"სანდერლენდს" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის მაიკლ ქერიკის შეძენა სურს და ამისათვის 7 მილიონი ფუნტი აქვს გამზადებული...

"სანდერლენდს" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის მაიკლ ქერიკის შეძენა სურს და ამისათვის 7 მილიონი ფუნტი აქვს გამზადებული. "სთედიუმ ოფ ლაითზე" ანუ თუ მოვაქართულებთ, "სინათლის სტადიონზე" მოთამაშე გუნდის მწვრთნელს, სტივ ბრიუსს თავისი ფეხბურთელობის დროინდელი გუნდის მოთამაშე ალბანელი ლორიკ კანას შემცვლელად სჭირდება. თუკი ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს, დავაზუსტებთ, რომ ქერიკი თავადაც იმ რეგიონიდანაა, ინგლისელები ვეარსაიდს რომ უწოდებენ და ქალაქ სანდერლენდს რომ აკრავს გარს. შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ კანა, რომელიც ბრიუსს გუნდის საიმედო კაპიტნად ესახებოდა, 6 მილიონ ფუნტად თურქულ "გალათასარაიში" გადავიდა. საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულმა ალბანელმა ორ დღეში აიჩემა, რომ ინგლისში ვერ ძლებს, ოჯახთან, ალბანეთთან, ახლოს, თურქეთში უნდა ყოფნა და ბრიტანეთიდან წავიდა.

კანა "სანდერლენდმა" ერთი წლის წინ "მარსელიდან" იყიდა. ვინ უნდა შეცვალოს კანა მოედნის ცენტრში? თუ ტრანსფერი გაიჩარხა, ქერიკმა, თუმცა "სანდერლენდს" აკადემიიდან ორი ნიჭიერი ყმაწვილიც "წამოეწია": ჯორდან ჰენდერსონი და დევიდ მეილერი. თუმცა მეილერს არ გაუმართლა, მაისში, სწორედ "იუნაიტედთან" შეხვედრაში მუხლი დაიზიანა და შობამდე ვეღარ ითამაშებს. კიდევ, განიხილავენ ლი კეტერმოლისა და კირეან რიჩარდსონის კანდიდატურებს. არის ახალშეძენილი კრისტიან რივეროსი და ადგილობრივი ამომავალი ვარსკვლავი ჯეკ კოლბეკი. რაც შეეხება კაპიტნის ალტერნატივას, "სანდერლენდში" სამკლავური შეიძლება მაიკლ ტერნერმა, ლი კეტერმოლმა ან კრეიგ გორდონმა გაიკეთონ. თუმცა, დავანებოთ თავი მარჩიელობას, სათუო ვარიანტების განხილვასა და დავუბრუნდეთ ქერიკს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედამდე" "ტოტენჰემ ჰოთსპურში" გამოდიოდა. ალექს ფერგიუსონმა ის 14 მილიონ ფუნტად იყიდა.

ქერიკი ბრიუსისთვის მართლაც შესანიშნავი გამოსავალი იქნებოდა. საინტერესოა, რომ ინგლისური პრესის თანახმად, სანდერლენდელთა მწვრთნელის წინადადების განხილვას არც ფერგიუსონი უარობს. ქერიკი ივლისის ბოლოს 29 წლისა მოიყრება. საინტერესო ფაქტია:

ვეარსაიდელი ქერიკი ისევე, როგორც ბრიუსი, ბავშვობიდან "ნიუკასლს" გულშემატკივრობს. მოგეხსენებათ, მან "იუნაიტედის" ძითითად შემადგენლობაში ვერა და ვერ დაიმკვიდრა ადგილი. გასულ სეზონში, რომელშიც მანჩესტერელებმა ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვეს, ქერიკი ბოლო ცხრა შეხვედრიდან მხოლოდ ოჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.

და კიდევ, "სანდერლენდმა" 6,5 მილიონი ფუნტი შესთავაზა "შალკეს" ჰაიკო ვესტერმანის სანაცვლოდ, ხოლო არგენტინელი მცველი მარკოს ანჯელერი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად მთელი რიგი საკითხებისა ჯერ კიდევ მოსაგვარებელი აქვს.

"სანდერლენდში" გადასვლის წინადადებას სწონის "რენის" განელი თავდამსხმელი ასამოა გიანი, ხოლო შარლ ნზოგბია და მეინორ ფიგეროა "უიგანმა" ისე ძვირად დააფასა, რომ ამ ტრანსფერებზე ლაპარაკიც არ ღირს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა