25 მარტს თბილისში მალტის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი უკვე შეთანხმებულია
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მუშაობის შეფასებისგან თავი შეიკავა:

"მწვრთნელის მუშაობას როგორ შევაფასებ? ეს უკვე თავად ქეცბაიამ გააკეთა, როცა ციკლი ჩავარდა და გადადგა. შეფასებას აკეთებს გულშემატკივარი იმ თამაშებითა და ანგარიშებით, რაც საბოლოოდ ისტორიას რჩება. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, თემურს ხუთწლიანი მუშაობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო".

ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობაზე ფედერაციის პრეზიდენტი ჯერ კონკრეტულად ვერაფერს ამბობს:

"ამ საკითხზე მუშაობა უკვე დავიწყეთ და აგენტებისგან რამდენიმე შემოთავაზებაც გვაქვს. სხვათა შორის, კანდიდატები უეფაში ვიზიტის დროსაც შემოგვთავაზეს. არც ერთ მათგანს არ გამოვრიცხავ.

ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ყველაფერი გადავწყვიტოთ. ახალ მთავარ მწვრთნელს კი ექნება სამი თვე, პირველი ამხანაგური მატჩისთვის რომ მოემზადოს. 25 მარტს თბილისში მალტის ნაკრებთან სპარინგი უკვე შევათანხმეთ".

სიჭინავას არ დაუკონკრეტებია, უცხოელისკენ იხრება მისი არჩევანი თუ ადგილობრივი სპეციალისტისკენ. ეს არც რევაზ არველაძემ ისურვა:

"შესაძლოა, შემოთავაზებებში საინტერესო კანდიდატურებიცაა, მაგრამ ჯერ მათზე ლაპარაკი არასერიოზულია. თუმცა, იმას კი ვიტყვი, რომ ნაკრებს იანვარში ახალი მწვრთნელი ეყოლება. გერმანიასთან შესარჩევ მატჩამდე დრო მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avto qasibaze
მტელი ფედერაცია უნდა გადადგეს
მამლუქი ქართლოსი აქვე
იანვარში მთავრდება ამათი ბოგინი, და მთელი შემადგენლობით გადადგნენ რაც შეიძლება მალე იანვრამდე, და არცევნები ჩატარდეს თებერვლის ბოლოს, დრო არ ითმენს, სანამ არის კიდევ დრო ,რომ გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი დავნიშნოთ თებერვალში.
მამუკი იმერი.
ჯერ თუ უნდათ დღევანდელ ფედერაციას რომ, მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, გაგვაგებინეთ რას უცდიან, რატომ არ ნიშნავენ ეხლავე თარიღს, იანვარსი მტავრდება ამათი ვადა და დანიშნონ თებერვალში აუცილებლად არჩევნები.
qutaiseli
სააკაშვილს და მერაბიშვილს თუ უნდოდათ ფეხბურთის აღორძინება ვინ უშლიდათ ხელს 9 წელი პირიქით უხეშად ჩაერიენ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში და საბოლოოდ გააფარჩაკეს წესიერი კაცი უნდა იყოს პირველ რიგში ფედერაციის თავკაცი და მერე დანარჩენი თუ წესიერება არააქ და ფულის მონაა გინდა კარგი მენეჯერი იყოს და გინდა ფეხბურთის კარგი მცოდნე.
akhali
რატომ გადავწყვიტეთ რომ ყაველაშვილი ან კობიაშვილი საუკეთესო კანდიდატები არიან?დასახელებულებში ალბათ,მაგრამ რომელს აქვს დიდი მენეჯერული გამოცდილება(ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს ტოპ-მენეჯერი და არა ფეხბურთელი),რატომ გვგონია ,რომ ინვესტიციებს მოიზიდავენ ქართულ ფეხბურთში და მერე გონივრულად მოიხმარენ?სად დაამტკიცეს რომ წარმატებული მენეჯერები არიან?რომელიმე ევროპულ ან ქართულ კლუბში იმუშავეს წარმატებით?ქართულ ფეხბურთს ჭირდება ენერგიული ტოპ-მენეჯერი და დიდი ფინანსები!ჩემი აზრით საუკეთესო კანდიდატები იქნებოდნენ სააკაშვილი)))მერაბიშვილი(პოლიციის რეფორმის მსგავსი ქართულ ფეხბურთში)))),ივანიშვილი))))...მათ მართლაც შეუძლიათ როგორც ფინანსების მოზიდვა ,ასე უცხოელი მაღალკვალიფიციური მრჩევლების დაქირავება...სხვა შემთხვევაში დავრჩებით პროვინციად ფეხბურთში...
დათო
რეფორმატორი და სწორად მოაზროვნე ადამიანი. დისცილინირებული და სუფთა. არველაძეებს ჭკუა უნდა ეყოს და გაშორდეს ფეხბურთს , თორე ქეცბაიაზე უარესი ელით. სუფა ხელები და შრომა და დისციპლინა
Grigoli
ფედერაციას უნა ჩაუტარდეს ჯერ დეზინფექცია
akhali
ქართველ ფეხბურთელებს ,,გულაობის,,ვირუსი შეეყარათ ჯერ კიდევ 80-ანი წლებიდან...განკურნმა ძალიან რთული პროცესია და მხოლოდ მკაცრი რეფორმატორი თუ შეძლებს სრულიად ახალგაზრდა კადრებით.... -თუნდაც შეხედეთ ქართველ ახალგაზრდებს?ღიპინი,ქონიანი...და სპორტსმენებიც!!!როგორც ფეხბურთში ასე რაგბშიც...ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე ჩვენზე გაცილებით სწრაფი და სხარტია!!!ზოგ ქართველ სპორტსმენს იმხელა უკანალი აქვს,რომ....რას ჭამენ?ქართული სამზარეულო მიღებულია სპორსმენისთვის?და ამ ახალგაზრდობის მენტალურად შეცვლას კობიაშვილი,ყაველაშვილი მოახერხებენ?ნეტავ მოახერხონ,მაგრამ ეს იქნება ცდა,რომ იქნებ,იმედი ...ფედერაციას ჭირდება ძალიან მკაცრი,მომთხოვნი ტოპ-მენეჯერი და ტოპ-უცხოელი მრჩევლები,რაც დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს...თუ გვინდა ქართული ფეხბურთი ოლიმპზე ვიხილოთ,მაშინ შესაბამისი კანდიდატურაც უნდა შევარჩიოთ,უკვე გამოცდილი...
grisha
ამათმა თავის რქები ვერ მოიშორეს ან ჟირესი რამ ჩამოაყვანინა ან ტოპმიოლერი ?უცხოელს ვერაფერს ვერ მოსთხოვ ,გეტყვის საქართველო ხარ რაზე გაქვს პრეტენზია დისციპლინასაც ვერ დაამყარებს,არ გვინდა უცხოელი!!!
federacias
ფეხბურთის ფედერაციის ყველა თანამდებობის წარმომადგენელი უნდა გადადგეს.
Beka
გეგუჩაძე და დევდარიანი, უფროს და მეორე მცვრთბელი შესაბამისად!!! ასე მგონი ყველაზე კაი იქნება
dato
მწვრთნელი კიარა ჯერ არჩევნების თარიღი თქვით, იანვარში რო გაგდით ვადა
dato
მწვრთნელი კიარა ჯერ არჩევნების თარიღი თქვით, იანვარში რო გაგდით ვადა
გიორგი გულუა
არ შეიძლება ერთხელ მაინც ენდონ ბატონ გუჯა კახაძეს?
გუჯა კახაძე
მწვრთნელი კი არა 2 ტაიმის მოთამაშე ფეხბურთელები გვჭირდება!
Gala
Utsxoels tavi daanebet qartvels mietsit sashualeba da is danazogi fuli qartul fexburts moaxmaret
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...