...მის ასაკში დაკარგული არაფერია. მთავარია, მალე დაკაცდეს!
ჯანო ანანიძე ქართული ფეხბურთის ცის კაბადონზე რომ გამოჩნდა, მართლა ვიფიქრე, რომ სამუდამოდ თუ არა, კარგა ხანს მაინც გვეშველა-თქო. ნოდარ ახალკაცის ფორმაციის ფეხბურთის ფედერაცია ბოლო დღეებს ითვლიდა, როცა ერთი კარგი საქმე გაკეთდა - ჯანო ცხვირწინ ავაცალეთ რუსებს.

რა თქმა უნდა, ამაზე ღიად არავინ არასოდეს ისაუბრებს, გაგონებით კი ქართულ საფეხბურთო კულუარებში რას არ გაიგონებ. ჰოდა, ჭორად მეც მსმენია, რომ რუსეთის ნაკრების შეფობას ქართველი ტალანტის გადაბირება უნდოდა და ამ ამბავში მოსკოვის "სპარტაკის" ხელმძღვანელობა ჰყავდა მოკავშირედ, რომ ანანიძეს მოსკოვის ცენტრში ბინასა და გვარიან ტუგრიკებს შეჰპირდნენ იმის სანაცვლოდ, რომ ისტორიული სამშობლოსთვის ეგანა ახლის სასარგებლოდ.

იქნებ, ეს სულ მოგონილი ამბები იყოს. ეს უკეთ ანანიძეს ეცოდინება. მე კი ის მახსოვს, ერთ დღეს, სისხამ დილით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მისულებს რომ გვამცნეს - ანანიძემ საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტაო.

მაშინ ამ პატარა ბიჭმა რუსეთს კარგა გვარიანი ალიყური გააწნა - ომი ახალი დასრულებული იყო, ჩრდილოელ აგრესორს კი მორიგი საკბილო სჭირდებოდა პატარა ქართველი მამლუქის სახით, რომ ეს ამბავი იქაურ პროპაგანდას სათავისოდ გაეფუებინა და გამოეყენებინა.

იმ რთულ დროში, როცა სახელმწიფო ერთპიროვნულად მართავდა ფეხბურთს, ფედერაციას კი ბიუჯეტი ლამის მხოლოდ ფურცელზე ჰქონდა (რა თქმა უნდა, ეს მმართველი რგოლის სისუსტეს მიუთითებს და გამართლება არ აქვს), ნაკლის მოძებნას დიდი გამჭრიახობა რად უნდოდა, თუმცა არც ისეა საქმე, რომ ყველაფერს ერთი სახელი დავარქვათ. სწორედ იმ ფედერაციის ძალისხმევამ და ფეხბურთელისა თუ მამამისის, აწგანსვენებული ამირან ანანიძის მტკიცე ნებამ იხსნა ჯანო რუსთა კლანჭებისგან.

მაშინ ანანიძეს ევროპის ერთ-ერთი ტალანტის სახელი ჰქონდა. მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები, თუმცა რუსეთისკენ გზა ხსნილი იყო - ასაკობრივ ნაკრებში თამაში მოქალაქეობის შეცვლის მსურველ ფეხბურთელს არ აფერხებს.

ვიცოდით ეს და მონაპოვარმა ძალიან გაგვახარა. 2009 წლის 5 სექტემბერს კი ანანიძის დებიუტი შედგა საქართველოს ნაკრებში იტალიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. იქამდე ქვეყნის პირველ გუნდში ასე ახალგაზრდას არასოდეს ეთამაშა.

ასაკის გათვალისწინებით, ჯანო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა. ზუსტი თარიღი არ მახსოვს. ვეთამაშებოდით ირლანდიას. ტაიმი რომ მორჩა, ანგარიშმიუცემლად ავდექი და იმ მხარეს გადავინაცვლე, სადაც ქართველებსა და ჯანოს უნდა შეეტიათ. ასეთ რამეს ვერ დაგეგმავ. ცხოვრებაში რაღაც სპონტანურადაც უნდა გააკეთო.

მსმენია, ასეთ რამეებს გულშემატკივარს დიდი მიხეილ მესხი აკეთებინებდა, მერე პატარა მიშაც. ეს ზუსტად ვიცი. ბევრისგან მსმენია, დუბლებზე დავდიოდით და პატარა მიშას "კრაებზე" დავყვებოდითო.

ანანიძე იმ და სხვა მატჩებში ათი თავით სჯაბნიდა მასზე რამდენიმე წლით უფროს ფეხბურთელებს, უკვე კაცები რომ ეთქმოდათ. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ასე მგონია: ის მაშინ უფრო კარგად თამაშობდა ფეხბურთს, ვიდრე ახლა.

საერთოდ, პატარა ასაკში ქართველები ხშირად აღემატებიან მეტოქეებს, თუმცა პირადად მე ამ მხრივ ორი გამორჩეული ინდივიდი მინახავს. პირველი ჯანო ანანიძეა, მეორე კი - სანდრო იაშვილი.

სანდროს კარიერას, მის ავან-ჩავანს აღარ გავიხსენებ. ერთი კია - ის ისე იყო თავისი ასაკის ყოჩაღ ბიჭებს შორის, როგორც გოლიათი ჯუჯებში. საბოლოოდ, ამან მას დათვური სამსახური გაუწია. იაშვილი არ ყოფილა არც "ძველი ბიჭი", არც უხამსი და არც თავხედი. ის თავისებურად რთული იყო. ასეთებს მწვრთნელები სჭირდებათ. იაშვილს ვერავინ გაუგო და ვერ მოეფერა გიორგი დევდარიანის გარდა. არადა, ერთი ალალი ბიჭი იყო. ალალი და თან რთული - ამხელა ნიჭით მარტივი ვერ იქნები. ბუნება ასე არ განკარგავს.

სანდროს მატარებელმა ჩაიარა. ჯანოსი ვიკითხოთ. ყველაზე აქტუალური კითხვა - რატომ ვერ თამაშობს ის ფეხბურთს მაღალ დონეზე?

როცა ადამიანს არ იცნობ, მასზე წერა რთულია. სანდროს ვიცნობდი. ძალიან ახლოსაც. ჯანოს არ ვიცნობ. მაინც ვცადოთ მიზეზის პოვნა.

მთავარი - ის დიდხანს შერჩა "სპარტაკს" და რუსეთის ჩემპიონატს. რუსეთში ვერ გაიბრწყინებ, თუ ჯანი არ მოგდევს. ჯანოს ჯანი აკლია. მხოლოდ ვარჯიშით ჯანს ვერ მოიყვან. უნდა "დაკაცდე". ჯანო ფიზიონომიით ჯერ ისევ ბავშვია. ეს მისი ბრალი არ არის. ყველა ადამიანი თავისებურია. რამდენიმე კარგი მატჩი "სპარტაკში" და შესანიშნავი იჯარა "როსტოვში" - ეს მისი ნიჭის ფეხბურთელისთვის არაფერია, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ცოტაა.

მიზეზი მეორე - როგორც ჩანს, ის ვერც ხასიათით "დაკაცდა". სხვანაირად როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ჯანო "სპარტაკს" შორეულ აღმოსავლეთში სათასო მატჩის სათამაშოდ არ გაჰყვა. იქნებ, ანანიძეს "სპარტაკის" დატოვება სურდეს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ამ ნაბიჯის გადადგმა მართებულად არ გვეჩვენება - ის დროებით "სპარტაკის" დუბლებში გადაისროლეს, სადაც გოლებიც გაჰქონდა, თუმცა...

მესამე: არ ვიცით, რა და როგორაა ზუსტად ამ "ფრონტზე", თუმცა გვგონია, რომ ჯანოს მენეჯერები, ან ისინი, ვინც ფეხბურთელის კარიერის აწყობაზე ზრუნავენ, გვარიანადაც სცოდავენ. სხვა შემთხვევაში ქართველი უკვე დაიხსნიდა თავს "სპარტაკის" კლანჭებიდან და თუნდაც "ვიტესში" გადავიდოდა, სადაც მას მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობისას მოუთმენლად ელოდნენ.

რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ხასიათი და აღნაგობაა ამ ქვეყანაზე. ხდება ხოლმე, ხასიათითაც და აღნაგობითაც რომ ბოლომდე ბიჭად რჩები. იქნებ ზოგადცხოვრებისეულ ამბავში ამაში ცუდი არც არაფერი იყოს, აი, ჯანოს საფეხბურთო პროგრესს კი ეს არ უხდება.

მის ასაკში დაკარგული არაფერია. მთავარია, მალე დაკაცდეს!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

akhali
ფეხბურთისგან შორსაა ეს შეფასება....ჯანოს ტექნიკა აკლია!ბურთის ტარების,მატაობის ტექნიკა!ჯანო არასდროს არ იქნება კუნთებასხმული მასა,მისი კონფიგურაციის ფეხბურთელი ძლიერი უნდა იყოს მატაობაში(სილვა,ინესტა,ხავი,მატა,აზარი...),სისწრაფეში,რაც სამწუხაროდ არ აქვს,ჰქონდა და აღარ აქვს...და არც ზიდანის პასები აქვს...ავანსები კი ....
Zv99
ჯანოს თურმე დაკაცება ჭირდება.. შოფრები ხართ რა. ჯანო მიუტევე ამ შოფრებს ამათ, არცოდნა არცოდვაა.
xooooo
ფიზიკაში არა,უმაღლეს მათემატიკაში.ამნაირი ფეხბურთელები ყრია,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ცარიელი რეკლამაა.თუ ასე არაა,რა აქვს გაკეთებული აქ?ფაქტი დამიდეთ.იქ,სადღაც რაღაცას აკეთებს გრამაფონშია.ძალიან მინდა გამოადგეს ნაკრებს,მაგრამ ...
goga
ყველაფერი ყველაფერი,მაგრამ მინიმუმ რომ 2 წელ რო გადაკეთებული აქვს როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს....მაგას რა ვუშველოთ??????არავინ რო ყურადგებას არ აქცევს?????????:)
shoda
დავაკვირდეთ და მოვხვდებით, თუ რა უნიჭო და ფუყე ოცნებით ოცნებობს დღევანდელი ჩვენი ახალგაზრდობა! მათი აზრი მამელუქობას ვერ ცდება და ვიტესში გადასვლა საოცნებოდ გახდომიათ. --ვიტესი კი არა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ხობში, თელავში როდის ჩამოვა ჩვენი სამსობლოს მოწყვეტილი შვილები? --მაშინ იქნება ზეიმი ჩვენს მიწაზე! ღმერთი მაღალი ფარავდეთ ჭეშმარიტ ქართველ მამულიშვილებს!
ika
რომელი გუნდი გეტყვის უარს წადი მაქედან სანამ კიდევ არის დრო ))))
Lasha
21 წლისაა, ყველა ვერ აღწევს იდეალურ ფიზიკურ კონდიციებს ამ ასაკისთვის. 21 წლისას მესისაც უჭირდა ფიზიკაში. რუსეთს რომ უნდა გამოეცალოს, მაგაში ორი აზრი არ არსებობს. 2-3 წელში ვნახოთ, რა გახდება ჯანო.
luxuma
გეტანხმები ალეკო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა
სპორტრეტი. ლევან ყენია - ნიჭი, ძამიკო, ნიჭი...
Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს
მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი არაბა
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
უკრაინის ჩემპიონატში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა [VIDEO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
მიხეილ მესხმა ზივზივაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
მიხეილ მესხის აზრით, აუტსაიდერობას არ იმსახურებენ
მახარაძე და მესხი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს
გიორგი ქვილითაია: არც ვიცი, დავიჯერო თუ არა?..