"ეს მოხდა რაულის, გუტის და მორიენტესის შემთხვევაში. ახლა კი ეს კასილიასის თავს ხდება. სამწუხაროდ, ეს მადრიდის "რეალია"
ფოტო: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ცოლ-შვილთან ერთად სეირნობისას

ჰარი რედნაპმა მის მდიდარ კარიერაში ყველაზე ცუდი პროფესიონალი გაგვიმხილა; ერიკ კანტონა მარსელო ბიელსათი და ჟოზე მოურინიოთია აღფრთოვანებული; ამასობაში, "განსაკუთრებულს" რაიმონ დომენეკმა უკბინა; ვის ურჩევს ბრენდან როჯერსი ფეხბურთის პარალელურად სპრინტერობას? - ერთად გავიგოთ ეს ყველაფერი ბოლოდროინდელი საინტერესო კომენტარებიდან.

გარი ლინიკერი: "ბაიერნმა" იტალიის დედაქალაქში 7-ჯერ გაიტანა. რომი ნერონის მერე ასე არ გადამწვარა".

"ზლატანმა მკითხა, თუ რამდენი გოლი გავიტანე "ვალანსიენში" იჯარის წესით თამაშისას. ვუპასუხე, 21 მატჩში 2 გოლი-მეთქი. მერე კი თავისებური აქცენტით მითხრა - და შენ ფიქრობ, რომ ეს კარგია? ბაებეკი: 21 მატჩში 2 გოლი; ზლატანი: 2 მატჩში 21 გოლი" - გაიხსენა ზლატან იბრაჰიმოვიჩის კიდევ ერთი ხუმრობა "პარი სენ-ჟერმენში" დაბრუნებულმა ჟან-კრისტოფ ბაებეკმა.

"მომავალში ვიყურები და კარიერის დასრულებაზე ვფიქრობ. ფეხბურთელობის ჟამს ძალიან დიდ დროს ატარებ სასტუმროებში და სახლის გარეთ. ჩემი უფროსი ვაჟი 8 წლისაა, ხოლო უმცროსი 6-ის და ვერ ვიტყვი, რომ მათთან ყოველ დღეს ვატარებ. როდესაც კარიერას დავასრულებ, ოჯახის კაცი მინდა გავხდე, ხოლო კარიერის დასრულება იმ მომენტში მინდა, როდესაც საუკეთესო ფორმაში ვიქნები. როდესაც მინდორზე გავდივარ, ჩემს კლუბსა და საკუთარ თავს წარმოვადგენ, მაგრამ სახლში 100%-ით მეოჯახე ვარ. შემდგომში ფეხბურთს და ამ ინტენსიურობას რაიმე ჩანაცვლებაც უნდა მოვუძებნო" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

"მე ემოციებს მხოლოდ ლოგინში ვავლენ" - აი, ასე საინტერესოდ უპასუხა მაურისიო პოჩეტინომ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ აღნიშნა მან ერიკ ლამელას ულამაზესი "რაბონა" "ასტერასთან" მატჩისას.

"შესაძლოა, კაპიუშონით კედლებზე გრაფიტი მეხატა. არ ვიცი, შეიძლება, ხალხიც გამეძარცვა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რას გავაკეთებდი, ფეხბურთი რომ არ მეთამაშა" - ამბობს გვადალახარას გარეუბანში სიღარიბეში გაზრდილი "ჩივასის" ფორვარდი ერიკ ტორესი.

"მას თავით ძალიან ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ არც მიკვირს - იმხელა თავი აქვს, რომ ვერაფრით დაგრჩება შეუმჩნეველი" - ხუმრობს თანაკლუბელ ერიკ ტორესზე ერიკ ავილა.

"ის მზად არ არის. სარეზერვო გუნდთან ერთად ითამაშა და მასზე მეტს მე ვირბენდი. ვეღარ დავიცავ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ, არ უნდათ ვარჯიში და სირბილი. მას ზედმეტი წონა აქვს და საერთოდ არ ინდომებს. იგი ყველაზე ცუდი პროფესიონალია, ვისთან ერთადაც კი ოდესმე მიმუშავია" - გვეუბნება "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ადელ ტაარაბტზე.

"სიმართლე ითქვას, არ ვიცოდი, თუ ნაკრების შემადგენლობა იმ დღეს უნდა გამოეცხადებინათ. ეს მამაჩემის დაბადების დღეს დაემთხვა და როდესაც სატელეფონო ზარით მამცნეს, რომ ნაკრებში მიძახებდნენ, ორმაგად ბედნიერი ვიყავი. სახლში დავრბოდი და სიხარულისგან ვყვიროდი" - ეს რობერტო ფირმინოს სიტყვებია, რომელიც კარლოს დუნგამ გაახარა და ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახა.

"რონალდოს და ბეილის სახით მათ ჰყავთ ორი ფეხბურთელი, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ, ოლიმპიურ თამაშებზე 100-მეტრიან სპრინტში ფინალში იასპარეზონ" - ბრენდან როჯერსი მადრიდის "რეალზე" საუბრისას.

"ეს მოხდა რაულის, გუტის და მორიენტესის შემთხვევაში. ახლა კი ეს კასილიასის თავს ხდება. სამწუხაროდ, ეს მადრიდის "რეალია" - თქვა გაისკა მენდიეტამ და ფერნანდო იერო გამორჩა, როდესაც "სამეფო გუნდს" იმის გამო აკრიტიკებდა, რომ "რეალი" თავის ლეგენდებს სათანადოდ არ უფრთხილდება.

"იქნებოდა თუ არა დღესაც ჩვენი გუნდი საუკეთესო? ოო... დიახ, ასეთი გუნდის შენება ახლა ალბათ მილიარდი დაჯდებოდა. გვყავდა ტიერი ანრი, რომელიც თავის საქმეს იდეალურად აკეთებდა; დენის ბერხკამპი, რომელსაც გოლები გაჰქონდა და მეტოქეებს უამრავ პრობლემას უქმნიდა; პატრიკ ვიეირა მაშინ საუკეთესო ფორმაში იყო; რობერ პირესს არაფრისგან შეეძლო მწვავე პასის გაკეთება. გვყავდა ფრედრიკ ლიუნგბერგი, იენს ლემანი, ეშლი კოული, კოლო ტურე, ლორენი, მე..." - სიამოვნებით და სიამაყით გაიხსენა სოლ კემპბელმა 2003/04 წლების სეზონის "ხელშეუხებელი" "არსენალი".

"ეს არის მთარგმნელების პრობლემა - აუცილებლად დგება ხოლმე მომენტი, როდესაც მათ ჰგონიათ, რომ ტექსტი მათი დაწერილია" - ასე მწარედ გაჰკრა კბილი რაიმონ დომენეკმა ჟოზე მოურინიოს, რომელიც ადრე თარჯიმნად მუშაობდა.

ზინედინ ზიდანი: "ის, რასაც პოლ პოგბა 21 წლის ასაკში აკეთებს, დიდებულია. თუ იგი ასე გააგრძელებს და ისევ მოუმატებს, შეუძლია, მსოფლიოს ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. იგი კლოდ მაკელელესა და პატრიკ ვიეირას კომბინირებული ვარიანტია".

"იგი ფიგურაა, პერსონაა, ქარიზმატულია. მან კარგი ფეხბურთი იცის და კარგადაც იცის. რაღაცით მოურინიოს ჰგავს. ასეთი ტიპები მომწონს. როდესაც ბიელსას ან მოურინიოს პრესკონფერენციაა, წინასწარ ვიცით, რომ რაღაც საინტერესო მოხდება. მომწონს, როდესაც ისინი ჟურნალისტების შეკითხვებს და მოსაზრებებს აქეთ აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ" - ასეთი აღფრთოვანებულია ერიკ კანტონა ამჟამად "მარსელის" მწვრთნელ მარსელო ბიელსათი და ჟოზე მოურინიოთი.

"მარიო მართლაც მაგარი ვინმეა. მასთან ერთად კარგად ვერთობი. ბალოტელის ყველა ნაბიჯს მიკროსკოპის ქვეშ ატარებენ და ხშირად ზედმეტი მოსდით. ვფიქრობ, ამ ასაკის ან ცოტა უფრო პატარა ან ცოტა უფრო დიდი ადამიანები ბევრად უფრო გიჟურ რაღაცებს აკეთებენ უნივერსიტეტებში თუ სადმე სხვაგან" - დანიელ სტარიჯის სახით, ბალოს ახალი ადვოკატი გამოუჩნდა.

რომარიოს აზრი ნეიმარზე: "მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ისტორია შექმნას. იგი მხოლოდ 22 წლისაა და უკვე ბრაზილიის საუკეთესო გოლეადორების სიახლოვეს ტრიალებს. ასე თუ გააგრძელებს, იგი პელესაც გადაასწრებს".

"ის გალიაში გამომწყვდეული დამშეული ლომივითაა, ახლა გარეთ უნდა გამოვიდეს და რამე შეჭამოს" - ეს სიტყვები "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა "ვერონასთან" მატჩის წინ გონსალო იგუაინზე თქვა. იმ შეხვედრაში "პიპიტამ" ჰეთ-თრიქი შეასრულა.

"მან დაკარგა მეტოქეთა დაცვის გარღვევის უნარი და დრიბლინგებს იშვიათად გვთავაზობს. არადა, ეს "ბარსას" თამაშების ბედს ხშირად წყვეტდა ხოლმე. ახლა ლიონელი უფრო პასების გაკეთებაზეა გადართული. მსოფლიოს ჩემპიონატზე დავინახეთ, რომ მესის რაღაც სჭირდა, იგი დადიოდა. ფიზიკურად საუკეთესო ფორმაში არ გახლდათ და შესაძლოა, ამიტომაც თამაშობდა უფრო უკნიდან და ნაკლებს მოძრაობდა" - ხორხე ვალდანო ლიონელ მესიზე.

"საბედნიეროდ, მქონდა საშუალება, ის ცოტა სხვა მხრიდან დამენახა. ლუი ძალიან მშვიდი, მორცხვი და თავაზიანია", - განაცხადა ლუი ვან გაალზე პოლ ვერჰაეგმა.

"უბრალოდ, იმის იმედი მაქვს, რომ ცოტა ბრეტ ფავრის სინდრომი შეეყრება და წასვლის მერე, რამდენიმე წელიწადში ისევ დაბრუნდება "სოლტ ლეიკში" და ჩვენთან ერთად ცოტას ითამაშებს" - კაილ ბეკერმანი ლენდონ დონოვანის შესახებ, რომელმაც ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რედნაპი ავარიის შემდეგ მკვდარი ეგონათ, ექიმმა ზეწარიც გადააფარა; ის გადარჩა, ყნოსვა დაკარგა და სახის ტიკი დარჩა
ჰარი კეინმა "იუვენტუსს" ცენტრიდან გაუტანა [VIDEO]
ვალდანო: ვისაც არ უყვარს მესი, არ უყვარს ფეხბურთი
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"ნაპოლი" ფავორიტთა შორისაა - რედნაპის აზრით, "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
რონალდო ისტორიის საუკეთესო ბომბარდირებში მეორეა, მესი - მეხუთე
სოლ კემპბელი - ლონდონის ახალი მერი?
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
დასახელდა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი
კოპა ამერიკა. D ჯგუფი: არგენტინა 100%-იანია, ჩილემ პანამა არ გაახარა [VIDEO]
რომარიომ მასზე 31 წლით უმცროს ქალთან გააბა რომანი [PHOTO]
რედნაპი: თუ გნებავთ, გიჟი მიწოდეთ, მაგრამ მინდა "ლივერპული" ჯერარდმა ჩაიბაროს
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ლამელას შედევრი გოლი არ დაუფასდა... “ტოტენჰემი”ლონდონურ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
"პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!" - ხორხე ვალდანო
ᓤᓔᓮᓑᓣᓠᕗᓘ ᓓᓐ ᕦᓐᓚᓐᓢᓘᕡ ᓘᓡᓢᕝᓠᕘᓐ - ᓕ
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
73 წლის რედნაპმა შეიძლება ნიგერიის ნაკრები ჩაიბაროს
6 ლეგენდისა და კონტრაქტის ამბავი
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
რომარიოს ვაჟი კარიერას უკრანიულ კლუბში განაგრძობს
ხორხე ვალდანო: მომავალი კლასიკო ხეიბრების ბრძოლაა
პოლიციელები, მრბოლელები, პორნომსახიობები - რომელ პროფესიას ირჩევენ ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგ
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
ჰარი რედნაპი: ტუალეტის ქაღალდი დიდად არ მჭირდება, მე ღარიბ ოჯახში გავიზარდე
"ლესტერმა" "ტოტენჰემი" სახლში 15 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
"რეალის" ლეგენდა: ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არ ვართ...
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
გარეთ ბერი: 500-იანთა კლუბის ახალი წევრი
ხორხე ვალდანო: ახლა "ბარსელონა" არცერთი ტიტულის პრეტენდენტი არაა...
ჰარი რედნაპი: ბეილი ბუცების თასმებსაც ვერ იკრავს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
საქართველოსთან მატჩამდე რუბიალესის გარშემო ატეხილი სკანდალი კვლავ გრძელდება - ვალდანომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იუდა ისკარიოტელს შეადარა
58 წლის ასაკში რომარიომ კარიერის გაგრძელების შესახებ გვაუწყა
მესი, იგუაინი, დი მარია და აგუერო არგენტინის ნაკრებში გამოძახებულთა შორის არ არიან
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
და მაინც, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდიდი?
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს