თორნიკე მაისურაძე: "პროგრამა-მინიმუმი ჩემპიონობის შენარჩუნებაა, მაქსიმუმი - დუბლი"
ქართულ ფეხბურთში გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა რუსთავის "ოლიმპში" მომხდარი მორიგი საკადრო ცვლილება იყო - გამოცდილი სპეციალისტის, რამაზ მუმლაძის ნაცვლად გუნდის მთავარ მწვრთნელად 32 წლის თორნიკე მაისურაძე დაინიშნა. ახალგაზრდა სპეციალისტს სადებიუტო შეხვედრა დღეს, "სიონთან" აქვს, გუშინ კი რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე კლუბის პრესატაშე მიხეილ ჯორბენაძესთან ერთად ქართული მასმედიის წინაშე წარსდგა. პრესკონფერენცია დიდი ხანი არ გაგრძელებულა: დებიუტანტმა მწვრთნელმა თავიდანვე გვთხოვა ჟურნალისტებს, რომ ბევრი და "ჩამჭრელი" კითხვები არ დაგვესვა.

ისე, არც გაემტყუნება - ახალგაზრდა კაცი, ასეთი ამბიციური გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ პრესკონფერენციას მართავდა და ერთდროულად ამდენი ჟურნალისტის გარემოცვაში ყოფნაც, ალბათ, გარკვეულ დისკომფორტსაც უქმნიდა. რა თქმა უნდა, ჩასაფრებული კაცის პოზიციაში ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებთ; ანუ, ამ ახალგაზრდა კაცის პირველი სამწვრთნელო ნაბიჯების მკაცრად შეფასება ჩვენი მხრიდან მართლაც არ იქნება ლამაზი საქციელი; პირიქით, იმედი დავიტოვოთ, რომ საფეხბურთო ოჯახში გაზრდილი თორნიკე მაისურაძე ასეთ სერიოზულ გამოწვევას ღირსეულად შეხვდება.

აქვე, ვიდრე პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ კითხვა-პასუხებს გაეცნობოდეთ, იმას ვიტყვით, რომ თორნიკე მაისურაძე "ოლიმპში" მწვრთნელ-კონსულტანტის სტატუსით იმუშავებს. ოღონდ, ეს უფრო პირობითი ფორმულირებაა, რადგან ახალგაზრდა მწვრთნელი აუცილებელ "A" ლიცენზიას ჯერჯერობით არ ფლობს.

- გუნდში მუშაობს "A" ლიცენზიის მქონე მწვრთნელი არმაზ ჯელაძე, მე კი უახლოეს პერიოდში "B" ლიცენზიას ავიღებ. თუმცა, ეს ფაქტი "რაღაც" პრობლემად არ მიმაჩნია.

- საკმაოდ ამბიციურ გუნდში მიხვედით. "ოლიმპის" მიზნები იგივე რჩება?

- პროგრამა-მინიმუმი ჩემპიონობის შენარჩუნებაა, მაქსიმუმი კი - "დუბლის" შესრულება. ამისათვის კი კლუბის ხელმძღვანელებისგან ყველა პირობა გვაქვს შექმნილი - უპირველეს ყოვლისა, კლუბის პრეზიდენტსა და ჩვენს მთავარ სპონსორს, სააქციო საზოგადოება "ქართულ ფოლადს" ვგულისხმობ.

- გუნდის "ახლოდან" გაცნობა უკვე მოასწარით?

- სამი კვირის წინ მოვედი გუნდში და თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლები კარგად ვიცი. მჯერა, რომ ამ კონტიგენტით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შესაძლებელი იქნება; აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ვისგანაც კარგად დაკომპლექტებული და მომზადებული გუნდი ჩავიბარე.

- გუნდის სამწვრთნელო შტაბსა და შემადგენლობაში რაიმე ცვლილებას ხომ არ უნდა ველოდოთ?

- სამწვრთნელო შტაბში კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ და მათთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არა მაქვს, იგივეს ვიტყვი ფეხბურთელებზეც, თანაც, ზამთრის პაუზის მერე რამდენიმე ახალ მოთამაშეს დავიმატებთ.

- ბოლო წლებში "ოლიმპში" ყოველი ექვსი თვის მერე შემადგენლობა რადიკალურად იცვლებოდა-ხოლმე...

- კიდევ ვიმეორებ, ჯერჯერობით გუნდიდან არავინ მიდის - თითქმის ყველა ფეხბურთელს, მინიმუმ სეზონის ბოლომდე აქვს კონტრაქტი, ზოგს უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულება აკავშირებს.

- ანუ, ირაკლი მოდებაძე გუნდიდან არ მიდის?

- მოდებაძე ჩვენთან არის და მის წასვლაზე გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია.

- წლის ბოლომდე სამი მნიშვნელოვანი მატჩი გელოდებათ...

- "სიონთან" შეხვედრაში გამარჯვების გარდა სხვა არც ერთი შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს; ამის შემდეგ კი ურთულესი სათასო შეხვედრა გვექნება "ზესტაფონთან" და პირველ დაპირისპირებაში სამბურთიანი სხვაობით დამარცხების მიუხედავად, ყველა ღონეს ვიხმართ, ნახევარფინალის საგზური რომ მოვიპოვოთ. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. რაც შეეხება სუპერთასს, მართალია ფავორიტად "ოლიმპი" მიიჩნევა, მიმაჩნია, რომ აქაც რთული მატჩი იქნება, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

- ზამთრის პაუზის დროს "ოლიმპი" შეკრებას სად გაივლის? ადრე ხომ ხშირად ყოფილა, როცა ასეთი ამბიციური გუნდი... ადგილზე, რუსთავში გადიოდა მოსამზადებელ პერიოდს.

- იანვარში შეკრება აუცილებლად გვექნება, ოღონდ - საქართველოში; აი, მერე კი, ზაფხულში, არ არის გამორიცხული უცხოეთშიც მოვემზადოთ.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა