სუპერლიგის მეორე წრის მესამე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს "სოხუმი" და "რუსთავი" დაუპირისპირდნენ
სუპერლიგის მეორე წრის მესამე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს "სოხუმი" და "რუსთავი" დაუპირისპირდნენ. პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრისას ფავორიტი უპირობოდ "სოხუმი" იქნებოდა, თუმცა რაც გუნდში ფინანსური პრობლემებია, სოხუმელები ლეგიონერების გარეშე თამაშობენ და შესაძლებლობებიც შეეკვეცათ.

"რუსთავსაც" დააკლდა 2 ძლიერი მოთამაშე, მაგრამ ოთარ ხმელიძის გუნდი პირველ წრესთან შედარებით გაცილებით უკეთ და გუნდურად თამაშობს.

15 თებერვალს გამართულ მატჩში რუსთაველები მესამე პერიოდამდე ლიდერობდნენ - რაც მალხაზ აბაიშვილის სამქულიანებისა და ლევან ხმელიძის სწრაფი გარღვევების დამსახურება იყო.

მეორე ტაიმიდან სოხუმელები ზონურ დაცვაზე გადაერთნენ და შედეგიც მოიმკეს. სტუმრებს ფარზე მისასვლელი გზები შეეეზღუდათ, ხოლო შორიდან წარმატებით ვეღარ ისროდნენ. სოხუმელებმა კი ანგარიში გაათანაბრეს - ირაკლი ჩლაიძე და ვახტანგ ქადარია, რომლებსაც პასებით უხვად ამარაგებდა რატი ბააკაშვილი, რუსთაველთა კალათს შედეგიანად უტევდნენ, რამაც "სოხუმს" პერიოდი 24:11 მოაგებინა და ბოლო ათწუთეულის წინ 8 ქულით დააწინაურა.

გადამწყვეტ მეოთხედში სოხუმელებმა მოპოვებული ლიდერობა აღარ დათმეს. რუსთაველები ეცადნენ, მაგრამ თამაშის ეშხში შესულ სოხუმელებს ვეღარ წამოეწივნენ და მე-8 დამარცხება განიცადეს - 65:79.

"სოხუმში" 25 ქულითა და 7 პასით საუკეთესო შედეგი ირაკლი ჩლაიძემ დააფიქსირა. 18 ქულა-11 მოხსნა ჰქონდა ქადარიას, რატი ბააკაშვილის ანგარიშზე კი 10 ქულასთან ერთად 7 პასიც დაგროვდა.

ქვემოქართლელთა გუნდში 18 ქულით ქაქუცა აბაიშვილი გამოირჩა, 17 ქულა დააგროვა ლევან ხმელიძემ, გიორგი ყველაშვილმა კი მწირ 3 ქულას ბლომად მოხსნები (19) მოაყოლა.

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 21 და 22 თებერვალს, რუსთავში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "დიდი მადლობა რუსთავის გუნდს, წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ თანაბარი შანსები გვქონდა. მართლაც საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ჩვენს გუნდს უჭირს იმ პრობლემების გადალახვა, რაც დღეს გუნდშია, მაგრამ იმედია, ყველაფერი გამოსწორდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კლუბის პრეზიდენტს, მინდია გულუას, რომ დროა გუნდს მიხედოს. მადლობას ვეტყვი ჩვენს ბიჭებს, რომლებიც ასეთ პირობებში ბოლომდე იბრძვიან და მაინც თამაშობენ".

ოთარ ხმელიძე ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, მივულოცავ "სოხუმს" გამარჯვებას. მინდა აღვიშნო, რომ ჩვენს გუნდშიც არაერთი პრობლემაა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ნორმალურად დავიწყეთ, თუმცა "სოხუმმა" ზონური დაცვის მეშვეობით გვაჯობა, ავირიეთ, სროლები არც გარედან წაგვივიდა და არც შიგნიდან და თამაშის შემობრუნება ვერ მოვახერხეთ. მინდა გავამხნევო სოხუმი, იყო პერიოდი, როცა ჩვენ 11 თვე არ აგვიღია ხელფასი, თუმცა არ გავტყდით. ისინიც ასე იქცევიან, ბოლომდე სცემენ გუნდს პატივს, უყვართ თავიანთი გუნდი და ის, რასაც ეს ბიჭები აკეთებენ, გმირობის ტოლფასია. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, მათი პრობლემები მოგვარდება და ყველაფერი კარგად იქნება".

რატი ბააკაშვილი ("სოხუმი"): "მინდა მადლობა ვუთხრა "რუსთავს" და აღვნიშნო, რომ როგორი შემადგენლობითაც არ უნდა გამოდიოდნენ, ეს გუნდი ყოველთვის მებრძოლი და ანგარიშგასაწევი მეტოქეა. რაც შეგვეხება ჩვენ, ბიჭებს უკვე გვეუხერხეულება ერთსა და იმავეზე ხუთი თვის განმავლობაში საუბარი. უნდა ვთქვა, რომ მწვრთნელიც და თითოეულ მოთამაშეც ბოლომდე ვიბრძვით და სათამაშოდ გამოვდივართ იმის გამო, რომ ფორმაზე იმ ქალაქის სახელი გვაწერია, რომელიც თოთეულ ჩვენგანს სტკივა. ეს გვაერთიანებს და ამ პრობლემების მიუხედავად ვთამაშობთ და გულშემატკივარს ჩვენი გუნდი ახსენებს იმ მხარეს, რომელიც მთელი ქვეყნის ტკივილია. მოვუწოდებ მინდია გულუას, ან მალევე მოაგვაროს არსებული ფინანსური პრობლემები, ან ის მაინც გვითხრას, რომ გუნდს ვეღარ დააფინანსებს და შევეცდებით, ალტერნატიული საშუალებები მოვძებნოთ. სირცხვილია დღეს ასეთ პირობებში ყოფნა. ბიჭები მაინც გავაგრძელებთ თამაშს და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ".

წყარო: superleague.ge

საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
[VIDEO] პირველ ტაიმში ალისონმა ითამაშა, მეორეში მამარდაშვილმა - "ლივერპული" სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" და "ქუთაისი" დაწინაურდნენ
სუპერლიგა 2016/17. XXVII ტური: ჩლაიძის ოქროს სამქულიანი
"ᓐᓠ
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ
სუპერლიგა 2015-16. II ტურის გადადებული მატჩი: მოუგებელი აღარავინაა
Red Bull King of the Rock-საქართველო ზედიზედ მესამედ ვახტანგ ქადარიამ მოიგო
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
ᓝᕚᓘ
ანატოლი ბოისა: მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა
ვითა-მინსკი 81:80 - წივწივაძემ "ვითას" ისტორიული გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
სუპერლიგა. V ტური. შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს
"ქუთაისი" საქართველოს თასის ნახევარფინალში იოლად გავიდა
სუპერლიგა 2016/17. I ტური: "კაკტუსმა" ეკლები პირველივე ტურში გამოაჩინა
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
რუსთავი-დინამო 79:101 - სტუმრების იოლი გამარჯვება
პაატა გურასპაული საკალათბურთო საზოგადოებას შეხვდა
რუსთავი-შსს აკადემია 71:69 - გამარჯვება ბოლო წამებზე
3X3 კალათბურთში საქართველოს ნაკრები ანდორაში ევროშესარჩევში სათამაშოდ გაემგზავრა
ბათუმი-რუსთავი 102:74 - დაგეგმილი გამარჯვება
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისმა" "კაკტუსის" ეკლებს გაუძლო