თბილისის "სასკოს" ნახევარმცველი ნიკიტა იგუმენოვი ევროპაში წასვლას საქართველოდან იმედოვნებს
ფოტოზე: ნიკიტა იგუმენოვი (მარჯვნივ)

19 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ნიკიტა იგუმენოვი თბილისის "სასკოს" ღირსებას დაიცავს. შესაძლოა, ახალმა ლეგიონერმა შესვენებამდე დარჩენილ საქართველოს პირველი ლიგის ორ ტურში ითამაშოს კიდეც, თუ არა და, სეზონის განახლებისთანავე გუნდს აუცილებლად დაეხმარება.

"უკრაინაში ყოფნის დროს ვნახე იგუმენოვის თამაში და ამ ფეხბურთელმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. გადავწყვიტე, მას საქართველოში კარიერის აწყობაში დავხმარებოდი", - გვითხრა იგუმენოვის მენეჯერმა ირაკლი ხვედელიანმა.

საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებთა შეხვედრის შემდეგ იგუმენოვი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩზე ("ვიტ ჯორჯია"-"მეტალურგი") ვნახე და ჩვენი საუბარიც იქ შედგა.

- მოგვიყევით თქვენ შესახებ...

- ოდესის "ჩერნომორეცის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ვარ. ოთხი წელი "ჩერნომორეცის" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი. მერე ვიყავი უკრაინის ჩემპიონატის პირველ ლიგაში - "პოლიტეხნიკაში", "რეალ ფარმასა" და "ოდესაში" ვითამაშე.

- რომელია თქვენი ოპტიმალური სათამაშო ამპლუა?

- ამპლუით მარცხენა ნახევარმცველი ვარ. როგორც ვიცი, გუნდში დაცვაში უნდათ ჩემი გამოყენება. არანაირი პრობლემა - ვითამაშებ იქ, სადაც "სასკოს" დასჭირდება.

- უკრაინიდან საქართველოში ფეხბურთელის ჩამოსვლა, ცოტა არ იყოს, გასაკვირია. რატომ მიიღეთ ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება?

- საქმე ისაა, რომ უკრაინაში ომია. ეს ერთი; მეორეც, მიმაჩნია, რომ საქართველოში პროგრესის მეტი საშუალება მექნება. ჩემი თანამემამულის მაგალითს მოვიყვან. ის სეზონის დაწყების წინ ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხა, ახლა კი მისით ბუქარესტის "დინამოა" დაინტერესებული. კი, უკრაინის უმაღლესი ლიგა მაღალი დონის ტურნირია, თუმცა საქართველოს ჩემპიონატიდანაც შეიძლება იმ მიზნის მიღწევა, რომელიც დასახული მაქვს.

- და რა არის ეს მიზანი?

- მინდა, ევროპაში ვითამაშო. საამისოდ, ჯერ საქართველოში უნდა ვთქვა ჩემი სიტყვა.

- ჩვენმა ქვეყანამ რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

- ძალიან თბილად დამხვდნენ. გუნდში ბიჭებს უკვე დავუმეგობრდი. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ჩანს, რომ "სასკოში" ჩემი იმედი აქვთ და უნდა გავამართლო.

...როგორც შევიტყვეთ, სეზონის დასრულების შემდეგ "სასკო" სომხეთში მიემგზავრება ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად და სხვებთან ერთად ამ ტურნეში ნიკიტა იგუმენოვიც მიიღებს მონაწილეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Raul
gio, ჰოდა კარგი კაცი თუა და კარგი ჟურნალისტის იმიჯი თუ უნდა რომ ჰქონდეს, ასეთ სტატიებს არ უნდა წერდეს, ვიღაც საეჭვო მენეჯერის მიერ ჩამოყვანილ საეჭვო მომავლის ფეხბურთელზე, რომელიც უმაღლეს ლიგაშიც კი არ თამაშობს! მარაზმია!
gio
მე ვიცნობ ალეკოს. არ დავწერ ჩემს ვინაობას იმიტო რო შეიძლება დამკარგოს. არავის შეკვეთას ის არასდროს არ შეასრულებს. მაგას რო თავის პრინციპებიდან გადაეხვია დღეს სხვანაირი ცხოვრება ექნებოდა. ვინ რა იცის აქ რო იწერება რო ერთი შეკვეთა შეასრულაო. ჩამოდით და იკითხეთ ზესტაფონში როგორ გვიყვარს ის და ვინ არი ჩვენთვის. ულამაზესი სულის კაცი. ჩვენი ქალაქის ერთ-ერტი მაგარი ბურჯი. და ქეცბაიაზე რა უნდა დაეწერა კაი? ფარერებმა რო გაგვისწრო ის?
jona lomu
ერთი
აკო
Raul-ს. დაცვით არა, მაგრამ სულ ვაკრიტიკებდი ამ კაცს ტენდენციური პასკვილების გამო. განსაკუთრებით მაშინ, როც ქეცბაია იყო ნაკრების მწვრთნელი. ერთი მისია შეასრულა. ახლა ეტყობა რომ ახალი შეკვეთა მიიღო და იმუშავებს ამ საკითხებზე. აბსოლიტურად უინტერესო და არაფრის მთქმელი სტატია. ვის რაში აინტერესებს ვინმე, ყველასათვის უცნობი უკრაინელი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია. აი ირაკლი ხვედელიანი კი სხვა "საქმეა"
Raul
სულ კაკაურიძეს ვიცავ, მაგრამ ახლა რომ არ ითქვას არ შეიძლება - ეს სტატია ფხიზელზეა დაწერილი? უკრაინიდან რომ ადამიანი აქ ჩამოვა და ტრამპლინიაო იტყვის, ან მაგრად დააბოლეს და ან თვითონაა დაბოლილი. ჰოდა კიდევ, ირაკლი ხვედელიანი რომ ეყოლება მენეჯერად:))) სირცხვილია! ყველაფრის დაწერა და ფორუმ.გე-ს ნაცნობობით გადაწყვეტა არ შეიძლება! დიდი მინუსი ამ სტატიისათვის!
zveli-s
ამ დაქცეულში თუ ვინმე ჩამოდის, არ უნდა დაიწეროს? შენ რას აკეთებ ქართული ფეხბურთისთვის? რა იცი, ვინაა ეს ბიჭი ან ჟურნალკისტს რატო სვამ ბრჭყალებში
ZVELI
ეტყობა ფულიანი კაცის შვილია და ფული კიდევ ძალიან უყვართ ქართველ "აგენტებს". ამის გარეშე საქართველოში ფეხბურთი არ განვითარდებოდა, ეს ერთიღა აკლდა და ისიც მოიყვანეს. "ჟურნალისტო' დაანებე თავი ასეთი უსახური სტატიების წერას.
davita
სასტავი გარბის აქედან და ეს კიდევ აქ ჩამოვიდა :დ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"გაგრაში" უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
უცნობი ისტორია: ჯეიმი ვარდის თბილისის "დინამოში" უნდა ეთამაშა!
ახლო ხედით: ვინ არის ოქრიაშვილის თანაგუნდელი ლეო გოგლიჩიძე?
გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელებში კრასნოდარელი ლეო გოგლიჩიძე გამოიძახა
დამიბრუნე 300$! - აფრიკელთა დავა საქართველოში და საჩივარი ფიფაში