ისევ დერბი, ამჯერად ტურინში, მთავარი ინტრიგა კი "რომა"-"ინტერია"
სერია A-ს წინა ტურში, მილანური დერბი და "ლაციო"-"იუვენტუსის" დაპირისპირება ვიხილეთ. წინ კი არანაკლებ საინტერესო მატჩები გველოდება: მე-13 ტურში ტურინული დერბია, ყველაზე დიდ ინტერესს კი "რომა"-"ინტერის" ჯახი იწვევს.

გამორჩეულია "სამპდორია"-"ნაპოლის" პაექრობაც, რადგან ორივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

ტურინული დერბი

როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსი" საფუძვლიად გადააწყო 4-3-1-2 ტაქტიკაზე. "ვეკია სენიორა" ჩემპიონთა ლიგაზე "მალმიოსაც" ამ სქემით ეთამაშა და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "ტორინოსაც" ასევე დაუპირისპირდება.

დიახ, "იუვეს" მეტოქე "ტოროა", ეს კი დერბია თავისი დაძაბულობით და დრამატიზმით...

ფავორიტი "იუვენტუსია", რომელიც შეტევაში ალბათ ისევ კარლოს ტევესის და ფერნანდო ლორენტეს ტანდემით შეუტევს. ფორვარდთა უკან რობერტო პერეირა ითამაშებს, შუა ხაზს კი პოლ პოგბა, ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო გაამაგრებენ. სათადარიგოთა სკამზე მოიაზრება არტურო ვიდალი, რომელიც "მალმიოსთან" ძირითად შემადგენლობაში იყო.

"ტორინო" 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს, წინა ხაზზე კი "გრანატას" ორი ექს-იუვენტინო ეყოლება: ფაბიო კვალიარელა და კარვალიო ამაური. განსაკუთრებულად მოტივირებული მაინც კვალიარელაა, რომელმაც გასულ ზაფხულს დატოვა "ბიანკონერი" და შეეცდება დაამტკიცოს, რომ მისი გაშვება შეცდომა იყო.

ვნახოთ, როგორ დასრულდება ტურინული გარჩევა...

"ოლიმპიკო" ფოკუსში

რობერტო მანჩინი არ ამოასუნთქეს, "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი "მილანის" წინააღმდეგ ჰქონდა, მომდევნო შეხვედრა კი "რომასთან" მოუწევს და თანაც, "სტადიო ოლიმპიკოზე".

მილანური დერბის შემდეგ, მანჩინის თქმით, 5 დღე საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისი შეგირდები ახალ ტაქტიკაზე გადაწყობილიყვნენ - ამიტომ, "ინტერის" თამაშში ხარვეზი ბევრი იყო.

საინტერესოა, კიდევ 7 დღე თუ ეყო მანჩინის იმისთვის, რომ ფეხბურთელები 4-3-1-2 სქემისთვის კარგად მოემზადებინა... წინა ხაზზე ისევ როდრიგო პალასიოს და მაურო იკარდის ვიხილავთ, გამთამაშებელი კი ისევ მატეო კოვაჩიჩი იქნება.

"რომასთვის" ყველაფერი ნათელია, რუდი გარსიას გუნდს მოგება სჭირდება, რათა "იუვენტუსი" შორს არ გაუშვას, მიზნის მიღწევას კი დედაქალაქელები ძველი და ნაცადი სქემით შეეცდებიან. დიახ, გარსია ისევ 4-3-3-ს შეარჩევს და წინ ფრანჩესკო ტოტის, ადემ ლიაიჩს და ჟერვინიოს გაამწესებს.

"რომას" მართლაც ურთულესი მისია აკისრია, სკუდეტოსთვის იბრძვის და ისეთ გუნდებთანაც არ დააკმაყოფილებს ფრე, როგორიც "ინტერია" - ამიტომ, გარსია შეგირდებს მოგებაზე დაგეშავს.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, მანოლასი, ასტორი, კოული - პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი - ჟერვინიო, ლიაიჩი, ტოტი.

ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, რანოკია, ჟუანი, დოდო - გუარინი, მედელი, კუზმანოვიჩი - კოვაჩიჩი - პალასიო, იკარდი.

დესერტი

ტურის ბოლო შეხვედრა ორშაბათს გვიან ღამით, გენუაში გაიმართება, სადაც "სამპდორია" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

ორივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და წესით, კარგი ჯახი უნდა გამოვიდეს. მით უმეტეს, ორივე გუნდი მხოლოდ მოგებაზე ითამაშებს, რადგან "ნაპოლის" ჯერ კიდევ სჯერა სკუდეტოსთვის ბრძოლის, "სამპდორიას" კი ფრეები დაუგროვდა და ნავსის გატეხვაა საჭირო.

გენუელებს შეტევაში უცვლელი ტრიო ეყოლებათ მანოლო გაბიადინის, სტეფანო ოკაკა ჩუკას და ედერის შემადგენლობით.

"ნაპოლის" გამოკვეთილი ფორვარდი ტრადიციულად გონსალო იგუაინი იქნება, სიღრმიდან კი ხოსე კალეხონი, მარეკ ჰამშიკი და დრის მერტენსი შეუტევენ. დიახ, მერტენსი გამოჯანმრთელდა და დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება.

იტალია. სერია A. XIII ტური

შაბათი. 29 ნოემბერი

სასუოლო-ვერონა 21.00

დისკვალიფიკაცია: ძაძა (სასუოლო).

ტრავმა: პეგოლო, მანფრედინი - სალა, მობადი, სორენსენი, მარტიჩი, იანკოვიჩი.

ბოლო 6 შეხვედრა

3-3-0 0-3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 10 თამაში: +4=1-5, (13-11)

კიევო-ლაციო 23.45

დისკვალიფიკაცია: ლულიჩი (ლაციო).

ტრავმა: ბოტა, სარდო, ჰეტემაი - ჯენტილეტი, კატალდი, სიანი, პერეირინია.

ბოლო 6 შეხვედრა

1-2-3 3-1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +5=9-10, (22-30)

კვირა. 30 ნოემბერი

კალიარი-ფიორენტინა 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: კოლომბი, ერიკსონი, საუ, აველარი - როსი, ბერნარდესკი, პასკუალი.

ბოლო 6 შეხვედრა

1-4-1 2-1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 32 თამაში: +8=8-16, (32-46)

ჩეზენა-ჯენოა 18.00

დისკვალიფიკაცია: კაპელი - სტურარო.

ტრავმა: ტაბანელი, როდრიგესი, მარილუნგო, რენძეტი - ფეტფატციდისი, დე მაიო, რინკონი.

ბოლო 6 შეხვედრა

0-2-4 3-3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +3=5-4, (20-23)

ემპოლი-ატალანტა 18.00

დისკვალიფიკაცია: ბოაკე (ატალანტა).

ტრავმა: გუარენტე, ლაურინი - რისეტი, ესტიგარიბია, მილიაჩო, ბენალუანი, ფრეძოლინი.

ბოლო 6 შეხვედრა

2-1-3 1-3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +4=5-3, (12-10)

მილანი-უდინეზე 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: დე იონგი, აბატე, ალექსი - რიერა, სილვა, მურიელი.

ბოლო 6 შეხვედრა

1-4-1 1-2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 44 თამაში: +23=9-12, (82-48)

პალერმო-პარმა 18.00

დისკვალიფიკაცია: ასკუა (პარმა).

ტრავმა: ბოლცონი - ბიაბიანი, პალეტა, კასანი, ხორკერა, ბიდაუ, კოდა, გეზალი, მირანტე.

ბოლო 6 შეხვედრა

3-2-1 1-0-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +4=6-7, (23-27)

იუვენტუსი-ტორინო 21.00

დისკვალიფიკაცია: პადოინი (იუვენტუსი).

ტრავმა: ბარცალი, კასერესი, ევრა, მარონე, ოგბონა - ბაშა, ლარონდო.

ბოლო 6 შეხვედრა

4-1-1 2-1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +13=5-2, (38-16)

რომა-ინტერი 23.56

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ბალცარეტი, კასტანი, კურჩი, იანგა-მბივა, მაიკონი, პარედესი - ჯონათანი.

ბოლო 6 შეხვედრა

4-1-1 2-3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 60 თამაში: +17=18-25, (88-101)

ორშაბათი. 1 დეკემბერი

სამპდორია-ნაპოლი 00.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ვივიანო - ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე.

ბოლო 6 შეხვედრა

1-4-1 3-3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +7=7-14, (29-40)

ბომბარდირები:

9 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი); 7 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), მაურო იკარდი (ინტერი); 6 - კეისუკე ჰონდა (მილანი), ფილიპ ჯორჯევიჩი (ლაციო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"იუვენტუსი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი [VIDEO]
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 დაამარცხა და "ნაპოლი" 6 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"სამპდორიას" მწვრთნელი თვლის, რომ მსაჯმა "იუვენტუსს" გამარჯვება აჩუქა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
იმობილემ "ლაციო" 96-ე წუთზე დააწინაურა, საპონარამ "სამპდორიას" ფრე 99-ე წუთზე მოუპოვა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
რანიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დარჩება - მწვრთნელი, რომელიც დერბის არ აგებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
99-ე წუთზე "ლაციოს" კარში გოლის გატანის შემდეგ საპონარას ტრუსი ჩახადეს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი