მესამედ ევროპისკენ - ინტერვიუ ვიქტორ სანიკიძესთან

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრამ მეტოქეებად ჩეხეთი, პორტუგალია და უნგრეთი არგუნა.

ესპანეთის ჩემპიონატში "სარაგოსა" ბოლო დროს თამაშს თამაშზე იგებს...

შესავალს მეტად აღარ განვავრცობთ, გაცილებით საინტერესოა "სარაგოსასა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდის ვიქტორ სანიკიძის მოსაზრების მოსმენა.

- ზედმეტი გადახვევების გარეშე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ: ჯგუფში ფავორიტები ვართ და ევროპის ჩემპიონატზე მესამედაც უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ იგივეს ფიქრობს ხალხი, ვინც წილისყრის შედეგებს გაეცნო.

იცით რატომ? - იმიტომ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა და გულშემატკივარს მისი სჯერა. არაერთი ძლიერი მეტოქე დაგვიმარცხებია და თითქოს, შესარჩევი ჯგუფიდან გასვლაც იოლად უნდა შევძლოთ.

კალათბურთელებმა კი ვიცით, რომ იოლი გამარჯვება არ არსებობს, ასე მხოლოდ გარედან ჩანს, ნებისმიერ მეტოქესთან წარმატების მიღწევა თუ გინდა, თამაშისთვის მაქსიმალურად უნდა მოემზადო და ბოლომდე დაიხარჯო.

- მეტოქედ ჩეხეთი გვერგო, რომელთანაც ევროპის ჩემპიონატზე დავმარცხდით...

- დარწმუნებული ვარ, კალათბურთის ყველა ქომაგს კარგად ახსოვს ევრობასკეტი 2013 და ჩეხეთთან დიდი სხვაობით წაგება. ყველაზე მწარედ კი კალათბურთელებს გვახსოვს. წყენა არ დაგვვიწყებია და ჩეხეთთან მატჩზე გაორმაგებული ჟინით გავალთ.

- თან, შესარჩევის გახსნის შეხვედრაა, 10 აგვისტოს, თბილისში...

- კარგია, რომ პირველ თამაშს შინ ვატარებთ. შესარჩევი ეტაპის მოგებით გახსნა წინ წაგვწევს და ქომაგსაც გაახარებს. გავიხსენოთ: 2010 წლიდან მოყოლებული ყველა შეჯიბრების გახსნით მატჩში ძლიერ მეტოქესთან მოგვიწია თამაში და დამაჯერებლად გავისარჯეთ. ვეცდებით, ტრადიცია არც წლეულს დავარღვიოთ.

- 10 აგვისტოს შემდეგ ევროპული ვოიაჟი გელით - სამი მატჩი სტუმრად უნდა ჩაატაროთ - უნგრეთში, პორტუგალიასა და ჩეხეთში. ეს გუნდისთვის კარგი იქნება, თუ...

- დღეს ძნელი სათქმელია, რადგან არ ვიცით, როგორ დაიგეგმება მოსამზადებელი, თუ შესარჩევი ეტაპი. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. თუ გასვლითი შეხვედრების შუალედში საქართველოში დაბრუნება მოგვიწევს, რთული იქნება, რადგან თამაშები სამ დღეში ერთხელ უნდა ჩავატაროთ და ბევრი მგზავრობა გუნდს ნამდვილად არ წაადგება.

- რადგან საქართველოს ნაკრებზე ვსაუბრობთ, ერთ საინტერესო თემასაც შევეხოთ: კალათბურთის ფედერაციას ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ იმუშავებს ნაკრების მთავარ მწვრთნელად. დარჩება კოკოშკოვი, თუ - არა.

- არ ვიცი, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ, ჩემი აზრით, იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაზე აღარ დათანხმდება. შეიძლება ეს მისი მხრიდანაც სწორი ნაბიჯი იყოს. სერბი მწვრთნელის შესახებ ყველას თავისი სუბიექტური მოსაზრება აქვს, თუმცა ერთი რამ აქსიომაა და ვერავინ შეცვლის - იგორ კოკოშკოვი ქართული კალათბურთის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, შევა როგორც წარმატებული მწვრთნელი, რომელმაც გუნდი ორჯერ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე.

ეს მეტად დასაფასებელია. თუმცა უნდა განვსაზღვროთ, ახლა რა ეტაპზე ვართ და დადგა თუ არა პერიოდი, ნაკრები სხვა მწვრთნელმა ჩაიბაროს.

- დამრიგებლის ყოველ ცვლილებას ერთგვარი რისკი ახლავს.

- ასეა. ზოგჯერ მხოლოდ სახელი საქმეს ვერ აკეთებს. შეიძლება ჩამოვიყვანოთ ჟელიმირ ობრადოვიჩი, მაგრამ ის შედეგი ვერ მივიღოთ, რომელსაც ველით. ახალი სპეციალისტის მოყვანისას ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. მაგალითად, იმავე ობრადოვიჩს "ფენერბაჰჩე" ჩააბარეს, უმაღლესი დონის კალათბურთელები შეკრიბა, მაგრამ ევროლიგის მეორე ეტაპზე ერთი თამაში ძლივს მოიგო. ასე რომ, კალათბურთის ფედერაციას სერიოზული გადაწყვეტილება აქვს მისაღები.

- შერმადინს ბოლოს და ბოლოს საკმარისი სათამაშო დრო აქვს "სარაგოსაში" და შედეგიანადაც ირჯება...

- იგი კარგად მოერგო "სარაგოსას". გასულ სეზონში ჯერ ისრაელის "მაქაბიში" გამოდიოდა, შემდეგ - ბერძნულ "ოლიმპიაკოსში". მართალია, პირეოსელებთან ერთად ევროლიგა მოიგო, მაგრამ სათამაშო დრო იმდენი არ ჰქონდა, რომ კმაყოფილი ყოფილიყო. "სარაგოსაში" კი საკმარისი დრო აქვს შესაძლებლობების 100 პროცენტით გამოსავლენად.

25 წუთში შესაძლოა, 20 ქულა ვერ მოაგროვო, მაგრამ, როცა ყველა კალათბურთელი ამდენს თამაშობს, ქულებიც თანაბრად ნაწილდება და გამარჯვებაც - გუნდურად ვთამაშობთ. მეც იშვიათად მიწევს 30-32 წუთი მოედანზე ყოფნა, მხოლოდ მაშინ, როცა მეორე მძიმე ფორვარდი ვერ გვეხმარება.

- ლუის აბოსი კარგი სპეციალისტი ჩანს...

- სხვათა შორის, უყვარს მაღლების დატვირთვა, ხშირად მოითხოვს ხოლმე - ბურთი ცენტრს ჩაუგდეთო. ერთ-ერთი ვიდეოგარჩევისას აქცენტი ჩემზე გააკეთა: კადრი გააჩერა და მითხრა - ამ მომენტში ბურთი შერმადინისთვის უნდა მიგეცაო... თუმცა ეს ერთეული შემთხვევა იყო, ვგონებ, გიორგის ყველაზე მეტ პასს მე ვაძლევ. მწვრთნელმა კი, მაინც მიპოვა მომენტი, როცა ასე არ მოვიქეცი. თუმცა იმ შემთხვევაში მეც მქონდა შეტევის კარგად გაგრძელების შანსი.

- სარაგოსა სურათებიდან მშვენიერი ქალაქი ჩანს.

- ლამაზი ადგილია, საინტერესოა დასათვალიერებლად, მაგრამ ცოტა გამოცოცხლება აკლია. პატარა დასახლებაზე რომ ვლაპარაკობდე, "გამოცოცხლებას" არ ვახსენებდი, მაგრამ სარაგოსა ესპანეთში სიდიდით მეოთხე თუ მეხუთე ქალაქია. სხვა ადგილებისგან ერთი რამ გამოარჩევს - ყოველ 10 მეტრში შუქნიშანია, ოღონდ ვერ ვხვდები, რა საჭიროა?! არაერთ ქალაქში ვყოფილვარ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მათ შორის ყველაზე მეტი შუქნიშანი სწორედ სარაგოსაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო WEEK"

turi
კარგი, კოკოშკოვი არ გვინდა, მაგრამ ვინმე ხომ გვინდა მაინც? თუ ფაჩულია იქნება მხოლოდ საკმარისი? მართალია კოკოშკოვის სუსტი წერტილი ბოლო წუთები იყო და ძირითადად დაცვის მწვრთნელი იყო (ამერიკაშიც), მაგრამ ესე ხომ არ შეიძლება, სხვა ნორმალურ ქვეყნებში რამოდენიმე შესაძლო მწვრთნელის კანდიდატურას განიხილავენ, მსჯელობენ, ზოგ შემთხვევაში გულშემატკივრებსაც ეკითხებიან (აუცილებელი ნამდვილად არ არის) და აი ჩვენი ქალათბურთის ფედერაციის ახალი მესვეურები უბრალოდ გვიცხადებენ რომ მარტში დაასახელებენ ახალ მწვრთნელს! მაგარია! მარტში ნორმალური არავინ იქნება დარჩენილი და ბატონი გაბრიჩიძე ვინმე თავის მეგობარს ან ბ-ტ ყიფიანის ახლობელს, ან სულაც შეიძლება გავბედნიერდეთ და ბ-ტ კალაძე ვიხილოთ ჩვენი კალათბურთის ნაკრების მწვრთნელად, სპორტი ესმის, ენერგეტიკაც, თანაც გვარიც ისეთი აქვს - საკალათბურთო:):) საერთოდ ვინმეს შეუძლია თქვას გაბრიჩიძემ რა გააკეთა, რაც პრეზიდენტი გახდა? ვინმემ იცის რამე?
Gela
Kოკოსჰკოვის რომელი ტამასჰი Gინახავსტ მოგებული. Kაცი 6 კაცს ატამასჰებს Mტელი ტურნირი,ბიცჰებს რომ არ Eტამასჰატ კარგად კველას Dიდი ანგარისჰიტ ცავაგებდით' ამ გუნდით მე უკეტეს შედეგს დავდებდი ვიდრე კოკოშკოვი
თემური
არც გვინდა კოკოშკოვი. მაგას იმაში გაუმართლა, რომ თქვენისთანა მოთამაშეები ყავდა გუნდში. უბრალოდ ვერ ვიხსენებ კოკოშკოვის მიერ ბოლო წუთებზე რაიმე ტაქტიკით ან ჭკუით მოგებულ ვერცერთ თამაშს, წაგებით კი ბევრი წაგვიგია. მის გვერდით ვერც უსტიაშვილი გაიზარდა და ვერც ტუღუში. ასე, რომ დიდი გულდასაწყვეტი არ იქნება მისი წასვლა...
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
ქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი
პაპუნაშვილი კარიერას კვიპროსში განაგრძობს, თუმცა ქეცბაიასთან არა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
ElDesmarque: "სარაგოსამ" "პაპუს" თაობაზე მომხიბვლელი წინადადება მიიღო
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ "გრანადა" ისევ ფრეს დასჯერდა [VIDEO]
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
As: ბარახამ პაპუნაშვილი "სარაგოსაში" დატოვა