საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ორ კვირაზე მეტია, ანტალიაშია და ქართული კლუბების სპარინგებს ესწრება
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ორ კვირაზე მეტია, ანტალიაშია და ქართული კლუბების სპარინგებს ესწრება.

სწორედ თურქეთში ყოფნისას შედგა კიდეც ეს ინტერვიუ, რომელიც თემურ ქეცბაიამ აზერბაიჯანულ გაზეთ "კასპიას" მისცა.

ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების დაინტერესება კი იმით არის გამოწვეული, რომ იქაურ პრემიერლიგაში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს, რომელთა შორისაც საქართველოს ნაკრების კანდიდატებიც არიან...

- ანტალიაში რამდენიმე ამხანაგურ მატჩს დაესწარით, მათ შორის, აზერბაიჯანული კლუბების მონაწილეობითაც. საქართველოს ნაკრებისათვის ახალი კანდიდატები ხომ არ შეგირჩევიათ?

- მიმაჩნია, რომ თურქეთში ნაყოფიერი ვიზიტი მქონდა. ორი-სამი ფეხბურთელი მოვინიშნე; სპეციალურად ამისთვის ჩამოვედი ანტალიაში: ნაკრებში ადრე რომ გამოდიოდნენ, იმათ თამაშებსაც ვესწრებოდი და რამდენიმე პოტენციურ ახალწვეულზეც ჩამოვყალიბდი.

- წინა შესარჩევ ციკლში აზერბაიჯანის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ორ ფეხბურთელს იწვევდით ხოლმე - "ყარაბაღის" ფორვარდს ნიკოლოზ გელაშვილს და "ინტერის" თავდამსხმელს ბაჩანა ცხადაძეს. ეს რიცხვი წლეულს გაიზრდება?

- საქართველოს ნაკრებს უახლოესი მატჩი 5 მარტს აქვს და ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, თუ ვის გამოვიძახებთ ამ შეხვედრისათვის. ნაკრებში მოხვედრის შანსი ყველას აქვს და თურქეთში ჩემი ახლანდელი ვიზიტიც იმას ემსახურება, რომ ყველა იმ ფეხბურთელის დონე შევამოწმო, რომლებთაც ნაკრებში ადრე არ უთამაშიათ.

- არასდროს გქონიათ სურვილი, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს ერთმანეთში ამხანაგური მატჩი ჩაეტარებინათ?

- ყოველთვის რაღაც ხელისშემშლელი მიზეზებია; ერთხელ უკვე შევთავაზე ბერტი ფოგთსს ამხანაგური მატჩის ჩატარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გამო ეს შეხვედრა ვერ შედგა. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია ბაქოში გვიწვევდა, აი, ჩვენს ფედერაციას კი სხვა გეგმები ჰქონდა - ლამის ბრაზილიაში აპირებდნენ ამხანაგური შეხვედრის გამართვას.

ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში მინც მოხერხდება ამხანაგური მატჩის ჩატარება და ისიც მჯერა, რომ ეს შეხვედრა საინტერესო იქნება.

- საქართველოს ნაკრებში გელაშვილს უფრო ენდობოდით, ვიდრე - ცხადაძეს...

- ნაკრებში 25-მდე ფეხბურთელს ვიძახებთ ხოლმე და, სამწუხაროდ, მე არ შემიძლია, ყველას შანსი მივცე. ითამაშებენ ისინი, ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთ არიან მზად და ნდობასაც ამართლებენ. დამიჯერეთ, საქართველოს ნაკრებში მოხვედრის ძალიან ბევრი კანდიდატი გვყავს. დღესდღეობით ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა თუ საქართველოს ჩემპიონატში და კიდევ ვიმეორებ, შანსი ყველას მიეცემა.

- და მაინც: ცხადაძისგან განსხვავებით, გელაშვილს უფრო მეტი სათამაშო დრო ჰქონდა...

- პირველი წელიწადი არ არის, რაც გელაშვილი ნაკრებში თამაშობს; როცა "ზესტაფონის" მოთამაშე იყო, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ნაკრებშიც ყოველთვის საუკეთესოდ წარმოაჩენდა საკუთარ შესაძლებლობებს და რახან კარგად ვიცი, თუ რა შეუძლია, სტაბილურადაც ვათამაშებდი ძირითადში.

რაც შეეხება ბაჩანა ცხადაძეს, ის იმ დროს გამოვიძახეთ, როცა ჩვენს ნაკრებს ოფიციალური მატჩები ჰქონდა და ექსპერიმენტებს მოვერიდეთ. აი, ახანაგურ შეხვედრებში კი შანსს იმათ მივცემ, ვისაც ადრე ნაკლებად უწევდათ თამაში. ჰოდა, დაამტკიცონ, თუ რა შეუძლიათ...

- აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები სანაკრებო შეკრებაზე როგორ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან?

- ჩემი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშოს უცხოეთში, არა მარტო აზერბაიჯანში, არამედ ევროპაშიც. რა თქმა უნდა, მსურს, რომ ნაკრებში კარგად მომზადებული ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ; თუმცა, კონკრეტულად არავის გამოვყოფ: ვისაც ვიწვევ ნაკრებში, ესე იგი, იმის მომზადება მაკმაყოფილებს.

- ხომ არ აპირებთ აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებას და ქართველი ფეხბურთელების "საქმეში" ნახვას?

- ასეთი იდეა მაქვს და შევეცდები, აუცილებლად ჩამოვიდე. სხვათა შორის, საქართველოსგან განსხვავებით, თქვენთან საინტერესო ტენდენციაა: სანაკრებო მატჩების წინ აზერბაიჯანის ჩემპიონატში თითქმის ორკვირიანი შესვენება ცხადდება ხოლმე; აი, საქართველოში კი მკაცრად, ფიფას წესებით ხდება ყველაფერი: ოფიციალურ მატჩებამდე 2-3 დღე რომ რჩება, ფეხბურთელები ნაკრებში მაშინ ჩამოდიან...

- აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის დიდი სხვაობაა?

- სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატი კარგ დროებას ვერ განიცდის; ის დონეც არ არის, ადრე რომ იყო; ხოლო, თუ შევადარებთ, ვიტყვით, რომ თქვენთან უფრო სერიოზული და ხარისხიანი ჩემპიონატია. თანაც, აზერბაიჯანის კლუბები წარმატებით ასპარეზობენ ევროტურნირებზე, აქ დაიწყეს გადმოსვლა საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეულმა ფეხბურთელებმაც.

ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ფეხბურთელი აზერბაიჯანში თამაშობს თუ ევროპაში - მთავარია, ფორმაში იყოს და ვარჯიშებსა თუ ოფიციალურ მატჩებში საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს.

- არცთუ ისე დიდი ხნის წინათ წამყვან ქართველ ფეხბურთელთა უმრავლესობა ევროპაში თამაშობდა: ქეცბაია, კახა ცხადაძე, არველაძე, კობიაშვილი, ქინქლაძე, იაშვილი, კახა კალაძე... ახლა კი ასეთი ლეგიონერები ძალიან ცოტანი არიან...

- ბევრი მიზეზია და რომ ჩავუღრმავდეთ, შორს წაგვიყვანს. რეალობა კი ის არის, რომ დღესდღეობით აღარ გვყავს ფეხბურთელების ისეთი თაობა, 10-15 წლის წინათ რომ იყო; მაშინ ქართველი ფეხბურთელები გერმანიის, ინგლისის, იტალიისა თუ ესპანეთის ცნობილ და ამბიციურ გუნდებში გამოდიოდნენ...

...გამოსავალი კი ის მგონია, რომ რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელი უნდა გავაგზავნოთ ევროპაში. თანაც, მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა, საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანის ნაკრებისთვისაც აქტუალურია. რაც მეტი ლეგიონერი ითამაშებს უცხოურ კლუბებში, ნაკრები მით უფრო ძლიერი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

reso
მიდი თემურ აჩვენე ამ ხალხს რაც შეგიძლია,ამბიცია დიდი გვაქ ,ბავშვების გაზრდა 0.
murtalo
ფუ შენი...
givi
ისე უნდა გაკეთდეს რომ ორი-სამი კაცი ერთ გუნდში თამაშობდნენ რათა შეთამაშდნენ ერთმანეთში
ტომას
ისევ ძებნა–ძიებაში თემურ? კლუბი ჩაიბარე დროა!
guja_kakhadze
ევროპაში როგორ გააგზავნი ქართველ ფეხბურთელს, როდესაც "ბაიერნი" უკვე მხოლოდ მეტოქის ნახევარზე ითვლის კილომეტრაჟს. ჩვენი საზომებით დაახლოვებით ასე ჟღერს:"გვარდიოლაც ფეხბურთს ათამაშებს და ქართველი მწვრთნელებიც"?
tijana513
თემურ ქეცბაია პრესკონფერენციაზე:თქვენ გინდათ იქიდანაც იმას ქნათ მერე აქედანაც იმას შობით:)
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საჩხერიდან კორსიკაზე - ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" გადავიდა
ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემი ჯერ უმუშევარია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო" - ცხადაძე კარიერას ასრულებს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ბაჩანა ცხადაძე: მეგონა, ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი...