ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მარადიული იმედი და სიკვდილის ჯგუფი - ევრო 2016-ის წილისყრა

მარადიული იმედი და სიკვდილის ჯგუფი - ევრო 2016-ის წილისყრა

ისე, როგორც წინა ათი შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ, ახლაც იმედიანი განწყობა გვაქვს...
მუდამ ასე იყო: მოყოლებული სადებიუტო ციკლიდან (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი), ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრას ყოველთვის განსაკუთრებული იმედით ველოდით! თანაც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ისიც "გვავიწყდებოდა", თუ როგორი იმედგაცრუება გვქონდა წინა ციკლში;

"წარუმატებლობა წარსულს ჩაბარდება და იქნებ ახლა მაინც შევძლოთ სანუკვარ ფინალურ ეტაპზე გასვლაო", - აი, ასეთი იმედით შევცქეროდით ხოლმე აქამდე ჩატარებულ ათ წილისყრას და გამონაკლისი არც გუშინდელი დღე იყო.

ჰო, იმის გარდა, რომ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად "შესაბამისი" ნაკრებია (ასევე, "შესაბამისი"... ფეხბურთელებით) საჭირო, ცოტა იღბალმაც უნდა გადმოგხედოს ხოლმე. არადა, აწ გასრულებული ათი შესარჩევი ციკლიდან, სულ მცირე, ორჯერ მართლაც არ მოვხვედრილვართ "სიკვდილის ჯგუფში" და, საერთოდაც, იმ ორივე შემთხვევაში თუნდაც პლეი ოფის საგზურის მოპოვებაც არავის უნდა გაჰკვირვებოდა, მაგრამ ეს ოცნება ოცნებადვე გვრჩებოდა...

და აი, მორიგი იმედიანი განწყობის დღეც დადგა: 23 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა მოეწყო და დადგინდა, საქართველოს ნაკრების მეტოქეები D ჯგუფში გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, შოტლანდია და გიბრალტარი იქნებიან!

რა თქმა უნდა, შესაძლოა, ბევრად უარეს ჯგუფშიც მოვხვედრილიყავით და, ასევე, იმის ალბათობაც იყო, რომ შედარებით სუსტი მეტოქეები გვყოლოდა; ყოველ შემთხვევაში, პირველი კალათიდან გერმანიის ნაცვლად, ალბათ, იდეალური იქნებოდა, თუ საბერძნეთი "ამოვიდოდა"; მეორე კალათიდან "ამოსულ" ირლანდიას, ვფიქრობთ, არაფერი დაეწუნება, რამეთუ შეიძლებოდა, ბევრად უფრო ძლიერი გუნდებიც შეგვხვედროდნენ (მაგალითად, ბელგია, უკრაინა, ხორვატია, შვედეთი, შვეიცარია თუ დანია);

აი, მესამე კალათიდან "ამოსულ" გუნდებში კი არ გაგვიმართლა: ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი პოლონეთის ნაკრები ბევრად უფრო ძლიერ გუნდად მიგვაჩნია, ვიდრე სხვა სავარაუდო მეტოქეები (ისრაელი, ნორვეგია, სლოვაკეთი, ავსტრია თუ რუმინეთი);

რაც შეეხება მეოთხე კალათას, ამ შემთხვევაშიც შეიძლებოდა ბევრად უარესი (თუნდაც, სომხეთი ან ჩერნოგორია) ან უკეთესი ვარიანტი (ლატვია ან ბელორუსი) ყოფილიყო.

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება მთავარიც: როგორც ჩვენ ვფიქრობდით "სასურველ" და "არასასურველ" მეტოქეებზე, იგივე განწყობა ექნებოდათ სხვა გუნდების ქომაგებსაც. ეგ კი არა, ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, ვინ იცის, იქნებ იმასაც ნატრობდნენ, V კალათიდან მაინცდამაინც საქართველოს ნაკრები გვერგოსო...

ოცნებას მაინც ვერავინ დაგვიშლის...

ფეხბურთის გულშემატკივრებმა უკვე იციან, რომ ევრო 2016-ის ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი იასპარეზებს და იქ მოსახვედრად ბევრი ჩვენნაირი ნაკრების შანსიც გაზრდილია! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მეორეადგილოსანი ხომ ავტომატურად ხვდება ფინალურ ეტაპზე. ამას გარდა, მესამე ადგილიც ერთობ ფასეული გახდა: საუკეთესო მესამეადგილოსანი ავტომატურად ხვდება ფინალურ ეტაპზე, დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი დაწყვილდება და აქედან ოთხი საუკეთესო საფრანგეთში იასპარეზებს.

ჩვენს ჯგუფში სიტუაციას თუ გადავხედავთ, უპირველესად, ის უნდა გვიხაროდეს, რომ თბილისში დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ხილვის საშუალება გვექნება! რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, რომ გერმანიის ნაკრები ამ ჯგუფის უპირობო ფავორიტია!

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებს აქამდე სამჯერ დავუპირისპირდით და სამივე მატჩში დავმარცხდით.

არანაკლებ უსიამოვნო ბალანსი გვაქვს ირლანდიასთანაც - ხუთი მატჩი და ხუთი წაგება! თანაც, ირლანდიელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ (ცნობილი ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი მარტინ ონილი), მაგრამ, კიდევ ვიმეორებთ, რომ ამ გუნდთან თავისუფლად შეიძლება წარმატების მიღწევა; ეგ კი არა, დღევანდელი გადმოსახედიდან, მესამე კალათიდან "ამოსულ" პოლონეთის ნაკრებს უფრო მეტი კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს და შორს რომ არ წავიდეთ, "დორტმუნდის" ტრიოსა (რობერტ ლევანდოვსკი, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, ლუკაშ პიშჩეკი) თუ ერთიმეორეზე ძლიერი მეკარეების (ვოიცეხ შჩესნი, არტურ ბორუცი, ლუკაშ ფაბიანსკი) ხსენებაც საკმარისი იქნება.

სხვათა შორის, პოლონელებთანაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს: ორი წაგება და ერთი მოგება;

რაც შეეხება შოტლანდიის ნაკრებს, უკვე წლებია, ეს ნაკრები ვერც ღირებულ წარმატებას აღწევს და ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და ნაკრების დღევანდელი თავკაცი გორდონ სტრაჩანი ვერც მაღალი დონის შემსრულებლებით იამაყებს.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სულაც არ მოჩანს უტოპიად იმაზე ფიქრი, რომ საქართველოს ნაკრებს (ისე, როგორც - პოლონეთს, ირლანდიასა თუ შოტლანდიას) თავისუფლად შეუძლია არამხოლოდ მესამე ადგილისათვის, არამედ... მეორისთვისაც ბრძოლაც!

აი, რაც შეეხება გიბრალტარს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ყველაფერი ნათელია: ისე, როგორც ჩვენ, დანარჩენი გუნდებიც ხომ უპრობლემოდ შეძლებენ ევროპის საფეხბურთო "ოჯახის" დებიუტანტებთან დაგეგმილი 6 ქულის აღებას.

ვნახოთ, ვნახოთ - ისე, როგორც წინა ათი შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ, ახლაც იმედიანი განწყობა გვაქვს...

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი

A ჯგუფი

ჰოლანდია, ჩეხეთი, თურქეთი, ლატვია, ისლანდია, ყაზახეთი

B ჯგუფი

ბოსნია, ბელგია, ისრაელი, უელსი, კვიპროსი, ანდორა

C ჯგუფი

ესპანეთი, უკრაინა, სლოვაკეთი, ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი

D ჯგუფი

გერმანია, ირლანდია, პოლონეთი, შოტლანდია, საქართველო, გიბრალტარი

E ჯგუფი

ინგლისი, შვეიცარია, სლოვენია, ესტონეთი, ლიტვა, სან მარინო

F ჯგუფი

საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ფინეთი, ჩრდ. ირლანდია, ფარერები

G ჯგუფი

რუსეთი, შვედეთი, ავსტრია, ჩერნოგორია, მოლდოვა, ლიხტენშტაინი

H ჯგუფი

იტალია, ხორვატია, ნორვეგია, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, მალტა

I ჯგუფი

პორტუგალია, დანია, სერბეთი, სომხეთი, ალბანეთი, საფრანგეთი (კონკურსგარეშე)

D ჯგუფის კალენდარი

2014

7 სექტემბერი

საქართველო-ირლანდია

გერმანია-შოტლანდია

გიბრალტარი-პოლონეთი

11 ოქტომბერი

შოტლანდია-საქართველო

პოლონეთი-გერმანია

ირლანდია-გიბრალტარი

14 ოქტომბერი

გიბრალტარი-საქართველო

პოლონეთი-შოტლანდია

გერმანია-ირლანდია

14 ნოემბერი

საქართველო-პოლონეთი

გერმანია-გიბრალტარი

შოტლანდია-ირლანდია

2015

29 მარტი

საქართველო-გერმანია

შოტლანდია-გიბრალტარი

ირლანდია-პოლონეთი

13 ივნისი

პოლონეთი-საქართველო

ირლანდია-შოტლანდია

გიბრალტარი-გერმანია

4 სექტემბერი

საქართველო-შოტლანდია

გერმანია-პოლონეთი

გიბრალტარი-ირლანდია

7 სექტემბერი

ირლანდია-საქართველო

შოტლანდია-გერმანია

პოლონეთი-გიბრალტარი

8 ოქტომბერი

საქართველო-გიბრალტარი

ირლანდია-გერმანია

შოტლანდია-პოლონეთი

11 ოქტომბერი

გერმანია-საქართველო

გიბრალტარი-შოტლანდია

პოლონეთი-ირლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• aa

5 ადგილზე გავალთ როგორც ყოველთვის. და მერე დაიწყებენ რა მეექვსეზე ხო არ გავსულვართ მე-5-ზე გავედით ეს უკვე პროგრესიაო :D

• ჯ.ჩ.

გარანტია არც გიბლარტართან არსებობს,უბრალოდ ყველა თამაშში თავდაუზოგავი ბრძოლაა საჭირო და შეიძლება მეორე ადგილსაც გამოვკრათ ხელი.

• Tamazi63

ასეთ წილისყრას თუნდაც 90-იანებში ვინატრებდით...... მაგრამ ეხლა სხვა რეალობაა,არცერთი საშუალო ევროპული დონის ფეხბურტელი არ გვყავს,ვერ გავიგე ეს რა ჭირი გვჭირს ტოოო???

• ilia

ხო, შუშუნა, მართალი ხარ :) ეგ მაშინ დავწერე, როცა ჯერ მხოლოდ საქართველოს თამაშები იყო ნაჩვენები. სხვები მოგივანებით დაამატეს. თუმცა მაინც ცუდია, ჩვენების ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით (სხვა გუნდებთან შედარებით).

• DK

სათაური მომეწონა: "მარადიული იმედი". პირდაპირ ვიტყვი: ჩვენი ადგილი ამ ჯგუფში იქნება მე-5, ერთი მოგებითა და ერთ ფრით. და არა იმიტომ რომა ქეცბაია თავს იზღვევს ან მწვრთნელია უგემური, იმიტომ რომ ფეხბურთელები გვყავს დაბალი დონის!

• akhali

დღეიდან უნდა იზრუნონ ქართველმა ფეხბურთელებმა,რომ საქტემბერს საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ!!!რეჟიმი,დისციპლინა,პროფესიონალიზმი!!!ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეიძლება და მათ შორის გერმანიისაც!

• jimi

ფეხბურთს ნაკმებად ეხება, მაგრამ მინდა ვიკითხო, 'შუშუნა''ს ნამდვილი სახელი რა არის? არ მითხრათ რომ 'შუშუ', არ დავიჯერებ :)

• შუშუნა თავართქილაძე

ილია, რას ამბობ ვერ გავიგე. ყველა გუნდი ჩვენს ჯგუფში მაგ დღეებში თამაშობს. თანაბარ პირობებშია ყველა.

• abel

მესამე ადგილზე ფიქრი წაგების ტოლფასია ქეცბაია თავს იზღვევს

• ნასრი

თემური, მწვრთნელი ხარ უგემური. სიჭინავა, არველაძე ორივენი გვერდზე გიდგას, ერთი რამე გამაგონე შესარჩევში .... ვის რას...

• akhali

ირლანდიის საშუალო,პრიმიტიულ ნაკრებთან რომ 5დან 5წაგება გექნება...საერთოდ ფეხბურთს ვთამაშობთ? თუ რამეს წარმოადგენენ ჩვენი ფეხბურთელები,და საერთოდ სპორტული ჟინი,ჯიგარი გააჩნიათ ირლანდია თბილისში ისე უნდა გაანადგურონ,რომ მუდამ გაახსენდეთ ირლანდიელებს...

• reso

სახლში უნდა დავამარცხოტ ყველა,მჯერა სხვა ტაქტიკა გვექნება,წინამ არ გაამარტლა 3 ბურტი გავიტანეთ მხოლოდ,,,

• giga

მალტას ვერ უგებენ, და რა გარანტიაა რომ გიბრალტარს აჯობებენ.

• ilia

სულაც არ არის სიკვდილის ჯგუფი. გუნდი, რომელსაც პოლონეთის ან ირლანდიის ეშინია, არაფრის ღირსია. თუმცა მე ეხლა სხვა რამეს ვიტყვი - აი ეს რა არის: საქართველო - შოტლანდია 04.09.2015 ირლანდია - საქართველო 07.09.2015 ნუთუ ხორვატიის დამარცხების მერე ისრაელთან წაგებამ არაფერი გვასწავლა? ჩვენები საშინლად დაიღალნენ და ამიტონ ვერაფერი გავაწყეთ ისრაელთანო. მაშინ სიჭინავა იმით იმართლებდა თავს, რომ ებრაელების დღესასწაულის გამო დავთანხმდით ასეთ კალენდარსო. ყველა თანხმდებოდა, რომ ასეთი კალენდარი მიუღებელი იყო. რა, ირლანდიელებსაც ებრაული დღესასწაულები აქვთ? ბოლოსდაბოლოს, როდის ისწავლიან ჩვენი ფეხბურთის მესვეურები საკუთარი ქვეყნის ინტერესების ბოლომდე დაცვას? ძალიან მაინტერესებს, თბილისში რომ დაბრუნდებიან, რას იტყვიან ამაზე. თუმცა რად გინდა, ისევ რამე "საპატიო" მიზეზს მოიყვანენ. ფაქტი ერთია - ისედაც რთულ ჯგუფში კიდევ უფრო გაირთულეს საქმე.

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე

იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო

მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს