ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მიხეილ ჯიშკარიანის სელექცია და ორი გაკვირვება

მიხეილ ჯიშკარიანის სელექცია და ორი გაკვირვება

"დინამოს" მწვრთნელები და დიღმის ბაზის ყველა თანამშრომელი გააფრთხილეს, რომ წასვლაზე განცხადება დაეწერათ

თბილისის "დინამო" დიდი ცვლილებების მოლოდინშია. ტექნიკურ დირექტორად მურთაზ შელიას დანიშვნის შემდეგ კლუბის მთავარ სელექციონერად საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ ჯიშკარიანი დაინიშნა. თუმცა, როგორც ტექნიკურ დირექტორად დანიშნული მურთაზ შელიას შემთხვევაში, კლუბში მისული რომან ფიფია ჯერ ამ ცვლილებებზე საჯაროდ ვერ ილაპარაკებს, რადგან "დინამოს" შესყიდვაზე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს კი შეუთანხმდა, მაგრამ ჯერ არ გადაუფორმებია.

ცხადია, ახალი მეპატრონისა და ახალი ხელმძღვანელების მისვლა "დინამოში" გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. როგორც შევიტყვეთ, მწვრთნელები და დიღმის ბაზის ყველა თანამშრომელი გააფრთხილეს, რომ წასვლაზე განცხადება დაეწერათ - ეს კლუბისა და ბაზის თანამშრომლებს რამდენიმე დღის წინ უთხრეს და ახალი მეპატრონე გადაწყვეტს, ვის დატოვებს და ვის გაუშვებს.

ჯერ უცნობია, რა საკადრო ცვლილებები იქნება კლუბში. ვალერი ბოლქვაძის "დინამოში" გადასვლას ცხინვალის "სპარტაკი" კატეგორიულად უარყოფს. ლაპარაკია ლენქორანის "ხაზარის" მიერ ტრანსფერზე დაყენებული დავით იმედაშვილის შესყიდვაზე.

ამას გარდა, გვითხრეს, რომ მურთაზ შელია რუმინული კლუბის, "გაზ-მეთანის" ცენტრალურ მცველ ირაკლი ხუბუტიას შეხვდა და "დინამო" მზადაა მის გამოსასყიდად რუმინულ კლუბს 300 ათასი დოლარი გადაუხადოს. თუმცა თავად ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ ჯერ კლუბის შეცვლას არ აპირებს.

"მურთაზ შელიას მართლაც შევხვდი, მაგრამ ეს "დინამოში" ჩემ გადასვლას არ უკავშირდებოდა. "გაზ-მეთანი" ჩემში 400 ათას ევროს ითხოვს და არა მგონია, ეს თანხა საქართველოს რომელიმე კლუბმა გადაიხადოს. მერწმუნეთ, არაფერს ვმალავ, მე და შელიამ სხვა საკითხებზე ვილაპარაკეთ, რაც ტრანსფერს არ ეხებოდა. შემოთავაზებები მაქვს საბერძნეთის, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის კლუბებისგან, მაგრამ ახლა დაკონკრეტება არ მსურს, მხოლოდ საბერძნეთზე შემიძლია გითხრათ, რომ აეკ-სა და პაოკ-ზეა ლაპარაკი. ამის მიუხედავად, ყველა დაინტერესებულ კლუბს ვუთხარი, რომ მაისამდე, ანუ სეზონის დასრულებამდე "გაზ-მეთანიდან" წასვლას არ ვაპირებ. მინდა, ჯერ რუმინეთში მქონდეს რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკა, იქ კი მენდობიან, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვარ და ევროპის ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით.

თუ უფრო სერიოზული მიწვევა არ მექნება, კლუბს არ შევიცვლი. ახლა ბუქარესტის "რაპიდთან" მეოთხე-მეხუთე ადგილებს ვიყოფთ და კლუბით და რუმინეთის ჩემპიონატით კმაყოფილი ვარ. არა მგონია, რუმინეთში უკრაინაზე ნაკლები დონის ჩემპიონატი იყოს. მართალია, ფინანსურად რუმინეთი უკრაინასა და რუსეთს ვერ შეედრება, მაგრამ იქაურს ცუდიც არ ეთქმის და ამ ეტაპზე ჩემთვის მისაღებია. ცხადია, ევროპული კლუბების დაინტერესებაზე ნაკრებში ჩემმა მიწვევამაც იქონია გავლენა. ეროვნულ გუნდში თამაში ფეხბურთელისთვის ერთგვარი კოზირია", - გვითხრა ხუბუტიამ.

"დინამოში" ახალი ფეხბურთელების მიყვანა ძველი შემადგენლობის დაფერთხვას ნიშნავს, ზოგი კი თავად აპირებს კლუბის შეცვლას. მაგალითად, კამერუნელი თავდამსხმელი დონალდ ჯუსი.

მისი მენეჯერი უკვე მესამე თვეა, ესპანეთისა და საფრანგეთის კლუბებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რასაც ჯუსის სანაკრებო სტატისტიკაც ხელს უწყობს - გასულ წელს აფრიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კამერუნის 21-წლამდელთა გუნდში "დინამოს" ფორვარდმა ორი შეხვედრა ჩაატარა, კამერუნის ფორმით თამაში კი ტრანსფერს აადვილებს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ჯუსის მენეჯერი მიხეილ ხუციშვილი ამბობს, რომ დინამოელის ევროპაში წასვლის შანსი 50/50-ზეა:"ახლა პასუხს ველოდებით, მოლაპარაკება ესპანურ და ფრანგულ კლუბებთან გვაქვს. დაინტერესება არის, მაგრამ ჯერ ყველა საკითხი არ გარკვეულა. დღევანდელი გადასახედიდან, ჯუსის საფრანგეთში გაშვება უფრო რეალური მგონია".

თუმცა ჯერ უცნობია, კლუბის ახალი მეპატრონე ისურვებს იმ ფეხბურთელის გაშვებას, რომელიც შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ობიექტია.

სხვათა შორის, ჯუსი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ მას საერთაშორისო ინტერნეტ-პორტალებზე საქართველოს მოქალაქედ ასახელებენ.

"ქართული პასპორტი არ ამიღია. თუმცა მითხრეს, რომ პრესაში ასე ეწერა და როდესაც იგივე ინფორმაცია "სოკერვეიზე" ჩემს "სივიზე" ვნახე, გამიკვირდა. საქართველოს ნაკრებში მიწვევას სიამოვნებით დავთანხმდებოდი, მაგრამ კამერუნის მოქალაქე ვარ და ამ ქვეყნის სახელით აფრიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ვითამაშე. თუმცა, ვიმეორებ, საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ მზად ვარ, რადგან ევროპაში აფრიკული ქვეყნების მოქალაქეები საკმაოდ ბევრ პრობლემას ვაწყდებით. საქართველოდან კი ბევრად იოლია წასვლა", - გვითხრა ჯუსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• tiziano crudeli

იქნებ იფიქრონ ამ ბიჭის ნატურალიზებაზე , რაც მთავარია თვითონ აქვს სურვილი :)

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა