ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კალათბურთი. ლეგიონი: დებიუტი, რეკორდი, დაბრუნება

კალათბურთი. ლეგიონი: დებიუტი, რეკორდი, დაბრუნება

უცხოეთში მოასპარეზე ქართველი კალათბურთელებისთვის განვლილი კვირა მოსავლიანი გამოდგა
უცხოეთში მოასპარეზე ქართველი კალათბურთელებისთვის განვლილი კვირა მოსავლიანი გამოდგა.

ორი ტოპ-ამბავი იტალიიდანაა, ერთი ლევან ფაცაციას უკავშირდება, მეორე - გიორგი შერმადინს.

ევროლიგა

ევროპის უპირველეს საკალათბურთო ლიგაში არაერთ ქართველს უთამაშია. მათ რიგებს კიდევ ერთი ჩვენიანი შეემატა - ლევან ფაცაციას ევროლიგური დებიუტი "ნიჟნი ნოვგოროდის" მაისურით სარდინიულ "დინამო სასარისთან" შედგა.

მართალია, იტალიელებთან შედარებით, ნოვგოროდელებს ვარსკვლავური შემადგენლობა არა ჰყავთ, მაგრამ უმთავრესად მწვრთნელის, აინარს ბაგაცკისის კარგად გათვლილი სტრატეგიის წყალობით სარდინიიდან გამარჯვება წამოიღეს - 89:82.

ლევანმა 16 წუთი ითამაშა, მატჩი 5 მოხსნითა და თითო ჩაჭრა-პასით დაასრულა.

ამავე ჯგუფში ვიქტორ სანიკიძის "უნიქსი" გამოდის, რომელიც "ნოვგოროდის" უშუალო კონკურენტია. უნიქსელებმა ბოლო ტურში "ეფესი" დაამარცხეს, 2 მოგება მოუგროვდათ (4 წაგების წილ) და ერთი გამარჯვებით ჩამორჩებიან ჯგუფიდან გამსვლელ კვარტეტში მყოფ "ნიჟნი ნოვგოროდს".

სწორედ "უნიქსის" მსგავსი მაჩვენებლები აქვს თორნიკე შენგელიას "ბასკონიას". ისიც მეხუთე ადგილზეა, ოღონდ D ჯგუფში. რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს, B ჯგუფში ექვსივე მატჩი მოგებული აქვს.

ვითიბი

რუსულ კლუბებში მოასპარეზე ქართველ კალათბურთელებზე წერა ვითიბი ლიგით განვაგრძოთ. ამ შეჯიბრებაში "უნიქსმა" და ცსკა-მ კვირას, საღამოს ითამაშეს.

ყაზანელებმა ლატვიის "ვეფ რიგას" უმასპინძლეს და 64:52 დაამარცხეს. ვიქტორმა თანაგუნდელებს 19 წუთში 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შეაწია. 18 ქულით კიტ ლენგფორდი გამოირჩა.

ცსკა-მ ყაზახურ "ასტანასთან" მოსკოვში ითამაშა და იოლად, 89:63 დაამარცხა. მანუჩარს ტრავმის გამო არ უთამაშია.

ვითიბი ლიგის სატურნირო ცხრილი სასიამოვნო შესახედია: პირველ ადგილზე (7-დან 7 მოგებით) ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდია", მეორეზე - მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა (7/1), ხოლო მეოთხეა ვიტორ სანიკიძის "უნიქსი" (5/2).

იტალია

გადავინაცვლოთ აპენინის ნახევარკუნძულზე, სადაც გასულ ოთხშაბათს რამდენიმეთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გიორგი შერმადინი პირველად გამოვიდა მოედანზე.

მან ევროთასზე "კანტუს" შემადგენლობაში ითამაშა და შედარებით ძლიერ "გრან კანარიასთან" შინ დამარცხდა - 63:80. ამ შეხვედრის შესახებ საჭირო დროს უკვე მოგახსენეთ. აქ იტალიის ჩემპიონატის მატჩზე შევჩერდებით, რომელიც კანტუელებმა სტუმრად, თანაც ოვერტაიმში 107:95 მოიგეს. მათი მეტოქე "იუვეკასერტა" იყო.

სეზონის პირველი ქულები შერმადინმა სწორედ ქალაქ კასერტაში მიითვალა, თანაც არა ერთი და ორი, არამედ 11. 22 წუთში მან 6 ორქულიანი და 2 საჯარიმო სტყორცნა, რომელთაგან თითო აუცდა და 11 ქულასთან ერთად, მის ანგარიშზე 4 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება დაფიქსირდა. კანტუელებს გამარჯვებისკენ ჯეიმს ფელდეინი გაუძღვათ, რომელმაც 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 25 ქულას გამორჩა.

4 მოგებითა და 3 მარცხით "კანტუ" იტალიის ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.

იტალიის რიგით მეორე, ოქროს ლიგაში სტუმრად "ნოვაპიუსთან" 15-ქულიანი სხვაობით დამარცხდა "ნაპოლი" (60:75), რომლის ღირსებასაც ნიკა მეტრეველი იცავს. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა და, ცხადია, ვერაფერი მოასწრო.

"ნაპოლი" ოქროს ლიგაში მე-14 ადგილზეა (3 მოგება, 6 წაგება).

ვერცხლის ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა გიგა ჯანელიძემ - ბურთი 15-ჯერ მოხსნა. თუმცა მისი შრომა "როსეტოს" სტუმრად "აჯეტთან" გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 58:65.

გიგას სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 33 წუთი, 7 ქულა, 15 მოხსნა, 5 ფოლი.

9 ტურის შემდეგ 2 მოგებით "როსეტო" სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.

ესპანეთი

უხვქულიანი გამოდგა განვლილი უქმეები ესპანეთში მოასპარეზე ქართველებისთვის. უმაღლეს ლიგაში თორნიკე შენგელიამ 11 ქულა ჩააგდო, ხოლო ვერცხლის ლიგაში ბექა ბურჯანაძემ - 17.

მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით. თოკოს "ბასკონია" სათამაშოდ კატალონიაში ჩავიდა და "ხუვენტუდთან" ბოლო წამების დრამაში მინიმალური სხვაობით დათმო - 82:83.

თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში მან 10-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულის კვალად 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა გაიფორმა. ბასკონიელთაგან ყველაზე მეტი, 17 ქულა ლატვიელმა დავის ბერტანსმა ჩააგდო.

თორნიკეს თანაგუნდელებს 8 მატჩიდან მხოლოდ 3 აქვთ მოგებული და სატურნირო ცხრილშიც არასახარბიელო, მე-13 ადგილზე არიან.

ესპანეთის ვერცხლის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა 20 წლის ბექა ბურჯანაძემ, რომელმაც "პალმასთან" თავისი სნაიპერული თვისებები სრულად გამოავლინა: 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 4 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. ჩაგდებული ქულები რომ დავაჯამოთ, 17-ს მივიღებთ.

"პალმასთან" მატჩში ბექა სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მისი 17 ქულა სტუმრად გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა. "კორუნიამ" 70:83 დათმო.

ბურჯანაძის გუნდს მოგება-წაგებათა სწორედ ისეთი მაჩვენებელი აქვს, როგორიც შენგელიას "ბასკონიას" - 3 მოგება 5 მარცხი (მე-12 ადგილი სატურნირო ცხრილში).

ფინეთი

გივი ბაქრაძის "კორიკობრატი" "კატაიას" ესტუმრა და 73:85 დამარცხდა. გივი სათადარიგო იყო, 4 წუთი ითამაშა და მატჩი 2 ქულით დაასრულა.

"კორიკობრატი" ფინეთის პირველობაზე მეცხრე ადგილზეა, 10 ტურის შემდეგ 4 მოგება აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო

რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში

ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო

[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის

შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში

[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა

“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

გიგა ჯანელიძემ და "ავრორამ" ჩემპიონატის ორივე სასტარტო მატჩი დათმეს

"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია

[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე

ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრები პოდჩეტრტეკში სრული დატვირთვით ავარჯიშა

თორნიკე შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" გიგა ჯანელიძის "ვენეცია" დაამარცხა

ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა

მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა

[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა

ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა

ნიკა მეტრეველისა და "იუვეს" პირველი გამარჯვება სერია A-ში

ნიკა მეტრეველმა "კაზერტას" მაისურით პირველი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა

გიგა ჯანელიძის “ალმა ტრიესტე” იტალიის სერია A-ში გადავიდა

ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: გეგმის მიხედვით, მაგრამ ცვლილებებით

[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა

[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა

ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ

[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში

იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებიდან სამი კალათბურთელი გაუშვა

ნიკა მეტრეველმა იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა

[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

გიგა ჯანელიძის "ავრორა" სერია A-სკენ დაიძრა

შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს

მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა

პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს

გიგა ჯანელიძე "ტრიესტედან" "ნაპოლიში" გადავიდა

[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს

შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო

Jurnior NBA-GBF ქუთაისელი გოლდენსტეიტელების ტრიუმფით დასრულდა