ანტალიაში დაბანაკებული გორის "დილა" რუმინულ "ნავოდარს" გაეჯიბრა და მატჩის ბოლოს გაშვებული გოლით დამარცხდა
ანტალიაში დაბანაკებული გორის "დილა" რუმინულ "ნავოდარს" გაეჯიბრა და მატჩის ბოლოს გაშვებული გოლით დამარცხდა.

რამაზ სოღოლაშვილმა გუნდი დატვირთვების ფონზე ათამაშა და მეტოქეს, ფაქტობრივად, ორი შემადგენლობა დაუპირისპირა - შესვენების შემდეგ მან ერთბაშად 7 ფეხბურთელი შეცვალა.

შეყრილაძე, კვახაძე, თომაშვილი, ორბელაძე, ჯიშკარიანი, რაზმაძე, კორღალიძე, კოშკაძე, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, კვარაცხელია - ასეთი იყო გორელთა სასტარტო შემადგენლობა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ქებურია, შენგელია, გურეშიძე, ფოცხვერია, ახალკაცი, გაფრინდაშვილი, გოგინაშვილი.

მსაჯმა უხეშობისთვის ერთ-ერთი რუმინელი ფეხბურთელი გააძევა, მაგრამ გორელებმა კეთილი ნება გამოიჩინეს და მეტოქე კაცნაკლული მაინც არ დატოვეს - არბიტრს სთხოვეს და წითელი ბარათი გააუქმებინეს. ამხანაგურ თამაშებში ასეთი რამ მოსულა...

ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ "დილადან" რამდენიმე ფეხბურთელი კი წავიდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, სოღოლაშვილმა შევსებაც სოლიდური მიიღო და რამდენიმე ფრიად გამოცდილი ფეხბურთელი აიყვანა.

თურქეთში 3 თებერვალს ჩასული "დილა" მომდევნო ამხანაგურ მატჩს რუსეთის ჩემპიონატის ქვედალიგელ ორენბურგის "გაზოვიკთან" 7 თებერვალს გამართავს.

კობა ინასარიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა