მორაგბეა, რომლის გარშემოც 4-5 წელიწადში აიგება ნაკრები 13 ნომერზეც ასევე გაიზარდა კონკურენცია, რაც სასიხარულოა (ზიბზიბაძე, კაჭარავა თანაბრად წარმეტებულია შუამარბის პოზიციაზე) ფლანგებზე 11/14 ბოლო პერიოდია კარგად ვბურთაობთ, მაჩხანელი, ზიბზიბაძე, შკინინი... ერთად-ერთი შკინინზე მწყდება გული, რომ ამ ბიჭმა ის რაგბი ვერ ითამაშა, რასაც ვუწინასწარმეტყველებდით და რაც ხელეწიფებოდა. ფულბექი სამწუხაროდ კონკურენციის მიუხედავად, სტაბიულრია მანამ სანამ კვირიკაშვილს უჭირავს ეს პოზიცია (მალაღურაძე, წიკლაური, ყიასაშვილი), თუმცა მეკოსაც ალბათ მეტი შეეძლო თუმცა ვერც ის ვერ გაიზარდა იმ დონეზე რის პოტენციალიც გააჩნდა ვნახოთ, რა იქენბა უკეთეს გაზონზე პორტუგალიაში, იმედია პროგრესი შეუქცევადი ხასიათის იქნება.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
ქართული რაგბის მხარდაჭერა უკრაინას
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რაგბი. ლეგიონი: ქართველების მონაგარი, ოთხი სინბინი
რაგბი. ლეგიონი: ერთი ჩხუბი და გაძევება, ორი სინბინი [VIDEO]
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
რაგბი. ლეგიონი: გიორგი ნემსაძის ლელო და ორი სინბინში [VIDEO]
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ" - საქართველოს გურული ჩემპიონები ისტორიის გასაგრძელებლად ითამაშებენ
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის
გიორგი ბეგაძე: გულშემატკივარს ამ სიყვარულს ვერასდროს დავუბრუნებთ
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა
რაგბი. ლეგიონი: საპლეიოფო ოთხეულში ქართველები არიან
ლეგიონერები - ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი "პერპინიენში"
რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე ქართველების ბოლო რეპეტიცია
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს
თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით
კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]
რაგბი. ლეგიონი: მეორე დივიზიონში "არაქართული გუნდი" გალიდერდა
დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა
გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს
ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ფრანგული კლუბის შერკინების მწვრთნელად დაინიშნა
ექიმების რჩევა, კიდევ 1 ტრავმა და შოტლანდიასთან გამართული 2 მატჩით მიღებული პროგრესი
რაგბის ლეგიონი: ვის ვუქომაგოთ ამ სეზონში
"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა
”ბორჯღალოსნები” გლოსტერისკენ დაიძრნენ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]
რაგბი. ლეგიონი: 27 ქართველი ელიტფედერალი
სავსე ტრიბუნების დროა!
რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი: ვინ ითამაშებს "ჩელენჯ კაპზე"?
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო ფრანგულ ელიტაში [VIDEO]
გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ
რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა გუნდი შეიცვალა
[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?
"ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ კლუბი შეიცვალა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]
რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს
გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"