„ჩელსიმ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძლება პრემიერლიგის მიმდინარე სეზონს ერთმანეთთან შეხვედრით დაუსვან წერტილი

„ჩელსიმ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძლება პრემიერლიგის მიმდინარე სეზონს ერთმანეთთან შეხვედრით დაუსვან წერტილი. მოვლენათა ასეთი განვითარება მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც გასულ კვირას ყინვისა და დიდთოვლობის გამო „სტემფორდ ბრიჯზე“ ამ გუნდების შეხვედრა ჩაიშალა. კალენდრის თანახმად, კარლო ანჩელოტისა და ალექს ფერგიუსონის გუნდებმა 7 მაისს უნდა ითამაშონ. ეს მატჩი „ოლდ ტრეფორდზე“ გაიმართება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ათი დღის მერე მეტოქეები ლონდონშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს უკვე ის შეხვედრა იქნება, კვირას რომ უნდა გამართულიყო.

მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში უკვე ბევრი თამაში გადაიდო და მათთვის ახალი თარიღების გამოძებნა პრემიერლიგის შეფებს უჭირთ, მაგრამ პრობლემა კიდევ უფრო შორს თუ არ წავა, არა უშავს. საქმე ის გახლავთ, რომ სინოპტიკოსები, უახლოეს მომავალში, ბრიტანეთში კვლავ ავდარს წინასწარმეტყველებენ და თუ ახალი თამაშებიც გადაიდება, სეზონის ბოლოს დიდი არეულობაა მოსალოდნელი.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე ორი შეხვედრა გადაუდეს. პირველი, „ბლექპულის“ წინააღმდეგ, 25 იანვარს გაიმართება, აი, „ჩელსისთან“ თამაშის თარიღი კი ძნელი მოსაძებნი აღმოჩნდა. იმის გამო, რომ როგორც მანჩესტერელები ასევე დასავლეთლონდონელები, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგაშიც გააგრძელებენ გამოსვლას და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზეც, აპრილსა და მაისში თითოს დაახლოებით 15 თამაში მოუწევს. საერთოდ, პრემიერლიგა ყოველ სეზონში ოთხ სათადარიგო დღეს შეიგულებს ხოლმე, მაგრამ ამ სეზონში სამი – 11, 24 იანვარი და 19 აპრილი – ფეხბურთის ასოციაციის თასის გადათამაშებებს დაეთმობა, ასე რომ რჩება მაისის 17-18, ბოლო ტურამდე ოთხი დღით ადრე.

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა