"საქართველოსთვის კალენდარს ცუდი ნამდვილად არ ეთქმის"
საფრანგეთში გამართული, საქართველოს ნაკრებისთვის არცთუ იღბლიანი წილისყრის შემდეგ, ნიცაში ფეხბურთის ფედერაციის გენ-მდივან რევაზ არველაძეს მივაწვდინეთ ხმა და კომენტარი ვთხოვეთ.

- თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ჯგუფის ფავორიტი გერმანიაა, აუტსაიდერი კი გიბრალტარი, - გვითხრა არველაძემ საუბრის დასაწყისში, - ირლანდია, შოტლანდია და პოლონეთი თითქმის ერთი კალიბრის გუნდები არიან და მათთან ტოლ-სწორად თამაში, დამეთანხმებით, შეგვიძლია.

ჩემი აზრით, ამ სამი გუნდიდან უკეთესი პოლონეთია - ლევანდოვსკი, შჩესნი, ბლაშჩიკოვსკი... ასეთი ფეხბურთელები არც ირლანდიას ჰყავს და არც შოტლანდიას. ისე, ჩვენი ჯგუფი ახლა მეტ-ნაკლებად რომ დაბალანსებულია, ირლანდიის დამსახურებაა - მეორე კალათიდან ხომ ჩვენს ჯგუფში სწორედ ეს გუნდი ამოვიდა.

- გიბრალტარი აუტსაიდერად მოიხსენიეთ, არადა, ამ გუნდის თამაში ჯერ ბევრს არც უნახავს და საქართველოს ნაკრებისთვისაც წინასწარ იოლ ლუკმად არ უნდა ჩაითვალოს...

- ვფიქრობ, გიბრალტარი ჩვენს ჯგუფში გამოკვეთილი აუტსაიდერია და თქვენ თუ სხვა აზრი გაქვთ, არ ვიცი.

- აქამდე შესარჩევი ჯგუფის კალენდარზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირა და თვეც მიჰქონდა. ახლა როგორ მოხდა კალენდრის დადგენა?

- უეფამ ყველაფერი წინასწარ გაწერა, ჩვენ კი რამდენიმე ტექნიკური საკითხი მოვაგვარეთ. კალენდრის ბადე მზად იყო და წილისყრის შემდეგ გუნდები მარტივად დაწყვილდნენ. ასე მოხდა ყველა ჯგუფში. ახლა ყველაფერი ცენტრალიზებულია.

საქმე ისაა, რომ ევროპის მომავალი ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უეფას ახალი კონცეფციის - "ფეხბურთის კვირეულის" შესაბამისად ჩატარდება. თუ აქამდე შესარჩევი მატჩები მთელ ევროპაში ერთ დღეს იმართებოდა, ახლა ტურის შეხვედრები სამ დღეზე გადანაწილდა. ამ ყველაფერს კი, ცხადია, სერიოზული ორგანიზება სჭირდება და ამიტომაც აიღო უეფამ ეს მისია საკუთარ თავზე.

- ასეთი წილისყრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს საფრანგეთში მოხვედრის რა შანსი აქვს?

- როგორც ვთქვი, გერმანია ამ ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტია, გიბრალტარი - ასევე გამოკვეთილი აუტსაიდერი, ჩვენ კი უკეთესი მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. იმედია, წარმატებას მივაღწევთ. ამავე აზრზეა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც.

- კალენდარი თითქოს არ ჩანს ურიგო. ამაზე რას ფიქრობთ?

- გეთანხმებით, საქართველოსთვის კალენდარს ცუდი ნამდვილად არ ეთქმის. 2014 წელს ოთხი თამაში გველის და თუ კარგად მოვემზადებით, შესაძლოა, წლეულს 7 ქულა მოვიპოვოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარადიული იმედი და სიკვდილის ჯგუფი - ევრო 2016-ის წილისყრა

თემურ ქეცბაია: ყველანაირად ვეცდებით, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ

სანტოსი
გაიგე კაცო, რომ ზიკო კი არა რე-ზიკო ხარ და დაანებე ფეხბურთს თავი.
sos
3-დან 5-თ ქულამდე ავიღებთ, იმასაც გიბრალტართან.
fani
ამჯერად ჯგუფში მეორეზე გავალთ, დ ა ი მ ა ხ ს ო ვ რ ე თ !
а где царь& (закусыват надо)
ეს კაცი მემგონი ნასვამია ცოტა. ერთი დააკონკრეტოს რომელ ნაკრებთან რამდენი ქულის აღებას აპირებს. ნეტა 7 ქულა მთელი შესარჩევი ეტაპის განმავლობაში დავაგროვოთ და ამაგეზ არ ვიტყოდი უარს. თუ ვინმეს ეცოტავება, შესარჩევი ციკლის ეკვატორზე გაგახსენებთ ამ ციფრებს)
ზორგე
ამ პერსონას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა განუზრახავს თურმე. სიჭინავა, ქეცბაია, არველაძეები და ძმანნი მათნი ქართული ფეხბურთის ანტიქრისტეები არიან.
kote
პირველი 4 თამაში რათ უნდა მაგ ამბავს? სამი ტურის შემდეგ გვეტყვიან რომ 2016 წლის შესარჩევ ციკლში შანსი აღარ გვაქვს და ამ ციკლს გამოიყენებენ 2018 წლის მუნდიალის შესარჩევისთვის მოსამზადებლად. მკვდარია ქართული ფეხბურთი
malxazi
ჩვენი ნაკრები იყო მეხუთე კალათაში,ამით ყველაფერი ნათქვამია,სანამ ჩვენი ფეხბურთელები ნორმალურ გუნდებში არ გადავლენ მოგვიწევს გამართლების იმედად ყოფნა
Gela
სანამ ეს ხალხი იქნებიან ფეხბურტის ფედერაციაში კეცბაიასტან ერტად გაგიმაზავტ 7ქულას 7ტამასში ვერ აიგებენ მოიმდუროს Kეცბამ კიდევ ბიჭები
murtalo
...თვითონ რამდენი "მოტეხა"?...კაცი რომელსაც ფედერაციაში სიტყვა ეთქმის, ფეხბურთისაც საკმაოდ კარგად გაეგება და ნაკრების მწვრთნელის "მუშაობით" კმაყოფილია, "მოტეხვას" ავიტან, მარა აბუჩად აგდება უკვე ნამეტნავია...სერიოზული ინტერესი აქვს ალბათ, აბა სხვა რა უნდა იფიქრო?
murtalo
"komble"-ბევრ რამეში გეთანხმები, ერთის და მთავარის გარდა...მერწმუნე შეუძლიათ ამ ფეხბურთელებს თამაშიც და შედეგის მიღებაც ამაშია სწორედ უფრო დიდი უბედურება...დარჭმუნებული ვარ სხვა მწვრთნელის(გაგუჩაძე, დევდარიანი,ნებისმიერი, თუნდაც 19 ნაკრებიდას მწვრთნელებიდან)...ვისაც ფეხბურთის თამაში სწყურია ის ითამაშებს, თამაში კი იციან ამ "შობელძაღლებმა"...და არავისზე ნაკლები!...ოცნებობს და გარეკაო იტყვით და შეიძლება მართალნიც იყოთ მაგრამ იმ ფეხბურთს მაინც ითამაშებენ , რომ ან 3:5 წააგებენ, ხან 2:7-ს მაგრამ მერე ნახეთ...ქეცბაიას გუნდის თამაშის ყურებას მართლაც სვარკის ცქერა ჯობია, მთლად შეაძულა ხალხს ფეხბურთ....წავიდეს, ვთხოვოთ ყველამ, ფულიც აიღოს რაც ეკუთვნის და მოახმაროს კვიპროსის აკადემიას, იქ უფრო ნიჭიერი ფეხბურთელები გაეზრდება დედიმაგისამ!
eldari820
შაპკა მამაშენია ბენ გაიიგე? და ქართული ფეხბურთში კაი რაც არის გაკეთებული კველაფერი ამ კაცის გაკეტებულია
tomba
მოიარეთ საქართველოს კუთხე-კუნჭული და აუცილებლად იპოვით ნიჭიერ ბავშვებს, რომელთა გაწვრთნა შედეგს გამოიღებს. დაანებეთ თავი შეკვეთილი ვაი ფეხბურთელების გამოჩორკნას.
komble
გული მტკივა,რამდენ ნიჭიერ ქართველ ბიჭუნას ენატრება ფეხბურთის თამაში,მაგრამ არათუ ვარჯიშზე სიარულის,ბურთის ყიდვის საშუალებაც არა აქვს;ფეხბურთი შეძლებული ხალხის შვილებისთვის არის მხოლოდ;მე პირადად (6!)შვილის მყავს და მაინც უმაზე მეტი მაქვს რაც გვჭირდება,რაც შენიძლია გავცემ,მაგრამ იმდენი არა მაქვს ყველას დავეხმარო.ჩემნაირები სამწუხაროდ 10% თუ იქნება;რა ქნას დანარჩენმა 90%-მა?როდემდე უნდა ატყუონ ხალხს ამ კაკი-კუკებმა და აყროლონ ქვეყანა?საქმის ფუჭების გარდა არაფერს აკეთებენ და არც შეუძლიათ,თან მწყემსობა რომ ეთაკილებათ,სამარცხვინო გონიათ.მე რომ აქ აღარავის დავჭირდები სადაც ვარ,თუ სხვას ვერაფერს გავაკეთებ კარგს,მწყემსადაც წავალ,ოღონდ ჩემ სამშობლოს,ხალხს,ოჯახს,ვიღაც გაჭირვებულს რაღაცაში გამოვადგე და რაღაცა კარგი შევქმნა.მალტას ვერ ვუგებთ და ვტრაბახობთ?კვდება ქართული ფეხბურთი კაკი-კუკებო,რომელ ევროპაზე ლაპარაკობთ?ნუთუ მართლა გჯერავთ თქვენ თვითონ?!გეყოთ!სირცხვილია!მიხედეთ ქვეყანას!მიხედეთ მომავალს!
koki
komble, -"ამ გუნდით რომც გავიდეთ შემდეგ ეტაპზე,განა იქ გულისტკენისა და სირცხვილის მეტს რამეს მივიღებთ?". მართლაც რომ კომბლე ხარ. ცხვარი და მისი ჯანი. მაგ ლოგიკით მხოლოდ 5-10 ქვეყნის ნაკრები უნდა გავიდეს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე. გუნდი რომელიც ჯგუფიდან გადის, ე.ი. იმსახურებს ჩემპიონატში მონაწილეობას. ჩემპიონი კი ყველა ვერ გახდება. კარგით რა ხალხო, ცოტა აზრი დაატანეთ, როცა კომენტარს წერთ. არადა წადი ცხვარში და მოეშვი ტვინის ჭყლეტას.
Ben
ეეე,"შაპკა" ნუ გაატრაკეთ რა საქმე. დააყენე ენა და დაელოდე შედეგებს.დაიწყეს უკვე პროფესორობა. დაანგრიეს ქართული ფეხბურთი და კიდევ ამათ უნდა უსმინო!
gio
7 ქულა მგონი ერთად აღებული არ აგვიღია ბოლო სამ შესარჩევში და ძალიან მაინტერესებს საიდან ამხება ამბიციაი ბიჯო..იმიტომაა ჩვენი ფეხბურთის სამე რეზიკოს ამბიციებზე როა დამოკიდებული
ჯ.ჩ.
საიდან ადგენს არველაძე მაინცდამაინც შვიდ ქულას.შეიძლება რვა ან ცხრაც ავიღოთ.წინასწარ ზღვარს რატომ ვაწესებთ.ეს ცუდად მოქმედებს ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ განწყობაზე.მთავარია ბრძოლა ყველა თამაშში.
komble
სტატიებისა და კომენტარების წაკითხვის შემდეგ ერთი ჩემი მეზობელი გამახსენდა:ასაკოვანი კაცი იყო,ოთარა ერქვა,რამდენჯერმე ნასამართლები,სამართლიანი,მაგრამ დაუნდობელიც;ძალიან უყვარდა ჩხუბი,თან ეხერხებოდა კიდეც,ბევრი ახალგაზრდაც ყავს გვარიანად გალახული.ადრე,ტაისონმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბრძოლა რომ მოიგო გაზეთებში დაიწერა 45 მილიონი მიიღოვო გასამრჯელო;ჩვენი ოთარი გადაირია,რაში მისცეს ამდენი ფულიო?!აუხსნეს,ძალიან ძლიერიაო,დაუმარცხებელიაო!ვინ არის დაუმარცხებელიო,მაგას ჯერ ნამდვილი ჩხუბი არ უნახიაო,მომცენ ერთი მილიონი და მაჩხუბონ,დედას.... ;რა ანდა მაგის გალახვას-თაური დაჰკარი,მარჯვენა აპერკოტი ამოჰკარი,მარცხენათი დაუმატე და მაგი ფეხზე წამომდგომი აღარ არისო.ზოგიერთები ოთარის ნაირად მსჯელობს და აფასებს ბრძოლის დაწყებამდე და ხალხს ფუჭი იმედებით ასულდგმულებენ,ცლების მანძილზე;ნაცვლად იმისა რომ სიმართლეს თვალებში შეხედონ და დაინახონ მომაკვდავი ქართული ფეხბურთის სიკვდილის მიზეზები;იქნებ შეგვიძლია კიდევ შველა და გადარჩენა.ამ გუნდით რომც გავიდეთ შემდეგ ეტაპზე,განა იქ გულისტკენისა და სირცხვილის მეტს რამეს მივიღებთ?
irakli
ნუ ა.....ბ! სანამ შენნაირების ხელშია ჩვენი ფეხბურთი, არაფერი გვეშველება!!!
ბექა
ნუ დაიწყებთ ხოლმე ბიჭო ამდენ თამაშში ამდენი ქულააო და ესაო ისაო.. თამაშების შემდეგ კი, მიზეზების ძებნას, რატომ ვერ მოახერხეთ ამ "დასახული მიზნების" შესრულება...
emre
Fantaziebshi chempionebi vart
გიო
აღარ უნდა გეყოს თვალებში ნაცარის შეყრა?სხვა გუნდებზე,რომ ლაპარაკობ ჯერ ჩვენს გუნდზე ილაპარაკე,რატომ გგონიათ, რომ ხალხი უვიცია.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ