საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა

საქართველოს ნაკრები 8 თებერვალს, ლისაბონში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრისთვის, რომელიც იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპიცაა, "ბორჯღალოსნები" ორშაბათიდან ადგილზე ემზადებიან.

7 თებერვალს ჩვენი მორაგბეები უნივერსიტეტის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

იქამდე კი მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც რამდენიმე ცვლილებაა. ტრავმირებული დავით ქუბრიაშვილის ნაცვლად მან ანტონ ფეიქრიშვილი იხმო, რომელიც თადარიგში დაიკავებს ადგილს. ძირითადი შერკინების მარჯვენა ბურჯი კი ლევან ჩილაჩავა იქნება. ადგილები გაცვალეს შერკინების კვაჭებმა - ჯაბა ბრეგვაძემ და შალვა მამუკაშვილმა. ამჯერად ძირითადში მამუკაშვილი ითამაშებს.

განაცხადში არ არის მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი. ძირითადში მის პოზიციაზე ვიქტორ კოლელიშვილი ითამაშებს, თადარიგში შალვა სუთიაშვილი იქნება, რომელსაც ბელგიასთან არ უთამაშია.

შეცვლა მოხდა უკანა ხაზშიც. ჰეიგმა შუამარბ მერაბ შარიქაძის დასვენება გადაწყვიტა. ახალგაზრდა მორაგბის ნაცვლად გამოცდილი თედო ზიბზიბაძე იასპარეზებს, რომელიც პირველ მატჩს ტრავმის გამო დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება ლისაბონში, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

საქართველო:

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.

პორტუგალია:

ჟოაო კორეია, ჟორჟე სეგურადო, რუი დორეი, ლუის სალემა, ვაშკუ უვა, პედრო ლეალი, მიგელ ლეალი, ფრანსისო ტავარეში, ლუის პორტელა, მანი რაპოსო, ანტონიო აგილარი (ყველა-დირეიტო), ფრანსისკო ფერნანდესი (ბეზიე), ტონი მარტინსი (ლიმოჟი), მაიკ ტაჯერი (მასი), ემანუელ რებელო (დიჟონი), ჟოზე ლიმა, გონსალუ უვა (ორივე-ნარბონი), აურელიან ბეკო (კოლომიე), ჟაკ ლე რუ (ქოვენთრი), ერიკ დოს სანტუში, კევინ და კოშტა (ორივე-ბიარიცი), პედრო ბეტენკურტი, ფრანსისკუ მაგალიაეში, ნუნუ კოშტა, გონსალუ ფორუ, ბრუნო მედეიროსი, სებასტიან ვილაქსი, კარლ მურეი, ჟოაო ალმეიდა, ფრანსისკო აპელტონი (ყველა-კდუპი), ფრანსისკო დომინგეში, ფერნანდო ალმეიდა (ორივე-აგრონომია), ბრუნო როჩა (კოიმბრა), დიოგო მირანდა (ბელენენსეში).

ერთა თასი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 1 1 0 0 +35 5

2. რუმინეთი 1 1 0 0 +24 4

3. რუსეთი 1 1 0 0 +3 4

4. ესპანეთი 1 0 0 1 -3 1

5. პორტუგალია 1 0 0 1 -24 0

6. ბელგია 1 0 0 1 -35 0

მსოფლიოს თასის შესარჩევი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 6 5 1 0 +109 24

2. რუმინეთი 6 5 1 0 +73 23

3. რუსეთი 6 4 0 2 -3 18

4. პორტუგალია 6 1 1 4 -45 7

5. ესპანეთი 6 0 2 4 -60 6

6. ბელგია 6 0 1 5 -74 5

II ტური

8 თებერვალი

პორტუგალია-საქართველო

რუსეთი-რუმინეთი

ესპანეთი-ბელგია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პორტუგალიის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებთან" შეხვედრამდე ბოლო ტესტ-მატჩი გამართა

"ლობუშები" - "ბორჯღალოსნების" ყველაზე უხერხული მეტოქე ერთა თასზე

PARFIUMER
პირდაპირი არი იმედია.
jondi
წესით და რიგით, თუ გვაქვს პრეტენზია, რომ სხვა დონეზე აგდავედით, პორტუგალიას კითხვების გარეშე უნდა ვუგებდეთ. ასე რომ საინტერესოა რა იქნება ხვალ.
ასპიდი
უსუსტესი გუნდია ეს პორტუგალია, ადრე ინტერვალებში მაინც შედიოდნენ მაგათი ბეკები. ახლა მაგასაც ვეღარ აკეთებენ და განდაგან დარბიან. მიმხდომი დაცვა ვეთამაშოთ და გარემარბები ცოტა შიგნით შევწიოთ მოედნის სიღრმეში, რომ გადმოკიდებული ბურთი სწრაფად აიღონ. შეეცდებიან მესამე ზონაში გააკეთონ გარღვევა, მაგრამ ჩარეკავენ ბიჭები უპრობლემოდ. შეტევაში 10-12 არხში მიუშვით ჩვენი მესამე ხაზი და მაგათი დარტყმების მერე ნახავთ, რამხელა დაუცველი ადგილები გამოჩნდება.მინიმუმ 20 ქულას გაუკეთებენ ლობუშს.
xuligana
პორტუგალიის სერკინება ბელგილეებზე ცოტა სუსტია მაგრამ ხაზი უფო ძლერი, რეიტინგში პორტუალია 22-ზეა ბელგია კი 27-ზე მარგამ დაშორება 4 ქულაა. ანუ გინდები თითქმის ერთი დონისანი არიან წინა წელსაც ბელგიამ უფრო დიდი სხვაობებით წააგო კონკურენტებთან ვიდრე პორტუგალიამ, ერთმანეთში 6 ქყლით მოიგო პორტუგალიამ ლისაბონსჰი, ანუ არ არის ისე რომ ბლგიაზე ბევრად ძლიერს ვეტამაშებით, მოვუგებთ. კარგი იქნება თუ მშრალზე და პრემიალურით
ლელო
გიორგი თხილაიშვილმა ძალიან კარგად ითამაშა, ჩემი აზრით მეთი სათამაშო დრო უნდა დაეთმოს
GiorgiG83
რეზო110 (შალვა73) -ს მადლობა, რომ არ დაგიმალოთ მე პირიქით თქვენგან ველოდები ხოლმე იმ კომენტარს და ანალიზს, როემლიც უბრალოდ გულშემატკივრის ანალიზს აღემატება და ალბათ ყოველთვის გასათავლისწინებელია. იმედია ხვალ კარგი თამაშის მომსწრენი ვიქნებით და პრემიალურ ქულასაც დავიმსახურებთ
რეზო110
GiorgiG83-ს. როგორც ყოველთვის ახლაც რაგბის ღრმა მცოდნე და გულშემატკივარი ადამიანის კიომენტარია. ძალიან მაინტერესებს ზუსტად პორტუგალიასთან ჩვენი უკანა ხაზი რას იზავს, თან შარიქაძეც როცა დაასვენა ჰეიგმა. შერკინებას რაც შეეხება , მათი ძალა იმათმაც იციან და ეგეც საინტერესოა რას მოიფიქრებენ, რაღაცას კი ნამდვილად დაგვიპირისპირებენ. რას ეგ რომ ვიცოდე ....მოკლედ ძალიან მაინტერესებს რა იკნება. გული ცუდს არ მიგრძნობს, მაგრამ რაღაცა მთლად მშვიდადაც ვერა ვარ მაინც. არავითარ შემთხვევაში უდისციპლინა არც სათამაშო და არც ინდივიდუალური. ვატომ თავი უნდა შეიკავოს ხოლმე, აღარ ეკადრება, როცა შენ ძალაში და მორევაში დარწმუნებული ხარ უფრო დამთმობი ხარ და ნუ იფიქრებს იმას, რომ ვინმეს თვალში დამცირდება. მაგრამ გამოსავალი თუ აღარ არის ეგ სხვა საქმეა. ამ თემაზე საუბარიც კი არ მიმაჩნია სერიოზაულად, მაგრამ მაინც
GiorgiG83
თხოვნა რედაქციას აუცილებლად მოგვაწოდეთ ინფორმაცია: დავით ზირაქაშვილის ვასილ კაკოვინის მამუკა გორგოძეს ტრავმებთან დაკავშირებით, რამდენად იქნებიან ეს ბიჭები რუსეთთან და რუმინეთთან და როდისთვის არის დავით ქუბრიაშვილის გამოჯანმრთელება ნავარაუდევი
d.k.
უსახსრობას რა ვუთხარი თორემ რამდენი სიამოვნებით გაყვებოდა ბიჭებს საგულშემატკივროდ
davidbe
მეც მგონია,რო ჰეიგის ხელი პორტუგალიაში შეეტყობათ ჩვენებს და მასტერკლასს ჩავუტარებს!!!ლელო,ლელოოო,საქართველოოოოო!!!ესპანეთიდანაც უნდა გადავიდნენ,ვისაც შეუძლია,სავსეა ბარსელონა ქართველებით,მიდით ლომებოოოოოო!!
მიდით ბიჭებო მიდით
როგორც ვიცი პორტუგალიაშიც ბლომად არიან ქართველები,მიდით რა სტადიონზე, უგულშემატკივრეთ და გაამხნევეთ რა. ქართული შეძახილი დიდი ძალაა.
lelo
მგონია რო ახლა უნდა აჩვენონ მორაგბეებმა ჰეიგის ტაქტიკა და ახლა სეძლონ ისე თამაში რო სერკიენბის უპირეტესობის ხარჯზე უკანა ხაზმა 3-4 ლელო მაინც დადოს
GiorgiG83
პორტუგალიელთა თამაშში რამდენიმე დეტალი იკვეთება: გუნდი აშკარად სუსტია შერკინებით, ძირითადი დაწოლა მოდის მათ უკანა ხაზზე - მგეზავი, მეორე მგეზავი, შუამარბი , ფულბექი და ფრთის მოთამაშეები. თუ სრულად განეიტრალდება პორტუგალიელთა შერკინება (რის შესაძლებლობაც გვაქვს) და შეიბოჭება გამთამაშებელი და პირველი მგეზავი პრაქტიკულად უბურთოდ (ან პოზიციის გარეშე) დარჩება 12-15 ნომერზე გამწესებული 5 ვე მოთამაშე. ინდივიდუალურად კი პორტუგალილეთა უკანა ხაზი არ არის ისეთი ძლიერი რომ მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ამ ფონზე თუ ჩვენი შერკინება თამაშს ჩახურავს და 4-5 და მარბიელი, მღლეტელი და შემკვრელი მოწნააღმდეგის 10 (12) ნომრამდე აიტანან თამაშს უკვე ჩვენი გუნდის საინტერესოდ და პროდუქტულად ათამაშებული უკანა ხაზი მოიპოვებს საგრძნობ უპირატესობას, შეიძლება არა იმდენად ფლანგებმა რამდენადაც მეორე მგეზავმა, შუამარბმა და ფულბექმა (თუ შერკინების მესამე ხაზი თამაშს აიტანს მოწინააღმდეგის მეორე მგეზევის პოზიციამდე მარაო იშლება ფლანგზე და მოწინააღმდეგის გაწეილი დაცვა უკვე ჩვენს12-13-15 ნომრებს უხსნის სალელოვე არეალს). მართალია არ გვყავს ოპტიმალური შემადგენლობა, მარგამ იმედია ბიჭები დასახულ მიზანს მიაღწევენ, აი რუსეთთან კი იმედია 100 % მზად ვიქნებით, შემადგენლობითაც და ყოველმხრივ
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რაგბი. ლეგიონი: ბექა შეყლაშვილი სიმბოლურ ნაკრებში
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒეთᓘᓡ ᓓᓘᓕᓘᓖᓘᓝᓜᓔბᓘᓡ 37 ᓒᓣᓜᓓᓨᓘ 65 ᓥᓐᓠᓗᓕეᓚᓘ მოᓠᓐᓒᓑᓔ იᓠიᓪხᓔბᓐ
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა
მერვე ქართველი ისტორიაში - "ბარბაროსებმა" ანტონ ფეიქრიშვილს უხმეს
პორტუგალია-საქართველო 9:34 - მითი დაიმსხვრა [VIDEO+PHOTO]
ლეგიონერები - ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი "პერპინიენში"
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
კარიერაში ძალიან მძიმე პერიოდი მიდგას, - თედო ზიბზიბაძე მსოფლიოს თასს ტოვებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
რაგბის ლეგიონი: ვის ვუქომაგოთ ამ სეზონში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა
ანტონ ფეიქრიშვილი: მათ გვერდზე ყოფნა პატივი და ბედნიერებაა
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
სავსე ტრიბუნების დროა!
"ბორჯღალოსნებმა" რუსების ძლევით მსოფლიოს თასის საგზური გაინაღდეს! [VIDEO]
გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
საქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ კლუბი შეიცვალა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
რაგბი. ლეგიონერები: გიორგი ფრუიძის მეოთხე ლელო [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: სამი ქართველი ბრიტანეთში
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიაში გაიმარჯვა [VIDEO]
ქართული ლეგიონი: ორი ლიდერია, შვიდი საპლეიოფოშია
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს