ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ძიუდო. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი მოზარდებში: "შევარდენი" ყველაზე მაღლა

ძიუდო. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი მოზარდებში: "შევარდენი" ყველაზე მაღლა

22 ნოემბერს სპორტკომპლექს "არენაში" მეორედ ჩატარდა ქვეყნის საკლუბო პირველობა ძიუდოში, რომელმაც წარმატებით ჩაიარა
22 ნოემბერს სპორტკომპლექს "არენაში" მეორედ ჩატარდა ქვეყნის საკლუბო პირველობა ძიუდოში, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

შარშანდელის მსგავსად, ის ახლაც მოზარდებში გაიმართა - ამჯერად მასში 1997-98 წლებში დაბადებულები ჭიდაობდნენ, შეჯიბრებას კი მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელი მიენიჭა.

თუმცა ნათლობა არ ყოფილა შარშანდელისგან განმასხვავებელი ერთადერთი ნიშანი, გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობაც და საპრიზო ფონდიც: 25 კლუბი ასპარეზობდა, საპრიზო თანხა კი 14 ათას ლარამდე გაიზარდა.

კლუბების უმეტესობა თბილისიდან იყო, თუმცა არც რეგიონები დარჩენილან თამაშგარეთ - იყვნენ ახმეტიდან, გორიდან, ბათუმიდან, მარნეულიდან, ქარელიდან, დუშეთიდან და აკი პრიზიორთა შორის ახმეტელებიც მოხვდნენ.

ბავშვთა შეჯიბრების მიუხედავად, ტურნირი მაინც იმდენად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომ თვალნათლივ დავრწმუნდით საკლუბო სისტემის ნათელ მომავალში (მით უფრო, რომ გაისად ანალოგიური ჩემპიონატის გამართვა უფროსებშიც იგეგმება).

არადა, აქამდე ეს ქრისტეს "პერანგის კერვად" მოჩანდა და სხვა სახეობებში არა და არ დაადგა საშველი. რეალურად, კლუბის შენახვა მართლაც არაა იოლი, მაგრამ ძიუდომ დაგვანახვა, რომ მონდომების შემთხვევაში ყველა სიძნელე დაძლევადია.

მაგალითად, შარშანდელმა შეჯიბრებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და წლეულს მასობრიობა გაიზარდა. როგორც გითხარით, ამჯერად გაიზარდა რაიონების წილი.

აღმოსავლეთ საქართველოდან ეს არცაა გასაკვირი, აი, დასავლეთიდან კი ორი კლუბი ჩამოვიდა, რაც ფრიად სასიამოვნოა ქართული ძიუდოსთვის - "ბათუმი" და "ოქროს ვერძი" ზუგდიდიდან. დღეს დასავლეთში ქართული ძიუდოს ცენტრი ძირითადად იმერეთია (ქუთაისი და ზესტაფონი, საიდანაც ეროვნული თუ ასაკობრივი გუნდები იღებენ კანდიდატებს); ასეთი პრეცედენტი კი გვაიმედებს, რომ მალე იმ ორი ქალაქიდანაც მიიღებს შევსებას.

თბილისის მაგალითზე ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა - "შევარდენმა" სამი კლუბი გამოიყვანა: საკუთრივ "შევარდენი-2005", "შავი ავაზა" და "გლადიატორი".

ყველა დარბაზში რამდენიმე მწვრთნელია, თუმცა საზოგადოება ძირითადად ერთს იცნობს.

"შევარდენის" მაგალითზე ეს გურამ მოდებაძეა, მაგრამ ამჯერად კლუბები იმავე დარბაზის სხვა მწვრთნელებმაც გამოიყვანეს, რაც მათთვის თავის წარმოჩენის კარგი საშუალება იყო. თან ფედერაციამ ერთი კარგი საქმეც გააკეთა - მკაცრად აკრძალა სპორტსმენთა განათხოვრების პრაქტიკა. ამის გამო ზოგიერთ კლუბს მონაწილე აკლდა, მაგრამ სისტემურობა და წესრიგი ყველაფერშია საჭირო. ასეთი სიმკაცრე იმავე მწვრთნელების მუშაობის ბარომეტრიცაა - დეფიციტური წონების შევსებაზე სამომავლოდ უფრო მეტად იზრუნებენ.

წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ტურნირი შარშანდელი სცენარით წარიმართა - ფინალში ისევ "შევარდენი" და "ლიდერი" შეხვდნენ, ჩემპიონი კი კვლავაც "შევარდენი" გახდა. გურამ მოდებაძე ამჯერად ეროვნულ ნაკრებთან ერთადაა შეკრებაზე წასული და შეჯიბრებას არ დასწრებია, კლუბს კი მისი მოსწავლე, მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი ლაშა გუჯეჯიანი ხელმძღვანელობდა.

"შევარდენმა" შეჯიბრება დიდი აღმავლობით ჩაატარა და ფინალამდე სამივე მეტოქე (პირველ წრეში ის და "ლიდერი" ისვენებდნენ, როგორც განთესილები) 5:0 დაამარცხა - "ვარსკვლავი-2024", "შავი ავაზა" და "ოლიმპი". "ლიდერმა" (მწვრთნელი: ალექსანდრე მამუკაშვილი) პირველ პაექრობაში საგარეჯოს "არსენა" 4:1 დაჯაბნა, მაგრამ ფრიად გაუჭირდა "გლადიატორთან" - მხოლოდ მეხუთე პაექრობაში გამარჯვებით აჯობა - 3:2.

ნახევარფინალში ახმეტის "ზეზვა შათირიშვილს" ისევ იოლად, 4:1 მოუგო, ფინალში კი ასეთივე შედეგით "შევარდენმა" იმარჯვა. გამარჯვებულთა ღირსებას გიორგი ლიპარტელიანი (60), ბექა უდესიანი (66), გიგა გიგაური (73), გიორგი გოგოლიძე (81), გიორგი გველესიანი და მათე ბენდელიანი (ორივე - +81) იცავდნენ, "ლიდერში" კი გელა გარაყანიძე (60), გაგა მახნიაშვილი (66), ლაშა დუდაშვილი (73), ნოდარ წამალაიძე (81), ზაურ კენჭაძე, ავთანდილ ტაბატაძე (ორივე - +81) გამოდიოდნენ.

ბრინჯაოს მედლები "ზეზვა შათირიშვილმა" (მწვრთნელი: ტარიელ (ზეზვა) შათირიშვილი) და "ოლიმპმა" (ზვიად წოწკოლაური) მოიპოვეს, რომლებმაც დამამშვიდებლის ფინალში "შევარდენის" მართვეები, შესაბამისად, "შავი ავაზა" და გლადიატორი" ერთნაირი ანგარიშით, 3:2 დაამარცხეს. ახმეტელთა ღირსებას ნიკო ჭიკაიძე, დავით ჩოკოლაშვილი (ორივე - 60), ბექა ფიცხელაური, გიორგი ქიბროწაშვილი (66), ფირუზ ქეთიაშვილი (73), ავთანდილ ჩურჩხელაშვილი (81), დავით რამაზაშვილი და გურამ ქოსმანაშვილი (ორივე - +81) იცავდნენ, "ოლიმპის" შემადგენლობა კი ასეთია: ზაქარია იჩუაიძე (60), გიორგი დიდებაშვილი (66), ვასილ ბალაბანაშვილი, გოგა ქევხიშვილი (ორივე - 73), ნიკა ბურნუჩიანი (81) და ოთარ გურგენიძე (+81).

კვარცხლბეკი

1. შევარდენი-2005

2. ლიდერი

3. ზეზვა შათირიშვილი, ოლიმპი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "კოლხეთს" სოსო ფილიაც ვერ შველის

"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა

ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა

"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა

ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ნემსაძე დასახელდა

"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა

''დიდი ფული შემომთავაზეს და მითხრეს, ''შევარდენში'' თამაშობდი, იცი რაც უნდა გააკეთო...'' - მოსტოვოიმ საქართველოს მე-2 ლიგაში გარიგებულ მატჩებზე მოჰყვა

"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ

ეროვნული ლიგა 2. I ტური: "თელავმა" და "ცხინვალმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს

სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?

"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა