ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი დათუნაიშვილი: ახლა მივხვდი, ძნელია უმაყურებლობა

გიორგი დათუნაიშვილი: ახლა მივხვდი, ძნელია უმაყურებლობა

ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველის აზრით, გულშემატკივრის ტაში ფეხბურთელისთვის ყველანაირ თანხაზე ძვირფასია

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა. ქუთაისის "ტორპედომ" მეექვსე ადგილი დაიკავა და ჯერჯერობით გულშემატკივრის იმედი ვერ გაამართლა. რა იყო ამის მიზეზი, რას ნიშნავს მაყურებლის თანადგომა და რას იმედოვნებს მეორე ეტაპზე - ამის თაობაზე "ლელოს" ქუთაისელთა ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი ელაპარაკება.

- პირველი ეტაპი "ტორპედომ" ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან მარცხით დაასრულა. კრიტიკულ მომენტში "დინამოს" დაცვის გარღვევა გაგიჭირდათ.

- დღევანდელი შემადგენლობით თბილისის "დინამო" გაცილებით დიდხანს თამაშობს, ვიდრე "ტორპედო". ჩვენზე ბევრად უკეთ შეთამაშებულები არიან და, ალბათ, წაგების მთავარი მიზეზი ეს გახდა. "ტორპედო" კი ჯერ ერთ მუშტად შეკრული და შეთამაშებული არ არის. მაგრამ იმედია, მეორე წრეში ასეთ გუნდს იხილავთ. დავაზუსტებ: მე სათამაშო ურთიერთგაგებას ვგულისხმობ, თორემ ბიჭები, ცხადია, დავმეგობრდით. მეტი დრო გვჭირდება, "დინამოს" მის მოედანზე თანაბარი ბრძოლა რომ გავუმართოთ. საერთოდ, ძლიერი გუნდი სამ-ოთხ თვეში ვერ ჩამოყალიბდება. და მაინც, "დინამოსთან" თავიდან კარგად დავიწყეთ, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ დასანანმა გოლმა აგვრია და მატჩის შემოტრიალების ძალა არ აღმოგვაჩნდა.

- ყველაზე უმაყურებლო "ვიტ ჯორჯიადან" ყველაზე მაყურებლიან "ტორპედოში" აღმოჩნდი - დარწმუნებული ვარ, ეს ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

- რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა და სტიმულია. როდესაც მაყურებელი შენგან მეტს ითხოვს, მერე შენც უფრო მობილიზებული ხარ, რათა ხალხი გაახარო. ქომაგმა არ უნდა იფიქროს, რომ სტადიონზე ტყუილად მოვიდა. ქუთაისში დავრწმუნდი, ეროვნული პირველობის დონე მაყურებელზეცაა დამოკიდებული, რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა სტადიონზე, მით უკეთესი პირველობა გვექნება.

- უმაყურებლოდ როგორ თამაშობდი?

- ქუთაისში მაყურებლის ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენი, ახლა ვეღარ ვხვდები, მათ გარეშე "ვიტ ჯორჯია" წარმატებებს როგორ აღწევდა. მაგარი გუნდი იყო, მაგრამ ჩვენ სანახავად მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები დადიოდნენ, მაყურებელი მხოლოდ ევროთასებზე გვყავდა. არადა, ეს გუნდი მხარდაჭერას იმსახურებდა.

მაშინ როდესაც ტრიბუნა სანახევროდ მაინც არის შევსებული, მოდუნებული სუსტ გუნდთანაც ვერ ითამაშებ. პირიქით, ბოლომდე იბრძვი და თავს იკლავ ტაშისთვის, რომელიც ყველანაირ ფულზე მეტი სიამოვნებაა.

"ვიტ ჯორჯია" კი უმაყურებლო გუნდი იყო და, კი არ გვინდოდა, მაგრამ ზოგჯერ თავს მოდუნების უფლებას ვაძლევდით. ეს უნებლიეთ ხდებოდა, რადგან ტრიბუნიდან სტიმულს ვერ ვიღებდით.

- თუმცა გასულ სეზონში იმ უმაყურებლო "ვიტ ჯორჯიაში" უფრო სასარგებლოდ გამოიყურებოდი, ვიდრე წლეულს "ტორპედოში" - ახალ გუნდს დღემდე ვერ შეეგუე?

- საქმე ისაა, რომ "ვიტ ჯორჯიაში" რამდენიმე წელი ვთამაშობდი, გუნდის ბირთვი დიდხანს ყალიბდებოდა, ბიჭები ერთმანეთს ვუგებდით და ასეთ ნაცნობ გარემოში მეც უკეთ ვთამაშობდი და კვარაცხელიაც.

"ტორპედოშიც" ასე იქნება, ნელ-ნელა ბიჭებსაც გავუშინაურდი და ქუთაისსაც, ერთმანეთს გავუგეთ და მალე სათამაშო გაგებასაც მივაღწევთ. თუმცა გუნდი ჯერაც ჩამოსაყალიბებელია. თამაში რომ წაგივიდეს, თანაგუნდელებს უსიტყვოდ უნდა გრძნობდე. "ვიტ ჯორჯიაში" ასე იყო, წინასწარ ვიცოდი, ვინ სად გაიხსნებოდა და ვინ სად მომცემდა ბურთს, უფრო სასარგებლოდ ამიტომაც ვთამაშობდი. ქუთაისში კი ძველი ნაცნობებიდან მხოლოდ დიღმელაშვილი და კვარაცხელია დამხვდნენ.

- ძლიერ გუნდში თამაშობდი და "ტორპედოს" შესაძლებლობებს რეალურად შეაფასებ.

- შესაძლოა, "ტორპედოს" "ვიტ ჯორჯიაზე" მეტი პოტენციალი გააჩნია, რადგან კარგი ფეხბურთელების გარდა, მრავალრიცხოვანი მაყურებელი გვყავს და დარწმუნებული ვარ, მალე ანგარიშგასაწევი გუნდი გავხდებით... სასიამოვნო საფეხბურთო ატმოსფერო მხოლოდ სამ ქალაქში, ქუთაისში, სამტრედიასა და ზესტაფონშია. განათებულ მოედანზე გასვლის დროს ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ევროპულ სტადიონზე ვთამაშობ. ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია, მაყურებელი, განათებაზე თამაში, პირობები...

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვამბობ, რომ "ტორპედოს" დიდი პოტენციალი აქვს. მარტო კლასი არაფერს ნიშნავს, თუ გულშემატკივარი გვერდში არ დაგიდგა და სისხლი არ აგიდუღა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• otar

"სასიამოვნო საფეხბურთო ატმოსფერო მხოლოდ სამ ქალაქში, ქუთაისში, სამტრედიასა და ზესტაფონშია. " თბილისშიც რომ იყოს არ შეიძლება წესიერი ? ცოტა გაინძრან რა დინამოში ვინც მუშაობს - დანიშნონ მატჩები საგამოს - გაუკეთონ ცოტა რეკლამ აფიშები გამოაკრან ხალხი მოიზიდონ ..... თვითონ არ უტყდებათ 200 კაცი ძლივს რო არის შეკრებილი სტადიონზე ?

• gabro

გაიხარე დათუნა მაგარი კაცი ხარ მთელ ჟილკას და მონდომებას დებ მინდორზე წარმატებები ტორპედოსთან ერთად;)

• vaxo

შენ გაიხარე. რასაც ამბობ სრული სიმართლე. ჩვენ თქვენ გვრდში ვართ სულ.ტორპდოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა