ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლევან კობიაშვილი: დავბრუნდები და ქართული ფეხბურთისთვის ვიშრომებ

ლევან კობიაშვილი: დავბრუნდები და ქართული ფეხბურთისთვის ვიშრომებ

ლევან კობიაშვილის ინტერვიუ ბერლინის "ჰერტას" ოფიციალურ საიტთან
36 წლის ლევან კობიაშვილი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელიც ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტზე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მოკლედ, კობი კარიერის მიწურულს რეკორდს რეკორდზე ამყარებს და აგრძელებს ქართველი გულშემატკივრების სასიამოვნოდ გაოცებას.

გთავაზობთ მორიგ ინტერვიუს ჩვენებურთან, რომელიც ამჯერად მას ბერლინის "ჰერტას" ოფიციალურმა საიტმა ჩამოართვა. ინტერვიუს ჩაწერისას ჯერ არ იყო ცნობილი, რომ კობიაშვილს ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებდნენ, ჯერ მხოლოდ ნომინანტის სტატუსი ჰქონდა.

- 16-წლიან პროფესიულ კარიერაში გერმანიაში თქვენ 15 სხვადასხვა მწვრთნელი გამოიცვალეთ. მათ შორის იყვნენ დიდი სახელებიც: ფელიქს მაგათი, იუპ ჰაინკესი, ოტო რეჰაგელი... რომელმა მწვრთნელმა დატოვა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?

- ყველა ჩემი მწვრთნელი განსხვავებული ტიპაჟის ადამიანი და სპეციალისტი იყო. თითოეულ მათგანს თავისი შეხედულებები ჰქონდა ფეხბურთზე, გუნდის მოწყობაზე. ეს ძალიან კარგია, რადგან 16 წელიწადში დიდი გამოცდილება მივიღე და ყოველი მწვრთნელისგან დიდი ცოდნა დავაგროვე. ბედნიერი ვარ, რომ მათი გზები ჩემს კარიერასთან გადაიჯაჭვა.

ახლაც რომ ვხვდები რომელიმე მათგანს, ბავშვივით მიხარია. ზოგიერთ მათგანთან ახლაც მაქვს სატელეფონო კავშირი და ერთმანეთს მოვიკითხავთ ხოლმე. შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ არც ერთ მათგანთან არ მქონია პრობლემა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ ისინიც ამ აზრზე არიან ჩემ შესახებ.

- თავად ბუნდესლიგაში გატარებული წლების მიუხედავად, სულ სამ კლუბში ითამაშეთ, ეს კი თანამედროვე ფეხბურთში არაჩვეულებრივი ამბავია. რატომ ხართ ხოლმე თქვენი კლუბების ერთგული დიდი ხნის განმავლობაში?

- კარიერის განმავლობაში ბევრი შეთავაზება არც მქონია. როცა კლუბს ვირჩევ, პირველ რიგში, მინდა თავი გავაიგივო ამა თუ იმ კლუბთან. ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდისთვის და კლუბის ხელმძღვანელობაც კმაყოფილი იყო. ალბათ, "ჰერტაშიც" ასეა, რადგან უკვე მეოთხე წელია, აქ ვარ.

- ბუნდესლიგაში თამაშობდით "ფრაიბურგში", "შალკესა" და "ჰერტაში" - სამ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ კლუბში, გერმანიის სულ სხვადასხვა რეგიონში. როგორი ასოციაციები გრჩებათ თითოეულ მათგანთან?

- როცა 1998 წელს "ფრაიბურგში" მოვხვდი, იქ ძალიან მეგობრული გუნდი დამხვდა. ჩემი პროფესიული წინსვლისთვის იმ დროს ეს ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ის სიმძიმე, რაც მხრებზე გაწვება, უცბად გეხსნება, როცა მეგობრულ გარემოში ხვდები. მაშინაც კი, როცა წარუმატებელი სერია გვქონდა, სიმშვიდე და იდილია კლუბში არ ირღვეოდა.

"შალკეში" განსხვავებული სიტუაცია იყო. კლუბს სულ სხვა, უფრო მაღალი მიზნები და ამბიციები ჰქონდა. აქ, ბერლინში, საოცარი დრო გავატარე. "ჰერტასთან" ერთად დაცემაც და ფეხზე წამოდგომაც ერთად განვიცადე. ერთი წამითაც არ მინანია ჩემი გადაწყვეტილებები. "ჰერტაში" ვხედავ, როგორ გვიდგას მთელი ქალაქი ზურგში და ვამაყობ ამით. მიყვარს ამ დიდ გუნდში თამაში.

- რომელი იყო თქვენი კარიერის ყველაზე ლამაზი მომენტი?

- მე სიგიჟემდე მიყვარს ფეხბურთი და ყოველ თამაშს, ყოველ გამარჯვებას დიდი აღტაცებით ვხვდები. რა თქმა, ბუნდესლიგის საგზურის ორჯერ მოპოვება განსაკუთრებით კარგად მახსოვს.

- რა მოხდება 2014 წლის 30 ივნისის მერე, ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებთ? რა გეგმები გაქვთ, რჩებით ფეხბურთში?

- ამას ხშირად მეკითხებიან ბოლო დროს, თუმცა მე ყოველკვირეულად ვაკეთებ ფოკუსს "ჰერტას" თამაშებზე, ვტკბები ამით. ფეხბურთი მიყვარს და მის გარეშე თავი ვერ წარმომიდგენია. რაც უნდა მოხდეს, მე სპორტში დავრჩები.

- ფეხბურთიდან დარჩენილ დროს როგორ ანაწილებთ?

- ოჯახის კაცი ვარ, ამიტომ მიხარია ბავშვებთან ერთად გატარებული თითოეული საათი. ბერლინი ულამაზესი ქალაქია და აქ ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება წასვლა და დროის გატარება.

- ურჩევთ თქვენს ვაჟს პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერას?

- პირველ რიგში, მე მას კარგი განათლების მიღებას ვურჩევ. ბევრი მინახავს, რომელთაც კარიერას ყველაფერი შესწირეს და ვერც კარიერა აიწყეს. ჩემი შვილი თავად გადაწყვეტს, რა სურს ცხოვრებაში და რასაც ის ინებებს, იმით ვიქნები მეც ბედნიერი. თუ ფეხბურთელობას მოინდომებს, მეც გამიხარდება.

- თქვენ გახასიათებენ ზრდილ, მორცხვ ადამიანად. როგორია სინამდვილეში კობიაშვილი?

- დიახ, მართალია. მინდა ადამიანად დავრჩე და ვიყო რეალისტი. ინტერვიუების მიცემისასაც კი ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად, თუნდაც ახლა. თუმცა კარგად ვიცი მედიის მნიშვნელოვანი როლი ფეხბურთში.

- ბაზაზე თქვენ უკვე ცალკე ოთახში ცხოვრობთ. ამბობენ, სითბო უყვარს და შეიძლება 30 გრადუსამდეც გაათბოს ოთახიო...

- რადგან მარტო ვარ, უკვე შემიძლია, ჩემი გემოვნების მიხედვით მოვიქცე.

- საქართველოზე გვსურს გკითხოთ: 100-ჯერ ითამაშეთ ნაკრებში, 3-ჯერ იყავით ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი. როგორია თანამედროვე ქართული ფეხბურთი და რას იტყვით ევრო 2016-ის კენჭისყრაზე, ჩვენ ხომ ერთ ჯგუფში მოვხვდით...

- ჩემი დიდი ოცნებაა, საქართველოს ნაკრებმა რომელიმე დიდ ტურნირში ითამაშოს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს დიდი წარმატება იქნება. ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, სადაც ევროპის საუკეთესო ნაკრებებია. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ჩვენთვის ძნელი იქნება, თუმცა არა წარმოუდგენელი. ქართული ფეხბურთი ჩემს გულშია, მომავალში მინდა, მოვეხმარო ფედერაციას სტრუქტურის გამართვაში, გავუზიარო ჩემი გამოცდილება, რომელიც აქ დავაგროვე. ადრე თუ გვიან დავბრუნდები საქართველოში და ქართული ფეხბურთისთვის ვიღვაწებ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიდეთ.

ასევე იხილეთ:

/ლევან კობიაშვილი ბუნდესლიგის 22-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

• sabonis

კაი რა ლევან აქ მუშაობა ვის უნდა ყველა ფულის კეთებაზეა გადასული.

• ketili

იშვიათია ქართველი და ესეთი პროფი

• ემრე

ilia ვის უნდა ვთხოვოთ? თავისი ნებით კი არ წასულა ნაკრებიდან, უბრალოდ ჭკვიანმა ქეცბაიამ ჩათვალა რო ძალიან ბებერი იყო ნაკრებისთვის

• ilia

ნაკრებში უნდა დაბრუნდეს უნდა ვთხოვოთ.

• ემრე

რა მაგარი კაცი ხარ კობი, გენაცვალე ყველაზე მაგარი ქართველი ფეხბურთელი ხარ დღესაც

• komble

მეამაყება ლევან,რომ ქართველი ხარ;დიდი კაცი ხარ.დღეს საქართველოში ფროფესიონალები და ახალი პროგრესული იდეები არავის სჭირდება;აქ დიდი მოთხოვნაა ტაშის დამკვრელებზე,მიმდევრებზე,მარიონეტებზე.მაგრამ შენ ის კაცი ხარ,რომელსაც მაინც დიდი საქმის გაკეთება და ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

• ქომაგი

კობი დინამოში!!!

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე

"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე

"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა

ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა