საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა გუნდის შესახებ ისაუბრა
ისრაელი, გერმანია, ისლანდია, ავსტრია, ესტონეთი... აი, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში. საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეთა ვინაობას აღარ ჩამოვთვლით, ყველას კარგად გეცოდინებათ.

სწორედ მათ წინააღმდეგ უწევს გამკლავება ახალგაზრდა მწვრთნელ არჩილ ჟღენტს, რომელიც "შსს აკადემიას" თავკაციცაა და ახლახან 18-წლამდელთა ნაკრების მესაჭედ დაინიშნა.

მასთან ინტერვიუ შსს-ში მიმდინარე მოვლენებით დავიწყეთ:

- პირველი წრის შემდეგ დაგვაკლდა დავით უგრეხელიძე და დაგვემატა ორი უცხოელი - ამერიკელი პერიშ ბრაუნი და სერბი მილე ილიჩი. ბრაუნი მანამდე ლიტვაში გამოდიოდა, "პალანგას" ღირსებას იცავდა და საქართველოში რომ ჩამოვიდა, ნორმალურ კონდიციებში იყო. რაც შეეხება ილიჩს, მან "ქუთაისთან" სათასო მატჩი ხელმტკივანმა ჩაატარა და ტრავმა გაუმიზეზდა. იგი სერბული სკოლის წარმომადგენელია და კმაყოფილი ვარ, გუნდს კარგად შეეწყო.

- ბრაუნი ტიპური ამერიკელი კალათბურთელი არ ჩანს, მხოლოდ საკუთარ ქულებზე არ ფიქრობს...

- გამთამაშებლის დამატება რომ გადავწყვიტეთ, არაერთი კალათბურთელი შევისწავლე და არჩევანი საბოლოოდ პერიშ ბრაუნზე შევაჩერე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ იგი ეგოისტი არ არის, გუნდური კალათბურთის თამაში შეუძლია. თუმცა, როგორც ბევრი ამერიკელი, ინდივიდუალურადაც ძლიერია და საკუთარ თავზეც შეუძლია თამაშის აღება.

- შარშანდელი სეზონის შემდეგ შეიცვალა ქართველი კალათბურთელების ფუნქციებიც: მაშინ ლონდარიძეს, ბოქოლიშვილს, როგავას, ლომოურს მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდათ, წლეულს გუნდის ლიდერები არიან, ისევე, როგორც ახალწვეულები, მათ შორის - ჩიკვილაძე...

- გასულ ჩემპიონატში "შსს აკადემიაში" 5 უცხოელი გამოდიოდა. ქართველებს თამაში უწევდათ, თუმცა მხოლოდ ბოქოლიშვილსა და ლონდარიძეს ჰქონდათ მეტ-ნაკლებად საკმარისი დრო. ამის მიუხედავად, ახალგაზრდებმა გამოცდილ უცხოელებთან მუშაობით ბევრი რამ ისწავლეს, პროგრესი განიცადეს, რაც მათ კარიერაში აუცილებლად წაადგებათ. ისინი 20-22 წლისანი არიან. ასეთ ასაკში კი მცირე პროგრესი საკმარისი არ არის, აუცილებელია თამაში და მიღებული გამოცდილების მოედანზე გადატანა. წლეულს მათ აქვთ ყველანაირი პირობა და მათზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაიზრდებიან.

- კლუბის ხელმძღვანელობა რა მიზანს გისახავთ?

- გუნდი რომ ჩავიბარე, მეშვიდე ადგილზე ვიყავით. ვცდილობთ, თამაშის ხარისხიც გავაუმჯობესოთ და შედეგებიც. ჩვენთვის ყველა მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს და ბოლომდე ვიბრძვით. რაც შეეხება მიზანს, ვეცდებით, სუპერლიგის საუკეთესო კვარტეტში შევიდეთ.

- 18-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ. შესარჩევი ტურნირისთვის მზადების პროგრამა მოხაზული გექნებათ...

- საქართველოს კალათბურთის ფედერაციას საკუთარი შეხედულება გავაცანი და მიმდინარეობს მუშაობა მოსამზადებელი ეტაპის დაგეგმვის მიზნით. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად დაიგეგმება, თუმცა გვაქვს სხვა სახის პრობლემა: 18-წლამდელთა ნაკრების კალათბურთელებს სწორედ ამ ზაფხულს უწევთ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარება და ეს პროცესი სანაკრებო თამაშებს ემთხვევა.

ნამდვილად არ გვინდა სწავლაში ვინმესთვის ხელის შეშლა და გამოცდების ჩაბარებას ვერავის დავუშლით. თუმცა მინდა მივმართო ყველას, ვისაც ეს ეხება - იქნება გამოინახოს გზა, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს ხელი არც გამოცდებისას შეეშალოთ და არც ნაკრებში.

ძველებური სისტემით უგამოცდოდ ჩარიცხვას არ ვითხოვ, უბრალოდ, იქნებ გათვალისწინებულ იქნეს ნაკრების ინტერესებიც და გამონაკლისის სახით გამოცდები, ვთქვათ, ადრე ან ცოტა გვიან ჩააბარონ. ამ კალათბურთელებს ხომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსების დაცვა უწევთ. არც ამ საქმეში ხელის შეშლა ივარგებს.

- საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობაც იცით. წინასწარ რა შეიძლება ითქვას ჩვენი ჯგუფის შესახებ?

- ამ ასაკში შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება. ამიტომ შარშანდელი შედეგების მიხედვით მოწინააღმდეგეებზე ვერ ვიმსჯელებთ. ზოგადად კი, ასისტენტებთან, დიმიტრი ჟაკობოვთან და გიორგი ნიკოლაძესთან ერთად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას და ვეცდებით, ჩამოვაყალიბოთ ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს საკუთარ თავსაც და ჩვენს ქვეყანასაც.

- ნაკრების შემადგენლობაზე რისი თქმა შეიძლება?

- კვირაში ერთხელ ვკრებთ 18-წლამდელებს და ვემზადებით. ამჟამად 16 კალათბურთელით ვვარჯიშობთ. შეკრებას კი 5 ივნისიდან დავიწყებთ. ერთის თქმა მინდა, საჯაროდ: მოვუწოდებ მათ, ვისაც დარეკვით სურს საქმის გაკეთება, ტყუილად ნუ შეწუხდებიან, რადგან სხვისი ჩარევით არათუ ნაკრებში, გასასინჯ შეკრებაზეც ვერავინ მოხვდება. მწვრთნელები ვაკვირდებით საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატს, ყველა პრეტენდენტს და ვინც იმსახურებს, უყურადღებოდ არავინ დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

valeri
თუ ამერიკელი იმისთვისაა საჭირო, რომ გუნდის ინტერესებისათვის თამაში შეუძლია და ბურთსაც შესაბამისად ფლობს, იქნებ აქაური, ჩვენი ქარტველი 16-17 წლის ბიწებისათვისაც მიგვეცა თავის გამოჩენის და შესაბამისად გამოცდილების მიღებისა და თავის გამოჩენის საშუალება, თუნდაც Dრეს სიმაღლით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდეს, მაგალითად ერთობლივი ვარჯისებით ამ ასაკის სხვადასხვა გუნდებთან(ცალ-ცალკე), იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი ბავშვი ცოტა აგვიანებს ზრდას და შეიძლება ისეთი დრო დაიკარგოს, რომ შემდეგ ძალიან გართულდება დაწევა, ან სულ დაიკარგება და/ან ვარჯიშის ხალისს და ინტერესს დაკარგავს. არა და , პირადი(არა მარტო) გამოცდილებით კარგად ვიცი, მოიძებნება შესაბამისი მონაცემების და პერსპექტივის ბავშვები, რომლებიც სხვა და სხვა მიზეზთა გამო(სიმაღლეში დაგვიანებული ზრდა, მწვრთნელის და ოჯახის ფაქტორი, ტურნირების ნაკლებობა და ა.შ.), დღეს ყურადღების მიღმა არიან .
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა