ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უცვლელად: ყიფიანის წერილი სიჭინავასადმი ქეცბაიას ხელფასზე

უცვლელად: ყიფიანის წერილი სიჭინავასადმი ქეცბაიას ხელფასზე

გთავაზობთ წერილს, რომელიც სპორტის სამინისტროდან სფფ-ში ნაკრების მწვრთნელის ხელფასის მოთხოვნის საპასუხოდ გაიგზავნა
3 თებერვალს, საღამოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საინტერესო ამბავი გავრცელდა - თემურ ქეცბაიასა და მისი შტაბის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის.

ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე იმუშავებს, მაგრამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მწვრთნელს ანაზღაურებას ეს უკანასკნელი გადაუხდის.

ხოლო, წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის მოსახმარი თანხა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს დაურიგდებათ.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს წერილს, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების მწვრთნელის ხელფასის მოთხოვნის საპასუხოდ გაიგზავნა.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა.

ვითვალისწინებთ საზოგადოების დიდ ინტერესს და ვაქვეყნებთ წერილს, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების მწვრთნელის ხელფასის მოთხოვნის საპასუხოდ გაიგზავნა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ დომენტი სიჭინავას

ბატონო დომენტი,

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განიხილა მიმდინარე წლის 17 იანვრის #03/15 წერილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან გაფორმებული ხელშეკრულებით 2014 წლის იანვრის თვეში კუთვნილი თანხის (220 975 ლარი) მოთხოვნის თაობაზე.

კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ჩვენ შორის შემდგარი არაერთი შეხვედრის დროს გაჟღერებულ იქნა სახელმწიფოს პოზიცია, მიმდინარე ეტაპზე ეროვნული ნაკრებისთვის მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის მიუღებლობის შესახებ; ასევე არაერთხელ დაისვა საკითხი იმის თაობაზე, რომ სფფ-მ შეასრულოს მთავარ მწვრთნელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობა, შესაბამისმა ორგანომ შეაფასოს მთავარი მწვრთნელის საქმიანობა და მიღებულ იქნეს ობიექტური გადაწყვეტილება.

ჩვენთვის და საზოგადოებისთვის უცნობია, თუ როგორ აფასებს სფფ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქმიანობას. კიდევ ერთხელ, ამჯერად წერილობით ვაფიქსირებთ სახელმწიფოს ხედვას იმის შესახებ, რომ არსებული შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასის ანაზღაურება არ უნდა იყოს წელიწადში 400 000 ლარზე მეტი.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზანშეწონილია დაფინანსდეს U15 და ზედა ასაკობრივი ნაკრებები. ასევე გაურკვეველი და გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით/პრიორიტეტით არის შერჩეული როგორც მწვრთნელთა (სხვადასხვა შემთხვევაში 3, 4 ან 5 მწვრთნელი) რაოდენობები ასაკობრივი ნაკრებების თვალსაზრისით, ასევე, მათი სახელფასო განაკვეთები.

აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი დავასკვნათ, რომ ადგილი აქვს სუბიექტურ და უსისტემო მიდგომას საკითხისადმი. ეს კი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მით უფრო, როდესაც საკითხი საბიუჯეტო თანხების ხარჯვას ეხება.

გვინდა შეგახსენოთ, რომ ფეხბურთში, ისევე, როგორც სპორტის ნებისმიერ სახეობაში, მწვრთნელების წარმატება მათ სპორტულ შედეგზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, სამინისტროს მიერ შემუშავებული და მიღებული იქნა "სპორტსმენთა და მწვრთნელთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა", რომელიც შედეგზე ორიენტირებული, წარმატებული მწვრთნელებისა და სპორტსმენების დამატებით ფინანსურ წახალისებას გულისხმობს.

შესაბამისად, არცერთი წარმატებული ნაბიჯი თუ მიღწევა სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიღმა არ რჩება და მეტი მოტივაციის საფუძველია.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თქვენეულ გაწერაში არაფერია ნათქვამი სფფ-ის პოლიტიკის შესახებ რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების თვალსაზრისითაც, იმ დროს, როდესაც სტატისტიკურად, ფეხბურთელთა შევსება ძირითად შემთხვევებში რეგიონებიდან მოდიოდა და სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ მიმართულებით უნდა იყოს აქცენტირებული.

სფფ-ს მიერ ამ კუთხით დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებები პრიორიტეტებში არ ზის.

მიზანშეწონილია, სახელმწიფოს სახსრებიდან გარკვეული ღონისძიებები დაგეგმილი და განხორციელებული იქნეს რეგიონებში, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას რეგიონებში და გააიოლებს სელექციას, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონული ფედერაციები მიიღებენ გარკვეულ ფინანსურ რესურსს, გააუმჯობესებენ მენეჯმენტს და შეძლებენ დაიბრუნონ ესოდენ მნიშვნელოვანი ფუნქცია.

რაც შეეხება უმაღლესი ლიგის კლუბების პრობლემას, სამწუხაროდ, ვერც აქ დავინახეთ თქვენი მიზანმიმართული ნაბიჯები პრობლემის მოგვარების მიზნით, გარდა განცხადებებისა, სადაც ხელს სახელმწიფოსკენ იშვერთ.

მიგვაჩნია, რომ არსებული დაფინანსების პირობებშიც შესაძლებელია უმაღლესი ლიგის კლუბების დახმარება (თითოეული კლუბი - 200 000 X 12 = 2 400 000 ლარი), თუ თანხები რაციონალურად იქნება გადანაწილებული. არავის აქვს ილუზია იმისა, რომ ეს თანხა პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ქმედითი ნაბიჯი გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან და კარგი ადმინისტრირების პირობებში დღის წესრიგში დააყენებს ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამის დამტკიცებას, რომლის წარმოდგენაც არაერთხელ გთხოვეთ და დღემდე ამაოდ ველოდებით.

გთხოვთ, გულდასმით მოეკიდოთ წერილში აღნიშნულ საკითხებს, საბიუჯეტო სახსრები გადაანაწილოთ რაციონალურად და გაატაროთ მწყობრი პოლიტიკა ფეხბურთის განვითარებისთვის.

მინისტრი ლევან ყიფიანი"

ასევე იხილეთ:

მორჩა, სახელმწიფო თემურ ქეცბაიას ხელფასს აღარ გადაუხდის!

• გიორგი

თემურ ქეცბაია უნდა გადადგეს 8 მიზეზი: 1. ბოლო შვიდი ოფიციალური თამაში ნაკრებს არ მოუგია. 2. ბოლო 2 წლისა და 10 თვის განმავლობაში ნაკრებმა 13 ოფიციალური თამაშიდან მოიგო მხოლოდ 1. 3. ბოლო შესარჩევ ციკლში გავიტანეთ მხოლოდ 3 გოლი, რაც ყველა დროის ანტირეკორდია. 4. ოთხი წელია ნაკრებში ქეცბაია მუშაობს და არცერთ ოფიციალურ თამაშში (მათ შორის მალტასთან) ნაკრებს არ გაუტანია ერთ თამაშში 2 გოლი. 5. ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში რომელიც ქეცბაიამ მოიგო იყო მატჩი ხორვატიასთან. ამ თამაშში მოთამაშე 7 გმირი ფეხბურთელი (კობიაშვილი, იაშვილი, გოგუა, სირაძე, მარჩვალაძე, ხიზანიშვილი ამისულაშვილი,) ქეცბაიამ ნაკრებიდან გააგდო და ამის შემდეგ თამაშს ვეგარ იგებს. 6. 4 წლის განმავლობაში ქეცბაიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 10 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს პურის ფული არა აქვს. შედარებისთვის ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 60 000 ევროს იღებს წელიწადში ანუ 20 ჯერ ნაკლებს! 7. ქეცბაია ხელფასს იღებს იმ თვეებშიც როდესაც ნაკრებს თამაში არა აქვს ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი თებერვალი, ივლისის აგვისტო. შედარებისთვის ესპანეთთან მატჩის შემდეგ 4 თვე გავიდა თამაში არ გვქონია და 800 000 ლარი აქვს აღებული.. ამდენს არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ იღებს თავის კლუბში. 8. 2011 წლის 1 აპრილიდან აღებული აქვს 7,5 მილიონი ლარი და მოიგო მხოლოდ ერთი ოფიციალური თამაში. ნუთუ ამდენი ხნის განმავლობაში ერთ თამაშს ის მწვრთნელიც მოიგებდა ვინც წელიწადში მხოლოდ 30 000 დოლარს იღებს.

• murtalo

სულ უფასოდაც რომ იმუშაოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ღირსი არაა ეს უტვინო არსება...რახან ჯიგრიანი ფეხბურთელი იყო მხოლოდ მაგიტომ უნდა ვითმინოთ მისი ხუშტურები?...ნამუსი რომ არა აქვს ეს ხომ ცხადზე ცხადია...აქ ნაშოვნ მილიონნებს კვიპროსის საფეხბურთო აკადემიას ახმარს ეს ვაიპატრიოტი "მწვრთნელი"!

• მარი

შოკში ჩავვარდი... და ეს ამხელა ხელფასი საქართველოში ეძლევა მწვრთნელს.ფეხბურთი რო მაფია გახდა, ვიცოდი, მაგრამ ამ დონეზე თუ იყო ვერ წარმომედგინა.და ეს მაშინ, როცა ამდენი ადამიანი გაჭირვებაშია. ლეიკემიით დაავადებულ ერთ ბავშვს მაინც დაეხმარე შე ოჯახაშენებულო. თფუ! ზოგჯერ მცხვენია ქართველობა

• vano

კარგით ხალხო, ტოპ მიოლერს რამდენი ჰქონდა არ დაგავიწყდეთ და დოლარებში იღებდა, სხვებს აგარ ჩამოვთვლი, რაიყო ტო ნაცების წასვლის შემდეგ რა ყველას ერთად აგეწვათ *** მანამდე სად იყავით ტო... ისე რამხელა ხელფასი აქ ბლ**დ : ))))

• ასტეროიდ

ლამის ცუდად გავხდი რომ წავიკითხე თუ რამხელა ხელფასი ქონია, ეს რა უბედურებაა როგორ უნდა მისცე უფლება ამხელა ხელფასი დაუნიშნო ღატაკი ქვეყნის პირობებში, უსუსურად მოასპარეზე ნაკრების მწვრთნელს, ძველი ბიჭივით რო ლაპარაკობს ხოლმე ჟურნალისტებთან, საშინელებაა, ყოველ დღე ვხვდები რო აქაურობის საშველი არაფერია, ხან რუსეტს ვაბრალებტ, ხან ამერიკას, ჩვენ არ ვარგივართ და ეს უნდა ვაღიაროთ

• zura

დაფიქრდით ხალხო, ვის და რაში უხდით ამხელა კოლოსალურ თანხას, ვიღაც გონებაჩლუნგ კუნთმაგარ ერთუჯრედიან არსებებს--რის ხარჟზე ხალხო? მე ომის ვეტერანს, 22 ლარი მაქვს სახელმწიფოსგან თვეში და ამ უტვინო ტვინგაყინულ არსებებს, ქართულადაც რომ ვერ მეტყველებენ, წელიწადში 2 500 000 ლარს უხდის სახელმწიფო. ეს რა უნამუსობაა, მე პურის ფული არა მაქვს ამათ კი.......

• jimsheri

ძალიან სწორი წერილია. ამ ქვეყანაში ბიუჯეტი ყველას ბებიამისის მზითვებში ერევა. რაში გადავიხადეთ ამდენი მილიონები ბოლო წლებში სრულიად გაუგემარია. თავი და თავი არის ის, რომ როდესაც ქეცბაიას უთანხმდებოდნენ, არც ფედერაციას ეკითხებოდა ვინმე რამეს და არც სამინისტროს, ყველაფერს 1, არც მთლად დალაგებული, კაცი წყვეტდა. როგორმე უნდა მოვახერხოთ ის, რომ ყველამ თავისი საქმის კეთება ისწავლოს და სხვისაში არ შეეტენოს.

• ფეოლა

კარგი წერილია. ფედერაციას უფრო მკაცრად უნდა მოეთხოვოს. ამდენი ხანია საუბრობენ რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე, მაგრამ ..... ნაკრებში ქეცბაიაზე მეტს ნებისმიერი ქართული კლუბის მწვრთნელი მიაღწევს. ქეცბაიაა მოსანატრებელი 3 კინკილა გოლით?

• რეზო

კარგი წერილია, იმედია წერილად არ დარჩება და სერიოზულ პრესში იქნება სფფ სანამ დაგეგმილ და გამჭვირვალე სამუშაო გეგმას არ განახორციელებს!

• david-s 1

ოე, დავით! ფეხბურთს მრგვალი ბურთით დიდ მინდორზე თამაშობენ! თან 22 კაცი

• giorgi

სხვათაშორის ქეცბაიას სხვამხრივაც აქვს პრობლემა... კაცმა რომელმაც 4 წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი აიღო ერთი 10 ლარიანი ბურთი არ უყიდია აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის! ეხლა დადექით და აქეთ...მილიონერის სიძეა და სიმამრს ეჯიბრება ფულის შოვნაში ქართველი ხალხის ხარჯზე!!

• ჰარი

აქაც ცენზურა ყოფილა!

• hari

7 მილიონად რამდენ თამაშს იყიდდა კაცი!

• giorgi

ქეცბაია როგორ უნდა მოგვენატროს 2011 წლის მარტიდან დღემდე 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ოფიციალური თამაში მოიგო 13 დან და 7 მილიონი ლარი აქვს აღებული... ეს ყველა დროის ანტირეკორდია!! არაფერს ვამბობ რომ 4 წლის განმავლობასში არცერთ ოფიციალური თამაშშ არ გაუტანია 2 გოლი ერთ თამაშში და ბოლო შესარჩევში ანუ ბოლო 2 წლის განმავლობაში ოფიციალურ მატჩებში 3 გოლი გაიტანა.. ესეც ყველა დროის ანტირეკორდია! წადი თემურ რაა...

• david-s

რა აქვს მოსანატრებელი ქეცბაიას, მთელ შესარჩევ ციკლში 3 გატანილი გოლი? ვაი, შენს პატრონს.

• saakadze

რატომ არ დებთ ჩემს კომენტარებს

• saakadze

ძლივს ხმა არ ამოიღო ყიფიანმა ? რაც მინისტრი გახდა დამუნჯდა, დაბრმავდა და დაყრუვდა!!!

• dudu

მივიდეს ეხლა ფედერაცია და უხადოს ეს თანხა ქეცბაიას ხომ კმაყოპილი იყო მისი მუშაობით ხოდა ხელპასიც გადაუხადოს

• David

მოგენატრებათ ქეცბაია! კიფიანი აზრზე არაა!

• levani

ჰა *** სიჭინავას და არველაძეს.

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?

კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...