საქართველოს ნაკრები თურქეთში გასამართი მატჩის სასურველი ანგარიშით დასრულების შემთხვევაში, არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში 15 თებერვალს თურქეთი 8:4 დაამარცხა და ორმატჩიან სერიაში 1:0 დაწინაურდა.

საცურაო აუზ "ოლიმპიკში" გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 3 გოლის გატანა შეძლო ნატურალიზირებულმა ლეგიონერმა მარკო ელაჩამ, 2 გოლი დამირ ცრეპულიამ შეაგდო, თითო-თითო კი მარკო ელეზმა, რევაზ ჩომახიძემ და ზურაბ რურუამ გაიტანეს.

საპასუხო შეხვედრა თურქეთის ქალაქ სტამბულში 1 მარტს გაიმართება. საქართველო-თურქეთის დაპირისპირებაში გამარჯვებულად ორი მატჩის ჯამში უკეთესი შედეგის მქონე გუნდი გამოცხადდება.

საქართველოს ნაკრები თურქეთში გასამართი მატჩის სასურველი ანგარიშით დასრულების შემთხვევაში, არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას. ევროპის ჩემპიონატი 13-26 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

წყალბურთი. ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველი მატჩი

15 თებერვალი, თბილისი, საცურაო აუზი "ოლიმპიკი"

საქართველო - თურქეთი 8:4

(3:1, 2:1, 2:1, 1:1)

გოლები:

საქართველო: ელაჩა (3), ცრეპულია (2), ელეზი, ჩომახიძე, რურუა (1)

თურქეთი: ოზბაკისი (3), სუტალო (1)

საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე (მეკარე); ბექა კაპანაძე(მეკარე), გალაქტიონ ლაითაძე, ბექა ქავთარაძე, ბექა ქენქაძე, ზურაბ რურუა (კაპ), მიხეილ ბაღათურია, ალექსანდრე რუსიშვილი, გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, დამირ ცრეპულია, მარინო ფრანიჩევიჩი, მარკო ელაჩა, მარკო ელეზი, რევაზ იმნაიშვილი, რევაზ ჩომახიძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ისელიძე

მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი

წყარო: msy.gov.ge

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გერმანიასთან დასანანი მარცხი იწვნია
იტალია-საქართველო 14:5 - პირველი პერიოდი მოიგეს, მაგრამ...
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
რევაზ ჩომახიძე: მთავარი იყო ნაკრების წყალბურთელთა შეთამაშება და ეფექტიანი ტაქტიკის შემუშავება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა - ქართველი წყალბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის კომენტარი თურქეთის დამარცხების შემდეგ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის თასი მოიგო
რევაზ ჩომახიძე: საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო იყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი რუმინეთთან მარცხით დაიწყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი: ეს მოგება ჩვენთვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესი იყო
რთული მატჩის მოლოდინში - თბილისის "დინამო" ხორვატიაში გაემგზავრა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს კაპიტანი ზურაბ რურუა შეუერთდება
თურქეთსა და რუსეთთან ტოლ-სწორად პაექრობა შეიძლება - ინტერვიუ ზურაბ რურუასთან
ვლადიმერ ისელიძე: იქნებ "ლაგუნა ვერეს" აღდგენაზეც გვეზრუნა
წყალბურთელთა ნაკრები: ლეგიონერები ჯერ კლუბებში ითამაშებენ
ჩომახიძის დიპლომატიური კომენტარი რუსეთთან მიკერძოებულ მსაჯობაზე
დაბრუნება ოქროთი - წყალბურთის კლუბი "დინამო" საქართველოს ჩემპიონია!
წყალბურთი: "დინამოს" დაბრუნება "ივენთჰოლში" აღნიშნეს
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჰოლანდიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓬᓧᓐᓚᓑᓣᓠᓗᓔᓚᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓛᓐ ᓯᓒᓣᓤᓨᓘ ᓑᓝᓚᓝ ᓐᓓᓒᓘᓚᓘ ᓓᓐᓘᓙᓐᓕᓐ
ზურაბ რურუა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იტალიას სათანადო მეტოქეობა გავუწიოთ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-14 ადგილზე დაასრულა
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველები კარგად თამაშობენ და გოლებიც გააქვთ
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველთა სლოვაკური ოქრო