"დედიკოს ბიჭი ფეხბურთს ვერასოდეს ითამაშებს, მოედანზეც და მის გარეთაც კაცი უნდა იყო..."
"მიხიჩა" - რევაზ ძოძუაშვილს საფეხბურთო სამყარო ამ მეტსახელით იცნობს. უკვე 68 წლისაა, მაგრამ ახალგაზრდული ენერგიითა და ენთუზიაზმით საქმიანობს.

თბილისის "დინამოს" მცველმა საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით 49 მატჩი ჩაატარა. არის ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების (1972) მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970), შვიდჯერ (!) დაასახელეს საბჭოთა კავშირის "33 საუკეთესოს" შორის, აქედან ოთხჯერ - საუკეთესოდ (1969, 1971, 1972 და 1973 წლებში). 1972 წელს კი, მურთაზ ხურცილავასთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა 8 ქვეყნის (საქართველოს, უკრაინის, საუდის არაბეთის, ლატვიის, ლიტვის, რუსეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის) 14 გუნდსა და ლატვიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს. მოთამაშისა და მწვრთნელის რანგშიც ბევრი ტიტული მოუპოვებია: "მიხიჩას" ხელმძღვანელობით ჩემპიონები გახდნენ თბილისის "დინამო" (1991, 92), რიგის "სკონტო" (1998), ქუთაისის "ტორპედო" (2001, 02), რუსთავის "ოლიმპი" (2007), ხოლო თბილისის "დინამომ" (1992), თბილისის "ლოკომოტივმა" (2000) და ქუთაისის "ტორპედომ" (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.

ქუთაისის "ტორპედო" პირველად 1978 წელს ჩაიბარა, მეორედ 2001-02 წლებში, მესამედ კი წლეულს, ზამთარში...

რევაზ ძოძუაშვილის საფეხბურთო ცხოვრებას ფეხბურთის ქომაგი კარგად უნდა იცნობდეს, თუმცა ჩვენი ინტერვიუდან ბევრი რამ ახალიც შეიძლება გაიგოთ...

კრივიდან ფეხბურთზე

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ისე პატრიკეთიდან ვართ, დედა კი გეგუთელი იყო. ბალახვანში ვიზრდებოდი, ვაჟკაცი ბიჭების უბანი იყო, კაცს ღირსება და პატიოსნება მოეთხოვებოდა, სხვაგვარად პატივს არავინ გცემდა...

მთელი ქუთაისის ბიჭობა ჩხუბობდა. თავს ხომ არ გავალახვინებდი ვინმეს? ჰოდა, ავდექი და კრივზე შევედი. საკმაოდ დიდ წარმატებასაც მივაღწიე, ჯერ სკოლის ჩემპიონი გავხდი, შემდეგ კი - ქუთაისის.

მაგრამ კრივს არ გავყოლილვარ, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარდა...

კრივში ნასწავლი ფეხბურთშიც გამომადგა. ბავშვობიდან უშიშარი ვიყავი, მაგრამ კრივმა ორთაბრძოლებში უფრო თავდაჯერებული გამხადა და შიშის გრძნობა მომიხსნა - არასოდეს, არც ერთი მოწინააღმდეგის არ შემშინებია!

ფეხბურთს ქუჩა იგებს. იმის თქმა მსურს, რომ დედიკოს ბიჭი ფეხბურთს ვერასოდეს ითამაშებს, მოედანზეც და მის გარეთაც კაცი უნდა იყო...

თუმცა, მოედანზე თავი ხელების ქნევითა და ხულიგნობით არ დამიმკვიდრებია. ჩემი სიძლიერე ის იყო, რომ თავდამსხმელებს ბურთს სუფთად ვართმევდი...

ოდესაში დაწუნებული სოხუმელი ბომბარდირი

- საინტერესო კარიერა მქონდა. ქუთაისის "ტორპედოს" გაზრდილი მეცხრეკლასელი ბიჭი, სულ რაღაც 15 წლის ვიყავი, საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე "იმერეთში" რომ ვთამაშობდი.

თბილისის "დინამოში" პირველად 1963 წელს მიმიწვიეს. რა თქმა უნდა, ჯერ დუბლებში ვიყავი. სხვათა შორის, მაშინ თავდასხმაში ვთამაშობდი, მაგრამ ძირითადში ვერ მოვხვდი და "ტორპედოში" დავბრუნდი.

ბევრმა არც ის იცის, რომ 1965 წელს ოდესის "ჩერნომორეცში" ვისინჯებოდი და დამიწუნეს. მაშინ გამიჩნდა განსაკუთრებული მოტივაცია, რომ ყველასთვის დამემტკიცებინა - ფეხბურთის თამაში შემეძლო.

...1965 წელს იური გრამატიკოპულომ სოხუმის "დინამოში" მიმიწვია. საკმაოდ შედეგიანი თავდამსხმელი ვიყავი. ერთი ხანობა, გუნდის ბომბარდირიც გახლდით. ერთხელ, რუსთავის "მეტალურგს" გასვლაზე 5 გოლიც გავუტანე. მაგრამ გრამატიკოპულო შემიჩნდა, ნახევარდაცვაში უკეთესი იქნებიო და თავისი გაიტანა...

ამ დროს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად ცნობილი რუსი სპეციალისტი  ვსევოლოდ ბლინკოვი დანიშნეს. მან გრამატიკოპულოს ჰკითხა, კარგი მცველი ხომ არ გეგულებაო? გრამატიკოპულომ ჩემი თავი ურჩია. დღემდე ვერ გამიგია, როგორ მოხდა, რომ თავდამსხმელი ვიყავი, ნახევარდაცვაში გადამიყვანა და მერე მცველობაზე რეკომენდაცია გამიწია? მაგრამ ესაა მწვრთნელის ნიჭი - შენიშნოს ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ.

ბლინკოვმა "ტორპედოში" ჯერ ცენტრალურ მცველად მომსინჯა, ბოლოს კი მარჯვენა ფლანგზე დამაყენა, რადგან ჩემი სისწრაფის გამოყენება სურდა. მთელი დარჩენილი კარიერა სწორედ ამ პოზიციაზე გავატარე და წარმატებებსაც მივაღწიე.

სხვადასხვა პოზიციებზე თამაში ფეხბურთის უკეთ ამოცნობაში დამეხმარა, წინასწარ ვხვდებოდი, რას გააკეთებდა თავდამსხმელი ან ნახევარმცველი. ეს კი დიდი პლუსია...

უკეთესი, ვიდრე საუკეთესო

- მიხარია და მეამაყება, რომ მე და მურთაზ ხურცილავა 1972 წელს ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაგვასახელეს - ორი ქართველი ერთად! მანამდე კი, 1970 წელს, მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მე და ალბერტ შესტერნიოვი მეორე სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდით.

თუკი რამე პრესტიჟული ტურნირი იყო, ყველგან მითამაშია - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, მიუნხენის ოლიმპიადაზე...

ნაკრებში მწვრთნელები მეტოქის ყველაზე სახიფათო მოთამაშის აყვანას მავალებდნენ, რადგან თავად რუსები წერდნენ - ძოძუაშვილს წარმატებით შეუძლია ნებისმიერი მოთამაშის მეურვეობაო. დღევანდელი თაობის კუმირი ლიონელ მესია.

საბჭოთა კავშირის ნაკრები მაღალ დონეზე თამაშობდა და წელიწადში ერთ "მესის" მაინც "ვიჭერდი". ჩემი დროის ყველა დიდი თავდამსხმელის წინააღმდეგ მითამაშია და გადაუჭარბებლად ვამბობ - არც ერთთან არ შევრცხვენილვარ. პირწმინდად "ჩამიკეტია" გჟეგოჟ ლატო, ჯორჯ ბესტი, დრაგან ჯაიჩი, ოლეგ ბლოხინი...

ყველაზე დიდი რეზონანსი მაინც ბესტის "ჩაკეტვას" ჰქონდა. ეს ფაქტი თავად ირლანდიელმაც აღიარა და მატჩის შემდგომ ინტერვიუში თქვა - ამ საღამოს ძოძუაშვილი უკეთესი იყო, ვიდრე საუკეთესოო. ინგლისური არ ვიცი, მაგრამ მითხრეს, რომ სიტყვა "ბესტ" ინგლისურად "საუკეთესოს" ნიშნავს.

სხვათა შორის, ჩრდილოეთ ირლანდიაში ბესტის გამოსახულებით რამდენიმე ხუთფუნტიანი ბანკნოტი გამოუშვეს და ერთი მე გამომიგზავნა წარწერით - ყველაზე ღირსეულ მოწინააღმდეგეს, რომელიც სუფთად ეთამაშა ბესტს და მისი ნეიტრალიზება შეძლო. დასამალი რაა - ის ჩვენი დროის მესიც იყო და რონალდოც. დღეს მცველმა რომელიმე მათგანი რომ "ჩაკეტოს", არ იამაყებს?

მსაჯობიდან შავ სიამდე

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უცხოეთიდან ძალიან ბევრი მიწვევა მქონდა, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან უცხოეთში წასვლა კი არა, ამაზე ფიქრიც კი იკრძალებოდა. თორემ სიამოვნებით დავთანხმდებოდი და ახლა იმდენი ფული მექნებოდა, საკუთარ კლუბსაც ჩამოვაყალიბებდი. 1976 წელს მივხვდი, კარიერაში ბევრს მივაღწიე და თამაში აღარ მიზიდავდა...

მსაჯობა დავიწყე. მსაჯების ფსიქოლოგიას თუ არ იცნობ, ფეხბურთის ცოდნაზე თავს ვერ დადებ. ახლა მესამე-მეოთხე სასტვენზე ვხვდები, ვინ საით "უსტვენს" - ჩემსკენაა თუ მეტოქისკენ (იცინის). იმასაც კი ვხვდები, ტოტალიზატორზე ხომ არ აქვს დადებული - დღეს ფეხბურთში ისეთი სიბინძურეებია, არაფერია გამორიცხული. ვისაც ეს არ ესმის, ბრიყვია ან იტყუება...

მერე მივხვდი, რომ მწვრთნელობის დაწყება შემეძლო. სადაც მითამაშია, "ტორპედოში", "დინამოში" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში, მწვრთნელების დავალებებს ვიწერდი და ყველაფერს ვეკითხებოდი.

სადაც მიმუშავია, ყველა გუნდი დავაწინაურე და ერთს ვერ გაიხსენებთ, რომელიც ჩემს ხელში განადგურდა და უკან წავიდა. მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში ჩრდილში ვიყავი. მსმენია, აღარავის უნდაო... მეცინებოდა, რადგან ჩემზე უკეთ არავინ უწყის, რა მოხდა - სპორტის აკადემია რომ გაყიდეს, მე და ლევან თედიაშვილი ვაქტიურობდით და გავიგე, რომ თურმე ორივე "შავ სიაში" შეგვიყვანეს. ეგ იყო...

უფეხბურთოდ ცხოვრება არ შემეძლო და სხვა გზა რომ არ დამრჩა, უგუნდო მოთამაშეები შევკრიბე, იპოდრომზე ვამზადებდი. ბოლოს ისე მოხდა, რომ 40 კაცამდე მოგროვდა და თურქეთში შეკრებაც კი მოვაწყვე. ამით ვახარებდი ჩემს ჭიას, მაგრამ "დიდი ავიაცია" სულ მენატრებოდა.

როგორ უშვებდნენ ჩივაძეს დინამოდან

- თბილისის "დინამოს" დუბლებიდან და ოდესის "ჩერნომორეციდან" რომ გამომიშვეს, ძალიან მეწყინა. მაგრამ მართალი უთქვამთ - რაც არ გკლავს, ის გაძლიერებსო. მეც ასე მომივიდა. გაცილებით მონდომებული ვვარჯიშობდი, მერე კი ეს გულისტკენები მწვრთნელობაშიც დამეხმარა. ვცდილობდი, ბავშვები არ დამეღუპა და უგულოდ არ მოვქცეულიყავი.

ერთი ისეთი ისტორია უნდა მოგიყვეთ, რაც გულშემატკივარმა არ იცის.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს ჯერ დუბლშემადგენლობები თამაშობდნენ, შემდეგ კი - ძირითადები. ალმა-ათაში ჩავედით და "ქაირათს" შევხვდით. ამ დროს საშა ჩივაძე, თემურ ჩხაიძე და ვახტანგ კოპალეიშვილი დუბლებში თამაშობდნენ. თურმე, რეჟიმი დაარღვიეს. თბილისში ჩამოსულებს კრება ჩაგვიტარეს. კრებაზე მათზე ლაპარაკობდნენ - ახალგაზრდებმა არ იციან, რა გუნდში მოხვდნენ, როგორ მოიქცნენო... მოკლედ, ბიჭებს გუნდიდან უშვებენ...

უკვე გამოცდილი ვიყავი, საბჭოთა ნაკრების წევრი. გამახსენდა, "დინამოს" დუბლებსა და "ჩერნომორეცში" რომ დამიწუნეს. ამ ბიჭებს ვაკვირდებოდი, ნიჭი ეტყობოდათ და გული მომიკვდა, გუნდიდან გაშვება რომ დაუპირეს.

მათი გაშვება გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ წამოვდექი და გავიხსენე - რამდენჯერმე დამიწუნეს, მაინც ვითამაშე და გთხოვთ, ახალგაზრდული გადაცდომისთვის ნუ დავღუპავთ ამ ბიჭებს, დავტოვოთ და შანსი მივცეთ-მეთქი. მწვრთნელმა დამიჯერა, სამივე დატოვა და შემდეგი პირველივე შეხვედრა ჩივაძემ, ჩხაიძემ და კოპალეიშვილმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს.

ესაა სწორი მიდგომის შედეგი. შესაძლოა, ნიჭიერი ფეხბურთელი ჩარჩოდან წამიერად ამოვარდეს და შეცდეს, მაგრამ მწვრთნელს იმდენი კაცობა, ჭკუა და ღირსება უნდა ჰქონდეს, რომ ჭირვეული მოარჯულოს და მისი ნიჭი გამოიყენოს. ნიჭიერი ფეხბურთელის გაგდება უდიდესი დანაშაულია.

ვინ თქვა, რომ არ შეგვიძლია?

- კომუნისტები თათბირებზე ფეხბურთის საკითხს ხშირად განიხილავდნენ. საბჭოთა კავშირში რუსებისა და უკრაინელების მსგავსი შესაძლებლობები არავის ჰქონია, მაგრამ ქართულ ფეხბურთს ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა. ჩვენს სიძლიერეს ყოველთვის და ყველა დონეზე ვამტკიცებდით.

1970 წლის აპრილში საბჭოთა კავშირის ნაკრები "ლუჟნიკებში" პოლონეთის კლუბების ნაკრებს შეხვდა. მოხდა უნიკალური ფაქტი - საბჭოთა კავშირის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ქართული ფეხბურთის ექვსმა აღზრდილმა ვითამაშეთ - ანზორ კავაზაშვილმა, მე, ხურცილავამ, მეტრეველმა, ასათიანმა და გივი ნოდიამ.

მსგავსი რამ შემდეგაც მოხდა - 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინა შეკრებაზე ესპანეთში 6 ჩვენიანი წაიყვანეს - დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია, ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია და თენგიზ სულაქველიძე, ნოდარ ახალკაცი კი მწვრთნელთა ტრიუმვირატის წევრი იყო.

დღეს ბევრს ჩვენი ფეხბურთის არ სჯერა, მაგრამ ფაქტები ამტკიცებს, რომ ქართველებს თამაში შეგვიძლია. სამწუხაროდ, დღეს უმძიმესი ვითარებაა. წინსვლის ნაცვლად, ჩვენზე პატარა და ნაკლები წარმატების მქონე ქვეყნებმა გაგვასწრეს. ლატვიაში რა ფეხბურთი იყო? მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

სხვათა შორის, კარგია, ფეხბურთის ფედერაციამ ახლა მაინც რომ დაიწყო სახელოვანი ვეტერანების შემოკრება და მათი გამოცდილების გაზიარება. ეს არაა ჩემი ახირება, ნებისმიერ საქმეში ჭკუა მცოდნეს უნდა დაეკითხო და არა უბრალოდ იმას, ვინც ინგლისური კარგად იცის...

არ გახსოვთ, ფედერაციის სადავეებთან რა ხალხი იდგა? ფეხბურთის გაგებაში არ იყვნენ. ფეხბურთის მოვლა მცოდნე ხალხს უჭირს და უცოდინარი როგორღა გაუძღვება? ჩვენი ფეხბურთი იმ ავადმყოფს ჰგავს, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება...

ახლა ფეხბურთზე შეძლებული ოჯახის შვილები დადიან, უფულოები კი იკარგებიან. არადა, ფეხბურთელები ღარიბი ოჯახებიდან მოდიოდნენ. ამიტომ უნდა გაკეთდეს უფასო სკოლები და მაშინ დავიჯერებ, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი. სხვაგვარად, არაფერი გვეშველება.

საერთოდ, გამორიცხულია, ფინანსების გარეშე ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეს მივაღწიოთ. აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა საკლუბო დონეზე სწორედ ამის ხარჯზე გაგვასწრეს, თორემ ჩვენზე ნიჭიერები ნამდვილად არ არიან.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK

dato
დააყენეთ ნაკრებში და აგინეთ მერე ერთ თვეში, ტრადიცია არის ასეთი საქართველოში
gizog
ბატონმა რეზომ, სიონთან მატჩში დაამტკიცა კედევ ერთხელ მისი მაღალი პროფესიონალიზმი. მეორე ტაიმს ხომ, როგორც წესი მწვრთნელები იგებენ. მან აჯობა თავის ნამდვილად პერსპექტიულ, მაგრამ ჯერ გამოუცდელ კოლეგას. სულ წარმატებებს გისურვებთ, ბატონი რეზო როგორც ქუთაისის ტორპედოდს ისე ქართული ფეხბურთის აღორძინებაში. ძირითადად ყველა ნამდვილი ქართული საქმე ხომ ქუთაისიდან იწყებოდა.
giorgi1
ამ კაცს ნაკრები ჩააბარეთ და აგერ ნახავთ თუ არ გაამტვრიოს შესარჩევი! ის მაინც ნაღდად გვეცოდინება რომ "ჩმორის" გარდა ყველაფერი იქნება ნაკრები ამის ხელში! აი ასე თუ არ იყოს, აგერ ნახავთ. ნაღდი კაცია და შანსი არაა არ გაახარებს გუნდს, სულს არ მოათქმევინებს და ჩმორობის საშუალებას არ მისცემს! ქეცბაიამ მარტო გინება და ღრიალი იცის მწვრთნელი კი არა ზონდერია სუფთა
giorgi
მაგარი კაცი! :D უბრალოდ ლეგენდა )) უბნის ბიჭებით აწყობილი გუნდით უგებდა არველაძეებს, თვითონ ყვებოდნენ. ამისთანა კაცი რომ ქვეყანას ეყოლება და არავის "არ დასჭირდება", აი .. იმათ საერთოდ რა უნდათ, რა უნდა დაიჭიროს იმ ხალხმა..
Rustavi
ამისთანა კაცი დაუსაქმებელი რომ იყოს, აი სირცხვილი კი არა თფუი რა.. ეს კაცი არის საქმის მცოდნე, საუკეთესოდ რომ ესმის ფეხბურთი და ყველაფერი რა როგორ "მუშაობს", აი რასაც ქვია მცოდნე კაცი და ფანატიკურად შეყვარებული. სირცხვილია სირცხვილი, მართლა "ძოძუაშვილი რატომ არ გინდა?!" სამასხარაო რომ გახადეს ასეთი კაცი, საბოლოოდ თვითინ დარჩნენ გამასხარავებულები შესარჩევი ციკლის ბოლოს! უნდა მოუსვა და გაყარო რა ვინც აზრზე არ არიან ფეხბურთის და ვისაც ესმის ისინი უნდა მოიყვანო რა. ამაზე მაგრამ ვის ესმის ფეხბურთი? გეუბნებით რა, ნაკრებში დანიშნეთ ეს კაცი და აგერ ნახავთ თავისი თუ არ "გაჭრას"! სულერთია რაღაცას იზამს, რაღაცას ააფეთქებს. სხვა ვარიანტები რომ "გამოგელევათ" მაშინ დანიშნავთ ალბათ..
dato
თვითმფრინავსი 2 ხაზის გულისტვის რომ ერთმანეტს დაერივნენ მწვრტნელ ბეხბურთელები ამას რატომ არ ამბობთ,გამომიყვანეს მიხიჩა წმინდანი.არც თამაში ჩაუწყვია არასოდეს :)
თშ
ერთხელ არ ჩააბარეს ნაკრები არ ვიცი რატომ გულიანი კაცია.
otari
რევაზ ძოძუაშვილი უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მაშინ გვექნება შანსი გავიდეთ ჯგუფიდან,თორემ არაფერი გვეშველება.ფეხბურთის მამებო გამოიყენეთ ეს შანსი და გაახარეთ ქართველი ხალხი.
zaza ziko
ამ კაცს რაფრის დიდებით არ ანდოთ ნაკრები იმიტომ, რომ შეიძლება ევროპის ან მსოფლიო შესარჩევში მოვხდეთ და მერე სიხარულით რამე დაგვემართება. ასე არ ჯობია! 100% ვიცით რომ ვერ გავალთ?!
lasha
მაგარი პიროვნებაა და პროფესიონალი
tamazi
რიგის "სკონტო" ლატვიის ჩემპიონი გახადა, რა არის აქ უცნაური? თუ არ იცით დაიმახსოვრეთ, ისე დრაგან ჯაიჩი იმ პერიოდში ბესტზე ნაკლები არ იყო, ბლოხინი ხომ მასზე საუბარი არაა, უდიდესი ლეგენდა ფეხბურთელი და გინდა ის ლატო, მაშინ პოლონეთი გრგვინავდა, მიხიჩა ქართული ფეხბურთის ლეგენდაა, მაგრამ ჩვენ ხომ დაფასებისგან შორს ვართ, გაიხსენეთ კ. გამსახურდია: "თუ ვინმე დიდებული გამოგვერია, ისე დავკორტნით , როგორც ყვავები ძერასა"-ო
დუდუ
მსაჯიც იყო და რატო არ დაწერეთ?
gaiozi
ქართველები, იმ კავშირში არავისზე ცუდად არ ვცხოვროდით, მაგრამ ყველანაირად გვარწმუნებდნენ, რომ ჩვენ ვიყავით მეორე ხარისხოვანი, ხოლო ძლიერები , ნიჭიერები, განათლებულები, ნამდვილი ვაჟკაცები და საერთოდ დიდები იყვნენ ისინი დიდი ძმები, ბატონი რეზო კი იყო იმ დიდ ქარტველთაგანი, რომელიც არა მარტო დიდ ძმებს არამედ მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ მის ერსაც შეეძლო გაეზარდა მსოფლიოს დონის ადამიანი და სულაც არ იყო მისი მშობლიური ერი მეორეხარისხოვანი. მაშინ, დიდი ხნის წინ საქართველოს პროვინციაში სამაჩაბლოი ვცხოვრობდი და რა დამავიწყებს იმ ღამეს, როცა ბატონმა რეზომ 1970 წლის შესარჩევ მატჩში მსოფლიოს მაშინდელი კაშკაშა ვარსკვლავი 90 წუთი უშედეგოდ ათამაშა და ნაკრებს, არა მარტო მან , ქულა მოუტანა, , ხოლო ქართველებს უდიდესი სიამაყე, რაც ასე ძალიან გვაკლდა მაშინ. ამ თამაშების გვირგვინი იყო 81 წელის ტრიუმფი. ბატონო რეზო დიდი სურვილი მაქვს კიდევ ერთხელ დაამტკიცოთ(ასეთი იღბალი გქონიათ) მშობლიურ საფეხბურთო კლუბში, რომ დიდი მწვრთნელი ხართ და მომავალში იმსახურებთ საქართველოს პირველი გუნდის თავკაცობას. ღმერთმა დაგლოცოს ბატონო რეზო ოჯახით, შთამომავლობით და დღეგრძელი გამყოფოს.
gizog
ქართულ ფეხბურთში ლეგენდებს რა გამოლევს და კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი. ვისაც ფეხბურთი უყვარს, მას ლოგიკით ფეხბურთელებიც უნდა უყვარდეს. იმ ხალხის ვერ გამიგია ვისაც არ გიყვართ ფეხბურთი თავი დაანებეთ მასაც და ფეხბურთელებსაც, რატომ ხართ ჩასაფრებული და ეძებთ რაიმე გამაღიზიანებელი დაწეროთ კომენტარში? ბატონი რევაზი ქართული ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი. მისი სამწვრთნელო კარიერა ქართველთა უდიდესი მწვრთნელის კარიერას მაგონებს, რომელიც მიჰყავდათ Dაშლის პირას მიყვანილ გუნდში. შექმნიდა გუნდს გადმოიყვანდა ლიგიდან ლიგაში, თუ აიყვანდა ლიდერებში და ათავისუფლებდნენ. მახსოვს, როგორ იხვეწებოდა ბატონი რეზო, როცა დავით ყიფიანის და მისი დუეტი გაუშვეს ნაკრებიდან, თუნდაც ორი თამაში მანდეთ , თუ არ მექნება შედეგი მაშინ გამიშვითო, მაგრამ დარჩა ხმა მღაღადელისა უდაბნოსა შინა. მოიყვანეს ძვირად ღირებული მწვრთნელაბი შედეგი უარესი. მე დღესაც მტკიცედ მჯერა . რომ ბატონი რეზო, ფეხბურთში თავის გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე უნდა იყოს აუცილებლად საქართველოს ნაკრებში ერთერთ ხელმძღვანელად მაინც, ეს ძალიან წაადგებოდა ჩვენს ნაკრებს შესარჩევ თამაშებში წარმატებით გამოსვლაში.
გიორგი
SHUKOVANI -ს შე კაი კაცო, ვინ არ დაგაცადა მეორედ ან მესამედ წაკითხვა?! მიდი მიდი არ დაიზარო და კიდევ ერთხელ გადაიკითხე და მერე მიხვდები შენი კომენტარის უადგილობას! მხიარულ შაბათ-კვირას გისურვებ!
SHUKOVANI
" "მიხიჩას" ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონები გახდნენ თბილისის "დინამო" (1991, 92), რიგის "სკონტო" " რიგის სკონტო არა, გროზნოს ტერეკი გახდა საქართველოს ჩემპიონი.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ხვიჩას მხოლოდ ამ ორ ლეგენდას შევადარებ" - დი კანიომ "კვარაზე" ისაუბრა
"რატომ ჰგავს ხვიჩა კვარაცხელია ჯორჯ ბესტს?" [VIDEO]
ალეხანდრო გარნაჩომ "მანჩესტერში" 58-წლიანი რეკორდი დაამხო
75 წლის ასაკში ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა
არ გამოტოვოთ "ლელო week"-ის წლის პირველი ნომერი [+ პოსტერი]
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
ჯონ პეტერსონი: ჭიდაობა გორელებისთვის დნმ-ის ნაწილია
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის 5 საუკეთსო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
მესი ტოპ 10 ტექნიკურ ფეხბურთელს შორის მე-5-ზე გავიდა, რონალდო ათეულშიც ვერ მოხვდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
"თუ კვარაცხელია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, მაშინ..." - კრისტიან ვიერი შესაძლო სცენარზე საუბრობს
გეგა გეგეშიძე: ეს ლევან თედიაშვილის, ჭიდაობის ფედერაციის შეურაცხყოფა იყო...
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
სპორტის სამინისტრო: საქართველოს 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილია
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...