ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"მნიშვნელობა არა აქვს, როგორ შეიცვალა ფეხბურთი, მატჩების ბედს ისევ ნახევარდაცვა წყვეტს!"

"მნიშვნელობა არა აქვს, როგორ შეიცვალა ფეხბურთი, მატჩების ბედს ისევ ნახევარდაცვა წყვეტს!"

სესკ ფაბრეგასის ინტერვიუ არა მარტო "ბარსას" ან ესპანეთის ნაკრების, არამედ, ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივრებსაც დააინტერესებთ
დასაწყისი ყოველთვის რთულია. მით უმეტეს ისეთ სუპერგრანდში, როგორიც "ბარსელონაა" და მით უმეტეს, ნახევარმცველისთვის. თუმცა სესკ ფაბრეგასი კატალონიურ გრანდში ახლა უკვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

გერმანულ ჟურნალ "11 ფროინდეში" 26 წლის სესკის საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც არა მარტო "ბარსას" ან ესპანეთის ნაკრების, არამედ, ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივრებსაც დააინტერესებთ.

- სესკ ფაბრეგას, ლონდონის "არსენალში" თქვენ სუპერვარსკვლავად თანამედროვე საყრდენი ნახევარმცველის რანგში ჩამოყალიბდით, "ბარსელონაში" დაბრუნების შემდეგ კი, ძირითადად, შემტევი ნახევარმცველის ან სულაც თავდამსხმელის პოზიციაზე გათამაშებენ. თქვენ რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე კარგად?

- ისეთი პასუხი, როგორიცაა "სადაც მწვრთნელი მათამაშებს", აკრძალული მაქვს, ხომ?

- დიახ.

- თუმცა მე, როგორც ფეხბურთელს, ისე მზრდიდნენ, რომ მხოლოდ ერთ პოზიციაზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული. ტაქტიკური სქემის სხვადასხვა პოზიციებზე თამაშს ბავშვობიდან მიმაჩვიეს. განსაკუთრებით "ბარსელონაშია" მნიშვნელოვანი ის, რომ ფეხბურთელი მრავალმხრივი იყოს და სხვადასხვა პოზიციაზე შეეძლოს თამაში. ეს გამოწვევაცაა და მე მიყვარს გამოწვევები. იმედი მაქვს, რომ თქვენს კითხვას ამომწურავად ვუპასუხე.

- ესპანეთის ჩემპიონატში თქვენ ატლეტიკოელ კოკესთან ერთად ყველაზე მეტი, 10 საგოლე პასი გაქვთ. შესაბამისად, ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ დღესდღეობით "ბარსას" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხართ. არის თუ არა ეს თქვენი კარიერის პიკი?

- როგორ გითხრათ. პატარა ბიჭი აღარ ვარ, გავიზარდე და ასაკის მატებამ ბევრი კარგი რამ მომიტანა. ვფიქრობ, რომ დღეს გაცილებით უფრო სოლიდურად ვთამაშობ, ვიდრე ხუთი წლის წინ.

გამოცდილება მომემატა და ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა გავანაწილო ძალები თამაშის დროს. ეს განსაკუთრებით ნახევარმცველისთვისაა მნიშვნელოვანი, რადგან მნიშვნელობა არა აქვს, როგორ შეიცვალა ფეხბურთი - მატჩების ბედს ჯერ კიდევ ნახევარდაცვა წყვეტს და მჯერა, რომ ყოველთვის ასე იქნება.

გარდა ამისა, უფრო სტაბილურიც გავხდი. ადრე სამი კარგად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ერთს მაინც ჩავაგდებდი ხოლმე, ახლა კი ათ თამაშში ერთხელ მოვისუსტებ. იმისათვის, რომ კითხვას უფრო კონკრეტულად ვუპასუხო, ასეთ რამეს ვიტყოდი: ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არის თუ არა ეს ჩემი კარიერის პიკი? იმედი მაქვს, რომ არა!

- რა როლი აქვს თქვენს პროგრესში "ბარსას" მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოს?

- ფეხბურთელის წარმატება თუ წარუმატებლობა ყოველთვისაა დაკავშირებული მწვრთნელთან. მარტინო გასაოცარი პიროვნებაა! ის თავისი საქმის პროფესიონალია, უკვე ძალიან ბევრის ნახვა მოასწრო და ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. ამასთან, მარტინო ბავშვივით ცნობისმოყვარე და ექსპერიმენტების მოყვარული სპეციალისტია. პირველად ვმუშაობ მწვრთნელთან, რომელსაც ექსპერიმენტები ასე ძლიერ უყვარს.

- როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი პრაქტიკაში?

- მან ზუსტად იცის, როგორ წარმოუდგენია იდეალური ფეხბურთი. მარტინოს საფეხბურთო ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ მას არ უყვარს ფეხბურთელების დაწნეხვა და მათი შეზღუდვა - თითქმის ყველა მოთამაშეს მაქსიმალურ თავისუფლებას ანიჭებს. მარტინო ფეხბურთელებს ცალ-ცალკე და ძალიან ხშირად ესაუბრება. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც ძირითადად ფეხბურთელებთან კონსულტაციების შემდეგ იღებს.

- მიუხედავად ამისა, მარტინოს მაინც უწევს ბრალდებების მოსმენა იმის შესახებ, რომ მისი "ბარსელონა" ვერ თამაშობს ისეთ სრულყოფილ ფეხბურთს და ვერ არის ისეთი უძლეველი, როგორიც ხოსეპ გვარდიოლას "ბარსა" იყო...

- მე მგონია, რომ ხალხს არასწორი შთაბეჭდილება აქვს. გვარდიოლას დროს "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში იაია ტურეს, ტიერი ანრის, ერიკ აბიდალისა და სხვების სახით ბევრი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი თამაშობდა. ასეთი ათლეტები დღეს აღარ გვყავს.

"ბარსაში" ამინდს ახლა დაბალი და სწრაფი ფეხბურთელები ქმნიან. შესაძლოა, ჩვენი ფეხბურთი არ ჩანს ისეთი მძლავრი და დომინანტური, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტილი მწვრთნელთან ერთად იცვლება ხოლმე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი შედეგით ფასდება და რაც მთავარია, თამაშებს ვიგებთ. ჩავარდნები ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩემი აზრით კი ეს "ბარსელონა" არაფრით ჩამოუვარდება პეპის "ბარსელონას".

- საინტერესოა, რამდენად ხშირად უყურებთ მიუნხენის "ბაიერნის" თამაშებს?

- ყოველთვის ვერ ვახერხებ ხოლმე, არადა, გვარდიოლას უდიდეს პატივს ვცემ და მინდა, რომ "ბაიერნის" ყველა თამაშს ვუყურებდე. სხვა მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ როცა მწვრთნელი გუნდიდან მიდის, აღარაა იმის აუცილებლობა, ფეხბურთელებმა მასთან ხშირი კონტაქტი შეინარჩუნონ - მიუხედავად იმისა, რომ პეპმა "ბარსაში" მართლაც გრანდიოზული ეპოქა შექმნა. ვხედავ, რომ გვარდიოლა "ბაიერნშიც" ძალიან წარმატებულია - ბრმა უნდა იყო, მიუნხენური კლუბის სრულყოფილი კომბინაციები რომ ვერ შეამჩნიო.

- ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ გვარდიოლას "ბაიერნი" გვარდიოლას "ბარსაზე" ძლიერია...

- ...და რა მოჰყავთ არგუმენტად?

- ამბობენ, დღევანდელი "ბაიერნი" მაშინდელ "ბარსელონაზე" მოქნილია, რადგან არსებული კონტინგენტით პეპს მეტი ვარირების საშუალება აქვსო.

- ეს ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა. ფაქტი ის გახლავთ, რომ "ბაიერნმა" წინა სეზონში იუპ ჰაინკესის "ბაიერნი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბი იყო, რაც იმით დამტკიცდა, რომ მიუნხენელებმა ყველა ტიტული მოიგეს. გვარდიოლას "ბარსა" კი წლების მანძილზე დომინირებდა. ასე რომ, "ბაიერნმა" ჯერ ეს გაიმეოროს და ასეთ შედარებებზე მერე ვისაუბროთ. თანაც, ფეხბურთში მნიშვნელობა არა აქვს, რა მოიგე შარშან, ან შარშანწინ. ფეხბურთში მთავარი ისაა, რაც ახლა ხდება. აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ასეთი შედარებების დროს.

- ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში 18 თებერვალს "მანჩესტერ სიტის" ეთამაშებით. ამ თამაშზე საუბრის უფლება უკვე გაქვთ, თუ, ისევე როგორც გერმანიაში, ესპანეთშიც თამაშიდან თამაშამდე ფიქრობენ?

- (იცინის) რაც გნებავთ ის დაარქვით, მე კი ვეთანხმები იმ აზრს, რომ ფეხბურთელმა ბევრი არ უნდა იფიქროს ისეთ შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ ელოდება.

- ჰო, მაგრამ შეუძლებელია, "მანჩესტერ სიტიზე" საკუთარი მოსაზრება არ გქონდეთ...

- რა თქმა უნდა, მაქვს. "სიტიმ" ამ სეზონში უკვე რამდენჯერმე გამაკვირვა. ისეთ გუნდად ჩამოყალიბდა, რომელიც არა მარტო შედეგზე ორიენტირებულ, არამედ ზომიერად აგრესიულ და საკმაოდ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა ისიც ცხადია, რომ ჩვენ არავისი უნდა გვეშინოდეს.

- ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ დაიწყება, თქვენ უკვე 27 წლის იქნებით, ეს მუნდიალი კი თქვენთვის მესამე იქნება. მაინც ისე ხართ მოტივირებული, როგორც 2006-ში?

- ხუმრობთ, თუ მართლა სერიოზულად მეკითხებით? ფეხბურთელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი ნომერი პირველი მოვლენაა, რომელთანაც ვერც ერთი ჩემპიონატი ან ჩემპიონთა ლიგა ახლოსაც კი ვერ მივა. ბავშვობაში ვერც კი ვბედავდი იმაზე ოცნებას, ჩემი ქვეყნის დროშის ქვეშ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეთამაშა. უბედნიერესი ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოქმედი გამარჯვებულის რანგში გავემგზავრები.

- მუნდიალზე ძირითად შემადგენლობაში ადგილი პირველად გექნებათ გარანტირებული...

- ჰო, 2006 და 2010 წლებში ყოველთვის არ მათამაშებდნენ. რაც მთავარია, ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში, ფინალში, ჰოლანდიასთან ვითამაშე. თანაც, გადამწყვეტი პასი სწორედ მე გავაკეთე.

- "ოქროს ბურთზეც" ვთქვათ: წელს თქვენი თანაგუნდელი ლიონელ მესი ხელცარიელი დარჩა.

- "ოქროს ბურთზე" ისეთი ამბები იყო ატეხილი, რომ სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, ეს ყველაფერი რომ დამთავრდა და უკვე შეგვიძლია მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ. ჩემპიონთა ლიგაზე ან მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბარს გაცილებით მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ.

ყოველკვირეული ჟურნალი LELO WEEK

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"

გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ

ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა

სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?

საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა

"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ

"ბარსელონასა" და ფლიკის გზები იყოფა? - დეკუს სიაში ლუის ენრიკე ფავორიტია

"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის

ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს

"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა

ძალიან დიდი ციფრები - მაიამის "ინტერის" თანამფლობელმა მესის ანაზღაურებაზე ისაუბრა

პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს

[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა

[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა

"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა

სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს

[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა

"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - მასკერანომ მესის შესახებ ისაუბრა