ამ წაგებით ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ოცნებასაც დავემშვიდობეთ და... ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც
14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

ამ წაგებით, ფაქტობრივად, საბოლოოდ დავემშვიდობეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ოცნებას და... ნაკრების მთავარ მწვრთნელს - თემურ ქეცბაიას, რომლისთვისაც ეს ბოლო მატჩი იყო ეროვნული გუნდის მესაჭის რანგში.

ეროვნულ სტადიონზე შეხვედრა სტუმართა მცირე უპირატესობით კი დაიწყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც საქართველოს ნაკრები ჩამდგარა თავიდანვე "ყრუ" დაცვაში და პირველი ტაიმში ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა.

გატანა კი ჯერ პოლონელებს შეეძლოთ - მე-17 წუთზე ბურთი ზედიზედ ორჯერ მოხვდა გიორგი ლორიას კარის ძელს. ჯერ არკადიუშ მილიკი ურტყამდა, შემდეგ კი კამილ გროშიცკი. ამ უკანასკნელს თავის გამოჩენის შანსი ათიოდ წუთში ისევ ჰქონდა, თუმცა ამჯერად ლორიამ იყოჩაღა.

თემურ ქეცბაიას შეგირდებს გატანის რეალური შანსი 41-ე წუთზე მიეცათ. მოედნის სიღრმიდან შესრულებულ საჯარიმოს პოლონელთა კარის სიახლოვეს არეულობა მოჰყვა, საბოლოო დარტყმა კი ვარდნაში სანდრო კობახიძემ შეასრულა. ვოიცეხ შჩენსნის კარს ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა.

სრულიად განსხვავებული სურათი ვნახეთ მატჩის მეორე ნახევარში. გოლების აღწერას არ შევუდგებით, სათქმელია ის, რომ ქეცბაიას გუნდი 51-ე წუთზე, კუთხურიდან მოწოდების შემდეგ კამილ გლიკის მიერ გატანილმა გოლმა აირია. შემდეგ იყო კიდევ ერთი სტანდარტული, რომელიც გჟეგორ კრიხოვიაკმა (71 წუთი) თავურით დააგვირგვინა. აქედან 2 წუთში უკვე სებასტიან მილამ საჯარიმოს გარედან დალაშქრა ლორიას კარი. საბოლოო წერტილი კი კომპენსირებული დროში არკადიუშ მილიკმა დასვა.

არსებითად ვერაფერი შეცვალა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლებმა - ვერც თორნიკე ოქრიაშვილმა, ვერც გიორგი ჭანტურიამ და ნიკა ძალამიძემ ქეცბაიას "გაცილების" მატჩი ვეღარ "გადაურჩინეს".

იხილეთ ფოტოგალერეა

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, გია გრიგალავა, აკაკი ხუბუტია, ჯაბა კანკავა (კ), ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე (59, თორნიკე ოქრიაშვილი), სანდრო კობახიძე (88, ნიკა ძალამიძე), ლევან მჭედლიძე (68, გიორგი ჭანტურია).

ოთხი ტურის შემდეგ D ჯგუფს 10 ქულით პოლონეთი ლიდერობს. 7-7 ქულა აქვთ გერმანიას, შოტლანდიასა და ირლანდიას. 3 ქულით მეხუთე პოზიციაზეა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრები, ცხრილის ფსკერზე კი გიბრალტარია - ნული ქულით.

ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2015 წელს 12 მარტს, "დინამო არენაზე", გერმანიასთან გამართავს.

ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი

14.11.14. თბილისი. დინამო არენა. 30 000 მაყურებელი

საქართველო-პოლონეთი 0:4

გოლები: 0:1 გლიკი (51), 0:2 კრიხოვიაკი (71), 0:3 მილა (73), 0:4 მილიკი (90)

საქართველო (4-3-2-1): ლორია - ლობჟანიძე, ს. კვირკველია, გრიგალავა - დაუშვილი, კანკავა, კაშია - კობახიძე (88. ძალამიძე), ანანიძე (59. ოქრიაშვილი) - მჭედლიძე (68. ჭანტურია).

სათადარიგოები: კვასხვაძე, მიგინეიშვილი, დვალი, კაკუბავა, მერებაშვილი, პაპავა, პაპუნაშვილი, ცინცაძე.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

პოლონეთი (4-3-2-1): შჩესნი - პიშჩეკი, გლიკი, შუკალა, იედრჟეიჩიკი - მაჩინსკი (65. იედლოვეცი), კრიხოვიაკი, მილიკი - მილა (87. ლინეტი), გროსიცკი (69. რიბუსი) - ლევანდოვსკი.

სათადარიგოები: ბორუცი, ფაბიანსკი, ბროზი, ციონეკი, კუხარჩიკი, ოლკოვსკი, ტეოდორჩიკი, ზელინსკი, ზირო.

მწვრთნელი: ადამ ნავალკა

გაფრთხილება: ლობჟანიძე (56), იედრჟეიჩიკი (79), იედლოვეცი (83), ლინეტი (90)

არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

moxeve
ფარერებმა ამ შესარჩევ ტურში "სენსაცია" გამოაცხოო, წერენ.შეიძლება მართლაც სენსაციაა, როცა ნახევრად პროფესიონალური, ნახევრად სამოყვარულო ნაკრები იგებს საბერძნეთთან თამაშს (სტუმრად?), აქ ყველაფერი გარკვეულია. მოკლედ საქართველოში ვერ მოიძებნა 11 ფეხბურთელი, რომელიც 90 წუთის განმავლობაში ითამაშებს ნორმალურად. ქეცბაიაზე გადატყდა ჯოხი? მანამდე რომ 10-ზე მეტი მწვრთნელი გამოიცვალა, ის არაფერია? გლეხი რა თესლითაც დათესავს მოსავალს, ისეთი მოუვა. ქეცბაიასაც რა რესურსიც აქვს იმით ითამაშა. ხვალ სხვა იქნება ნაკრების თავკაცი, მაგრამ მაინც არაფერი შეიცვლება.ლეგენდარული და საქვეყნოდ აღიარებული ფეხბურთელების ქვეყანაში თურმე 90 წუთი ვერ თამაშობენ ფეხბურთს. სირცხვილია ხალხო!!!
მე მაპატიეთ
რაც ქვეყანაა, ის ფეხბურთი. ერთად თამაშიც კი არ გამოსდით, არა თუ საქმე
Lasha
აი აქ ჩანს, როგორ ცამდე მართალი იყო ქეცბაია, როცა ამბობდა, რომ შემტევ ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ... რამდენჯერ მივიტანეთ კარებამდე ბურთი, მაგრამ გვყავს კარგი დამრტყმელი? საჯარიმოს მისადგომებიდან აღარაფერს ვამბობ, კარიდან 2 მეტრში იდგა კაცი და იმან ააცილა... მიუხედავად 0-4-სა, ბოლო 4-5 წლის განმავლობაშე ყველაზე კარგი თამაში ვითამაშეთ და ამისთვის ბიჭებს მადლობა. ამ 4-მა გოლმა ცხადად აჩვენა, რამხელა სხვაობაა კლასში.
kikro
ირაკლის! წავაგეეეეეეეეეეეეეეეეთ!!!!!! გაგიჭირდებოდათ.......
ugulava
რომელი ძალამიძე, ერთ პასს რომ ვერ აკეთებს ნორმალურ გუნდთან? და რომელი მერებაშვილი ზამენაზე იქნება თუ მინდორზე ძნელი გასარჩევი რომაა?
irakli
წავაგეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ!!!!!!!!!!!!
dave
ამ თემურასი ვერ გავიგე რა... რას დააყენა ეს ორი ტვის უთამაშებელი ანანიძე და შეცვალა ისევ უტამაშებელი ოქრიასვილით... დააყენე რა ძალამიძე,მერებაშვილი და თუ მაინცდამაინც შემოიყვანე ისინი ბოლოს... ვახ თემურ..... სულ კარგად იყავი
ucha
chven ar gvaqvs pexburti.es ar aris tragedia...chven argvinda gvqondes pexburti,es ukve tragediaaa............
Dato
ფედერაციის მთელი შემადგენლობამ ადგეს და გაყვეს უკან ქეცბაიას. ეგენი რატო არარიან პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე ქართული ფეხბურტის განადგურებაზე. პანღურებითაა გამოსაყრელი კაბინეტებიდან
tijana513
ქეცბაია იმის ღირსია რაც ფული იშოვა უკან დააბრუნებინო
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...