ქართველმა წყალბურთელებმა მედგარი ბრძოლით ევროპა არ დაანებეს მასპინძლებს
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საპლეიოფო მატჩში თბილისში 8:4 დაამარცხა თურქეთი. სტუმრად, 1 მარტს გასამართ შეხვედრაში ოთხქულიანი უპირატესობის შენარჩუნება სჭირდებოდა, რათა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოეპოვებინა.

ქართველმა წყალბურთელებმა მედგარი ბრძოლით ევროპა არ დაანებეს მასპინძლებს, სტამბოლში, "ბაკირკოის" საცურაო აუზში 9:12 დათმეს და ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალეს - ზაფხულში უნგრეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ!

ევროპის ჩემპიონატის პელი ოფი. 1 მარტი, სტამბოლი ."ბაკირკოის" საცურაო აუზი

თურქეთი-საქართველო 12:9

2:3, 3:3, 4:1, 3:2

საქართველო: ჭუმბურიძე (მეკარე), ხვედელიანი, ცრეპულია, ელეზი (2 გოლი), ლაითაძე, ელაჩა (5), ჩომახიძე (1), რურუა, გეგელაშვილი, ფრანიჩევიჩი (1), ნიკოლეიშვილი, კაპანაძე.

თურქეთი: ტოპალოღლი (მეკარე), სუტოლო (4), ბაბაკისი (1), სონმერი, სოლაქი, გულენჩი, გატუსულუ, დესტიჩი (1), სოვმარი (3), კოროლია (1), ბეშკარდეშლერი (1), გაგტაჩი (1), გერეკი.

ანგარიშიც ცხადჰყოფს, რაოდენ დაძაბული და დრამატული გამოდგა შეხვედრა, სპორტკომპლექსში შეკრებილმა ქართველებმა მეტისმეტად ვინერვიულეთ, თუმცა ეს საბოლოო სიხარულად ნამდვილად ღირდა - მატჩის დასრულებასთან ერთად ხომ სტამბოლში ქართულმა ემოციებმა იფეთქა.

ყველა გახარებული იყო, წყალბურთელებთან ერთად წყალში იზეიმა წარმატება ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვოვა ისელიძემ, ხოლო სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი სპეციალურად თამაშისთვის ჩამოსულ ქომაგთა 50-კაციან ჯგუფს შეუერთდა და მათთან ერთად მიულოცა მთელს საქართველოს ეს წარმატება:

- ეს დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ნაკრები პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ჩვენმა გუნდმა ეს დაიმსახურა. დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც თავი დადეს და ძალიან გაგვახარეს.

მადლობა საქართველოდან ჩამოსულ "ქართული სპორტის ქომაგებს", რომლებმაც დიდი დახმარება გაუწიეს ეროვნულ ნაკრებს, - თქვა ლევან ყიფიანმა.

"ქართული სპორტის ქომაგებს" თურქეშში გამოფენილი ჰქონდათ ტრაფარეტი, რომელსაც ეხატა საქართველოს ერთიანი რუკა, წართმეული კუთხეებიანად და ეწერა: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!"

ევროპის ჩემპიონატებსა თუ ოლიმპიადებზე გამოწრთობილმა (რუსეთის სახელით გამოდიოდა, ვიდრე საქართველოს ნაკრები შეიქმნებოდა) რეზო ჩომახიძემ საქართველოს დროშა აღმართა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

- ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. ჩვენი წყალბურთისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მას წინ უძღოდა დიდი ხნის დაუღალავი შრომა. ყველამ ბევრი ვიმუშავეთ და ამიტომაც იყო შედეგი ლოგიკური. იმედი მაქვს, ქართული წყალბურთის განვითარება ამ ეტაპიდან გაგრძელება.

მატჩის პერიპეტიებზე დეტალურად მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს, უახლოეს ნომრებში წყალბურთელთა ნაკრების სტამბოლური წარმატების თემას უფრო ვრცლად შევეხებით.

აქ კი შეგვიძლია ერთი რამ ვთქვათ: შეხვედრას თავიდან ბოლომდე საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს თურქეთმა ზედიზედ ორი ბურთი გაგვიტანა და ორით დაწინაურდა, ხოლო ბოლო წუთებზე დაძაბულ ბრძოლაში სხვაობა სამამდე გაზარდა, ჩვენი გუნდის წყალბურთელები დარბაზში შეკრებილი ქომაგებისგან განსხვავებით წამითაც არ აღელვებულან, იცოდნენ, რას აკეთებდნენ და როგორ უნდა მიეღწიათ იმ შედეგისთვის, რომელიც ელიტარულ 12 გუნდს შორის მოახვედრებდა.

გამოცდილი რევაზ ჩომახიძე ვახსენეთ, მასთან ერთად მთელი გუნდი უნდა გამოვარჩიოთ, მეკარე ზურაბ ჭუმბურიძიდან დაწყებული დაწყებული სნაიპერი მარკო ელაჩათი დამთავრებული (5 გოლი).

მაშ ასე, ქართულ გუნდურ სპორტში კალათბურთელთა ნაკრების შემდეგ წყალბურთელებმაც დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ მიაღწიეს ევროპის ჩემპიონატს.

შეგახსენებთ, მათთვის სადებიუტო ევრობასკეტზე კალათბურთელებმა მეორე ეტაპზე ითამაშეს და უკვე ტრადიციად აქციეს ევროპის უმთავრეს ფორუმზე თამაში.

ამასვე ვუსურვებთ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს, რომელიც ამ ზაფხულს უნგრეთში ევროპის საუკეთესო 12 ნაკრებს შეუერთდება.

ვაჟა სიმონიშვილი სტამბოლოდან

ვაჟა
"ნამდვილად კარგი საჩუქარი" დახვდათ ჩვენს წყალბურთელებს : –"დროულია ლაგუნა ვერეს ფუნქციონერობის შეწყვეტა", რაც 2 მარტს გაჟღერდა "ნიუს.ჯე" საიტზე. თქვე კაი დედმამის შვილებო ლაგუნა ვერეს გაჩერება იქნება?! ისევე როგორც ყოფილი35 საფეხბურთო სკოლის და ავლაბრის სტადიონების გაუქმება?! და მერე გავიძახით:"ბაზები არ გვყოფნის!!!
egrisi
"ქართული სპორტის ქომაგებს" თურქეშში გამოფენილი ჰქონდათ ტრაფარეტი, რომელსაც ეხატა საქართველოს ერთიანი რუკა, წართმეული კუთხეებიანად და ეწერა: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!" აა, ნახეს თურქმა "ძმებმა"?
გიორგი
ფეხბურთიღა დარჩა!!! ფეხბურთელების გარდა ყველამ ითამაშეს ევროპაზე ან მსოფლიოზე,
izi
გილოცააავთ!!!!
Z.LO
ასეთი სიხარული კარგა ხანია არ განმიცდია! ბრავო
kola
თქვენ გენაცვალეთ.გაიხარეთ.
tedo
აგაშენათ ღმერთმა ჩვენი გახარებისათვის.
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
საქართველოს ნაკრებს მოლდოვაში 30 ქომაგი უგულშემატკივრებს
ლევან ყენია: ვამაყობ, რომ არ დავნებდი და ფეხბურთში დავბრუნდი
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ახდენილი ოცნება - ქართველი ქომაგები კიშინიოვში!
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
"ქართული სპორტის ქომაგები": მოლდოველებმა, ჩვენზე მეტად თქვენ გეკუთვნოდათ მოგებაო...
"ეპიდვითარება დასტაბილურდა, დაუბრუნეთ ნაკრებს გულშემატკივარი" - "ქართული სპორტის ქომაგები"
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
[ფანკლუბები] ვინ არიან "ქართული სპორტის ქომაგები"
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?