იოლი ინგლისში ბრუნდება?

უცნაური ხმა დაირხა: „ნიუკასლის“ ახალი მწვრთნელი ჰოლანდიელი მარტინ იოლი იქნებაო. შეგახსენებთ, რომ იოლს ინგლისში უმუშავია – თავის დროზე „ტოტენჰემს“ ედგა სათავეში. სანამ ჰოლანდიელის კანდიდატურას დაასახელებნენ ამბობდნენ, რომ „კაჭკათა“ შეფობას ალან პერდიუს ჩააბარებდნენ. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ „ნიუკასლის“ მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს კრის ჰიუტონი, რის შემდეგაც გუნდი ხელმძღვანელის გარეშე დარჩა.

ფეხბურთელებს და ფანებს ჰიუტონის მოხსნა არ ესიამოვნათ, მათ პროტესტი გამოხატეს, კლუბის მეპატრონემ მაიკ ეშლიმ კი გადაწყვიტა, ყური არავის დაუგდოს და ახალი მწვრთნელის გამალებულ ძიებას შეუდგა. რატომ მოსწონდა ხალხს ასე ძალიან ჰიუტონი? იმიტომ, რომ ამ სპეციალისტმა „კაჭკაჭები“ პრემიერლიგაში დააბრუნა, ხოლო ექვსი ტურის წინ მთავარი გამღიზიანებელი, „სანდერლენდი“ 5:1 გაანადგურა.

თავიდან, როდესაც ჰიუტონის მოხსნის ამბავი ქვეყანას მოედო, ტოტალიზატორებმა მის სავარაუდო შემცვლელთა შორის ფავორიტად პერდიუ დაასახელეს, მაგრამ, მერე უცნაური ამბავი მოხდა - თითქოს განზრახო, ინგლისში ჰიუტონის გათავისუფლებას ჰოლანდიაში, „აიაქსიდან“ იოლის წამოსვლა მოჰყვა. მერე რა? დასაეჭვებელი ამბავია, რადგან ჰიუტონი „ტოტენჰემში“ იოლის ასისტენტი გახლდათ...

და მაინც, ვითომ, ეს ორი მოვლენა მართლა ურთიერთკავშირშია? ჰოლანდიელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ იოლს ყოველთვის სურდა პრემიერლიგაში დაბრუნება და თუ „ნიუკასლი“ სამსახურს შესთავაზებს სიამოვნებით დათანხმდება, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ „აიაქსის“ აწ უკვე ყოფილ თავკაცს გერმანული „ჰამბურგი“ ეპატიჟება. ცნობისთვის: „ჰამბურგი“ ის კლუბი გახლავთ, სადაც მარტინ იოლი 2008-2009 წლებში მუშაობდა, სწორედ ამსტერდამში გადასვლის წინ.

მაგრამ, ვინც არ უნდა შეიგულოს ეშლიმ, ფანების კრიტიკას ვერ აცდება. თვით ნიუკასლელთა ლეგენდის პიტერ ბერდსლის დანიშვნის იდეამაც კი ვერ მოალბო მათი გული. თან, ბერდსლის დანიშვნა აშკარად ხრიკი იყო, რადგან მასზე ამბობდნენ გუნდს დროებით გაუძღვებაო. ინტერნეტში კი მატულობს და მატულობს „ჯორდების“ (ასე ეძახიან ინგლისში იმ რეგიონის მაცხოვრებლებს სადაც ქალაქი ნიუკასლი მდებარეობს) რისხვა.

უკმაყოფილება ვერც 36 წლის მცველმა, საქვეყნოდ ცნობილმა სოლ კემპბელმა დამალა. ვეტერანმა, რომელიც ჰიუტონმა გასულ ზაფხულს შეიძინა, თქვა:

„რაღაც უაზრობა ხდება. ამ კაცმა გუნდი პრემიერლიგაში დააბრუნა, ასეთი შედეგისთვის კი ნებისმიერ მწვრთნელს ახალი კონტრაქტით დააჯილდოვებდნენ, კრისს კი ჯეროვანი მადლობა ვერ გადაუხადეს. იმ დღეს, დილის ვარჯიშზე არც ერთმა ფეხბურთელმა არ იცოდა რა ჰქონდათ კლუბის ხელმძღვანელებს ჩაფიქრებული. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს ამბავი ფეხბურთელებზე და მათ თამაშზე ცუდად იმოქმედებს. ფეხბურთელები მას ეთაყვანებოდნენ. ჰიუტონის სამსახურიდან გაშვება ყველას ეწყინა“.

თავად კრის ჰიუტონმა კი ასე თქვა: „მე ვამაყობ იმ შედეგებით, რომელთაც „ნიუკასლ იუნაიტედში“ მივაღწიე. საოცარი ურთერთობა მქონდა ფეხბურთელებთან, კლუბის თანამშრომლებთან და ფანებთან. მინდა ამ ხალხს ჩემს გარეშეც დიდი წარმატებები ჰქონდეს“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა