"ანოეტა" კვლავ აუღებელია
პრიმერა დივიზიონის 25-ე ტური განსაკუთრებით წარმატებული ბასკებისთვის გამოდგა. "სოსიედადმა", "ბილბაომ" და "ოსასუნამ" ძალიან კარგად ითამაშეს. გარდა ამისა, გოლი გაიტანა ასიერ ილიარამენდიმ, ჩაბი ალონსომ კი მორიგი საგოლე პასი მიითვალა. ამ ყველაფერს კი, ბასკური წარმომავლობის გარდა, კიდევ ერთი რამ აერთიანებს - ყველა ამ ფაქტმა მადრიდის "რეალის" სასარგებლოდ იმუშავა.

"ანოეტა" კვლავ აუღებელია

ტურის წინაც აღვნიშნეთ, რომ ბოლო წლებში "ბარსელონას" "ანოეტაზე" ძალიან უჭირს - ამ სტადიონზე კატალონიელებს 2007 წლის შემდეგ არ მოუგიათ. "ბარსას" ეს უიღბლო ტრადიცია ვერც ხერარდო მარტინომ დაარღვია, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ არბიტრთან შელაპარაკებისთვის მოედნიდან გააძევეს.

ხაგობა არასატემ ძირითად შემადგენლობაში სამი საყრდენი გაამწესა, გამოკვეთილ ფორვარდზე უარი თქვა და შეტევების ორგანიზება-დაგვირგვინება კანალესს, კარლოს ველას და ანტუან გრიზმანს მიანდო. წინასწარვე უნდა გითხრათ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დაკისრებულ მოვალეობებს თავი შესანიშნავად გაართვეს და რომ არა უიღბლობა, ანგარიში შეიძლებოდა უფრო დიდიც ყოფილიყო.

ხერარდო მარტინომ "მანჩესტერ სიტისთან" მოგებული უმნიშვნელოვანესი მატჩის შემდეგ როტაციას მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მოედნის ცენტრში სერხიო ბუსკეტსის და ალექს სონგის სახით ორი გამოკვეთილი საყრდენი მოქმედებდა, კატალონიელები მასპინძელთა შეტევებს ვერ უმკლავდებოდნენ. კამერუნელმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა.

"ანოეტაზე" აშკარად გამოჩნდა, რომ სონგი პრიმერას და "ბარსას" ვერ შეეგუა და თითქმის 100-პროცენტიანი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონის დასრულებისთანავე "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი "ნოუ კამპს" დატოვებს.

სწორედ სონგმა გახსნა ამ შეხვედრაში ანგარიში, როდესაც 32-ე წუთზე საკუთარი კარი დალაშქრა. მართალია, რამდენიმე წუთში ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ "ბარსამ" უპირატესობა მაინც ვერ მოიპოვა. პირიქით, მასპინძლებმა თამაში იმავე სტილში განაგრძეს და მეორე ტაიმის დებიუტში კატალონიელთა კარი კიდევ ორჯერ აიღეს - ჯერ კარლოს ველას პასით ანტუან გრიზმანმა გაიტანა, ცოტა ხანში კი თავი სურუტუსამ გამოიჩინა, ვისაც საგოლე გადაცემა სწორედ გრიზმანმა გაუკეთა.

შეხვედრის დამთავრებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი, მაგრამ გოლის გატანის უფრო რეალური შანსი მასპინძლებს ჰქონდათ - ველას დარტყა ძელს მოხვდა. საბოლოოდ - 3:1. "სოსიედადმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, "ბარსელონამ" კი ბილბაოში წაგების შემდეგ სან სებასტიანშიც მარცხი განიცადა. საერთოდ, ამ სეზონში ბასკების წინააღმდეგ კატალონიელებმა სტუმრად მხოლოდ ერთი ქულა აიღეს, როდესაც ნავარას რეგიონში, "ოსასუნასთან" 0:0 ითამაშეს.

მეზობლების მსგავსად, მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბილბაოს "ატლეტიკმა", რომელმაც წინა ტურში, "ესპანიოლთან" შინ წაგებული მატჩის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინა. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებს წარმატების მიღწევაში მასპინძელთა უხეშობაც დაეხმარა - არბიტრმა პირველ ტაიმში "ბეტისს" დამიენ პერკისი გაუძევა, მეორე ნახევარში კი ლორენსო რეიესი. "ბეტისი" 11 კაცით აგებს ყველასთან და რა გასაკვირია, რომ 9 კაცით უშანსოდ დამარცხდა.

ბასკების რიგებში თავი იკერ მუნიაინმა და 20 წლის გილერმომ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა პრიმერაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

"რეალი" პირველზეა

"რეალს", პირველი წრის მატჩისგან განსხვავებით, "ელჩესთან" ამჯერად პრობლემა არ შექმნია. სტუმრები "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებს 34 წუთის განმავლობაში უძალიანდებოდნენ, მაგრამ აღნიშნულ წუთზე მანუ ერერას კარი მასპინძლებმა მაინც აიღეს - პეპეს პასით თავი ასიერ ილიარამენდიმ გამოიჩინა და "რეალის" რიგებში (ლა ლიგაში) პირველი გოლი გაიტანა. მეტიც, ეს ბურთი ახალგაზრდა ბასკისთვის პრიმერაში გატანილი სადებიუტო გოლი იყო.

მეორე ტაიმში ულამაზესი გოლი გაიტანა გარეთ ბეილმა. უელსელმა შორი მანძილიდან გაისროლა და ერერას შანსი არ დაუტოვა - ბურთი ხარიხას მოხვდა და კარში ისე აღმოჩნდა. საბოლოო შედეგი კი რამდენიმე წუთის შემდეგ ისკომ დააფიქსირა - 3:0.

კარლო ანჩელოტის გუნდმა 2014 წელს ყველა ტურნირზე უკვე მე-15 მატჩი ჩაატარა და მე-14 გამარჯვება მოიპოვა (1 ფრე, სტუმრად "ბილბაოსთან"). უკანასკნელი მარცხი "რეალმა" 26 ოქტომბერს, "ელ კლასიკოში" განიცადა და იქიდან მოყოლებული, 27-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო". აქედან 15 თამაში მადრიდელებმა პრიმერა დივიზიონში ჩაატარეს.

ამ ციფრების გათვალისწინებით, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ "ლოს მერენგესი" ჩემპიონატში პირველ პოზიციაზე გადავიდა.

მადრიდის "ატლეტიკომ" კი "რეინო დე ნავარაზე" წააგო და მესამე ადგილზე დარჩა. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა განსაკუთრებით ცუდად პირველი ტაიმი ჩაატარეს, როდესაც მეტოქისგან სამი უპასუხო გოლი მიიღეს. პამპლონელებმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სტუმრად "ოსასუნას" დამარცხება ურთულესი საქმეა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ლიდერთა სამეულის ორ სხვა წარმომადგენელთან "ოსასუნამ" საკუთარ მოედანზე თითო ქულა აიღო.

იხილეთ ვიდეო

სევილია და ვალენსია

მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს "სევილიამ" და "ვალენსიამ". უნაი ემერის ამჟამინდელმა გუნდმა სტუმრად "რაიო ვალეკანოს" სძლია, ბასკის ყოფილმა გუნდმა კი შინ "გრანადას" მოუგო. "ღამურებს" საკმაოდ გაუჭირდათ და გადამწყვეტი გოლის გატანა "ლოს ჩეს" ფეხბურთელებმა მხოლოდ არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე შეძლეს - დანი პარეხოს ჩაწოდების შემდეგ რობერტოს კარი ახალგაზრდა პორტუგალიელმა რუბენ ვეზუმ დალაშქრა.

19 წლის ვეზუმ, რომელიც "ვალენსიაში" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "სეტუბალიდან" გადავიდა, პრიმერაში პირველი გოლი გაიტანა.

ლა ლიგა. XXV ტური

ვალიადოლიდი-ლევანტე 1:1

გოლები: 0:1 ვიქტორი (25), 1:1 ხავი გერა (52)

ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, ხესუს რუედა, ს. მიტროვიჩი, პენია - ა. რუბიო (73. ვიქტორ პერესი), ფ. როსი - დ. ლარსონი (73. ომარ რამოსი), ოსორიო (84. მანუჩო), რამა - ხავი გერა

ლევანტე (5-2-1-2): კ. ნავასი - პედრო ლოპესი (56. ელ ჟარი), ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი, კარაბელასი - პ. დიოპი, სიმაო ჟუნიორი - ივანშიტცი (64. რუბენ გარსია) - ვიქტორი (84. მ. სისოკო), ბარალი

გაფრთხილება: რამა, ს. მიტროვიჩი, ხავი გერა - ივანშიტცი, ბარალი, სიმაო ჟუნიორი

კუთხური: 4-1; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11-3 (2-1); ბურთის ფლობა: 67%-33%

მაყურებელი: 14 885

რეალი-ელჩე 3:0

გოლები: 1:0 ილიარამენდი (24), 2:0 ბეილი (72), 3:0 ისკო (81)

რეალი (4-3-2-1): დიეგო ლოპესი - დანიელ კარვახალი, ვარანი, პეპე, არბელოა - ილიარამენდი, ჩაბი ალონსო (83. კაზემირო), დი მარია - ბეილი, ხესე როდრიგესი (74. ისკო) - ბენზემა (81. მორატა)

ელჩე (4-3-2-1): მანუ ერერა - სისმა, ლომბანი, ბოტია, ედუ ალბაკარი - რუბენ პერესი, რივერა (73. აარონ ნიგესი), ხავი მარკესი - კარლეს ხილი (79. კრისტიან ერერა), მანუ დელ მორალი (74. ფიდელი) - კორომინასი

გაფრთხილება: პეპე - რივერა, ბოტია, ხავი მარკესი

კუთხური: 9-1; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-5 (7-2); ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 73 254

სელტა-ხეტაფე 1:1

გოლები: 0:1 ლაფიტა (20), 1:1 რაფაელ ალკანტარა (59)

სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, კაბრალი, ფონტასი, ჯონი კასტრო - ბორხა ოუბინია (58. კრონ-დელი), ა. ფერნანდესი (71. ნოლიტო), ალექს ლოპესი - რაფაელ ალკანტარა, ფ. ორელიანა - შარლესი (79. სანტი მინა)

ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ხუან ვალერა, ლისანდრო ლოპესი, ალექსისი, რ. ლაგო - ხუან როდრიგესი, ბორხა (68. ლასენი) - პედრო ლეონი, პ. სარაბია (55. რაფა), დიეგო კასტრო - ლაფიტა (76. მარიკა)

გაფრთხილება: ჯონი კასტრო, ალექს ლოპესი, შარლესი, უგო მალიო, ნოლიტო, ფ. ორელიანა - ბორხა, ლისანდრო ლოპესი, ალექსისი, ხუან როდრიგესი, ხუან ვალერა

გაძევება: ლისანდრო ლოპესი (53. ხეტაფე)

კუთხური: 5-0; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 17-6 (8-4); ბურთის ფლობა: 76%-24%

მაყურებელი: 20 565

სოსიედადი-ბარსელონა 3:1

გოლები: 1:0 ა. სონგი (32-საკ. კარში), 1:1 მესი (36), 2:1 გრიზმანი (54), 3:1 სურუტუსა (59)

სოსიედადი (4-3-2-1): ბრავო - ხოსება სალდუა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ბერგარა, ელუსტონდო (90. რუბენ პარდო), სურუტუსა — კანალესი (84. ანსოტეგი), გრიზმანი (74. ჩაბი პრიეტო) — ველა

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია (73. ა. სანჩესი), ბარტრა, პიკე, ადრიანო - ბუსკეტსი, ა. სონგი (61. ფაბრეგასი), ინიესტა - პედრო, მესი, ნეიმარი

გაფრთხილება: ხოსე ანხელი, კანალესი - ბუსკეტსი, ბარტრა, პიკე

კუთხური: 2-13; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 15-12 (3-3); ბურთის ფლობა: 35%-65%

მაყურებელი: 30 485

ალმერია-მალაგა 0:0

ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - რაფიტა, ტორსილიერი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა (87. კორონა), აზიზი - ალექს ვიდალი, სორიანო (71. როდრი), სუსო (57. ელდერ ბარბოსა) - ზონგო

მალაგა (4-2-3-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ანხელერი, ანტუნეში - ი. კამაჩო, ტისონე (78. პ. პერესი) - სამუ (78. იაკოვენკო), დუდა, ამრაბატი - სანტა კრუსი (84. ელ ჰამდაუი)

გაფრთხილება: სორიანო, ვერსა - ანტუნეში, ანხელერი, ხესუს გამესი, იაკოვენკო, პ. პერესი

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 14-23; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 7-14 (2-2); ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 9 784

ვალეკანო-სევილია 0:1

გოლი: 0:1 კოკე (57)

ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, ზე კასტრო, საულ ნიგესი, რაცი (67. ლონგო) - რაულ ბაენა (56. ადრიანი), ტრაშორასი - ბანგურა, იაგო ფალკე, ხ. ვიერა - ბუენო (56. ლარივეი)

სევილია (4-2-3-1): ბეტუ - კოკე, ფასიო, პარეხა, ფ. ნავარო - კარისო, იბორა - ხაირო სამპერიო (72. დიოგო ფიგეირაში), რაკიტიჩი (90. ტროხოვსკი), ა. მორენო - ბაკა (78. გამეირო)

გაფრთხილება: იაგო ფალკე, საულ ნიგესი - ფასიო, იბორა

გაძევება: იბორა (83. სევილია)

კუთხური: 1-7; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 9-9 (1-2); ბურთის ფლობა: 71%-29%

მაყურებელი: 11 150

ბეტისი-ბილბაო 0:2

გოლები: 0:1 მუნიაინი (34-პენ), 0:2 გილერმო (81)

ბეტისი (4-2-3-1): ადანი - ხუანფრანი, პერკისი, ა. ნდიაიე, დიდაკ ვილა - ლ. რეიესი, ნონო (60. ნოსა იგიებორი) - ლეო ბაპტიშტაო (46. ხორდი ფიგერასი), სალვა სევილია, სედრიკ მაბვატი (66. მაბვატი) - რუბენ კასტრო

ბილბაო (4-3-2-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, გურპეგი, ბალენსიაგა - იტურასპე, ანდერ ერარა, მიკელ რიკო (68. დე მარკოსი) - სუსაეტა (89. საბორიტი), მუნიაინი (80. გილერმო) - კიკე სოლა

გაფრთხილება: რუბენ კასტრო, ლ. რეიესი, პერკისი, სალვა სევილია - მუნიაინი

გაძევება: პერკისი (41. ბეტისი), ლ. რეიესი (58. ბეტისი)

კუთხური: 8-5; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 11-14 (4-7); ბურთის ფლობა: 33%-67%

მაყურებელი: 28 061

ვალენსია-გრანადა 2:1

გოლები: 0:1 პიტი (47), 1:1 პაკო ალკასერი (64), 2:1 რუბენ ვეზუ (90)

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რუბენ ვეზუ, მატიო, ხუან ბერნატი - ხავი ფუეგო, ს. კეიტა (53. პაკო ალკასერი) - ფეგული, დანი პარეხო, კარტაბია (73. მიჩელი) - ე. ვარგასი (59. ჟონასი)

გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ნიომი, კოეფი, მურილიო, ანგულო - რესიო, იტურა, ფრან რიკო (21. ფატაუ) - პიტი (85. ფულკიე), ბრაჰიმი (69. მ. პერეირა) - ელ-არაბი

გაფრთხილება: ს. კეიტა, კარტაბია, პაკო ალკასერი, დანი პარეხო, მიჩელი - მურილიო, ნიომი, იტურა

კუთხური: 8-2; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 17-8 (7-3); ბურთის ფლობა: 64%-36%

მაყურებელი: 37 700

ოსასუნა-ატლეტიკო 3:0

გოლები: 1:0 სეხუდო (6), 2:0 ე. არმენტეროსი (21), 3:0 რობერტო ტორესი (42)

ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი (46. ოიერი), ლოტიე (79. ფლანიო), არიბასი, დამია - ლოლო, ფ. სილვა - სეხუდო (84. ლოე), რობერტო ტორესი, ე. არმენტეროსი - ორიოლ რიერა

ატლეტიკო (4-2-2-2): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, ალდერვეირელდი, ფილიპე ლუიში - მარიო სუარესი (46. კოკე), გაბი - ადრიანი, დიეგო (59. არდა თურანი) - დიეგო კოშტა, ვილია (61. რაულ გარსია)

გაფრთხილება: - მარიო სუარესი

კუთხური: 6-8; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 10-11 (4-2); ბურთის ფლობა: 41%-59%

მაყურებელი: 15 361

24 თებერვალი

ესპანიოლი-ვილიარეალი 01:00

ბომბარდირები: 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 15 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ალექსის სანჩესი (ბარსელონა); 14 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 13 - პედრო (ბარსელონა)

მომდევნო ტური

28 თებერვალი:

ბილბაო-გრანადა

1-ლი მარტი:

მალაგა-ვალიადოლიდი, ლევანტე-ოსასუნა, ხეტაფე-ესპანიოლი, ელჩე-სელტა

2 მარტი:

ვილიარეალი-ბეტისი, ატლეტიკო-რეალი, სევილია-სოსიედადი, ბარსელონა-ალმერია, რაიო ვალეკანო-ვალენსია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
"ბარსელონას" ქამბექი - ფლიკის გუნდმა "რეალთან" სხვაობა შეამცირა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"აყურებინეთ ბავშვებს ფეხბურთი" - ბეილმა მასწავლებლებს მოუწოდა
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
სიმეონე: იცით, ენრიკემ პსჟ-ში რა შეცვალა?
ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
"მატჩიდან მატჩამდე დროს აჩერებს" - მასკერანომ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
[VIDEO] მესის ბენეფისი - "მაიამის ინტერმა" ნიუ იორკ სიტი" გაანადგურა
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"ფანების პროვოცირება კურტუამ მოახდინა" - სიმეონე "რეალთან" მატჩის შემდეგ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დასახელდა, სადაც ბეილი და კვარაცხელიას თანაგუნდელიც მოხვდნენ
ისკო "უნიონში" ვერ გადავიდა და უგუნდოდ დარჩა
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
ისკოს ახალი კლუბი ცნობილია
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის
"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
ისკომ შესაძლოა, კარიერა თურქეთში ან კატარში განაგრძოს
[VIDEO] მესი დაფრინავს - არგენტინელმა "დისი იუნაიტედთან" დუბლი და საგოლე პასი შეასრულა
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას
არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
"რა განსხვავებაა სიმეონესა და გვარდიოლას შორის?" - როდრიმ განმარტა
"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
ისკო "ბეტისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს
მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს