ქუთაისის "ტორპედოს" სპორტული დირექტორი კლუბსა და მთლიანად ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს
გიორგი დემეტრაძე ქუთაისის "ტორპედოში" პრეზიდენტის პოსტზე მიიწვიეს. მაგრამ ამ თანამდებობაზე მისი დამტკიცება ჯერ ვერ მოხერხდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი კლუბში არსებულ რთულ ვითარებაზე გვიყვება...

- სეზონი მალე განახლდება. როგორ შეაფასებდით "ტორპედოს" დღევანდელ მდგომარეობას?

- დაკომპლექტება უკვე დავასრულეთ, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ორიოდე ლეგიონერი დავიმატოთ. ყველაფერი ფინანსებსა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული. რა გვექნება, ეს ჯერ ზუსტად კიდევ არ ვიცით.

- "ვისოლის" დატოვებული 350 ათასი ლარი, პლუს ფედერაციის მხრიდან კლუბებისთვის დასარიცხი თანხა, სავარაუდოდ, 200 ათას ლარამდე, ამბიციურ კლუბს ეს არ ეყოფა...

- შეკრება ვერ ჩავატარეთ, ფორსმაჟორში ვემზადებოდით. ასეთ პირობებში, საგაზაფხულო ეტაპის მატჩებში გაგვიჭირდება. 26 თებერვალს პირველი მატჩი ქუთაისში, მარტვილის "მერანთან" გვაქვს და ზურაბ იონანიძე გვემუქრება - გუნდი კარგად მოვამზადეთ და მოგიგებთო. ალბათ, სხვა გუნდები ჩვენზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან. მაგრამ სხვა რა გზაა, სეზონი უნდა ჩავამთავროთ. მალე ყველაფერი გაირკვევა.

- უცხოურ შეკრებაზე ვერ გაემგზავრეთ, მაგრამ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი კი მიიწვიეთ...

- ჩვენ რომ გვსურდა, ყველა ის მოთამაშე მაინც ვერ მოვიყვანეთ. ან როგორ უნდა ვიყო კმაყოფილი, როცა შეკრება, ფაქტობრივად, ვერ გავიარეთ. ვვარჯიშობდით, მაგრამ ეს სრულფასოვანი შეკრება არ არის. საღორიის ბაზის სასადილოში ვერ შევდიოდით. ფეხბურთელებს კვების საკითხი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, მერიასთან შეხვედრის შემდეგ მოვუგვარეთ. სახლებში ჭამდნენ და ისე მოდიოდნენ ბაზაზე. 21-ე საუკუნეში ასე არ ხდება. მაგრამ გამოცდილი მწვრთნელი გვყავს და იმედია, რეზო ძოძუაშვილი მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბებას მოახერხებს.

- ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე რას იტყვით?

- კატასტროფული სიტუაციაა. ძალიან გვიჭირს კლუბებსაც, ბავშვთა ფეხბურთსაც და, რაც ყველაზე ცუდია, ყოველდღე ვხედავთ, რომ უკან-უკან მივდივართ.

- ცნობილია, რომ სახელმწიფო ფეხბურთში ფულის დაბანდებას აპირებს. მაგრამ დეტალები უცნობია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? კლუბებს დააფინანსებენ?

- ზოგადად ითქვა, რომ კლუბები ფულს მიიღებენ და პლუს ამას, ეროვნული ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეიქმნება, საიდანაც კლუბებში დამატებითი თანხები შევა. საერთოდ, სახელმწიფოს დაინტერესება ძალიან მაიმედებს. ეს სერიოზული განაცხადია საიმისოდ, რომ ფეხბურთი განვითარდეს. ჩვენ კი ახლა ერთი საზრუნავი გვაქვს - რამენაირად წლევანდელი სეზონი გადავიტანოთ და ამოვისუნთქოთ.

- რამდენად შეეფერება სიმართლეს მოსაზრება, რომ სახელმწიფო ფეხბურთში თანხებს არ ჩადებს, სანამ ფედერაციაში ზვიად სიჭინავა და დღევანდელი მმართველები იქნებიან?

- არ ვიცი, სიმართლეა თუ არა, მაგრამ სიჭინავა იქნება თუ სხვა ვინმე, დახმარება ფეხბურთს უნდა და არა კონკრეტულ პრეზიდენტს. სხვაგვარად გაგვიჭირდება. მე "ტორპედოს" მაგალითს ვიტყვი და თავად განსაჯეთ - გუნდი, რომელიც საქართველოს სამგზის ჩემპიონია და თბილისის "დინამოს" ყოველთვის ღირსეულ მეტოქეობას უწევდა, ჩვენი მისვლის დროს 22-მა მოთამაშემ დატოვა.

ფილმი რომაა, "ფეოლა", ხომ გახსოვთ? აი, იპოლიტე ხვიჩიას გმირივით, ჩვენც ლამის ქუჩა-ქუჩა ვეძებდით მოთამაშეებს და გასინჯვაზე ვიწვევდით, თანაც ვთხოვდით, ვარჯიშებზე თავიანთი საჭმლით მოსულიყვნენ.

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ბევრი კლუბია. პირველ და მეორე ლიგებშიც ხომ ჩვენი გუნდებია?! იქ საერთოდ, კატასტროფაა! არადა, ფეხბურთელები ამ გუნდებში უნდა გაიზარდონ. პირობები და შეკრებები თუ არ იქნება, ფეხბურთელი ციდან არ ჩამოვარდება.

- "ტორპედოში" ბევრი რამაა გაურკვეველი, მათ შორის, თქვენი ფუნქციაც...

- კლუბის პრეზიდენტობა შემომთავაზეს, მაგრამ ჯერ მხოლოდ სპორტული დირექტორი ვარ, რადგან ოფიციალურად კლუბი ისევ კომპანია "ვისოლს" ეკუთვნის. ასე რომ, პრეზიდენტად ჩემი დამტკიცება ჯერჯერობით არ გამოდის. კლუბის გადაბარების პროცესი რომ დასრულდება, ეს ფორმალური საკითხიც მოგვარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიგა
რატო წავიდეს? წარმატებები ტორპედოსთან ერთად....
ლუკა
წარმატებები დემე
sik
დემე წადი ქუტაისიდან მაგ ბებერ მიხიცჰასტან და მაზავცჰიკ მანატასტან ერტად უი *** წადი,
messi10
არ ხარ დემე შენ საპრეზიდენტო კაცი. ვიცით რომ კალაძემ გაგიჩალიჩა ეგ ყველაფერი... მიხიცას დროც წავიდა რაღა დროს ეგ არის ხალხო?.. ქუთასში ძალიან ცუდი სიტუაციაა...
qutaiseli
gios რაგინდა მაგით რომ თქვა რო ტოტალიზტორში თამაში დანაშაულია შენ რო კაცმა მოგისმინოს საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი დასაჭერი ყოფილა. აზარტული თამაშისთვის კაცის დაჭერა სუფთა კომუნისტურ ბოლშევიკური გადმონაშთია და მეტი არაფერი.დემეს და ტორპედოს კიდე წინსვლას და გამარჯვებას ვუსურვებ.
tamazi tsomaia
ბატონო გიორგი,რატო ეძებთ ქუჩაში 35-40წლის ფეხბურთელებს,17-18 წლის ქუთაისელ ბიჭებს რატო არ ათამაშებთ?რაღა დროს თოდუა და ჩიკვილაძეა?ხომ არ მოგწონდათ უსამართლოდ ,რომ გექცეოდნენნ?ჰოდა ახლა თქვენ ნუ მოიქცევით უსამართლოდ,მთელიგუნდი და ქალაქი ღადაობს მიხიჩზე პატარა სკამით დადის ვარჯიშებზე,ისიც იციან ბიჭებმა ფულებს რო იღებს მიხიჩი.
gio
რა საპრეზიდენტო ეგ არი ტოტალიზატორზე მოჩალიჩე
deme
დემე მაგარი კაცი ხარ შენ ძმობას ვფიცავარ მიხედეთ რა ქართულ ფეხბურთს ნუ ჩაუგდებთ ტუტუცებს ხელში უფრო სწორედ გამოსტაცეთ ხელიდან
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ᓛᓐᕠᓢᓕᓘᓚᕘᓡ "ᓛᓔᕠᓐᓜᓨᕘ" ᓪᓕᕚᓘᓚᕔᕑᓔᓑᓘ ᓖᓣᕠᓐᓑ ᓘᓝᓜᕐᓜᓘᓫᓘᓡ ᓒᓐᕗᓐᓕᕘᓡᓣᓤᓚᓔᓑᓘᓗ ᓓᓐᓘᓬᓧᓝ
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
ᓡᓐᓛᕬᓕᓠᓗᓜᕔᕚᕝ ᓙᓐᕠᓣᓡᓔᓚᓘ: ᓓᓐᓕᓔᕬᓘᓝᓗ ᓓᓐ ᕒᕐᓕᓣᓡᓬᓠᓝᓗ ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐᓡ!
ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓘ ᓣᓪᓮᓝᓔᓚᓘ - 16-ᓒᓣᓜᓓᓘᓐᓜᓘᓡ ᓛᓝᓛᓚᓝᓓᓘᓜᓔ "ᓛᓔᓠᓐᓜᓡ" ᓣᓙᓠᓐᓘᓜᓔᓚᓘ ᓒᓐᓬᓕᓠᓗᓜᓘᓡ
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
ᓐᓚᓔᓥᕡᓘ ᓑᕔᕜᓐᕨᕕᕘᕚᕘ: ᓛᓐᓠᓢᕕᕘᕚᕘᕡ "ᓛᕔᓠᓐᓜᓘ" ᓓᓐᕕᕢᕝᕕᕔ, ᓛᕐᓓᓚᓝᓑᓐ ᓒᕣᓜᕓᓡ ᓜᓓᓝᕑᓘᕡᓗᕕᓘᓡ!
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
უმაღლესი ლიგის XVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება