ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ მილიონებსაც წყალი წაიღებს, თუ..."

"სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ მილიონებსაც წყალი წაიღებს, თუ..."

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "როდის აქეთ წყვეტს სიჭინავა, პროფლიგასა და ფედერაციას ვინ უხელმძღვანელებს..."

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს რომ შეხვდა, სფფ-მ ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოსვლის 3-წლიანი გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფომ ფეხბურთისთვის 3 წელიწადში 99 მილიონი ლარი უნდა გამოყოს, ანუ წელიწადში 33 მილიონი.

ამავე პროექტით, უმაღლესი ლიგის კლუბები სეზონის განმავლობაში 1.5 მილიონ ლარს მიიღებენ, პირველი ლიგის კლუბები - 400 ათასს. უმაღლესი, პირველი ლიგისა და ეროვნული თასის გათამაშების საპრიზო ფონდი, სავარაუდოდ, 7.8 მილიონამდე გაიზარდება. რა და როგორ იქნება, ამას დაადგენს კომისია, რომელსაც თავად პრემიერი უხელმძღვანელებს.

ამ კომისიის წევრია "საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილიც, რომელმაც ბოლო პერიოდში ფეხბურთის ფედერაციის მისამართით მწვავე კომენტარები გააკეთა:

- უპირველეს ყოვლისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კოლეგებს, რომლებმაც "საბურთალო" თბილისის საუკეთესო სკოლად დაასახელეს. ეს ჩვენი სკოლისა და მისი თითოეული თანამშრომლის დიდი დაფასება და სტიმულია. იმავეს ვიტყვი სამთავრობო კომისიაში ჩემს წარდგენაზეც. მაქსიმალურად ვეცდები, ამ კომისიამდე მივიტანო კლუბებისა და ბავშვთა ფეხბურთის სატკივარი, გავაანალიზოთ ის მდგომარეობა, რაც დღეს ქართულ ფეხბურთშია შექმნილი. კომისიას ჩვენეულ ხედვასაც გავუზიარებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ჩემი კოლეგა ბიზნესმენები ქართული ფეხბურთით დაინტერესდნენ და ამ წუმპიდან ამოვიდეთ.

- მედიასაშუალებებში, მათ შორის "ლელოსთანაც", განაცხადეთ, რომ დღევანდელ ფეხბურთის ფედერაციაში რესურსს ვერ ხედავთ. ზედმეტად მკაცრი განცხადება ხომ არ არის?

- პერსონალიების შეურაცხყოფას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და ვაკრიტიკებ არა ადამიანებს, არამედ, მათ ცუდ ქმედებებს. ბოლო წლებში, ჩვენს საზოგადოებას ტალახის სროლა და ცილისწამებები არ აკლდა. მაგრამ როცა ფედერაციის სუსტ მენეჯმენტზე ვლაპარაკობ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უკეთესის სურვილი მაქვს.

გამიხარდება, წარმატებულ ფედერაციაზე რომ ვლაპარაკობდე. საბედნიეროდ, მთავრობა ფეხბურთის პრობლემების მოგვარებით დაინტერესდა. მაგრამ თუ სწორი ანალიზი არ გავაკეთეთ, შესაძლოა, ეს ბოლო შანსიც ხელიდან გავუშვათ.

- ფედერაცია რა შუაშია?

- შუაში კი არა, თავშია. გაჯანსაღების პროცესის დასაწყებად, საჭიროა სწორი დიაგნოზი - რამ მიგვიყვანა ასეთ სავალალო მდგომარეობამდე? ფედერაცია კი, ანალიზის ნაცვლად, ვითარების შელამაზებას ცდილობს. ეს იგივეა, ავადმყოფს წამალი უნდოდეს და ექიმი ამშვიდებდეს, არაფერი გჭირსო.

ფედერაციის პრეზიდენტმა გამაოცა, როცა თქვა - მთავრობას ავუხსენით, რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ფეხბურთიო. ანუ, მთავრობა საინფორმაციო ვაკუუმში იყო და არაფერი იცოდა? ეს, მინიმუმ, არასწორია, რადგან სპორტის სამინისტროსა და სახელმწიფო სტრუქტურებში ყველაფერი რომ იციან, ამიტომაც გადაწყვიტა პრემიერმა ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრა და სახელმწიფო კომისიის შექმნა. ეს ფედერაციის რჩევით არ მომხდარა.

საერთოდ, გაუგებარია ყველა ასეთი შეხვედრის სათავისოდ გამოყენების მცდელობა და იმის თქმა, თუ როგორი მაგრები არიან. ამით ჩვენი ფეხბურთი უკეთესი გახდება? კრიზისამდე ერთმანეთისთვის თვალში ნაცრის შეყრამ და სატკივარზე თვალის დახუჭვამ მიგვიყვანა. როცა კრიტიკული პოზიცია დავაფიქსირე, ეს ფედერაციის პრეზიდენტმა პირად შეურაცხყოფად მიიღო. მაგრამ ამის გამო ვერ დავდუმდები, რადგან ფეხბურთი ყველასია და არა მხოლოდ მათი.

უცნაური იყო ჩემი მისამართით ერთ-ერთ არხზე გაკეთებული შეთავაზებაც - ჯერ პროფლიგის პრეზიდენტობიდან დაიწყოს და ფედერაციაზე მერე იფიქროსო. როდის აქეთ წყვეტს სიჭინავა, პროფლიგასა და ფედერაციას ვინ უხელმძღვანელებს?

- ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მართლა ფიქრობთ?

- ეტყობა, სიჭინავას ჰგონია, რომ სატკივარზე მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტობაზე ფიქრით ვლაპარაკობ. თურმე, პატიოსნად, ყოველგვარი ანგარების გარეშე ადამიანმა არ შეიძლება ხმა ამოიღოს. ამ ლოგიკით, პრობლემებს ჩვენ ვიგონებთ და ის არ არსებობს - აბა, ამას ვინ დაიჯერებს? ჩვენ არავის ჩამოგდება არ გვინდა, მხოლოდ ვითარების გაჯანსაღებაზე ვფიქრობთ. პრეზიდენტობაზე არც ფეხბურთში მოსვლის დროს ვფიქრობდი და ეს არც ახლა მინდა. არც იმ გზით სიარულს ვაპირებ, რასაც, ეტყობა, თავადაა შეჩვეული.

მაგრამ ფეხბურთის გაჯანსაღების პროცესში მონაწილეობის მიღება ნამდვილად მსურს და მხარს დავუჭერ იმ ჯგუფს, რომლის პროექტიც ვითარებას კარდინალურად შეცვლის, დააწესებს თამაშის ჯანსაღ წესებს, ჩემპიონატს ევროპული სტანდარტებით ჩაატარებს და საფეხბურთო სამყაროში ურთიერთობებს გააუმჯობესებს.

სულ მშურს იმ ქვეყნების, სადაც ფედერაციის პრეზიდენტზე უკეთ კლუბების მეპატრონეებს იცნობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ საფეხბურთო სისტემა აწყობილია. ჩვენთან კი ფედერაციის მიმართ ნდობა დაკარგულია და სანამ ის არ აღდგება, ეს ორგანიზაცია გამართულად ვერ იმუშავებს.

კარგად მესმის - რაც მოხდა, პოლიტიკური თამაშების შედეგი იყო. მაგრამ გამოვიდეს სიჭინავა და თქვას ალალად - ხელს ვინ უშლის? საქმეც ისაა, რომ ყველაფრის მიფუჩეჩებისა და ფედერაციის გავლენების შენარჩუნების მცდელობა უფრო ჩანს. ჩვენ პირიქით, გვსურს, რომ კლუბების როლი გაიზარდოს, გაძლიერდნენ და ჩემპიონატს და საფეხბურთო მეურნეობას მიხედონ, ფედერაციას კი მარეგულირებლის ფუნქცია ჰქონდეს.

- ზვიად სიჭინავა ამბობს, დააფუძნეთ პროფლიგა და ჩემპიონატი ჩაატარეთო...

- რეალურად, ფედერაცია გავლენის სფეროების შენარჩუნებითაა დაკავებული. თუ ასე არ არის, მაშინ საარჩევნო წესი შეცვალონ, არჩევნები უფრო დემოკრატიული გახადონ და აღმასკომში კერძო კლუბების წარმომადგენლები რომ შევლენ, სულ სხვა სურათს მივიღებთ. სიჭინავას კარგს არ დავუკარგავთ და ეს გვითქვამს კიდეც. მაგრამ განხორციელებულ პროექტებს ნუ გვამადლიან, ეს სახელმწიფოს ფულით გაკეთებული მოედნები და სტადიონებია.

საერთოდ, ცალკე თემაა, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ფულით მეტის საქმის კეთება. უეფასთან ურთიერთობებით თავს რომ იწონებენ, ილაპარაკონ, რა ხდება ეროვნულ ჩემპიონატსა და პირველ ლიგაში. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? თბილისის ფედერაციას მწირი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ყველა თამაშს ესწრებიან და კლუბებთან კომუნიკაცია აქვთ. ფედერაციის პრეზიდენტი კი "ბენდელას სტადიონზე" ერთხელაც არ ყოფილა.

- ფედერაციის პროგრამაზე რას იტყვით?

- ჩვენ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორები ვართ და უცნაურია, რომ ამ პროგრამაზე ჩვენი მოსაზრებით არ დაინტერესებულან. ეტყობა, იმიტომ, რომ ხმის უფლება არ გვაქვს - ისინი ანგარიშს მხოლოდ ძალას უწევენ. "იბერია ბიზნეს ჯგუფს" ვხელმძღვანელობ და ბიზნესმენებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. მაგრამ არავისგან მსმენია, რომ ბიზნესის აზრი ვინმეს აინტერესებდეს - რატომ არ ეკარებიან ქართულ ფეხბურთს? ფინანსები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - მთავარი. აზერბაიჯანში ავსტრიასა და ბელგიაზე მეტი ფულია, მაგრამ რად გინდა? უკეთესი ჩემპიონატი აქვთ?

ქართულ ფეხბურთში სამართლიანობის, წესიერებისა და პროფესიონალიზმის პრობლემაა, რასაც ფული ვერ მოაგვარებს. ფინანსები მხოლოდ მას შემდეგ იქნება ეფექტური, თუ ჩამოთვლილ საკითხებს მოაგვარებენ. ნდობის აღდგენა კი ინვესტიციების გაზრდას გამოიწვევს. სხვაგვარად, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ მილიონებს წყალი წაიღებს. ისინი ცალ კარში თამაშს შეეჩვივნენ.

ვთავაზობ პირდაპირ ეთერში პრობლემების ღია განხილვას. ერთად გავაანალიზოთ, როგორ მოვიდნენ, რა გააკეთეს და რა პერსპექტივა ექნება ქართულ ფეხბურთს, თუ ფედერაციაში კვლავ ბატონი ზვიადი და მისი გუნდი დარჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• მამუკა

ბ ა ვ შ ვ თ ა ფ ე ხ ბ უ რ თ ს მ ი ხ ე დ ე ე ე თ

• მ

ფულის სუნი იგრძნო ებრეელმა და მაგას გაუშვებს?

• guja_kakhadze

ჩვენში თანამედროვე იდეები არავის სჭირდება. სამაგიეროდ მარიონეტებზე არის დიდი მოთხოვნა.

• guja_kakhadze

სიმართლეს რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის, ქართულ ფეხბურთს მით უფრო მალე ეშველება. მახსენდება კომუნისტური ტერმინი "თანხა ავითვისეთ". ეს 99 მილიონით "ათვისებული" იქნება და შედეგი ისევ ნული.

• immigration row

გეთანხმებით ბატონო ტარიელ! თქვენსავით რომ აზროვნებდეს ყველა ამ დღეში არ იქნებოდა ქართული ფეხბურთი. უფალი გფარავდეთ!

• giorgi

არ ვარ მომხრე ამ ინიციატივის. საქართველოში ბიუჯეტიდან ამდენი ფულის გაღება გადაყრაა და სხვა არაფერი, როგორი უმაქნისი ფეხბრუთელები გვყავს და მათ ჩვენი ჯიბიდან უნდა ვუხადოთ ფული??? ამას ჯობია ისევ რაგბს მიხედოთ, ხედავთ მაინც შედეგს და არა მგონია საქართველოში მოიძებნოს ისეთი ადამიანი ვინც ამაზე უარი თქვას.

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი