დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ვერ ვიყოჩაღეთ
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა კვირას, გერმანულ დიუსელდორფში დასრულებული "დიდი პრიზის" ბოლო დღეს ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა, რომელსაც ზვიად გოგოჭური (90) და ადამ ოქრუაშვილი (+100) დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ გოგოჭურმა დამამშვიდებლის ფინალში თანაგუნდელი ლევან მატიაშვილი დაამარცხა.

გოგოჭურმა ჩვეული ტექნიკური, ლამაზი და ქართული ფანდებით გაზავებული ჭიდაობით დამაჯერებლად დაამარცხა არაბული საემიროების მოლდოველი მიხაილ მარჩიტანი და მერე დამამშვიდებელში - რუსი კირილ ვოპროსოვი, თუმცა ყველაზე ლამაზად ბრინჯაოსთვის პაექრობაში აჯობა ფრანგ რომაინ ბუფეს - ისეთ ბრუნზე გაისროლა, ლამის ტატამი ჩაინგრა. გოგოჭური მეოთხედფინალში ვაზარ-იპონით დამარცხდა ჰოლანდიელთა მომავალ ფინალისტ ნოელ ვან ტენდესთან.

ოქრუაშვილმა პირველ პაექრობაში გერმანელი პიერ ბორკოვსკი მასით დაჩაგრა, მერე კი გაფრთხილებებით წააგო იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან. ჩვენებურს დამამშვიდებელში ფრიად გაუჭირდა (უპირველესად - ფიზიკურად) მეორე მასპინძელ ანდრე ბრაიტბარტთან - მისთვის ჩვეული ვარდნაში თავს უკან გადასროლით კი გადააგდო და იუკოც მოიპოვა, მაგრამ სამი გაფრთხილებაც მიიღო. მართალია, გერმანელი მოგვიანებით მოხსნეს, მაგრამ ეს საფრთხე უფრო ადრე ჩვენებურს დაემუქრა.

მატიაშვილმაც დამაჯერებლად იჭიდავა და ნახევარფინალში გავიდა. მან პირველივე შეხვედრაში სერიოზული განაცხადი გააკეთა, როცა კუბელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ოსკარ ბრაისონი ფიზიკურადაც დაჩაგრა და კისრულით ვაზარზეც გაშხლართა. ყირგიზი იური კრაკოვეცკი მოგვერდით იპონზე გადმოიღო, იაპონელ მსოფლიოს ექსჩემპიონ დაიკი კამიკავასთან კი ვერაფერს გახდა, მეტოქემ პირველ მისვლაზე შებოჭა. ჩვენებურს მალ-მალე მოუწია ჭიდაობა და დასვენება-აღდგენას ვერ ახერხებდა დროულად.

ქართველთა დუელი ოქრუაშვილის უპირატესობით წარიმართა - ჯერ იუკო აართვა, მესამე წუთზე კი გარეფეხით კონტრილეთზე ვაზარზე გადაჩეხა. სამწუხაროდ, ამ ვარდნისას მატიაშვილმა ტრავმაც მიიღო და პაექრობა ვეღარ გააგრძელა.

კვირას ჩვენებურთაგან თითო პაექრობაში იმარჯვეს ბექა ღვინიაშვილმა (90) და იოსებ მსხალაძემ (100). ღვინიაშვილმა კისრულ-მოგვერდით გერმანელ აარონ ჰილდებრანდს ორი ვაზარი შეუსრულა, მაგრამ ილიას ილიადისთან ფიზიკურად ძალიან გაუჭირდა, დაიჩაგრა ამ კომპონენტში. გაბერძნებულმა ქართველმა დამატებითში მოუგო მას იუკოთი, როცა ჩვენებური საკუთარ ილეთზე მოჰყვა.

ავსტრიულ ტურნირთან შედარებით, უფრო უკეთ იჭიდავა მსხალაძემ, რომელმაც საკმაოდ გამართულ პაექრობაში დაამარცხა იაპონელი ტაცუკი მაცუბუჩი. ის ცუდად არც ყაზახთა მსოფლიოს ექსჩემპიონ მაქსიმ რაკოვთან გარჯილა - მსაჯმა ჩვენებური მეორედ დასრულებამდე 2 წამით ადრე გააფრთხილა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ნოდარ მეტრეველი (100) პირველივე წრეში დამარცხდა მასპინძელ დინო პფაიფერთან.

Aleqsandre
გოგოჭურს არ დაუმარცხებია მატიაშვილი. გაასწორეთ.
David
ღვინიაშვილი ილიადისთან ფიზიკურად დაიჩაგრაო რომ წერთ,ეს მთლად სწორი არ არის,მაშინ უნდა დააკონკრეტოთ რომ ბექამ გამძლეობით წააგო,თორემ ჯანით ნამდვილად არ დაჩაგრულა,პირიქით,უფრო აქტიური იყო და რამდენჯერმე ბავშვივით აიტაცა ჯარჯი
romani
ნეტა ღვინიაშვილს ვერავინ ვერ აუხსნის, როგორი ჩავლებები იკრძალება, პარიზშიც და აქაც რამდენჯერ გააფრთხილეს
vaja
მაგარი ხარ ზვიად ასე გააგრძელე ეხლა მაინც დაინახონ შენი რეალური ძალა ბატონმა ძიუდოს მესვეურებმა
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"იატაკზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა" - ტოკიოში ქართველი პარალიმპიელი ზვიად გოგოჭური დააკავეს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
რიო 2016: ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია! [PHOTO]
გოგოჭურს აკრედიტაცია ჩამოართვეს - იაპონური მედია
უპრეცედენტო არჩევნები ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში - ინტერვიუ ირაკლი მეძმარიაშვილთან
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ევროპის უსინათლო ძიუდოისტთა ჩემპიონატზე ქართველებმა 4 მედალი მოიპოვეს
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა