ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
პირეოსის "გეორგიოს კარაისკაკისზე" ერთმანეთს ის გუნდები შეხვდნენ, რომელთაც შიდა ასპარეზზე რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა აქვთ. მასპინძლებს ასეც და ისეც განაღდებული აქვთ ჩემპიონობა. შესაბამისად, მთელი მათი ყურადღება ევროპისკენ არის მიპყრობილი.

ბერძენთა დამრიგებელ მიჩელის მიერ "წლის მატჩად" მონათლულმა შეხვედრამ მოლოდინი აშკარად ვერ გაამართლა.

"იუნაიტედის" გაჭირვების ამბავი მოგეხსენებათ. მომავალი სეზონისთვის "ეშმაკებს" ლიგის საგზურის მოპოვებაც კი უჭირთ. მიუხედავად ამისა, თამაშის დაწყებამდე ექსპერტთა უმეტესობას დევიდ მოიესის გუნდი ფავორიტი ეგონა, რაც ალბათ უფრო ბოლო წლების ტრადიციის ბრალია.

1/8-ფინალში მესამე ინგლისურმა კლუბმა ითამაშა და მესამედ დაფიქსირდა ანგარიში 2:0. წაგებულები სამჯერვე კუნძულელები დარჩნენ.

მთავარი კომპლიმენტი, რაც თამაშისთვის შეიძლება გაიმეტო, სანახაობრივ მხარეზე დადებითის თქმაა. ამ მხრივ ჩვენი შეხვედრა უბრალოდ კი არა, ძალიან მოიკოჭლებდა. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში გუნდებმა თითებზე ჩამოსათვლელი მომენტები შექმნეს. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ გუნდმა, რადგან "იუნაიტედს" კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამს. ერთადერთი, ეშლი იანგის პასის შემდეგ რობინ ვან პერსის საჯარიმოში შეჭრა გვახსენდება, ოღონდ ჰოლანდიელის მოძრაობას მეტოქე აკონტროლებდა და მას არაფერი გამოუვიდა.

რაც შეეხება მასპინძელს, საგოლე შანსები თავზესაყრელად არც მას ჰქონია, თუმცა დავიდ დე ხეა მთლად უსაქმოდაც არ მდგარა.

მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო ალეხანდრო დომინგესი, ვინც მეტოქე ფეხბურთელებს ფინტებით ხშირად უსწორდებოდა. არგენტინელის გოლი ცოტა უცნაური, მაგრამ ეფექტური გამოვიდა. ფლანგზე განვითარებული შეტევის შემდეგ ბურთი ცენტრში რიკოშეტის წყალობით მოხვდა. გიანის მანიატისის საშუალო ძალის დარტყმა კარისკენ ზურგით მდგარ დომინგესს ფეხში მოხვდა თუ ნახევარმცველმა განგებ დაუხვედრა, ამის მტკიცება ძნელია. დე ხეას ნახტომი უშედეგო აღმოჩნდა.

ცუდი სანახავი გამოდგა მეორე ტაიმის 10 წუთიც. 55-ე წუთზე სტადიონი კიდევ ერთხელ "აფეთქდა". ყველაფერი მოედნის ცენტრში ტომას კლევერლის მიერ ბურთის დაკარგვით დაიწყო. ხოელ კემპბელმა პასი საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, მცველი მარტივი ფინტით ჩამოიშორა და შორეული მოჭრილი დარტყმით სტუმარი მეორედ დასაჯა.

თუკი ვინმეს ეგონა, რომ ამის მერე "იუნაიტედი" უკანმოუხედავ შეტევებში წავიდოდა, იმედი გაუცრუვდა. მოიესმა თამაშში დენი უელბეკი ჩართო, ვისაც ერთადერთი ნახევრად მომენტი შეექმნა, როცა რობერტომ თავიდან ბურთი მოუხსნა. ზოგადად, თამაში მას ნამდვილად არ გამოუცოცხლებია.

ბოლო 10-12 წუთის განმავლობაში მომენტი ორჯერ ჰქონდა იქამდე ჰიპერპასიურ ვან პერსის. მან ერთხელ ხარიხას გადააცილა, მეორედ კი... უელბეკს მოარტყა.

იხილეთ ვიდეო

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი

ოლიმპიაკოსი-იუნაიტედი 2:0

გოლები: 1:0 დომინგესი (38), 2:0 კემპბელი (55)

ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო - სალინო, მანოლასი, მარკანო, ოლებასი - ნდინგა, მანიატისი - პერესი (86. ვალდესი), დომინგესი (76. მაშადო), კემპბელი (67. ფუსტერი) - ოლაიტანი

იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - კლევერლი (61. კაგავა), კერიკი – ვალენსია (60. უელბეკი), იანგი, რუნი - ვან პერსი

გაფრთხილება: - ევრა, ფერდინანდი

კარში დარტყმა: 12-5 (8-2) კუთხური: 1-4 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 10-11 ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 29 815

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ynwa
რუნის 300 000 გირვანქა კი არა, 300 ლარი არ უნდა მისცე კვირაში. მთლიანად მთელი გუნდი არის შესაცვლელი თავის მწვრთნელთა შტაბიანად. ეს რა საშინელება იყო...ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ეს გუნდი პირველად მოხვდა ლიგის ტურნირზე, იმდენად უსუსურები იყვნენ. დატოვა რა ფერგიუსონმა მაოხარი გზირივით თავისი მემკვიდრე, თანამემამულე, ფიზკულტურის მასწავლებელი...
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
[VIDEO] ოგბაიძის გოლი და საგოლე პასი "ცვიკაუსთან"
[VIDEO] მესის მორიგი გაბრწყინება და ინტერ მაიამი ლიგის თასის ფინალშია
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეოთხე დივიზიონის გუნდთან წააგო
ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია - მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ
პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს
ლონდონის "არსენალი" ევროპა ლიგის მოახლოებულ მატჩში ერთი ფორვარდის იმედად იქნება
ჩილელი დენი უელბეკი - ყველაზე დიდი "ჩაყვინთვა" საფეხბურთო ისტორიაში [VIDEO]
სამწვრთნელო საქმე: ბოლო 3 თვეში 13 მწვრთნელი მოიხსნა
ჩასათვლელი იყო თუ არა დეულოფეუს გოლი?
ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს
თურქული გამბიტი: ვან პერსი, ეტო'ო, პოდოლსკი... ვინ არის რიგში?
თემურ ქეცბაიას შანსები "ნიუკასლის" მწვრთნელობაზე მკვეთრად გაიზარდა
ესპანეთი. ლა ლიგა. ტრანსფერები: მშვიდი ბაზარი ესპანეთში
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
ლონდონის "არსენალი" ზამთარში შესაძლოა ერთბაშად 4 ფეხბურთელს დაემშვიდობოს
ᓙᓝᓡᓢᓐ ᓠᓘᓙᓐ-ᓡᓐᓑᓔᓠᓫᓜᓔᓗᓘ 1:1 (5:3 ᓞᓔᓜ) - ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓠᓘᓡᓮᓕᓐ [VIDEO]
"არსენალი" დენი უელბეკს უფასოდ გაუშვებს
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
დენი უელბეკი "არსენალს" ზაფხულში უფასოდ დატოვებს
"ბარსელონამ" ხავის შესაძლო შემცვლელი ლა ლიგაში შეარჩია
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ლონდონის "არსენალის" წამსვლელ-მომსვლელები
ᓙᓝᓡᓢᓐ ᓠᓘᓙᓐ-ᓘᓜᓒᓚᓘᓡᓘ 0:0 - ᓣᓙᓣᓦᓛᓐ ᓐᓮᓓᓔᓜᓘᓚᓘ [VIDEO]
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
ამ გუნდს არაფერი დაეწუნება: წინ ქეცბაია, შუაში მიჩელი, დაცვაში დე ბური, კარში პრიუდომი
"დეილი მეილი": ასეთი მწვრთნელი უნდა გაუშვა
ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓐ VS ᓙᓝᓡᓢᓐ ᓠᓘᓙᓐ - "ᓤᓝᓜᓢᓔ ᓜᓝᓕᓐ"? ᓛᓐᓒᓐᓠᓘ ᓗᓐᓛᓐᓨᓘ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ!