პატო "სან პაულოში" გადავიდა
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ ვეტერანი გოლკიპერი ჟულიო სეზარი კარიერას MLS-ის "ტორონტოში" გააგრძელებს. "ქუინზ პარკ რეინჯერსის" 34 წლის მეკარემ ამ სეზონში კლუბის ღირსება ერთადერთხელ დაიცვა - ასოციაციის თასის მატჩში "ევერტონის" წინააღმდეგ, რომელიც "რეინჯერსმა" წააგო. ჰარი რედნაპი ბრაზილიელს რობერტ გრინს არჩევს.

ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ჟულიო სეზარი გამოიძახა 5 მარტის ამხანაგური მატჩისთვის სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ. "ტორონტოში" წასვლით მეკარე ცდილობს, თავისი სამუნდიალე შანსები გადაირჩინოს.

"ჟულიო ნაკრებშია, ის მალე ახალ კლუბშიც მოეწყობა, "ტორონტოსთან" მხოლოდ მცირე დეტალებია შესათანხმებელი. ასე რომ, მალე მას სათამაშო პრაქტიკა ექნება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ეროვნული ნაკრებისთვის, მას სათამაშო პრაქტიკა ექნება და მუნდიალისთვის საუკეთესო ფორმაში შევა.

სხვათა შორის, აშშ-ში თამაში არც ისე იოლია, იქ ძლიერი ლიგაა და ძალიან ბევრმა ევროპელმა ფეხბურთელმა ვერ "გაქაჩა", 4-5 თვე დაჰყო სათადარიგოთა სკამზე და მერე წავიდა. შეიძლება ეს ლიგა არ არის საუკეთესო, მაგრამ თამაშები მუდამ დაძაბულია. თუკი ჟულიო მუნდიალამდე 10-15 ოფიციალურ მატჩს მოასწრებს, დარწმუნებული ვარ, ბრაზილიის ნაკრებს მეკარის პრობლემა არ ექნება", - განაცხადა სკოლარიმ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტოში" გადავიდნენ "ტოტენჰემის" ფორვარდი ჯერმეინ დეფო და "რომას" ნახევარმცველი მაიკლ ბრედლი.

პატო "სან პაულოში" გადავიდა

ალეშანდრე პატო "კორინთიანსიდან" "სან პაულოში" გადავიდა. ექსმილანელი ფორვარდი, რომელიც 24 წლისაა, უკვე შეუერთდა ახალ გუნდს და ივარჯიშა კიდევაც. ტრანსფერი საიჯაროა, პატო, განათხოვრების წესით, 2015 წლის დეკემბრამდე "სან პაულოში" დარჩება.

2007-დან 2013 წლამდე პატო "მილანში" თამაშობდა, თუმცა მრავალრიცხოვანმა ტრავმებმა მას ევროპაში ბოლომდე გახსნის საშუალება არ მისცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა
ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ხმაურიანი მარცხები
პატო "ორლანდო სიტიში" გადავიდა
კოულს მოტყუებით ვიაგრა დაალევინეს და იხსენებს, რომ მოედანზე "სამი ფეხით" დარბოდა
სიმდიდრის ეფექტი - რატომ აღარ ჩნდებიან ბრაზილიაში ტალანტები
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
ჯერმეინ დეფო: ჩემი გარანტია გოლებია
პატო "მილანში" დაბრუნების წინააღმდეგი არაა
Univision: ანანიძე, პატო, უილშირი... ფეხბურთელები, რომლებმაც ვერ გაამართლეს
ინგლისის ნაკრები: ვინ იქნება პირველი ნომერი?
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ალეშანდრე პატო და ჩინური მილიონები
პატომ "სან-პაულო" დატოვა
ჯერმეინ დეფო ეთიკური და სპორტული ღირებულების დაცვისთვის დააჯილდოეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ᓛᓝᓣᓠᓘᓜᓘᓝᓡ ᓡᓐᓧᓕᓐᓠᓔᓚᓘ ᓙᓐᓪᓘ ᓐᓜᓣ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓠᓝᓛᓐᓜᓘ ᓚᓝᓜᓓᓝᓜᓣᓠᓐᓓ
პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში სერხიო აგუერო მე-7 ადგილზეა
ლუიშ ფელიპე სკოლარი: რონალდომ მკითხა, როგორი ცხოვრებაა ჩინეთში?
მჩ 2018. შესარჩევი ციკლი. ფაქტები და სტატისტიკა: ბეჭდაუდებლები და გოლგაუშვებელი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლუიშ ფელიპე სკოლარი: ნეიმარი პელეს დონეს ვერასდროს მიაღწევს