ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ღმერთმა დალოცოს დედოფალი! ჩვენ კი დროა, ჩვენი ტრადიცია დავამკვიდროთ

ღმერთმა დალოცოს დედოფალი! ჩვენ კი დროა, ჩვენი ტრადიცია დავამკვიდროთ

ტონგასთან ქომაგთა ნაწილმა სტადიონი ნაადრევად დატოვა - ასეთი რამ "ბორჯღალოსნების" თამაშზე არასდროს მომხდარა

...თამაშის დასრულებამდე 9 წუთი რჩებოდა. ტონგელებმა მეორე ლელო გაგვიტანეს. ქომაგების ნაწილი გასასვლელებისკენ გაემართა, მეორე ნაწილი კი პირველს გაოცებული შეჰყურებდა.

ასეთი რამ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თამაშზე არასდროს მომხდარა.

ბევრი მოგვიგია, თბილისში ცოტა წაგვიგია, მაგრამ "ბორჯღალოსნები" მუდამ თავდადებით, ბოლომდე იბრძოდნენ. მაყურებელიც ბოლომდე მათთან იყო. მოიგებდნენ? - ოვაციას მოუწყობდნენ, წააგებდნენ? - ვაჟკაცური თამაშისთვის ტაშით მადლობას გადაუხდიდნენ და გასახდელისკენ ისე აცილებდნენ.

ასე იყო ამჯერადაც, ბიჭებს ძალ-ღონე არ დაუზოგავთ, ტაშით მადლობაც გადაუხადეს, მაგრამ ყველამ არა... რა მოხდა ახლა? ვინ იყო ის ხალხი? ნაკრების თამაშზე იქამდე არასდროს ყოფილან? თუ პირველად იყვნენ, ჯობია აღარ მივიდნენ.

საქართველოს ნაკრებს "ვიღაცასთან" არ წაუგია.

იხილეთ: საქართველო-ტონგა 9:23 - მწარე, თუმცა კარგი გაკვეთილი [VIDEO+PHOTO]

ტონგა წყნარ ოკეანეში მდებარე პატარა, 176 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია, რომლის საერთო ფართი 750 კვადრატული კმ-ია, 105 ათასი მოსახლით. პარამეტრები სასაცილოა, მაგრამ სწორედ ამ კუნძულების მკვიდრია ყველა დროის საუკეთესო მორაგბე ჯონა ლომუ, რომელმაც სახელი ახალი ზელანდიის ნაკრებში თამაშით გაითქვა.

რომ არა ფინანსური პრობლემები, ტონგელები ერთ-ერთი წამყვანი სარაგბო ერი იქნებოდა. თავად განსაჯეთ, ლომუს მსგავსად სხვადასხვა ქვეყნის სახელით უამრავ ტონგელ ვარსკვლავს უასპარეზია - მალაკაი ფეკიოტა, დაგ ჰაულითი, პიტა ალატანი (ახალი ზელანდია), იზრაელ ფოლაუ, ვილი ოფაჰენჰაუე, ტოუტაი კეფუ, ჯორჯ სმითი, ვიკლიფი პალუ, ტატაფუ პოლოტა-ნაუ (ავსტრალია), ბილი ვუნიპოლა, მაკო ვუნიპოლა (ინგლისი) და ტობი ფალეტაუ (უელსი).

როგორც ხედავთ, ამ ქვეყნის წარმომადგენლების თავიანთ რიგებში ყოლას ისეთი კონსერვატიული ქვეყნის ნაკრებიც არ თაკილობს, როგორიც ინგლისია, თანაც, ერთბაშად - ორის.

ერთი სიტყვით, ჩვენ ცოცხლად ვიხილეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის თამაში, რომელმაც 2011 წლის მსოფლიოს თასზე ჯგუფურ ტურნირში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მოუგო და ლამის პლეი ოფს მიღმა დატოვა. არადა, "ლე ბლომ" მერე ფინალშიც გააღწია და "ოლ ბლექსთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

უცნაური გუნდია ტონგას ნაკრები. შეუძლია გრანდი დაამარცხოს და გაცილებით სუსტთან დამარცხდეს. შარშან ნოემბრის ტესტებზე "ზღვის არწივებმა" ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან წააგეს. ეს მხოლოდ მეტოქის დაუფასებლობას შეიძლება დაავაბრალოთ. "მუხის ფოთლები" არ არის ის გუნდი, ტონგას დარ ნაკრებებს რამეს უბედავდეს.

როგორც ჩანს, იმ მარცხისგან ტონგელებმა სათანადო დასკვნები გააკეთეს და რუმინეთზე უკეთეს საქართველოს ნაკრებთან მაქსიმალური მობილიზებით ითამაშეს.

ერთი ძალიან კარგი რამ მოხდა საქართველოსა და ტონგას ნაკრებების მატჩის დაწყებამდე. როგორც ჩანს, რაგბის კავშირისა და სპორტული მედიის შეგონებამ გაჭრა და კუნძულელთა საბრძოლო რიტუალს, "სიპი ტაუს", არ დაუსტვინეს.

დასაწყისში სტადიონი გაირინდა, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ ტონგელთა შეძახილები ისმოდა. მაყურებელმა სმენა დაძაბა, კაცი იფიქრებდა, სიტყვების არსს უნდა ჩასწვდესო. რომ ვერაფერი გაარკვია, ჩვენი ნაკრები "საქართველო, საქართველოს" სკანდირებით გაამხნევა.

ეს კულტურული სარაგბო ერის საქციელია. ტონგას გარდა, ასეთი საბრძოლო რიტუალი ფიჯის, სამოასა და ახალ ზელანდიას აქვს. ინგლისში, რაგბის მექა "თვიქნემზე" "ოლ ბლექსის" ჰაკას "პომების" ქომაგები ბრიტანეთის ჰიმნს - "ღმერთმა დალოცოს დედოფალი" - აგებებენ. ეს ფანტასტიკური სანახაობაა, ენით აუწერელი შთაბეჭდილებაა.

"ბორჯღალოსნებს" მომავალში არაერთხელ მოუწევს ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებთან თამაში. ამიტომ დროა, ჩვენც ჩვენი ტრადიცია დავამკვიდროთ.

მით უფრო, რომ სტვენას ის სიტყვები, რასაც საბრძოლო რიტუალისას მორაგბეები წარმოთქვამენ, სულაც არ იმსახურებს. აი, დაახლოებით როგორ ჟღერს ქართულად ტონგელთა "სიპი ტაუ".

"ყველამ იცოდეს, სულთა მტარვალი

ბექებში მოსპობს დანდობის გრძნობას,

მორკინალები გულს მოგიკლავენ,

ზღვას შესვამენ და ცეცხლითაც დაძღებიან,

სიკვდილი ან გამარჯვება, აი, ჩვენი დევიზი,

და ტონგა ამისთვის ყველაფერს გაიღებს".

უახლოესი მატჩი ტონგას ნაკრებთან მომავალი წლის 19 სექტემბერს გაიმართება ინგლისში, მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე. იქამდე დრო ბევრია. კარგი იყო, რომ ნოემბრის ტესტებზე მეტოქედ სწორედ ტონგა გვერგო. მომავალ მოწინააღმდეგეზე მცდარი წარმოდგენა აღარ გვექნება. იმედია, რეალურად შევხედავთ სიტუაციას, შევაფასებთ და დასკვნებსაც სათანადოს გამოვიტანთ.

კარგად მომზადებულ, საბრძოლოდ შემართულ საქართველოს ნაკრებს, ვფიქრობთ, მეტოქის დამარცხება მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზე რეალურად ძალუძს. ამ გამარჯვებას, გასაგები მიზეზების გამო, მეტი ფასი ექნება...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• fd

ასე არ შეიძლება. ასე რაგბი გაჩერდება. მყინვარწვერთან და გერგეტის სამებასთან მთაში სუფთა ჰაერზე გაზრდილი და ნავარჯიშები ბავშვი უფრო მეტი შანსია გახდეს კარგი რაგბისტი ვიდრე წერეთელზე და ვაკეში გაზრდილი. რაგბი ვეღარ განვითარდება ასე. რეგიონები უნდა ჩაირთოს. ბაზები უნდა აშენდეს რეგიონებში. მთიან აჭარაში გაზრდილ, გომის მთაზე და ბახმაროში ნავარჯიშებ ბავშვს ნაკლებად რო შეეჯიბროს წერეთელზე ნავარჯიშები. გულშემატკივრობის მექანიზმი უნდა შეიცვალოს. გუნდი რაიონის ღირსება უნდა გახდეს. ამ კუთხით უნდა წავიდეს ხალხში მოტივაციის ამაღლება. უფრო გასაგებად რო ვთქვა მაგალითად თელავი და გურჯაანის დაპირისპირება სპორტზე უნდა გადავიდეს. ვითომ სახუმაროა მაგრამ გურჯაანელ გულშემატკივარს დამატებით ძალიან დიდი მოტივაცია ექნებათ როცა თელავის წინააღმდეგ ითამაშებენ. ასევე ჭიათურა საჩხერეს წინააღმდეგ და სხვა. თბილისშიც აუცილებად ასეთი მიდგომაა საჭირო წარმოიდგინეთ მაგალითად ნახალოვკა ვაკის წინააღმდეგ ან ვარკეთილელები რო საბურთალოს მოუგებენ რამხელა მოტივაციაა საბურთალოელებისათვის სტადიონზე მისასვლელად. ისტორიულად თბილისში ყოველთვის იყო უბნებს შორის სპორტული დაპირისპირების, მით უმეტეს რაგბის მსგავსი. თელავში ზემო უბანი და ქვემოუბანი გაიყოფოდა და კრივობდა. ინგლისში მანჩესტერი რო ლივერპულს ეთამაშება იქ ქალაქის ღირსებას წარმოადგენს ის გუნდი და ქალაქის მოსახლეობა თვლის რო ტეხავს რო მოწინააღმდეგე ქალაქი გიგებს. დინამოს და არარატის დაპირისპირება მარტო ფეხბურთის ყურება არ იყო. სანამ ამ კუთხით არ მივუდგებით გულშემატკივრის მოზიდვას. არაფერი არ გვეშველება. იგივე ყაზბეგში მთელი მოსახლეობა მოვა სტადიონზე და ძალიან უგულშემატკივრებს როცა მოხევეები მთიულების წინააღმდეგ ითამაშებენ. ამ ყოველივეს გარეშე რაგბი გაჩერდება. დღეს ისეთ ფაზაში ვართ ან ასე უნდა მოხდეს ან უკან სვლა იქნება ფეხბურთივით.

• Lasha

მაინც მგონია რომ ჩვენებმა რაღაცეები დამალეს, თორე ვერავინ დამაჯერებს,რომ ტონგასთან 1 ნორმალური შეტევის გაკეთების თავი არ გვქონდეს, როცა მასზე ბევრად ძლიერებთან ინგლისთან ტერიტორია თიტქმის 80%-20%-ზე იყო ჩვენ სასარგებლოდ და ბურთი კი 60-40 ზე , იგივე ირლანდიასთან, არგენტინასთან გაიხსენეთ რამდენჯერ სახიფათოდ შეუტიეთ და თუნდაც გორგოძე, ზირაქა, კაკოვინის გარეშე ,ტონგასთან მეტი არ შეგვეძლო... ისე დღეს ტონგამ ამერიკას 40-12 გადაურბინა :)

• გიო

შეგეშალათ, ინგლისელები ინგლისის ჰიმნს (God save the queen) კი არ მღერიან ამ რიტუალების და რაგბის თამაშების დროს, არამეფ მღერიან Swing Low, Sweet Chariot. რომელიც, სხვათა შორის, ძველი ამერიკული სიმღერაა მაგრამ ინგლისური რაგბის ტრადიციად იქცა 1988 წლის შემდეგ.

• lasha

კაი სტატიაა, ერთი შეცდომა გაგეპარათ 750 კვ მეტრი ;) ასე გამოდის 100.000 კაცი ერთ დიდ სახლში დაეტევა ანუ მტელი ტონგას მოსახლეობა?

• giga

"სპორტული მედიის შეგონებამ" ....... მაგ სპორტული მედიის 99 % გუშინდელზეც მალე მოგეთხოვებათ

• თაზო

ბიჭებს რა თქმა უნდა, დიდი მადლობა,მარტო ამ თამაშში კი არა, ჯერ არ მახსოვს უჯიგროდ და ვალის მოხდის მიზნით გამოსულიყვნენ,წინ ბევრი გამარჯვების სიხარული გველის,ისინი კი ვინც ბიჭებს ლანძღავს ან აუგს ამბობს მათზე გაგებაში არ არიან რაგბის და არა მარტო რაგბის,საერთოდ კაცობის...

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

სავსე ტრიბუნების დროა!

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!