"ნიუკასლ იუნაიტედიდან" გაგდებული მწვრთნელი კრის ჰიუტონი შესაძლოა სულ მალე ისევ პრემიერლიგაში ვიხილოთ
"ნიუკასლ იუნაიტედიდან" გაგდებული მწვრთნელი კრის ჰიუტონი შესაძლოა სულ მალე ისევ პრემიერლიგაში ვიხილოთ – ამბობენ, "ვესტ ჰემი" დაქირავებას უპირებსო. ეს ცნობა გაზეთმა "სანდი ექსპრესმა" გაავრცელა.

მოგეხსენებათ, ბოლო ტურში "ვესტ ჰემმა" "მანჩესტერ სიტისთან" 3:1 წააგო და ცხრილში ბოლო ადგილზეა, რაც გუნდის თავკაც ავრამ გრანტს ავტომატურად ზეწოლის ქვეშ აყენებს. მიმომხილველები წერენ, რომ პრემიერლიგიდან გავარდნა "ჩაქუჩებისთვის" ფინანსური თვალსაზრისით საშინელება იქნება. კლუბი დიდ ვალებშია და მისი მეპატრონეები დევიდ გოლდი და დევიდ სალივანი შეეცდებიან ახლავე იღონონ რამე მდგომარეობიდან გამოსასველად.

შეგახსენებთ, რომ ჰიუტონი ყველას გასაკვირად მოხსნეს "ნიუკასლ იუნაიტედის" თავკაცის თანამდებობიდან – ამ მწვრთნელმა "კაჭკაჭები" ჯერ პრემიერლიგაში აღაზევა, შემდეგ კი იქ ცხრილის შუაში დაამკვიდრა. ახლა, ამბობენ, რომ გოლდისა და სალივანის სიაში ის პირველ ნომრად წერია.

"ტოტენჰემ ჰოთსპურში" მწვრთნელის ასისტენტად ნამუშევარ ჰიუტონს ფეხბურთელების საყვარელი შეფის სახელი აქვს გავარდნილი. ალბათ, სწორედ ამიტომ ხედავენ "ვესტ ჰემის" მესაკუთრეები ხსნას მის დანიშვნაში. სხვათა შორის, ახალ სამსახურში მის მთავარ კონკურენტად თურმე მისი "სფურზის" დროინდელი უფროსი მარტინ იოლი განიხილება.

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა