საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 21-23 თებერვალს დიუსელდორფში "დიდ პრიზზე" გამოვა
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ წუხანდელ ვარჯიშზე დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 21-23 თებერვალს დიუსელდორფში გამოვა "დიდ პრიზზე".

ლუხუმ ჩხვიმიანი (60), შალვა ქარდავა (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), უშანგი მარგიანი (81), ბექა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური (ორივე - 90), ნოდარ მეტრეველი, იოსებ მსხალაძე (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100) - მწვრთნელის გადაწყვეტილებით, აი, ესენი იჭიდავებენ გერმანიაში. ამათგან ქარდავას, შავდათუაშვილის, მსხალაძის, მეტრეველის, ოქრუაშვილისა და მატიაშვილის წასვლა ადრევე იყო ცნობილი. ვფიქრობთ, ყველაზე საინტერესო ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ შავდათუაშვილის ფაქტორია, რომელიც პირველად იჭიდავებს ახალ წონაში.

როგორც ვხედავთ, მწვრთნელს მჩატე წონებში მხოლოდ თითო კაცი მიჰყავს, სადაც ძირითადად ახალგაზრდებს ეყრდნობა და მარტო მძიმეებს აორებს. უზნაძე ამჯერად ასვენებს გუნდის ლიდერებს - ევროპის ჩემპიონ ამირან პაპინაშვილს (60), ამავე ტიტულის მფლობელებსა და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსნებს, ავთანდილ ჭრიკიშვილსა (81) და ვალერი ლიპარტელიანს (90) - მათ ერთი თვის შემდეგ თბილისში გასამართი "დიდი პრიზისთვის" ინახავს, რომელიც საევროპოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იქნება. იმავე ტურნირზე იასპარეზებენ ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილიც (ორივე - 73).

როგორც ვხედავთ, მწვრთნელი ბოლომდე ენდო ნაკრების დებიუტანტებს - ჩხვიმიანსა და მარგიანს, რომლებსაც პარიზში ურიგოდ არ უჭიდავიათ, ორ-ორი შეხვედრა მოიგეს. იმედია, მათთვის ეს შეჯიბრება მორიგი დიდი სკოლა იქნება.

დიუსელდორფის ტურნირი სამ დღეზეა გადანაწილებული და სტარტს 21 თებერვალს აიღებს, როცა ვაჟებიდან 60-66, ქალებიდან კი 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ. შაბათს საჭიდაოდ 73 და 81-კილოგრამიანი ვაჟები, ქალებიდან კი 63-70-იანები გავლენ, კვირას კი დანარჩენები იბრძოლებენ მედლებისთვის.

ჩვენი ნაკრები ოთხშაბათ საღამოს გაფრინდება გერმანიაში, სადაც ტურნირის შემდეგ იქვე ერთობლივ ვარჯიშებშიც მიიღებს მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
წერილი ძიუდოისტებს - მადლობა, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას ვიამაყოთ
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის