...და პირველად საქართველოში: ჰოლანდიელი ლეგიონერიც!
ჩვენთან სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა, მაგრამ ვეჭვობთ, რომ სეზონის განახლებამდე რაიმე ხმაურიანი ტრანსფერი კიდევ განხორციელდეს. უფრო ზუსტად, ძალიან გვეეჭვება, რომ საქართველოს ჩემპიონატში კვლავაც გამოჩნდეს... ოთარ მარცვალაძის დონის ფეხბურთელი!

დიახ, 29 წლის გარემარბი ამიერიდან ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის ღირსებას დაიცავს და 17 თებერვალს "დინამოს" მაისურსაც საზეიმოდ მიიღებს.

ბოლო წლების ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ გარემარბზე (ქრონიკულმა ტრავმებმა რომ არ მისცა საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის საშუალება) ქვემოთ ვისაუბრებთ; მანამდე კი "დინამოს" მორიგ ახალწვეულზეც: ოთარ მარცვალაძესთან ერთად, 17 თებერვალს კიდევ ერთ ფეხბურთელს წარადგენენ და ასევე მუდმივნომრიან მაისურს გადასცემენ; თანაც, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ჩემპიონატში ჰოლანდიელი ფეხბურთელი ითამაშებს!

დიახ, ამიერიდან თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას 27 წლის მარჯვენა მცველი იენს იანსე, რომელიც ბოლოს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში (ანუ რანგით მეორე ლიგაში) გამოდიოდა და "კორდობას" შემადგენლობაში ამ სეზონის პირველ ეტაპზე 11 მატჩი ჩაატარა.

იანსე 185 სმ სიმაღლის გახლავთ და ესპანეთში გადასვლამდე წლების განმავლობაში ასპარეზობდა ჰოლანდიის ერედივიზიონში. ასამდე მატჩი აქვს ჩატარებული "ტილბურგისა" და "ბრედას" შემადგენლობაში. ამასთან, იანსემ 21 შეხვედრა გამართა ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში და, წესითა და რიგით, მისი დამატებით, "დინამოს" სერიოზული პრობლემა მოეხსნება: მოგეხსენებათ, რომ თურქული შეკრების პირველსავე საკონტროლო მატჩში ტრავმები მიიღეს ორივე მარჯვენა მცველმა - დავით ხურცილავამ და ოთარ კაკაბაძემ.

სწორედ ამის გამოც იყო, რომ დარჩენილ საკონტროლო მატჩებში ამ პოზიციაზე რამდენჯერმე მოუწია თამაში ამპლუით ცენტრალურ ნახევარმცველ გიორგი პაპავას.

მოკლედ, იანსე წარმატებული შენაძენი უნდა გამოდგეს მალხაზ ჟვანიას გუნდისათვის. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვერც იანსე და საერთოდაც, ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვერც ერთი ახალწვეულის ტრანსფერი ახლოსაც ვერ მივა ოთარ მარცვალაძის საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებასთან!

...ოთარ მარცვალაძის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში 2002/03 წლების სეზონში შედგა, როდესაც "ვიტ ჯორჯიას" იმდროინდელმა მწვრთნელმა ჯანი კარნევალემ დიდი ნდობა გამოუცხადა 18 წლის ნიჭიერ ფორვარდს და მეორე ეტაპზე რამდენიმე მატჩი ძირითადშიც ათამაშა. ამის შემდეგ მარცვალაძე ნელ-ნელა გადაიქცა "ვეტერინართა" ერთ-ერთ ლიდერად და 2005/06 წლების სეზონის ბოლოს, გაზეთ "სარბიელის" გამოკითხვის მიხედვით, ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს!

ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მარცვალაძემ იმ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ... პირველი ეტაპი ითამაშა, თუმცა იმდენად გამორჩეული გახლდათ, რომ მისი ლაურეატობა შემთხვევითი არ ყოფილა. ეგ კი არა, იმის დიდი შანსიც იყო, რომ მხოლოდ პირველ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით იმ სეზონის... საუკეთესო ბომბარდირიც გამხდარიყო!

...2006 წლის დასაწყისიდან მარცვალაძემ უკრაინას მიაშურა და სწორედ აქედან დაიწყო კიდეც მისი უიღბლობა: კიევის "დინამოში" თავისი შესაძლებლობები სრულად რომ ვერ წარმოაჩინა, სწორედაც რომ ქრონიკული (თანაც, სერიოზული) ტრავმების ბრალი იყო. კიევის "დინამოშიც", "ზაკარპატიესა" თუ "ხარკოვში" ამ ჩინებული დრიბლინგისა და შესაშური საგოლე ალღოს მქონე სწრაფ ფორვარდს რა ტრავმა აღარ შეხვდა (ჯვარედინი მყესების გაწყვეტაო, მენისკიო), რომელთა მკურნალობასაც საკმაო დრო სჭირდებოდა.

...2004 წლიდან კი მარცვალაძის კარიერაში ახალი, "რუსული" ეტაპი იწყება: სწორედ ამ ქართველი თავდამსხმელის უდიდესი დამსახურებაც იყო, იმ სეზონში მახაჭყალის "ანჟიმ" უმაღლესი ლიგის საგზური რომ მოიპოვა (22 მატჩი და 13 გოლი - კლუბში საუკეთესო შედეგი იყო). თუმცა მიზეზთა გამო, სხვა თანამემამულეთა მსგავსად, მომდევნო სეზონი მარცვალაძეს რუსეთის უმაღლეს ლიგაში არ დაუწყია - კვლავაც პირველ ლიგაში გააგრძელა ასპარეზობა და ახლა უკვე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მოაპოვებინა უმაღლესი ლიგის საგზური.

"ვოლგას" მერე "კრასნოდარი" იყო, შემდეგ ისევ პირველ ლიგაში დაბრუნება: ჯერ - ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში", ბოლოს კი - "ალანიაში". სწორედ ამ ვლადიკავკაზურ გუნდში დაიწყო კიდეც მარცვალაძემ ეს სეზონი და, წესითა და რიგით, ამჯერად უკვე მესამე გუნდთან ერთად უნდა აღზევებულიყო რუსეთის უმაღლეს ლიგაში, მაგრამ "ალანიას" ფინანსური პრობლემების შესახებ ყველამ იცის და ქართველი ფორვარდიც სამშობლოში დაბრუნდა. თანაც, საქართველოს ჩემპიონატს 8-წლიანი პაუზის მერე უბრუნდება!

"დინამომ" რომ მართლაც საინტერესო და, უდავოდ, სასარგებლო ტრანსფერი განახორციელა, ამაში, ვფიქრობთ, არავინ შემოგვედავება; ამას გარდა, იმედი დავიტოვოთ, რომ მარცვალაძის საქართველოში დაბრუნება მის... სანაკრებო კარიერაზეც დადებითად იმოქმედებს;

კი ბატონო, ამ ფეხბურთელს მთელი კარიერის განმავლობაში ტრავმები თუ სხვა სახის უიღბლობა თან სდევდა, მაგრამ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირ შემთხვევაში, სრულიად ჯანმრთელ და, რაც მთავარია, ჩინებულ ფიზიკურ კონდიციებში მყოფ მარცვალაძეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელები, რატომღაც, იგნორირებას უკეთებდნენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tornike
რას ერჩით მარცვალაძეს ვერ ვხვდები მართლა ძაან მაგარი ფეხბურთელია,მარა ტრამვების გამო ვერ აეწყო კარიერა... სამაგიეროდ ეხლა როცა დინამოს ჭირდება ისეთი ფეხბურთელი ვისაც თავის თავზე თამაშის აღება შეუძლია,მარცვალაძის ტრანსფერი მართლა წლის ტრანსფერია
roma
ამ საიტზე უკვე აღარ შეიძლება საკუთარი აზრის დაფიქსირება?მომრავლდნენ ძველი "ოსტრი"ბიჭები,მარცვალაძეს ღმერთმა გაუმარჯოს,მისი საწინააღდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ უნდა ითქვას,რომ ის არის "ცუ"კლასის ფეხბურთელი და წერტილი,ის რასაკვირველია არშემდგარი ფეხბურთელია,ჩემი აზრით და სადაც არ უნდა ითამაშოს ამინდს ვერ შექმნის.
Dinamoooo
დინამოზე ცუდის მთქმელის ***
zaza
Giorgi, რას ბლატაობ ბიჭოოოოოოოოოო. ***. ძველი ბიჭი ხარ! *** ყველა კლავიატურისტ ძველ ბიჭს.
Giorgi
წესივრად ილაპარაკეთ Gაიგეთ
Giorgi
ზაზა ხარ თუ ვიღაც წესივრად ილაპარაკე გაიგე ბიჭო
gorana
მე არ მესმის ნაღდად ეს ქილიკი. რა დონეც არის საქართველოში,იმასთან შედარებით ნაღდად მაღალი დონისაა ოთარ მარცვალაძე. ბოლო ბოლო ნაკრებშიც უთამაშია და ხორვატიასთან გოლი მაგის დამსახურებაა.რომ დაბრუნდა ეს კაცი ამ საცოდაც ჩემპიონატში ხომ კარგია უკვე?. ჰოდა გაუმარჯოს რა... დაილოცეთ , რაიმე პოზიტივი თქვით თქვე კაი ხალხო ....
zaza
ჯერ ისა სალაპარაკო ვაპშე ალანიიდან რო პეხბურტელი წამოვაა და წლის ტრანსპერად რო პასდება, ტან სად ბოლობოლო დინამოაა რაა, სახელიააა
bu
რაც შეეხება დაშლილ რუსეთის ჩემპიონატს: ეგ გუნდი ბიჭებს უმაღლესში გადაყავდათ რომ არ გაკოტრებულიყვნენ. ასე რომ მთლად ყველაფერს ფეხბურთელების პროფესიონალიზმს ნუ მიაწერთ. პროფესიონალიზმი და თამაში ტ. აკლდათ ამხელა ნახტომს ვერ გააკეთEბდნენ
bu
ვაცადოთ ხალხო და ვნახოთ როგორ გამოიჩენენ თავს. ძაან კრიტიკულად რატო უდგებით? ჯერ დინამო რა დონეა მესი რომ მიგინდათ. ვერ ითამაშებენ და 6 თვეში წამოვლენ. წარმატებები ბიჭებს.
koki
Walkabout - "მაშინ საერთოდ არ გვქონია ჩემპიონატი თუ რუსეთის მეორე ლიგის დაშლილი გუნდიდან მოსული ფეხბურთელი ყოფილა უმაღლესი დონე...". აბსოლიტურად გეთანხმენი. ჩვენი ჩემპიონათი სამწუხაროდ არის ნულზე ქვემოთ. 1-2 გუნდით ამინდს ვერ შექმნი. ღმერთმა ხელი მოუმართოს მარცვალაძეს, მაგრამ, ჟურნალისტის ფანტაზიას საზღვარი არა აქვს. "ამ დონის","ოთარ მარცვალაძის დონის ფეხბურთელი!" და ა.შ. მარცვალაძეს წარმატებეს უსურვებ, ჯურნალისტ გია ტუხაშვილს კი პროფესიონალიზმის ამაღლებას. ასე, რომ წარმატებები მარვვალას
mishiko
იმედია 2 წელი მაინც დარცჰება ამას წინა წავიკიწხე რომ ზაფხულმდეოო ))))))
zaza
ისე ახპრტოვანებიტ წერს ტიტქოს ეგეც არ მყავდეს მესი რაააა
georgia
ულოცავთ ოთარს საქართველოში დაბრუნებას.წარმატებული სეზონი კოფილიკოს მისი კარიერულ წინსვლაში.ბოღმიანების და არაკეთილისმოსურნეთა საყურადგებოდ:აღმზდელი დედები მომიკითხეთ თქვენი
del piero 10
მარცვალაძე... სააღოლ რა დინამო საღოლ!.. კიდევ ერთი არშემდგარი ფეხბურთელი დინამოში...
Walkabout
აუფ... ისე აღფრთოვანებით წერთ მარცვალაძის დაბრუნებაზე თითქოს ბორის პაიჭაძე გაცოცხლებულიყოს და დინამოში ბრუნდებოდეს...)) მარცვალაძე კარგი ფეხბურთელია მაგრამ მოდით დავანებოთ თავი რომ ქართველია და შევადაროთ იენს იანსეს ტრანსფერს, იანსე თამაშობდა ტილბურგში, ბრედაში და კორდობაში, მარცვალაძე თამაშობდა ვოლგაში, გკა-ენერგიაში და ალანიაში, ხოდა ეხლა ახსენით რომელი ლოგიკით ჯობია მარცვალაძის ტრანსფერი მაგალითად იანსეს ტრანსფერს?))) არაფერს ვერჩი მარცვალაძეს, მაგრამ რომ წერთ გვეეჭვება მისი დონის ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში გამოჩნდესო მაშინ საერთოდ არ გვქონია ჩემპიონატი თუ რუსეთის მეორე ლიგის დაშლილი გუნდიდან მოსული ფეხბურთელი ყოფილა უმაღლესი დონე...
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ოთარ მარცვალაძე: "დინამოში" მოსვლა ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია
თბილისის "დინამო" ჰოლანდიელ ლეგიონერს დაიმატებს
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
ᓔᓕᓠᓝᓡᓔᓖᓝᓜᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓨᓘ" ᓧᓕᓔᓚᓐᓤᓔᓠᓡ ᓜᓐᓗᓔᓚᓡ ᓩᓔᓮᓘ ᓛᓝᓰᓤᓔᓜᓡ
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
იენს იანსე: გპირდებით, თბილისის "დინამოსთვის" ასი პროცენტით დავიხარჯები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᕘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓡᓐᓛᓛᓐ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᕔᓚᓛᓐ ᓓᓐᓢᓝᓕᓐ
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
თბილისის "დინამომ" ოთარ მარცვალაძე და იენს იანსე წარადგინა [VIDEO]
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა