ბენუა ასუ-ეკოტომ განაცხადა, რომ მთელი დარჩენილი კარიერის "ტოტენჰემ ჰოთსპურში" გატარება სურს
ბენუა ასუ-ეკოტომ განაცხადა, რომ მთელი დარჩენილი კარიერის "ტოტენჰემ ჰოთსპურში" გატარება სურს. მარცხენა მცველი ლონდონში 2006 წელს "ლანსიდან" გადავიდა, ჰარი რედნაპის ხელში კი გუნდში მოწინავე პოზიციაც დაიკავა. კამერუნის ნაკრების მოთამაშე დღეს 26 წლისაა. კარიერის დასაწყისში ის ხშირად იყო დაშავებული, მაგრამ ბოლო დროს მისი საქმეები კარგად მიდის.

"აქ კარიერის ბოლომდე მინდა დარჩენა, - უთხრა მცველმა News of the World-ს. - სიამოვნებით მოვაწერდი ხელს ექვსწლიან კონტრაქტს. ძალიან მიყვარს პრემიერლიგაში თამაში, ეს მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა. რატომ უნდა ვიფიქრო სადმე სხვაგან წასვლაზე? ჰარის ხელმძღვანელობით ჩვენთან საოცარი სულისკვეთებაა".

შემდეგ, ასუ-ეკოტომ ის ამბავი გაიხსენა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ თანაგუნდელებმა რომ ვერ იცნეს.

"როდესაც სერიოზულ ტრავმას მკურნალობ და წელიწადნახევრით იკარგები, ყველას ავიწყდები. მახსოვს, ბაზაზე დაბრუნებული რამდენიმე თანაგუნდელმა ვერც კი გამიხსენა. ალან ჰატონმა ჯერმაინ ჯენასს ჰკითხა: ეს ვინღა არის? მოკლედ, არავის ვახსოვდი, მაგრამ მე ადგილის დამკვიდრების და თამაშის სურვილი მკლავდა და ძირითად შემადგენლობაში ჩემი ადგილი მოვიპოვე".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა