ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტირასპოლელი შერიფი - გიორგი სააკაძის შთამომავალი სტალინის ქალაქიდან

ტირასპოლელი შერიფი - გიორგი სააკაძის შთამომავალი სტალინის ქალაქიდან

ვაჟა თარხნიშვილი: "არ ვიცი, დამთხვევაა თუ რა არის, მაგრამ ფაქტია - მეც ჩემი გუნდის მთავარსარდალი ვიყავი და მეც - სხვა ქვეყანაში"
2012 წლის 23 ივლისს 40 წლის ქართველი მცველი ვაჟა თარხნიშვილი ფეხბურთიდან ტირასპოლის "შერიფმა" გააცილა - ასე დასრულდა გორელი ბიჭის 22-წლიანი კარიერა, რომელიც 1990 წელს დაიწყო.

"სოვეტსკი სპორტმა" ის პოსტსაბჭოეთის ყველაზე ცნობილი ხანდაზმული ფეხბურთელების ხუთეულში დაასახელა. თარხნიშვილს ხუთ კლუბში უთამაშია. სხვათა შორის, მისი კარიერა არ დაწყებულა მშობლიურ ქალაქში და არც იქ დასრულებულა. ჯერ იყო დუშეთის "არაგვი", მერე გორის რაიონის "ქართლსა" და "დილაში" ითამაშა, შემდეგ თბილისის "ლოკომოტივი", ბოლოს კი

ტირასპოლის "შერიფი".

ფაქტია, რომ თარხნიშვილი სამშობლოში ისე ვერ დააფასეს, როგორც მოლდოვაში. არადა, თავისი დროის ერთ-ერთი

საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი იყო...

ჩივაძის რეკომენდაციით

- შრომას ბავშვობიდან შევეჩვიე და არასოდეს მეზარებოდა. ვვარჯიშობდი და სულ წინსვლაზე ვფიქრობდი. 1998 წელს თბილისის "ლოკომოტივში" ამიტომაც გადავედი - ვიცოდი, თბილისში გულშემატკივრები და სპეციალისტები უკეთ გამიცნობდნენ. თემურ მახარაძე დაინტერესდა, მენდო, მათამაშა და მისი დამსახურებაა, ეროვნულ ნაკრებში ორჯერ მაინც რომ ვითამაშე.

"შერიფში" 1999 წელს მიმიწვიეს და მას შემდეგ გუნდის კაპიტანი გახლდით - სხვათა შორის, სამკლავური ჩასვლისთანავე გადმომცეს. მაშინ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი სერგეი ბოროვსკი იყო, საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მინსკის "დინამოს" ყოფილი ცენტრალური მცველი. დიდი მადლობა ალექსანდრე ჩივაძეს! ბოროვსკისთან სწორედ მან შემაწია სიტყვა, დაურეკა, მაგარი მცველია და ხელიდან არ გაუშვაო.

ბოროვსკიც მაგრად დამხვდა, ჯერ იმიტომ, რომ ჩივაძემ დაურეკა და, პლუს ამას, ქართველებზე გიჟდებოდა. მაშინ მითხრა, ჩივაძე როგორ უყვარდა - მთელი ცხოვრების განმავლობაში საშას მადლიერი ვიქნებიო. საბჭოთა ნაკრებში გამოძახებულ ბელარუს ბიჭს მოსკოველები თურმე დაჩაგვრას უპირებდნენ, მაგრამ ბატონმა საშამ დაიცვა, პატარა ძმასავით გვერდში დაიყენა და მერე ბევრი რამ ასწავლა კიდეც...

კაპიტან თარხნიშვილის მონეტა

- მოკლედ, "შერიფში" დარჩენა გადაწყდა. ამ დროს, გუნდის კაპიტანმა რეჟიმი დაარღვია და არ ვიცი რატომ, ბოროვსკიმ ამხანაგურ მატჩში სამკლავური მე, ახალწვეულს მომარგო. და მას შემდეგ, 13 წელიწადზე მეტი, კარიერის დასრულებამდე, "შერიფი" მოედანზე მე გამყავდა. "ვიკიპედიაში" შეცდომაა - "შერიფის" ფორმით არა 487, არამედ 528 მატჩი ჩავატარე.

2003 წელს, "შერიფმა" პირველად რომ მოიგო "თანამეგობრობის თასი", ამის აღსანიშნავად დნესტრისპირეთში ადგილობრივი 100-მანეთიანი ვერცხლის მონეტა გამოუშვეს ჩემი გამოსახულებით - კლუბის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ხარო. მეგობრებთან ვხუმრობ, სრული ბედნიერებისთვის ტირასპოლში ჩემი სახელობის ქუჩის გახსნა მაკლია-მეთქი...

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში კი გადაწყდა, რომ "შერიფში" 5-ნომრიანი მაისურით აღარავინ ითამაშებდა და ეს მაისურა სამუდამოდ მომაკუთვნეს. 2 დღეში "შერიფის" სპორტულ დირექტორად დამნიშნეს და ახლა ვცდილობ, ამ პოსტზეც სასარგებლო ვიყო.

კუდამოძუებული მოსკოველები

- კარიერაში ყველაზე მეტად პირველი ტიტული დამამახსოვრდა. 1999 წელს "შერიფი" მოლდოვის თასის ფინალში გავიდა. "კონსტრუქტორულს" შევხვდით. მაშინ ახალი ჩამოყალიბებული კლუბი იყო და ერთი ტუტულიც არ გვქონდა მოგებული...

იმ დღეს რა დამავიწყებს - ტირასპოლში თამაზ პერტია თამაშობდა. მატჩი 15 წამში მთავრდებოდა და 0:1-ს ვაგებდით, როცა მოედნის ცენტრში ბურთი პერტიას გადავაწოდე. შევნიშნე, კარს უმიზნებდა და დავუყვირე - არ დაარტყა-მეთქი. მან თავისი არ დაიშალა და გაიტანა! კურიოზული, მაგრამ ძალიან ლამაზი გოლი იყო. მერე, დამატებით დროში ერთიც გავიტანეთ და თასი პირველად ავწიე.

დასამახსოვრებელი შეხვედრები გვქონდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, განსაკუთრებით - მოსკოვის "სპარტაკთან". რუსები ისე ჩამოვიდნენ და ისეთ ინტერვიუებს იძლეოდნენ, გული მისკდებოდა. ამ დროს კი მოსკოვში 0:0 ვითამაშეთ, შინ 1:1 და მხოლოდ ტირასპოლში გატანილი გოლის ხარჯზე გვაჯობეს.

მაგრამ იმით მაინც გავიხარე, რომ მატჩის შემდეგ მოსკოველები მოედნიდან კუდამოძუებულები გადიოდნენ. სადღა იყო ის ამაყი მზერა, პირველი შეხვედრის პირველივე წუთებზე რომ ვხედავდით.

სააკაძის შთამომავალი

- გვარით ნამდვილად ვამაყობ, რადგან თარხნიშვილების სათავეები დიდი ქართველი სარდლის, გიორგი სააკაძის შვილს უკავშირდება. ადრე სააკაძეები ტანის ხეობაში სახლობდნენ, დღევანდელ გორის რაიონში, ნოსტეში კი მე-16 საუკუნის ბოლოს გადასულან. გიორგი სააკაძის შთამომავალთა ნაწილი თარხან-მოურავად წოდებულან, ნაწილი - თარხნიშვილებად.

არ ვიცი, დამთხვევაა თუ რა არის, მაგრამ ფაქტია - მეც ჩემი გუნდის მთავარსარდალი ვიყავი და მეც - სხვა ქვეყანაში.

საქართველოში ცხოვრება და ჩვენი ფეხბურთის სამსახური მერჩივნა, მაგრამ გადახვეწა მომიხდა. ისეთ დროს წავედი, ჩვენთან ფეხბურთისთვის არავის ეცალა. "შერიფი" კი ძლიერ გუნდად ყალიბდებოდა.

შვილები ორივე საქართველოშია. მოლდოვაშიც ისწავლიდნენ, მზრუნველობა არ მოაკლდებოდათ, მაგრამ ქართველებად სამშობლოში გაიზრდებიან.

რომში დაკარგული ბინა

- პაპაჩემის ძმა, მიხეილ თარხნიშვილი, კომუნისტების დროს ევროპაში დარჩა, იტალიაში დასახლდა და მერე ვატიკანში საკმაოდ ცნობილი საეკლესიო მოღვაწე გახდა. კათოლიკურმა ეკლესიამ მისი სახელი იტალიური ვარიანტით შემოინახა - მიკელე თარხნიშვილი. ბოლოს ის რომის პაპის კარზე დიდი გავლენით სარგებლობდა და ვატიკანის ბიბლიოთეკის გამგეც იყო.

სხვათა შორის, რევაზ თაბუკაშვილმა თავის ფილმში - "ალპური ვარსკვლავი" - მიხეილ თარხნიშვილს საკმაოდ დიდი დრო დაუთმო. პაპაჩემის ძმა იმითიც არის ცნობილი, რომ პალესტინაში, V საუკუნის სამონასტრო კომპლექსში, ქართული წარწერები აღმოაჩინა.

იტალიიდან წერილს წერილზე წერდა, მაგრამ არც იცოდა, რომ ამის გამო ჩვენს ოჯახს პრობლემებს უქმნიდნენ. თან ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ხდებოდა, საბჭოთა კავშირი ფაშისტურ გერმანიასთან ერთად იტალიასაც ებრძოდა და ამ დროს, წარმოიდგინეთ, პაპას თავისი ძმა წერილებს ვატიკანიდან უგზავნიდა.

ყოველ მოკითხვაზე პაპას "კაგებეს" იზოლატორში აყურყუტებდნენ. ბოლოს კაცი დაიღალა და მიწერა, ძმაო, ვიცი, რომ გიყვარვარ, მაგრამ ჩემი სიკვდილი თუ არ გინდა, თავი დამანებე, აღარაფერი მომწეროო.

ის 55 წლის გარდაიცვალა. თურმე, სურდა, მთელი თავისი ქონება, მათ შორის, რომის ბინა ჩვენებისთვის გადმოეცა, მაგრამ... რომ იცოდა, მის ძმას საბჭოთა უშიშროება რა დღეშიც ჩააგდებდა, შეეშინდა, უბედურება არ დამართონო და ეს ყველაფერი ანდერძით ვატიკანს უსახსოვრა. თაბუკაშვილის ფილმში ესეც არის ნახსენები...

ორი მატჩითაც ბედნიერი ვარ

- იმითიც ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში სულ 2 მატჩი ჩავატარე, მაგრამ ერთიც არ იყო ოფიციალური. პირველი ესტონეთთან ვითამაშე, მეორე - უკრაინასთან. ვოვა გუცაევის მადლიერი ვარ, მენდო და ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი მომცა. მას შემდეგ შეკრებაზეც არასოდეს ჩამოვსულვარ...

რა თქმა უნდა, სურვილიც მქონდა და გამოძახების იმედიც. ეს ის პერიოდია, როცა "შერიფი" პოსტსაბჭოეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად აღიარეს, მე კი გუნდს შეუცვლელად ვკაპიტნობდი...

არ ვიცი, რამდენად მართალია, თითქოს, მიზეზი ჩემი სიმაღლე გახდა -176 სმ ვარ, რაც ცენტრალური მცველის სტანდარტში არ ჯდება. პარადოქსი იყო, რომ სიმაღლის გამო მიწუნებდნენ და არა - თამაშის. ადამიანი სიმაღლით არ თამაშობს, მთავარი ტვინია.

...მაინც არაფერს ვნანობ. მადლობა მათ, ვინც გამომიძახა და ვინც არ მიმიწვია - თითოეული მათგანი კარგი მწვრთნელი იყო და გულში წყენა არ ჩამიდია. ჩემს დროს ისეთი ძლიერი თაობა იყო, ნაკრებში ყველას ვერც გვათამაშებდნენ. ამის გამო ბევრი კარგი მოთამაშე ვერ გამოვიყენეთ.

მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი ის სიტყვები იყო, რომელიც სერგეი ბოროვსკიმ მითხრა - ულვაში რომ გქონდეს, "პროფესორი" იქნებოდიო. ასე ჩივაძეს ეძახდა, რომელიც ჩემს თვალში მსოფლიოს მასშტაბის ვარსკვლავია. მისნაირი დინჯი, გონიერი, მაღალი კლასის ცენტრალური მცველი დღესაც არ მეგულება. ამას გადაუჭარბებლად ვამბობ.

საქართველოში?

- რატომაც არა?! სიამოვნებით ჩამოვიდოდი, მაგრამ დღემდე შემოთავაზება არ მქონია. მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მაინც საქართველოში უნდა ჩამოვიდე, ჩემი სამშობლოა და აქაურობა სულ მენატრება, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ხშირად ჩამოვდივარ.

აბა, ნაკრების მეკარე მალტაში რომ წავა და მის შენარჩუნებას ერთი ქართული კლუბიც ვერ შეძლებს, ამის შემდეგ რა გულით უნდა დავბრუნდე?

სამწუხაროდ, ჩვენი ფეხბურთელებით ადრინდელივით აღარც ინტერესდებიან. ბევრი მათგანიც უცნაურად იქცევა: ერთ მატჩს კარგად რომ ჩაატარებს, თვლიან, რომ უკვე ვარსკვლავებს ეთამაშებიან და ჩერდებიან. არადა, უნიჭიერესი ბავშვები გვყავს.

ქართულ ფეხბურთს რაღაც სჭირს - ეს ჩემთვის მძიმე თემაა. მაგრამ არც მინდა, შორს მყოფმა ვინმეს ჭკუა დავარიგო და შეფასებები ვაკეთო. მზა რეცეპტების გაცემა არც მიყვარს, რადგან ჩვენი ფეხბურთის წამალი არ ვიცი, ზერელე ლაპარაკი კი არ მჩვევია.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK

• ika

სულ მინდოდა ნაკრებში მენახა ეს კაცი და ვერ ვხვდებოდი რატომ არ იძახებდნენ

• გიგლია

კაი ვაჟკაცი ყოფილხარ.

• bareza

კარგი კაცი ხარ ვაჯა !!!

• gio

გეტყობა რა ადამიანიც ხარ. იხარე და იბედნიერე კაცი ხარ კაცური .

• gaiozi

ვაჟა დიდად გაფასებდი, როგორც დიდ ფებურთელს, რომელმაც ამდენი წლები ითამაშა უმაღლეს დონეზე, მარამ აღმოჩნდა, რომ დიდი ქართველი ვაჟკაციც ყოფილხარ. მართლაც გვყვანდნენ დიდი ფეხბურთელები, მაგრამ შენაირი გულიანი და პატრიოტი კი ძალიან ცოტა გვყავდა, ამიტომ სისტემატურად უნდა გეთამაშა ნაკრებში, მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი პოლიტიკაზეა აგებული. შენ, ხომ ვიღაცეებისთვის სეპარატისტული გუნდის წევრი იყავი. ვაჟა, უფალმა დალოცოს და გაგახაროს შთამომავალში.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

მოლდოვური მედია: ჩაწყობილი თამაშების ორგანიზატორები შესაძლოა, ძმები ხორგუაშვილები იყვნენ

"შერიფის" ქართველი დირექტორი: ჩეფერინს ვუთხარი, რომ "რეალს" უპრობლემოდ დავამარცხებდით

შოთა მახარაძე: "შერიფში" ყველაფერი ისეა აწყობილია, იქაურობის მიტოვება ძალიან ძნელია

ვალტერ ხორგუაშვილი: გარიგებულ მატჩებთან არაფერი მაკავშირებს

შარშანწინ "საბურთალოსთან" წავაგეთ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ და...- ინტერვიუ "შერიფის" ქართველ ლეგენდასთან

ვაჟა თარხნიშვილი: ლამაზი სიტყვების ნაცვლად, საქმის კეთების დროა