ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანმა განაცხადა, რომ "ოლ ბლექსში" თამაშს 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგაც აპირებს

ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანმა, მესამეხაზელმა რიჩი მაკქოუმ ოფიციალურად განაცხადა, რომ "ოლ ბლექსში" თამაშს 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგაც აპირებს და ყველა შეთავაზებაზე ევროპული კლუბებიდან უარს ამბობს.

ამასობაში, სამხრეთნახევარსფეროელი ვარსკვლავები ჩრდილოეთში მასობრივად გადაბარგებისთვის ემზადებიან. მათთან მოლაპარაკებებისას განსაკუთრებით ფრანგული გუნდები აქტიურობენ. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება დენ კარტერთან, სონი ბილ ვილიამსთან და სხვა ვარსკვლავებთან.

მაშინ, როცა ახალზელანდიელი, ავსტრალიელი და სამხრეთაფრიკელი უძლიერესი მორაგბეები "ჩრდილოეთიდან ამომავალ მზეზე" ოცნებობენ, მაკქოუს ახალი ზელანდიის ნაკრებში თამაშის გარდა, სხვა არაფრის გაგონება არ უნდა.

"რაგბი ჩემი ცხოვრებაა. მთავარი სიამოვნებაა, რასაც რაგბის თამაშიდან ვიღებ. წლეულს "ოლ ბლექსს" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, მომავალშიც ეროვნულ ნაკრებს ვემსახურო.

2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ, მე და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის წარმომადგენლები დავსხდებით და ვილაპარაკებთ. ვეტყვი, რა მინდა მე და მეტყვიან, რას მოითხოვენ ჩემგან.

არასდროს დამიმალავს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ყველაფერია. საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელებაზე არასდროს მიოცნებია. არასდროს დამავიწყდება, "მილენიუმზე", 80 ათასი ფეხზე მდგონი ქომაგი ოვაციით რომ გვაცილებდა. იდიოტი უნდა იყო კაცი, რომ თუ შეგიძლია, ეს კიდევ ერთხელ არ განიცადო", - თქვა რიჩი მაკქოუმ.

შეგახსენებთ, რომ წლეულს მაკქოუმ და კომპანიამ სამი ერის გათამაშება მოიგო და ნოემბრის ტესტებზე დიდი სლემი შეასრულა. 2011 წელს ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასი რიჩისთვის ბოლო იქნება. ამიტომ, ის ყველაფერს იღონებს, რომ "ვებ ელისის" სახელობის თასი ახალ ზელანდიაში დარჩეს.

სიმსივნის ეპიდემია ახალი ზელანდიის რაგბის კავშირში

ახლი ზელანდიის რაგბის კავშირს სიმსივნის "ეპიდემია" დაერია. ახლახან ცნობილი გახდა, რომ მმართველი საბჭოს წევრს, კრისტოფერ დოიგს სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობა, ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. მან ერთი წლის წინ სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ნაწლავზე გაიკეთა. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ბოლო სამედიცინო შემოწმების შემდეგ, კიდევ ერთი მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, მსგავსი ავადმყოფობის გამო, თანამდებობიდან გადადგა მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ჯო ჰობსი.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა