ორი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობს ანტალიის 10.000-იან ტურნირში
ორი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობს ანტალიის 10.000-იან ტურნირში. სასტარტო შეხვედრები ჩვენებურებისთვის წარმატებული გამოდგა: ერთეულთა თანრიგში ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მე-3 ნომრადაა განთესილი, უნგრელი ჩილა არგიელანი მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 6:0, 6:0. მეორე წრეში იგი უკრაინელ ალონა ფომინას დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა ყაზახი ეკატერინა კლიუევა ჩამოიშორა გზიდან - 4:6, 7:5, 6:4. პირველი გამარჯვება იზეიმა სოფიო ქვაცაბაიამაც, ოღონდ - წყვილებში. მასპინძელ ესენ კოკჩესთან შეამხანაგებულმა ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში ისე სძლია შვეიცარიელ კიმ იანა ჰაუსლერსა და ავსტრიელ ტინა შიეხტლის, რომ გეიმიც არ დაუთმია - 6:0, 6:0.

მეოთხედფინალში ქართულ-თურქულ დუეტს მკაცრი გამოცდა ელის - ტურნირის რეიტინგფავორიტებს - ალონა ფომინას (უკრაინა) და კრისტინა შაკოვეცს (გერმანია) გაუწევს მეტოქეობას. ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში კი ქვაცაბაია იაპონელ ნაცუმი ჩიმურას ეთამაშება.

ტალინში, ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იან ტურნირზე სოფიო შაფათავა ვერას გახდა "უაილდ ქარდით" მიწვეულ ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან - პაექრობა სამ სეტში დათმო - 6:3, 5:7,5:7. წყვილებში შაფათავა და სლოვენიელი მაშა ზეკ-პესკირიჩი ასპარეზობის რეიტინგფავორიტები არიან და სტარტზე "უაილდ ქარდის" მქონე ესტონელებს - ელისა მაი კოონიკსა და იანა კუზოვკოვას ხვდებიან.

წუხელ, გვიან ღამით ითამაშა მიდლენდის (აშშ) 100.000-იან ტურნირში ანა ტატიშვილმა. პირველ წრეში მისი მეტოქე იყო ამერიკელი ტეილორ თაუსენდი. თბილისელი და 17 წლის ჩიკაგოელი წლეულს უკვე შეხვდნენ ერთმანეთს დეიტონა ბიჩის 25.000-იან ტურნირზე და ის ორთაბრძოლა ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა - 7:5, 6:1.

ამერიკაში რანჩო სანტა ფეს 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში თამაშობდა თამარ ჭალაგანიძე. ქართველი ჩოგბურთელი მე-2 წრეში ამერიკელ ჯესიკა ფაილასთან 3:6, 4:6 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა