16 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს, ტრადიციულად, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს
16 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე, რომელსაც ტრადიციულად ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს, საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება "ოქროს ლიგაში". ასევე, მესამე ტურის ორ მატჩს ჩაატარებენ "ვერცხლის ლიგის" გუნდები, ხოლო სუპერლიგაში მეოთხე ტურის ორი დაპირისპირება გაიმართება.

"ვერცხლის ლიგაში" გამოსარჩევია ორი დაუმარცხებელი გუნდის, "ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერისა" და "დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის" დაპირისპირება. ასევე, ინტერესს იწვევს კიდევ ერთი 100%-იანი ლიდერის, "პროკრედიტ ბანკის" შეხვედრა "სნიკერსთან".

"ოქროს ლიგაში" ყურადღებას იპყრობს "საბანკო დერბი" "პრივატ ბანკსა" და "ვითიბი ბანკს" შორის; ასევე - "ერისთავისა" და "ბათუმის წყალის" დაპირისპირებაა გამოსარჩევი. ტურის ცენტრალურის სტატუსი აქვს ასევე ორი ლიდერის, "საქართველოს ბანკისა" და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" შეხვედრას.

რაც შეეხება "სუპერლიგის" მეოთხე ტურის ორ შეხვედრას, განსაკუთრებულ ინტერესს "ვარსკვლავური" "პროგრეს ბანკისა" და გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტის, PSP-ს დაპირისპირება იწვევს. კალაძეს და კომპანიას იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელით.

16.11.2014. ვერცხლის ლიგა. III ტური

13:00 პროკრედიტ ბანკი - სნიკერსი

17:00 GWP - ტატიშვილი

16.11.2014. ოქროს ლიგა. III ტური

11:00 ნატახტარი - ბორჯომი

12:00 ერისთავი - ბათუმის წყალი

16:00 პრივატ ბანკი - ვითიბი ბანკი

18:00 საქართველოს ბანკი - GM ჭიათურა

19:00 CFCP - ევროპაბეთი

16.11.2014. სუპერლიგა. IV ტური

14:00 პროგრეს ბანკი - FC PSP

15:00 დინამო (ბთ) - FC TTC

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე" და ყვავილების მაღაზია "flowers.ge".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებ პორტალები - sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM League 2017/18: 17 დეკემბერს III ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: II ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ
SBM League 2017/18: II ტური დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა
SBM League 2017/18: 3 დეკემბერს II ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: სეზონი საინტერესოდ დაიწყო
SBM League 2017/18: სეზონი სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის შეხვედრებით განახლდა