ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"ბორჯღალოსნები" უკვე ლისაბონში არიან

"ბორჯღალოსნები" უკვე ლისაბონში არიან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი ხელის ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარება
საქართველოს ნაკრები 3 თებერვალს, გამთენიისას ლისაბონში გაემგზავრა, სადაც ერთა თასის გათამაშების მეორე ტურის მატჩში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნების" თამაში პორტუგალიის ნაკრებთან ლისაბონში 8 თებერვალს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

იქამდე კი მზადებას ადგილზე გაივლიან. ლისაბონში თბილისზე ბევრად უფრო კარგი მეტეოროლოგიური პირობებია და ყველა საშუალებაა, რათა გუნდი თამაშისთვის ნორმალურად მოემზადოს.

პირველ მატჩში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ბელგიის ეროვნულ გუნდს 35:0 მოუგო, ხელი დაიშავა და ერთა თასზე გუნდს ვეღარ დაეხმარება შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე). მის ნაცვლად ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა საფრანგეთის ჩემპიონის, "კასტრის" პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილი იხმო, რომელმაც ახლახან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა პარიზულ "მეტრო რასინგთან".

სხვა რაიმე ცვლილება გუნდში არ არის. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს ტრავმების გამო დააკლდა მამუკა გორგოძე (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) და ვასილ კაკოვინი (ტულუზი).

ტრავმა მოიშუშა და პორტუგალიელებთან თამაშს შეძლებს შუამარბი თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რომელსაც ბელგიის ნაკრებთან არ უთამაშია.

პორტუგალიელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად გამართეს კლუჟში, რუმინეთის ნაკრებთან და მშრალი ანგარიშით, 0:24 დამარცხდნენ. "სტეჟარიმ", რომელიც ერთა თასზე ჩვენი მთავარი კონკურენტია, მეტოქეს ორი ლელო გაუტანა, რასაც ოთხი საჯარიმოც მიაყოლა.

უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე პორტუგალიელები დაცვაში დისციპლინირებული თამაშით გამოირჩეოდნენ და ამდენი საჯარიმო, ვფიქრობთ, მათთვის ბევრია.

თამაშში გუნდებს ახალი არაფერი უჩვენებიათ. "ლობუშები" ისევ ძველებურად ცდილობენ ხელდახელ ბურთაობას, გადაწყობასაც სწრაფად ახერხებდნენ, მაგრამ რუმინელთა დაცვა გაუვალი კედელივით იდგა. მასპინძლებმა მეტოქის თითქმის ყველა უხეში შეცდომა გამოიყენეს.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ რუმინელები სწორედ პორტუგალიელთა შეცდომების მოლოდინში იყვნენ.

"ლობუშებს" შორის ყველაზე გამორჩეული ფულბეკად მოთამაშე გარემარბი ანტონიო აგილარი იყო, რომელიც "მუხის ფოთლებთან" მარტო ვერას გახდა. რუმინელებმა მეტოქე, როგორც მოსალოდნელი იყო, შერკინებაში დაჩაგრეს.

დიდი მცდელობის მიუხედავად, პორტუგალიელებს საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდათ, მასპინძლებისთვის რაიმე დაეპირისპირებინათ.

ახლა "ლობუშები" შვიდი ქულით მეოთხე ადგილზე არიან და მესამეადგილოსან რუსეთის ეროვნულ გუნდს 11 ქულით ჩამორჩებიან. სავარაუდოდ, პორტუგალიელები მსოფლიოს თასის საგზურზე ოცნებას უნდა გამოემშვიდობონ და ერთა თასის გათამაშებაში ადგილის შენარჩუნებისთვის იზრუნონ.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი).

მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი), გიორგი ნემსაძე (ტარბი).

მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ვოქტორ კოლელიშვილი (ლიონი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბირგი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი).

#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (ვიენი)

#12-13: მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ენისეი)

#11-14: თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), გიორგი შკინინი (არმია).

#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ჯაბა მალაღურაძე (ბაგნერე).

პორტუგალია

ჟოაო კორეია, ჟორჟე სეგურადო, რუი დორეი, ლუის სალემა, ვაშკუ უვა, პედრო ლეალი, მიგელ ლეალი, ფრანსისო ტავარეში, ლუის პორტელა, მანი რაპოსო, ანტონიო აგილარი (ყველა-დირეიტო), ფრანსისკო ფერნანდესი (ბეზიე), ტონი მარტინსი (ლიმოჟი), მაიკ ტაჯერი (მასი), ემანუელ რებელო (დიჟონი), ჟოზე ლიმა, გონსალუ უვა (ორივე-ნარბონი), აურელიან ბეკო (კოლომიე), ჟაკ ლე რუ (ქოვენთრი), ერიკ დოს სანტუში, კევინ და კოშტა (ორივე-ბიარიცი), პედრო ბეტენკურტი, ფრანსისკუ მაგალიაეში, ნუნუ კოშტა, გონსალუ ფორუ, ბრუნო მედეიროსი, სებასტიან ვილაქსი, კარლ მურეი, ჟოაო ალმეიდა, ფრანსისკო აპელტონი (ყველა-კდუპი), ფრანსისკო დომინგეში, ფერნანდო ალმეიდა (ორივე-აგრონომია), ბრუნო როჩა (კოიმბრა), დიოგო მირანდა (ბელენენსეში).

საინტერესო გამოდგა ესპანეთისა და რუსეთის ეროვნული გუნდების მატჩი მადრიდში, რომელშიც სტუმრებმა 28:25 მოიგეს.

მარცხის მიუხედავად, ესპანელებმა კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. ისინი ხელდახელ შესანიშნავად თამაშობენ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ სახელდახელოდ შეკოწიწებული გუნდია და შეთამაშება აკლია.

ესპანელთა ახალმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა ნაკრებში მხოლოდ ოთხ ესპანელ მორაგბეს უხმო.

დანარჩენი ყველა საფრანგეთის კატალონიისა და ბასკეთის რეგიონების მკვიდრები არიან. თუ სანტოსმა სამომავლოდ ამ გუნდის შენარჩუნება შეძლო, ვფიქრობთ, ესპანელები რეალურად შეძლებენ, ლიდერებს კონკურენცია გაუწიონ.

ერთი სიტყვით, "ბორჯღალოსნებს" ესპანეთში გასვლითი მატჩი ელით და მასპინძლების დამარცხება იოლი არ იქნება.

ერთა თასი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 1 1 0 0 +35 5

2. რუმინეთი 1 1 0 0 +24 4

3. რუსეთი 1 1 0 0 +3 4

4. ესპანეთი 1 0 0 1 -3 1

5. პორტუგალია 1 0 0 1 -24 0

6. ბელგია 1 0 0 1 -35 0

მსოფლიოს თასის შესარჩევი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 6 5 1 0 +109 24

2. რუმინეთი 6 5 1 0 +73 23

3. რუსეთი 6 4 0 2 -3 18

4. პორტუგალია 6 1 1 4 -45 7

5. ესპანეთი 6 0 2 4 -60 6

6. ბელგია 6 0 1 5 -74 5

II ტური

8 თებერვალი

პორტუგალია-საქართველო

რუსეთი-რუმინეთი

ესპანეთი-ბელგია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ბელგია 35:0 - "ეშმაკები" მოვარჯულეთ, რიგში "მგლები" არიან [VIDEO]

• GiorgiG83

გარკვეულწილად გავეცნარი პორტუგალიელთა რამდენიმე თამაშის მიმოხილვას იგივე შარშან ჩვენთან ნათამაშევის გათვალისწინებით და მეტნაკელბად გამოიკვეთა პორტუგალიელთა თამაშში რამდენიმე დეტალი: გუნდი აშკარად სუსტია შერკინებით, ძირიტადი დაწოლა მოდის მათ უკანა ხაზზე - მგეზავი, მეორე მგეზავი, შუამარბი , ფულბექი და ფრთის მოთამაშეები. თუ სრულად განეიტრალდება პორტუგალიელთა შერკინება (რის შესაძლებლობაც გვაქვს) და შეიბოჭება გამთამაშებელი და პირველი მგეზავი პრაქტიკულად უბურთოდ (ან პოზიციის გარეშე) დარჩება 12-15 ნომერზე გამწესებული 5 ვე მოთამაშე. ინდივიდუალურად კი პორტუგალილეთა უკანა ხაზი არ არის ისეთი ძლიერი რომ მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ამ ფონზე თუ ჩვენი შერკინება თამაშს ჩახურავს და 4-5 და მარბიელი, მღლეტელი და შემკვრელი მოწნააღმდეგის 10 (12) ნომრამდე აიტანან თამაშს უკვე ჩვენი გუნდის საინტერესოდ და პროდუქტულად ათამაშებული უკანა ხაზი მოიპოვებს საგრძნობ უპირატესობას, შეიძლება არა იმდენად ფლანგებმა რამდენადაც მეორე მგეზავმა, შუამარბმა და ფულბექმა (თუ შერკინების მესამე ხაზი თამაშ აიტანს მოწინააღმდეგის მეორე მგეზევის პოზიციამდე მარაო იშლება ფლანგზე და მოწინააღმდეგის გაწეილი დაცვა უკვე ჩვენს12-13-15 ნომრებს უხსნის სალელოვე არეალს). იმედია ამ პროგნოზზე უკეთესი იქენბა ჩვენების თამაშიც და შედეგიც.

• Giorgig83

ნაწილობრივ გეთანხმები, ნაწილობრივ არა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მე-13 ადგილზეც ვყოფილვართ მაგრამ მაშინ საომას მსგავს გუნდბებს არათუ წოლსწორად ვეთამაშებოდით, არამედ არც კი გვკადრულობდნენ, არც არგენტინა. შესაბამისად ვეთანხმები რომ რეიტინგი ასახავს გუნდის სიძლიერეს, მარგამ ამ ლოგიკით დავამარცხეთ კანადა და მასზე უკან ვართ, დავმარცხდით აშშ-სთან და მასზე წინ ვართ. +/- 2 ქულა რეიტინგში ბევრს არაფერს ნიშნავს, ამ დიაპაზონში გუნდები ერთი დონისაა და ერთმა მოგებამ ან წაგებამ შეიძლება სრათი შეცვალოს. მიმაჩნია რომ რიტინგში აშშ და რუმნითზე წინ ყოფნა ჯერ მათთან სტაბილურად წარმატებული თამაშით უნდა განვამტკიცოთ, კანადასთან მოვიპოვოთ უპირატესობა და გაუთანაბრდეთ იაპონიას, ფიჯის, ტონგას შემდეგ კი მივუახლოვდეთ იტალიას, არგენტინას, შოტლანდიას, სამოას... ამაზე მეტი რესურსი ჯერ ფიზიკურად არ გვაქვს, თუმცა მგონია რომ ესეც დიდი წარმატებაა. დღეს მუშაობა მიდის იმდენად არა რეიტინგში დაწინაურებაზე არამედ მყარი ბაზის შექმნაზე, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი მზარდი ნაბიჯებით წინ სასიარულოდ.

• ასა

რეიტინგს უნდა გავუფრთხილდეთ.ათეულის მისადგომებშია ჩვენი ადგილი – 72–73 რეიტინდით. ეჰ, აშშ–სთან რომ არ წაგვეგო...

რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია

რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს

კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება

"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...

[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა

ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"

ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს

ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს

"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ

საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით

10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების შეფასება ესტონეთთან მატჩში

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!

ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

სავსე ტრიბუნების დროა!

ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო

ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს

კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის

ლევან მაისაშვილი: ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა