ფიფია: "დინამოსაც" კარგი პატრონი სჭირდება, რომელიც მას ძველ დიდებას და თავის სახელს დაუბრუნებს"
საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" ბიზნესმენი რომან ფიფია შეიძენს. როგორც დღეს ბიზნესმენთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განაცხადა, საბოლოო შეთანხმებას კლუბის გასხვისების შესახებ ერთ კვირაში ლონდონში მოეწერება ხელი.

"რომან ფიფიას აქვს საკმაო გამოცდილება კლუბების მართვაში. მას რუსეთის მეორე ლიგის გუნდი უმაღლეს ლიგაში გადაუყვანია და დარწმუნებული ვარ, რომ "დინამოს" ძველ სახელს დაუბრუნებს. ყველა დეტალი პატარკაციშვილების ოჯახთანაც არის შეთანხმებული", - განაცხადა სიჭინავამ.

პატარკაციშვილების ოჯახში კი, გარიგების შესახებ ამ დრომდე არაფერი იციან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბადრი პატარკაციშვილის დამ, მზია პატარკაციშვილმა განუცხადა, ფიფია მათ არ შეხმიანებია და "დინამოს" გასხვისების შესახებ არავისთან ჰქონიათ მოლაპარაკება.

"ჩემმა ძმამ თავის დროზე იმიტომ იყიდა "დინამო", რომ დახმარებოდა კლუბს, ბიჭებს კარგად ეთამაშათ, თავიანთი საქმე ეკეთებინათ და კლუბი ფეხზე დამდგარიყო. ახლა ჩვენს ოჯახს მისი შენახვის საშუალება ნამდვილად არ აქვს და თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი, ვინც ხელს მოკიდებს გუნდს და დააფინანსებს, მხოლოდ მოხარულები ვიქნებით. თუმცა, ფიფიას და არც სხვა ვინმეს ამ წინადადებით ჩვენთვის არ მოუმართავთ", - განაცხადა მზია პატარკაციშვილმა.

რაც შეეხება "დინამოს" მომავალ მფლობელს, ფიფიას განცხადებით, გუნდის შეძენის შემთხვევაში, ის "დინამოში" რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

"ყველა გუნდს - ზესტაფონს, ქუთაისს და სხვებს გამოუჩნდათ პატრონი. "დინამოსაც" კარგი პატრონი სჭირდება, რომელიც მას ძველ დიდებას და თავის სახელს დაუბრუნებს", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფიფიამ.

რაც შეეხება ფიფიას, იგი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში და მასზე ცნობები რუსულენოვან ინტერნეტპორტალებზე მოვიძიეთ.

რომან (გულადი) ფიფია დაიბადა 1966 წელს გაგრაში. 1983 წელს გადავიდა რუსეთში და სარატოვში დასახლდა. დაამთავრა მოსკოვის სამომხმარებლო კოოპერაციის ინსტიტუტი და მოსკოვის მენეჯმენტის ინსტიტუტის სარატოვის ფილიალი. მუშაობდა ვაჭრობასა და კვების მრეწველობაში, "პერესტროიკის" პერიოდში კი კერძო ბიზნესი წამოიწყო.

80-იანი წლების მიწურულს დაარსა კოოპერატივი, რომელიც ძეხვეულს ამზადებდა. მისი მკვეთრი ნახტომი სარატოვის ოლქის გუბერნატორად დიმიტრი აიაცკოვის დანიშვნას უკავშირდებოდა, რომელთანაც დაახლოებულ პირად ითვლებოდა - იყო ჰოლდინგ "აგროროსის" მმართველი, რომელშიც 15 ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო გააერთიანა.

ფიფიას ეკუთვნოდა ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი სამი ქარხანაც, რეგიონული ავიაკომპანია "სარატოვის ავიახაზებისა" და კომერციული ბანკ "აგროროსის" აქციები.

გუბერნატორ აიაცკოვის მოხსნის შემდეგ, ფიფია საფრანგეთში, ნიცაში გადაბარგდა. თუმცა, სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა.

ფიფიამ 2006 წელს თბილისში, რესტორან "არაგვის" ტერიტორიაზე წამოიწყო თანამედროვე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და ბიზნეს-ცენტრ "ჰაიატი თბილისის" მშენებლობა, რომელიც 150 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა, ამჟამად მშენებლობა დაუსრულებელია.

ამასთან, ზოგიერთ ინტერნეტსაიტზე არის ინფორმაციაც, რომ ფიფია რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული. გარდა ამისა, იგი ყველაზე მდიდარი ქართველების სიაშიც მოხვდა. მისი ქონების ღირებულებად 500 მილიონია დასახელებული.

შეგახსენებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა კლუბის წილის სიმბოლურ ფასად გასხვისების შესახებ განცხადება 22 ნოემბერს გაავრცელა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა