გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა სეზონის განახლებისთვის გუნდის სამზადისსა და მიზნებზე ისაუბრა

გუნდი, რომელმაც წინა ზაფხულს კინაღამ სენსაცია მოახდინა და ევროპალიგის პლეი ოფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, ამ ზამთარს ლამის დაიშალა. გორის "დილა" ჩემპიონატის დაწყებამდე ტრიუმფისთვის იყო შემართული. გიორგი დევდარიანის შეგირდებმა სეზონიც თითქოს რიხიანად დაიწყეს, მაგრამ ფითილი მალევე გამოელიათ და...

ეს ფითილი კი ფული იყო, რის უქონლობის გამოც "დილადან" ჯერ მწვრთნელი წავიდა, რომელსაც სასურველი ფეხბურთელები არ მიაშველეს, შემდეგ კი გორი თავად ფეხბურთელებმაც დატოვეს.

მოკლედ, ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპის წინ "დილა" ახლიდან დასაკომპლექტებელი გახდა. ამ რთული საქმის კეთება კლუბის ხელმძღვანელობამ რამაზ სოღოლაშვილს მიანდო, ვინც 90-იანი წლების ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისში საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნეოდა და მშობლიური "დილას" გარდა, თბილისის "დინამოს", "ზუგდიდისა" და ბათუმის "დინამოს" ღირსებასაც იცავდა.

"დილას" ახალმა მწვრთნელმა ასევე ახალი ფეხბურთელები ჯერ გორში შეკრიბა და გვარიანად დატვირთა, მერე კი 12 დღით თურქეთში წაიყვანა, ხოლო იქიდან დაბრუნებულს, შეკრების შესაჯამებლად, ჩვენ დავუკავშირდით...

- ვფიქრობ, ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, - გვითხრა სოღოლაშვილმა საუბრის დასაწყისშივე, - ფაქტობრივად, ახალი გუნდის შენება გვიწევს და ასეთი შეკრება აუცილებელი იყო. მართალია, თურქეთში ოთხივე სპარინგი წავაგეთ, მაგრამ ამ შეხვედრებში შედეგზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შეთამაშება იყო, რაც, მგონი, გამოგვივიდა კიდეც.

ისე, საკონტროლო მატჩებიც შეგნებულად შედარებით ძლიერ გუნდებთან გავმართეთ, გვსურდა, ჩვენი სუსტი მხარე კარგად დაგვენახა, რათა შემდეგ ამის გამოსწორებაზე გვემუშავა. ერთი თამაშიც რუსულ "გაზოვიკთან" გვქონდა დაგეგმილი და ვფიქრობდით, რომ ამ შეხვედრაში გავიმარჯვებდით, მაგრამ რუსებმა თამაში აღარ ისურვეს და კორეის ერთ-ერთი სოლიდური გუნდი შეგვრჩა. თუმცა ეგ არაფერი - როგორც ვთქვი, თურქეთში აქცენტს შეთამაშებაზე ვაკეთებდით. გუნდი თამაშის ხარისხს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებდა.

- გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და თან არც თქვენ გაქვთ უმაღლესი ლიგის გუნდში მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება. არ გაგიჭირდათ?

- "დილას" მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. საინტერესო და რთული საქმე მაქვს, თუმცა შემართება არ მაკლია და იმედია, უმაღლეს დონეზე დებიუტი ჩემთვის წარმატებული გამოდგება. გიორგი დევდარიანთან ერთადაც ვმუშაობდი და იქიდან მოყოლებული, ვიცნობდი ფეხბურთელებს, ვიცოდი მათი შესაძლებლობები და არც კომუნიკაციის პრობლემა მქონია.

- "დილაში" რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელიც გამოჩნდა. ჩანს, გორში ფინანსური ვითარება არცთუ ისე ცუდადაა...

- ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია - ამ სეზონის ბოლომდე ფეხბურთელებისთვის გადასახდელი ხელფასები უპრობლემოდ გაიცემა. ეს ფული არის, აი, დანარჩენზე კი ჯერ ვერაფერს გეტყვით.

- ვეტერანების დამატების შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რომ წლეულს "დილას" მიზანი ისევ ევროტურნირების საგზურის მოპოვება იქნება?

- დიახ, გამოცდილი ფეხბურთელებიც ამიტომ დავიმატეთ. მათ გარეშე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლებელი იქნება.

- ჩავთვალოთ, რომ ჩემპიონატის განახლებამდე ტრანსფერები აღარ იქნება?

- "დილა" უკვე დაკომპლექტებულია. ისე, ორი ფეხბურთელის დამატება კიდევ გვსურდა, რადგან ორ პოზიციაზე გვიჭირს, მაგრამ... ამის საშუალება აღარ გვაქვს.

- სეზონის ბოლომდე ხელფასად გასაცემი ფულის მეტი კლუბს აღარ აქვს?

- ფული რომ ყოფილიყო, პირველი წრის დასრულების შემდეგ "დილას" არც ფეხბურთელთა 80 პროცენტი დატოვებდა და არც ახალი გუნდის შექმნა გახდებოდა საჭირო.

- ამბიცია კი მაინც გაქვთ...

- ცხადია, გვაქვს, რადგანაც ვიცით, რომ გუნდი კარგი ფეხბურთელებით დავაკომპლექტეთ და ისიც ვიცით, რა შეგვიძლია. მაგრამ სამეულში მოხვედრა გაგვიჭირდება, რადგან პირველი ექვსეულის ნებისმიერ გუნდს ექნება ევროზონაში მოხვედრის საშუალებაც და ამბიციაც, თუმცა ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. საქართველოს თასისთვისაც ვიბრძოლებთ და სამეულისთვისაც.

- უმთავრეს კონკურენტად რომელ გუნდებს მიიჩნევთ?

- "ზესტაფონს", რომელიც ამ სატრანსფერო პერიოდში საკმაოდ გაძლიერდა; "ჩიხურას", რომელსაც ფული აქვს და ბოლნისის "სიონს", რომელიც მუდამ ბრძოლისუნარიანი გუნდია. ისე კი, ჩვენი კონკურენტი იქნება ყველა ის გუნდი, რომელიც ექვსეულში მოხვდება და საპრიზო ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

- ორ პოზიციაზე გაძლიერება არ გვაწყენდაო, თქვით. რომელ პოზიციებს გულისხმობდით?

- მოდით, ეს საიდუმლოდ დარჩეს.

- როცა თქვენ თამაშობდით საქართველოს ჩემპიონატში, ორი-სამი მაღალი კლასის მეკარე თუ იყო. ამ მხრივ, ახლა საქმე შედარებით უკეთაა, კარგი მეკარეები წამოვიდნენ. ეს რისი შედეგია?

- ალბათ, იმის, რომ მეკარეების მწვრთნელები თავიანთ საქმეს კარგად აკეთებენ. ადრე, მაშინაც კი, როცა თავად ვთამაშობდი, გუნდებს მეკარეების მწვრთნელი არ ჰყავდათ, ფიქრობდნენ, რომ საჭირო არ იყო. არადა, მეკარეობა სპეციფიკური საქმეა. ჩემი თაობის ბევრმა მეკარემ სამწვრთნელო საქმეს მიჰყო ხელი და მათი დამსახურებაც არის, რომ დღეს საქართველოში მეკარეების პრობლემა ისეთი აქტუალური აღარ არის, როგორც უწინ იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aspibr6shwd
cialis
puma
უკვე აუყანელია რაც დილაში და საერთოდ ფეხბურთში ხდება, შეიძლება ყოველ 6 თვეში გუნდი აკეთონ. კიდევ ყოჩაღ დილას ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს
გივი გაგნიძე
გორის დილა წელს ძლიერი გუნდია. დაცვაში შეიძლება ითქვას პირველი ეტაპის ბირთვი შე-ნარჩუნებულია,კარგი ბიჭები მოვიდნენ ნახევარდაცვაში-გიორგის დაბრუნებამ თავდასხმა გააძლიერა.უკეთესიც შეიძლებოდა,მაგრამ დამერწმუნეთ დილა არავის დასაჩაგრი გუნდი არ არის და არც იქნება.ჩვენ გვწამს დილასი და გვჯერავს გორის დილას დღევანდელი შემადგენლობისა.ბიჭებო თქვენ მაგრები ხართ,თქვენ თამაში შეგიძლიათ და შედეგსაც მიაღწევთ,ჩვენ წარმატებებს ყველა ერთად მივაღწევთ.ერთსულოვნებით წარმატებები აუვილებლად მოვა.გ ა გ ი მ ა რ ჯ ო თ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ᓒᕝᓠᓘᕡ "ᓓᕘᓚᕐ" ᓠᓔᓙᕝᓠᓓᓖ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ᜒᓘᕐ ᕒᓘᓒᕐᕢ
ᓒ
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ᓒᕝᜠ