"იმ ასაკში აღარ ვარ, სხვა ყველაფერი მოვიკლო და "ფერარისთვის" შევაგროვო ფული. უკვე ოჯახი მყავს..."
ჯანო ანანიძის "ფართი" ჯერ არ დაწყებულა. გოლებიც გააქვს, ფინტებით და საგოლე პასებითაც გამოირჩევა, მაგრამ... ეს ჯერ კიდევ არ არის ის დღესასწაული, ქობულეთელი ბიჭი 17 წლის ასაკში რომ დაგვპირდა!
ის ჯერ მხოლოდ Partyჯანოა, რომელიც უშედეგოდ ცდილობს რუსული ფეხბურთის დაბურული ტყიდან სამშვიდობოს გასვლას. ფეხბურთელი, რომელსაც ზეიმის მოწყობა თავადაც ჩინებულად შეუძლია, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ სხვის დღესასწაულებს ესწრება...
"როსტოვის" კვიპროსული შეკრებისას 21 წლის ნახევარმცველმა თემურ ქეცბაიასთანაც ილაპარაკა და მასთან ერთად, კვიპროსის ქართული ტაძარიც მოილოცა. ახლა ანთალიაშია და რუსეთის ჩემპიონატის მეორე წრისთვის ემზადება.
საკლუბო თუ სანაკრებო თემებზე ჯანო ანანიძესთან ბევრჯერ გვილაპარაკია. ამჯერად კი, უფრო მეტი სხვა ამბებზე ვისაუბრეთ...
- მამა მხოლოდ მშობელი არ იყო შენთვის, კარიერაშიც ძალიან გეხმარებოდა... მისი გარდაცვალების შემდეგ, ფეხბურთში დაბრუნება არ გაგიჭირდა?
- ფეხბურთისკენ გახედვაც არ მინდოდა, მაგრამ წაქცევაც არ შეიძლებოდა... ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ტკივილის გადატანაში სწორედ ფეხბურთი დამეხმარებოდა.
მას მერე, ჩემი ყველა გოლი მამას ეძღვნება. მინდა, ისეთი კაცი და ფეხბურთელი ვიყო, მას რომ გაეხარდებოდა!
ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია, მაგრამ მამაჩემი რომ არა, მხოლოდ ქობულეთის საფეხბურთო სკოლაში ნასწავლი ფეხბურთით, 16 წლის ასაკში "სპარტაკის" პირველ გუნდში ნამდვილად ვერ მოვხვდებოდი...
- მშობლიური ქობულეთი ახსენე... ბავშვობის წლებიდან ყველაზე სასიამოვნოდ რა გახსენდება?
- ბევრი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ კიევის "დინამოს" აკადემიაში რომ მიმიღეს, ის დღე არასდროს დამავიწყდება... პასუხს "დინამოს" ბაზის გარეთ ვუცდიდი და როცა რევაზ ჩელებაძემ მითხრა - გუნდში გტოვებენო, დაჯერებაც გამიჭირდა...
მანამდე, ხიზანას ძმამ, გია ხიზანიშვილმა ჩამომაკითხა ქობულეთში - "ნორჩ დინამოელში" წამოდიო. მამა წამითაც არ დაფიქრებულა, ისე გამიშვა... "ნორჩი დინამოელი" რომ არა, არა მგონია, ოდესმე კიევის "დინამოს" აკადემიაში მოვხვედრილიყავი. ქობულეთში ყოფნისას კარგად ვერც ვაცნობიერებდი, თუ რამდენი შრომა სჭირდება ფეხბურთს...
- ვის მაგალითზე გაიზარდა ჯანო ანანიძე? ვინ იყო შენი საყვარელი ფეხბურთელი ბავშვობაში?
- ყიფიანის თამაში მხოლოდ ვიდეოჩანაწერებში მინახავს, მაგრამ მამა მეუბნებოდა - ყიფიანის და ქინქლაძის მსგავსი ფეხბურთელი საქართველოს არ ჰყოლიაო... ბრაზილიელ "ფენომენ" რონალდოს თუ არ ჩავთვლით, გამორჩეულად საყვარელი ფეხბურთელი არ მყოლია, მაგრამ საქართველოს ნაკრების მატჩებს სულ ვუყურებდი - ასათიანს, დემეს, კობის, კალას, იაშკას ვგულშემატკივრობდი.
ახლა? ყველაზე მეტად მესის თამაში მომწონს. თუმცა, მესი ვის არ მოსწონს (იცინის)?!
- წაგებული მატჩის შემდეგ როგორია ჯანო ანანიძე?
- ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე და ხმას არავის ვცემ... ისეთ წვრილმანზეც კი ვჩხუბობ, სხვა დროს ყურადღებას რომ არც მივაქცევდი. ოჯახის წევრებმა ეს კარგად იციან და სანამ ბრაზი არ გადამივლის, მერიდებიან. განსაკუთრებულად, სანაკრებო მარცხს განვიცდი. საკუთარ მოედანზე თუ წავაგეთ, მით უმეტეს, გარეთ გასვლა აღარ მინდა ხოლმე, არათუ კლუბში დაბრუნება... ფინეთს რომ ვერ მოუგებ სახლში, როგორ ხასიათზე იქნები?!
- ასეთ დროს, განტვირთვაში მუსიკა არ გეხმარება? რა ჟანრის მუსიკას უსმენ?
- მუსიკას ხშირად ვუსმენ - ვარჯიშზე წასვლამდეც, ძილის წინაც... ბავშვობაში რეპი მიტაცებდა, ახლა კი ხასიათს გააჩნია - შემიძლია, ნებისმიერ მელოდიას მოვუსმინო: სტინგს, ბარი უაითს, ნაიზ დიასამიძეს... ზოგჯერ, მთელი დღე ქართულ სიმღერებს ვუსმენ, მერე, ორი-სამი დღე სხვა სტილის მუსიკას და ასე შემდეგ... მატჩის წინ, საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად, "გლადიატორის" საუნდტრეკს ვრთავ (იცინის).
- ფეხბურთის გარდა, რა გიყვარს?
- ჩოგბურთი, კალათბურთი, ცურვა... ყველაზე ხშირად, მეგობრებთან ერთად, მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობ. ისე კი, თუ თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, ოჯახში ვიყო. რამდენიმე თვის წინ დავქორწინდი და მალე მამა გავხდები...
- დაოჯახებამ შენს კარიერაზეც დადებითად უნდა იმოქმედოს - მოტივაცია, სტიმული მოგემატება...
- ასეც არის. სტიმულიც მომემატა, დავღვინდი კიდეც და სხვა ინტერესებიც გამიჩნდა... როცა საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს, აღარ ნერვიულობ და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ. მე და ჩემს მეუღლეს 16 წლიდან გვიყვარს ერთმანეთი. დავიღალეთ ხანგრძლივი განშორებებით, მხოლოდ ტელეფონით და "სკაიპით" ურთიერთობით და ახლა ერთად ვცხოვრობთ!
- ყველამ გაიგო, რომ იმ ფოტოზე ჩილიმი კი არა, სადღესასწაულო მაშხალა მიჭირავს. არც სიგარეტი და არც ჩილიმი არასდროს მომიწევია! ანდა, წაგებული მატჩის შემდეგ, ქეიფს ვინ დაიწყებდა?!
თანაგუნდელის დაბადების დღეზე საღამოს ათ საათზე მივედით და პირველზე წამოვედით. პირადად მე, არ მიყვარს დაბადების დღის აღნიშვნა, მაგრამ ყველა ასეთი ხომ არ არის? დაგვპატიჟა და რას ვიფიქრებდით, რომ კლუბში გატარებულ 2-3 საათს ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა? საბედნიეროდ, უკვე ყველაფერი გაირკვა...
- ერთხელ მითხარი ვიზუალურად არ მეტყობა, მაგრამ ყველაზე ხშირად "მშია"-ს გავიძახიო...
- (იცინის). მართლაც ძალიან ბევრს ვჭამ და დამეტყო კიდეც - სამი კილოგრამი მოვიმატე... ახლა 64 კილოგრამი ვარ და მეტ ენერგიასაც ვგრძნობ, ვიტამინებს და კრეატინებსაც ვსვამ...
ექიმები მეუბნებიან, რომ ერთ-ორ წელიწადში ხორცს შევისხამ, კუნთოვანი ქსოვილი გაიზრდება და მერე მაინც აღარ იტყვიან, ჯანოს ჯანი აკლიაო...
- რუსეთში მცხოვრები ცნობილი ქართველებიდან ვისთან მეგობრობ?
- თითქმის ყველასთან, ვინც რუსულ კლუბებში თამაშობს...
- სპორტსმენების გარდა...
- მომღერალ ირაკლი ფირცხალავას ფეხბურთი ძალიან უყვარს. ერთმანეთი "სპარტაკი"-ცსკა-ს მატჩის შემდეგ გავიცანით, ჩემი მაისურა ვაჩუქე და მას შემდეგ ვმეგობრობთ.
- მაისურებს სხვებიც ხშირად გთხოვენ, მათ შორის - ცნობილი ადამიანებიც...
- ისეთ ხალხსაც კი უთხოვია, გამკვირვებია - თქვენ რაღად გინდათ-მეთქი?! როცა საქართველოში ჩამოვდივარ, 10-15 მაისურა ყოველთვის მომაქვს და ვინც მთხოვს, ვჩუქნი...
- თავად როდიდან აგროვებ ცნობილი ფეხბურთელების მაისურებს?
- 2009 წელს იტალიასთან 0:2 რომ წავაგეთ თბილისში, პირველად ვითამაშე ეროვნულ ნაკრებში და მატჩის ბოლოს კანავაროს გავუცვალე მაისურა... მაქვს დანი ალვეშის, ინიესტას, ბენზემას, ტერის, ჰალკის, მოდრიჩის მაისურები...
- 17-18 წლის რომ ვიყავი, მხოლოდ მძლავრ მოდელებზე ვოცნებობდი. სპორტული ავტომანქანები ახლაც მომწონს, მაგრამ იმ ასაკში აღარ ვარ, სხვა ყველაფერი მოვიკლო და "ფერარისთვის" შევაგროვო ფული.
უკვე ოჯახი მყავს... სხვათა შორის, ჩემი "ბენტლი" თორნიკე ოქრიაშვილმა იყიდა. ძალიან მოსწონდა და რომ გაიგო, ვყიდდი, თავად შეიძინა.
- ოცნების ავტომანქანა?
- "ფერარი 458 იტალია"! დუბაიში ერთი დღით ვიქირავე და მას მერე ამ მოდელის ფანი ვარ...
- დრო იყო, ქართველ ფეხბურთელებს რუსეთში სიტყვა ეთქმოდათ... დღეს როგორ არის საქმე, ვის ახსენებენ, როცა ქართულ ფეხბურთზე ჩამოვარდება ხოლმე სიტყვა?
- თაობას გააჩნია... "როსტოვის" პრესატაშე 65 წლისაა და სულ ჩივაძეზე, ყიფიანზე, ხურცილავაზე, გუცაევზე, თბილისის "დინამოზე" მელაპარაკება... რაც შეეხება ახლო წარსულის თაობას - ქინქლაძე, კალაძე, კობიაშვილი, არველაძეები ყველამ იცის.
- ზოგი გაქებს, სხვები გაკრიტიკებენ ან ჭკუას გარიგებენ... სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა მომაბეზრებელი არ არის?
- თავიდან, მართლაც მიჭირდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ახლა უკვე მივეჩვიე... რეალობას ადეკვატურად ვაფასებ და არც სამართლიან კრიტიკას გავურბივარ. მე კი არა, მესის აკრიტიკებენ.
ამას წინათ, "იუთუბზე" ვნახე ნეიმარზე გადაღებული ვიდეორგოლის კომენტარებში ქართული მინაწერი - "აზრზე არ არისო"... ასეთი ხალხის შეფასებებს ყურადღება როგორ უნდა მივაქციო?!
რატი შელეგია
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK
mancho
ჯანოს ეტყო,რომ პირველ რიგში საღად მოაზროვნე პიროვნებაა,ასეთი ქართველები ნამდვილად იტყვიან კაცურ სიტყვას თავისი ცხოვრებით
beso
არევის საქმე არაა მე რას ვფიქრობ.ყველამ თავის ბოზ მაიდას მიხედოს.მიმაცნია რომ დღეს ქარტველი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა 2 მანაქანას იყიდის და თავი ძაან მაგრები გონიათ.რა გააკეტეს მათ საქართველოსთვის ?5-6 ადგილი ?ესაა მაგათი მაქსიმუმი. ბენტლების ყიდვას საქარტველოში უამრავ გაჭირვებულ ხალხს მოეხმარონ ეგ იქნება მადლი. სიმართლე მწარეა მარა რას იზამ.გინების და შეურაცყოფის ჯანზე კი ხართ იცოხცლე.
ara shurs
ჯანოს როგორ უნდა შეგშურდეს? ვინმეს რამე დაუშავა? ნუ გშურთ წარმატებული ადამიანების.
DAVID
მიდიი ჯანო ჯიგაროო მიაწექი.. შენზე ვამყარებთ იმედებს და შენს თაობაზე.. თუნდაც ოქრიაშვილი,თარგამაძე და ა.შ. თქვენ მაინც უნდა გაგვახაროთ!!! მიააწექიი ბოლომდეეე
giorgi1
თქვე ჭკუის ბუკეტებო, გამოუსწორებელო შურიანებო, ბნელებო და დაუნახავებო! აი თქვე მშიერო (მჭლე) ღორებო! ნუთუ მაგისთვის თქვა უარი ჯანომ რუსეთის ნაკრებზე მილიონებზე და სპარტაკის ძირითადზე რომ ასეთი ღორობები ილაპარაკოთ? წარმოუდგენელი, ჯანოს შემთხვევაში კონტექსტიდან ამოარდნილი არარსებული სისულეები! თურმე ხან ჩილიმს ეწევა, ხან ნაკრებში ჩამოსვლა ეზარება, ხან ფულს დახარბდა და ევროპაში მაგის გულზე არ წავიდა, ჯანოს სისხლში რაც არაა ისეთი რამეები თქვენში მოიკითხეთ!!! ცოტა ტვინი და შეგნება განნძრიეთ სანამ რამე "ჭკვიანურს" გადმოაფრქვევთ! არ გაუტ****** ეს ჯანოს საქმე
Dzia
გენაცვალე ჯანო...
juna juniashvili
ბესო ხარ თუ ვიგაც ჯანდაბა მაგ სიტყვებს რა უფლებით იძახი?ნაკრების ბიჭები რამდენ გაჭირვებულს დახმარებიან და რამდენისთვის გაუმართავთ ხელი შენი ჯიში და ჯილაგი მთელი საუკუნის მანძილზე ვერ შეძლებს.სანამ რამეს იტყვი დაფიქრდი.პირადად რო არ იცნობ ადამიანს არ უნდა იყრანტალო გასაგებია?
giorgi
beso რა გინდა ჯანოსგან? რას ქვია ჯანოს საქართველო და გაჭირვებული ხალხი კიდია? ჯანოზე როგორ ბედავ საერთოდ ამის თქმას? რაზე შეატყვე, რა გინდა აი რა დააშავა ჯანომ? რომელი განზომილებიდან მოდის ასეთი კომენტარები, ქობულეთელბს კითხე როგორი ბიჭია ჯანო და როგორ "კიდია" - სუყველა ახსოვს!
xatia
რა კარგი ხარ, ჯანო,რა კარგი შვილი ხარ,ტყუილად არ უწვალია მამას შენს გაზრდა-გაწვრთნაზე.ქობულეთელებს ძალიან გვეამაყები.მაისურზე წარწერაც,,,,ყოჩაღ!
ako
ნაკრებში მოუმატე თამაშს და გოლების გატანას, სულ არ მაინტერესებს რას იზამ როსტოვში, მე არ მახსოვს შენი გატანილი გოლი კი არადა კარში დარტყმაც კი
zviad
და კიდე ის "ბენტლი" ჯანოს მთელი ოჯახის მანქანა იყო, მამამისი ატარებდა უმეტესად თუ არ ვცდები, ეგ ჩატვალე მთელმა ოჯახმა იყიდა! ჯანოს თავის ხელფასს და ფულსაც არ აკარებდნენ ბოლომდე სანამ პატარა იყო ჯერ კიდევ! ეხლა რო დაკაცდა დარჩა ეგ ბენტლი და ეგეც გაიყიდა! ვის რა პრობლემა გაქვთ რომ ნაგლობთ და ჭკუას არიგებთ?
beso
ეს ხარტ სულ იშოვით 2 მანქანის ფულს და მერე გკიდიათ ყველაფერი.საქარტველოც და გაჭირვებული ხალხიც
zviad
misha შე "მიშა" შენა გაგონილი მაინც გქონდეს დავით ყიფიანი როგორ ბლატაობდა ხოლმე უცხოეთში გასვლებზე, დინამოსთან ერთად ესპანეთში რომ იყო "კაბრიოლეტს" ატარებდა გვერდით საუცხოო მანდილოსანი ეჯდა შეხვედრაზე მიდიოდა მასთან ერთად, ჯანომ ერთხელ ფერარით გაიკატავა რა კუჭი აგეწვა
mamuka
ყველას გეკითხებით ვინც ამბობთ,რომ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდით უნდა დავუდგეთ;წაგებული თამაშის შემდეგ ნაკრების ფეხბურთელი,რომ სიცილ-კისკისით იძლევა ინტერვიუს,წაგების დარდი და ბოღმა გასახდელამდე რომ არ მიყვება ნაკრების შეკრებაზე რომ არ ჩამოვიდეს ათასს სირობას,რომ იგონებს და საერთოდ სულ რომ კიდია ნაკრები,ასეთ ფეხბურთელს გვერდით როგორ უნდა დაუდგე?.
zaza
თავისი შრომით და ოფლით ნაშოვნ ფულზე ყველაფერი ალალია. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჯანო!!!!
gizog
ფეხბურთელი ისეთივე ახალგაზდა ადამიანია და ისევე სურს ყველაფერი, როგორც ჩვენ და იმაზე ლაპარაკი რომ რატომ ფიქრობენ ფერარზე , თუ ბენტლიზე არ არის კარგი. ფეხბურთელობა სიცოცხლის ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო წლების უდიდესი ნაწილის მსხვერპლად შეწირვაა. ამ დრო ქომაგები გვერდით უნდა დავუდგეთ ბიჭებს, რომ ეს დანაკარგი ქომაგთაგან დიდი სიყვარულიასა და თანადგომით ადვილად აინაზღაურონ და ფსიქოლოგიურად გამაგრებულები გამოდიოდნენ მინდორზე.
vaxvax
რატომ უკრძალავთ მანქანის ყიდვას,რა ხალხი ხართ? იყიდეთ თქვენც,ვინ დაგიშალათ, მაგრამ ამას ერთი ადგილი უნდა,რომელიც არ გაგაჩნიათ,ენა უფრო ადვილი გამოსაყოფია პირიდან. ამდენი შური და ბოღმა უკან არ მოგიბრუნდეთ.
isaka
არა ბიჭო ბერად აღიკვეცება.
kola
ბენზემას მაისურს ვერ გამიცვლი,ოცნების მაისურში? საყელო კარგ მდგომარეობაშია,სულ რამოდენიმეჯერ მეცვა.დაჟე, არც გამირეცხია.
cotne
janoze rogor unda vtkvat araferi gauketebiao,naxet misi tamashi is ert-erti sauketesoa saqartveloshi.rusetis primer ligashi sauketeso asistentebshia,rostovis aratu dziritadi aramed lideria dziubastan ertad. is mxolod 21-isaa
gio
ჩვენ ნერვები გვაწყდება ამათი ფეხბურთის შემხედვარე და ესენი ბენტლიზე და ფერარიზე ფიქრობენ და რას გითამაშებენ.
reso
ვის ადარებ არ გცხვენია,,,
misha
საწყალი ყიფიანი(((((გაზ 24 უკეთესი მანქანა არ აგირსეს, ეს ლაწირაკები, რომლებსაც ფეხბურტში არაპერი გაუკეტებიათ, ბენტლი და ფერარიო. მაგის ერთი კარგად ნათამაშები შეხვედრა თუ გახსოვთ, მაგრამ მაგისთვის სად ცალიათ(((((((((
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"საინტერესო წინადადება გვაქვს, ვნახოთ, რა მოხდება" - ჯიქიას მსურველი გამოუჩნდა
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
"ლოკომოტივმა" "როსტოვს" ერთი ტაიმი გაუძლო - კაშიამ ითამაშა [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
"ყალბი გვერდებიდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სფფ-იდან იყვნენ" - ილია ვახანია რუსეთის ნაკრებში დებიუტის შემდეგ
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"როსტოვის" მეკარემ 10 გოლი გაუშვა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"სოჭიმ" "როსტოვს" 10:1 სძლია, მაგრამ მილოცვის ნაცვლად, მთელი რუსეთი მათ ლანძღავს
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
რუსეთში კორონავირუსი მძვინვარებს, ჩემპიონატს კი მაინც არ აჩერებენ
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...