ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ჯეკ უორნერმა მუნდიალის მასპინძლობაზე ინგლისელთა პროექტის წარუმატებლობა ქვეყნის მასმედიას დააბრალა

ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ჯეკ უორნერმა თქვა, რომ მისი კოლეგები - აღმასკომის წევრები ხმას ინგლისის პროექტს არავითარ შემთხვევაში არ მისცემდნენ. მიზეზი: ინგლისურმა მასმედიამ მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

ფიფას დიდმოხელეებს ინგლისური პრესა-ტელევიზიისგან შეურაცხყოფა თუ მხილება ნამდვილად არ მოკლებია. ჯერ ის რად ღირდა, თავის დროზე ნიგერიელი ამოს ამადუ და ტაიტელი რეინალდ ტემარი „სანდი ტაიმსის“ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ოთხ სხვა ჩინოვნიკთან ერთად სამსახურებიდან რომ დაითხოვეს და ახლა, წინა ხუთშაბათის კენჭისყრამდე სამი დღით ადრე BBჩ-ს გადაცემა „პანორამამ“ კიდევ სამ ბობოლას, მათ რიცხვში თავად უორნერს მექრთამეობაში დასდო ბრალი.

ფიფამ ყოველგვარი ბრალდება, რასაკვირველია, უარყო. ამადუსა და ტემარის ამბავზე თავისი დასკვნა მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2008 წელს მიაწოდა შვეიცარიის კანტონ ცუგის კრიმინალურ საქმეთა სასამართლოს. იოზეფ ბლატერმა და მისმა რაზმმა, რასაკვირველია, შორს დაიჭირეს ახლანდელი ამბებიც. უორნერმა კი თქვა:

„ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი იქნება თუ ვიტყვით, რომ ფიფას აღმასკომი ინგლისს ვერაფრით გამოაცხადებდა 2018 წლის მუნდიალის მასპინძლად. ეს იმიტომ მოხდა, რომ ინგლისელებს მათმა საკუთარმა მედიამ უმუხთლა, თან ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. ჩვენი მხრიდან ინგლისელთა პროექტის მხარდაჭერა ფიფას ღალატი და შეურაცხყოფა იქნებოდა“

juba
ესენი პირველივე ტურში გავარდნენ....
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა