ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ცარიელი სუპერთასი

ცარიელი სუპერთასი

შთაბეჭდილებაც დაგვრჩა, თითქოს გამარჯვების სურვილი მხოლოდ "ოლიმპს" ჰქონდა და მოიპოვა კიდეც ეს "საპატიო" პრიზი

შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, სუპერთასის მატჩის ჩატარება რომ ზაფხულში (ახალი სეზონის დაწყების წინ) სჯობს, ვიდრე - დეკემბრის მიწურულს. ჰოდა ნურავის გაუკვირდება, ამ გათამაშების ისტორიაში დასწრების მხრივ ანტირეკორდიც რომ დაფიქსირდა - გუშინდელ შეხვედრას, ყველაზე ბევრი, 500-მდე გულშემატკივარი თუ დაესწრო. სამწუხაროდ, უშუალოდ მატჩმაც მოლოდინი ვერ გაამართლა და, ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილებაც დაგვრჩა, თითქოსდა, გამარჯვების სურვილი მხოლოდ ერთ გუნდს ჰქონდა, საბოლოოდ ვინც მოიპოვა კიდეც ეს "საპატიო" პრიზი.

ისე, იმედი დავიტოვოთ, რომ იქნებ მომავალ წელს მაინც "დაედოს" მეტი ფასი სუპერთასის გათამაშებას; ყოველ შემთხვევაში, მატჩისწინა თუ მატჩისშემდგომი საზეიმო ცერემონიალის ჩატარება ბევრად რომ უფრო მოუხდებოდა, ფაქტია. ოღონდ, "აუცილებელი პირობაც" უნდა წავუყენოთ სუპერთასზე მონაწილე გუნდებს: რასაც ფეხბურთის თამაში ჰქვია, ის. ითამაშონ და საკუთარი თავის გარდა, გულშემატკივრებსაც უფრო მეტი პატივი სცენ.

გუშინდელი მეტოქეები ამ სეზონში მესამედ შეხვდნენ და ისე როგორც ჩემპიონატის შეხვედრებში, გამარჯვება ამჯერადაც "ოლიმპს" დარჩა. აქვე, საინტერესო დეტალიც: პირველ წრეში "ვეტერინართა" წინააღმდეგ რუსთაველთა გუნდი თემურ მახარაძემ გამოიყვანა, მეორე წრეში - რამაზ მუმლაძემ, ახლა კი - თორნიკე მაისურაძემ. სხვათა შორის, "ოლიმპის" ახალმა თავკაცმა თავის ხანმოკლე სპორტულ კარიერაში გუშინ პირველ ტიტული მოიპოვა; ამას გარდა, საქართველოს სუპერთასის ისტორიაში რეკორდსმენიც გახდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი - 32 წლის ასაკში ჩვენთან ტიტული აქამდე არავის მოუგია.

ბოლო ოფიციალური მატჩისგან განსხვავებით "ოლიმპის" შემადგენლობაში ორი ცვლილება იყო: თავდასხმის ხაზში ტრავმამოშუშებული ირაკლი მოდებაძე გამოჩნდა, რომლის უკანაც 17 წლის ვალერი ყაზაიშვილი მოქმედებდა. ცვლილებები იყო მეტოქე გუნდის შემადგენლობაშიც და წინდაწინ უნდა ითქვას, რომ გუშინდელი მატჩის შედეგზე ყოველივე ამან სერიოზული გავლენაც იქონია. რაღა თქმა უნდა, ჯაბა ლიპარტიას "ფაქტორს" ვგულისხმობთ: "ვიტ ჯორჯიას" აწ უკვე ყოფილი ლიდერი არა მხოლოდ საკუთარ გუნდში, არამედ, საერთოდ, XXI ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და უმისოდ "ვეტერინართა" შეტევებს, ფაქტობრივად, ყველანაირი სიმწვავე დაეკარგა. დავუმატოთ ამას ბესიკ ჩიმაკაძის ტრავმაც და "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი გუშინდელი მატჩის წინ, ფაქტობრივად, ცენტრფორვარდის გარეშე დარჩა. "ვეტერინარებს" წინა ხაზზე ბექა ზაქრაძე ჰყავდათ გამწესებული, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს მეტოქის ცენტრალური მცველები (ალექსანდრე კვახაძე, გიორგი რეხვიაშვილი) მჭიდროდ მეურვეობდნენ და გასაქანი არ მისცეს.

საერთოდაც, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანდა "ვიტ ჯორჯიას" პასიური თამაში: 90 წუთის მანძილზე მეტოქის კართან ერთადერთი სახიფათო მომენტის შექმნა ვერაფერი "მიღწევაა" ისეთი გუნდისათვის, სუპერთასის მოპოვება რომ სურს. თუმცა ამ შემთხვევაში, ალბათ, მეტოქის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ: "ოლიმპი" მოწინააღმდეგესთან შედარებით ბევრად უფრო მოტივირებულად ასპარეზობდა და დებიუტანტი მწვრთნელის, თორნიკე მაისურაძის გუნდს ეს მონდომებაც, საბოლოოდ, დაუფასდა კიდეც. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტსაც, რომ დღესდღეობით "ოლიმპი" ბევრად უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ვიდრე "ვიტ ჯორჯია". ბოლოს და ბოლოს, რუსთაველთა გუნდში არის მოთამაშე, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია. რაღა თქმა უნდა, რევაზ გეწაძეზე ვსაუბრობთ - თავის კარიერაში ერთ-ერთ გამორჩეულ სეზონს რომ ატარებს და დღევანდელი "ოლიმპის" ერთ-ერთი უპირობო ლიდერი რომ გახლავთ. ყოველივე ეს გუშინდელმა მატჩმაც დაადასტურა: გეწაძემ თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა და ამ შემთხვევაში მხოლოდ ეფექტურ გოლს არ ვგულისხმობთ.

"ოლიმპი" მატჩის დასაწყისშივე აქტიურად გამოიყურებოდა, მაგრამ შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი მეტოქემ შექმნა: ირაკლი კლიმიაშვილის პასით ბექა ზაქრაძეს აშკარად უკეთ შეეძლო დაერტყა. აი, ამის მერე კი "ოლიმპის" უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა და ერთ ეპიზოდში "ვიტ ჯორჯია" მხოლოდ იღბალმა გადაარჩინა: შეტევა ირაკლი მოდებაძემ წამოიწყო, რევაზ გეწაძემ მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა და მისი გამჭოლი გადაცემა ვალერი ყაზაიშვილმა ასაკთან შეუფერებელი ოსტატობით გააგრძელა, ანუ ბურთი უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ გიორგი ქავთარაძეს მიუვიდა. მცირერიცხოვან რუსთაველ ქომაგთა სამწუხაროდ, "ოლიმპის" უნივერსალის (ამ სეზონში ქავთარაძეს ალბათ, მხოლოდ კარში არ დამდგარა) ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი "ვეტერინართა" კარის ხარიხას მოხვდა. ისე როგორც წინა შეხვედრებში, გეწაძე და ქავთარაძე ამჯერადაც ხშირად ცვლიდნენ ფლანგებს და თავიანთი აქტიური თამაშით მეურვეებს უამრავ თავსატეხს უქმნიდნენ. მოკლედ, "ოლიმპის" უპირტესობა უკვე აშკარა იყო და სულ მალე ლოგიკური გოლიც ვიხილეთ: დავით ბოლქვაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში "ჩააგდო", გიორგი ქავთარაძემ იქვე მდგომ ირაკლი მოდებაძესაც ჩინებული ასისტენტობა გაუწია და "ოლიმპის" ცენტრფორვარდის დარტყმაც უნაკლო გამოდგა! გაშვებული გოლის შემდეგ "ვეტერინარები" ცოტათი გააქტიურდნენ და ერთ ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრების შანსიც მიეცათ, მაგრამ დავით ჯანელიძის მოხდენილი პასის მერე, გიორგი ვასაძემ მახვილი კუთხიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

მეორე ტაიმი პირველზე მოსაწყენი გამოდგა; ამის მიზეზი, ალბათ "ოლიმპის" მეორე გოლიც იყო: ვალერი ყაზაიშვილმა შორეული რეიდი განახორციელა და ირაკლი კლიმიაშვილთან ორთაბრძოლისას მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან წაიქცა. არბიტრმა ლაშა სილაგავამ "ვეტერინართა" ლიდერი გააფრთხილა და "ოლიმპის" სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა, - ჰოდა, რევაზ გეწაძემაც თავის "საფირმო" სტანდარტული მართლაც ეფექტურად შეასრულა. აი, დაახლოებით იმავე წერტილიდან დაარტყა, როგორც 31 ოქტომბერს ამავე სტადიონზე "დინამოს" რომ გაუტანა. ისე, ამ ეპიზოდში გიორგი ძაძამიას, ალბათ, უკეთესად თამაშიც მოეთხოვებოდა, მაგრამ, "ვიტ ჯორჯიას" მეკარის სასაყვედუროდ ენა როგორ უნდა მოგვიბრუნდეს: მატჩის ბოლომდე, ფაქტობრივად, მხოლოდ ის ეწინააღმდეგებოდა "ოლიმპს" და ჯერ გიორგი ბერიაშვილის, შემდეგ კი გიორგი ჭელიძის დარტყმები მოიგერია. თანაც, "ვეტერინარები" შეხვედრას კაცნაკლული ამთავრებდნენ: ირაკლი კლიმიაშვილმა მსაჯთან შელაპარაკებისათვის მატჩში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ვადაზე ადრე დატოვა, თუმცა თანაბარი შემადგენლობების პირობებშიც, ცოტა არ იყოს წარმოუდგენლად ჩანდა, რომ "ვიტ ჯორჯიას" თამაშის "შემობრუნება" შეეძლო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ვეტერინარებს" საამისო რესურსიც არ ჰქონდათ და შეხვედრის ბოლომდე ერთადერთი "დასამახსოვრებელი" მხოლოდ ის ვნახეთ, როცა გურამ გურეშიძე "მოჭრილი" დარტყმით ცდილობდა პრესტიჟის გოლის გატანას.

თამაშის დასრულების შემდეგ ერთი - ორწუთიანი ფოიერვერკი ვიხილეთ. ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ვიცე-პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ და საქართველოს ფეხბურთის პროფესიული ლიგის გენერალურმა მდივანმა პაატა ბურჯალიანმა "ოლიმპის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს სუპერთასთან ერთად ფულადი ჯილდო (20000 ლარი) გადასცეს და ისედაც ცარიელი სტადონი ბოლომდე დაიცალა.

ოლიმპი-ვიტ ჯორჯია 2:0

21.12. თბილისი. ეროვნული. 500 მაყურებელი

1:0 მოდებაძე (30, ქავთარაძის პასით), 2:0 გეწაძე (54)

ოლიმპი ვიტ ჯორჯია

4-1-4-1 4-2-3-1

ბედიაშვილი ძაძამია

ღონღაძე ბეჭვაია

კვახაძე ადამაძე

რეხვიაშვილი კასრაძე

ჯაფარიძე ღანიაშვილი

რაზმაძე ვასაძე

ქავთარაძე მაისაშვილი

დ. ბოლქვაძე კლიმიაშვილი

ყაზაიშვილი ჯანელიძე

გეწაძე გურ. გურეშიძე

მოდებაძე ზაქრაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

თ. მაისურაძე მ. კოჭლაშვილი

ოლიმპი

62. ყაზაიშვილი-დობროვოლსკი

68. ბოლქვაძე-გ. ნუგზარის ძე ჭელიძე

82. მოდებაძე-ბერიაშვილი

სათადარიგოები: ჭანტურია, ქემოკლიძე, უგულავა, ხოჭოლავა

ვიტ ჯორჯია

68. ზაქრაძე-კორიფაძე

75. გურ. გურეშიძე-გიორგი გურეშიძე

სათადარიგოები: რეჭია, ჭანკვეტაძე, გოგიაშვილი, დვალაშვილი, ხურცილავა

გაფრთხილება: კლიმიაშვილი (54), კლიმიაშვილი (62), დობროვოლსკი (73), ჯაფარიძე (89).

გაძევება: კლიმიაშვილი (62).

არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე

"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა

[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება

U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ

ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?

"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი

15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა

მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს

ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება

აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია

ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა

ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის

თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?

"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე

"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ

ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს

წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..